13 ნოემბერი 2024 წელი
საქმე№ ა-5557-შ-146-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.გ.
მოწინააღმდეგე მხარე– ა.ვ. ძე გ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (N212/10025/23)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით (N212/10025/23) გ.ა. ასულ გ.ის სარჩელი ა.ვ. ძე გ–თან განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. გ.ა. ასულ გ–ს (დაბადების თარიღი 28.02.1983წ; გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო ნომერი 3037426062, რეგისტრაციის ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქალაქი კრივი რიჰ, მარშალ ვასილევსკის 24/70ბ) და ა.ვ. ძე გ–ს (დაბადების თარიღი: 28.04.1986წ; გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი 3152914654, რეგისტრაციის ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქალაქი კრივი რიჰ, .......... 24/70ბ) შორის, 2006 წლის 22 სექტემბერს დნეპროპეტროვსკის ოლქის იუსტიციის დეპარტამენტის კრივოი როჰის საქალაქო სამმართველოს სამოქალაქო სტატუსის რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ, სააქტო ჩანაწერი 683, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. დადგინდა, რომ ქორწინების შეწყვეტის შემდეგ გ.გ. შეინარჩუნებს გვარს - „გ.“.
2. 2024 წლის 24 ოქტომბერს გ.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა: უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების (N212/10025/23) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოსარჩელე გ.გ. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და სასამართლოს წარუდგინა განცხადება საქმის მის დაუსწრებლად განხილვის თაობაზე. არც, მოპასუხე ა.ვ. ძე გ. არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და მანაც სასამართლოს წარუდგინა განცხადება საქმის მის დაუსწრებლად განხილვის თაობაზე. სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია საქმის მხარეთა დაუსწრებლად, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, განხილვა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 19 თებერვალს. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით გ.გ–ის შუამდგომლობა უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების (N212/10025/23) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ გ.გ–ის შუამდგომლობა უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების (N212/10025/23) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. დადგენილია, რომ უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით (N212/10025/23) გ.ა. ასულ გ–ის სარჩელი ა.ვ. ძე გ–თან განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. გ.ა. ასულ გ.ს (დაბადების თარიღი 28.02.1983წ; გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო ნომერი 3037426062, რეგისტრაციის ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქალაქი კრივი რიჰ, ......... 24/70ბ) და ა.ვ. ძე გ.ს (დაბადების თარიღი: 28.04.1986წ; გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი 3152914654, რეგისტრაციის ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქალაქი კრივი რიჰ, ............ 24/70ბ) შორის, 2006 წლის 22 სექტემბერს დნეპროპეტროვსკის ოლქის იუსტიციის დეპარტამენტის კრივოი როჰის საქალაქო სამმართველოს სამოქალაქო სტატუსის რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ, სააქტო ჩანაწერი 683, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქორწინების შეწყვეტის შემდეგ გ.გ. შეინარჩუნებს გვარს - „გ.“.
საქმეში არსებული მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქმე მხარეთა დაუსწრებლად იქნა განხილული, ვინაიდან მხარეებმა იშუამდგომლეს საქმის მათი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე და სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია საქმის მხარეთა დაუსწრებლად, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, განხილვა. ამასთან, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 19 თებერვალს და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
8. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
11. უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.
12. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება. კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (N212/10025/23) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ.ის შუამდგომლობა უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების (N212/10025/23) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივი რიჰის ოქტომბრის რაიონის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (N212/10025/23), რომლითაც დაკმაყოფილდა გ.ა. ასულ გ–ის სარჩელი ა.ვ. ძე გ.თან განქორწინების შესახებ, შეწყდა გ.ა. ასულ გ–ს (დაბადების თარიღი 28.02.1983წ; გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო ნომერი ......., რეგისტრაციის ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქალაქი კრივი რიჰ, ....... 24/70ბ) და ა.ვ. ძე გ–ს (დაბადების თარიღი: 28.04.1986წ; გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო ბარათის სარეგისტრაციო ნომერი 3152914654, რეგისტრაციის ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქალაქი კრივი რიჰ, ........ 24/70ბ) შორის 2006 წლის 22 სექტემბერს დნეპროპეტროვსკის ოლქის იუსტიციის დეპარტამენტის კრივოი როჰის საქალაქო სამმართველოს სამოქალაქო სტატუსის რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი 683) და დადგინდა, რომ ქორწინების შეწყვეტის შემდეგ გ.გ. შეინარჩუნებს გვარს - „გ.“.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი