¹ბს-1039-990(კ-06) 8 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,თ-ა” წარმომადგენლის _ გ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მითითება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლებზე და ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს ,,თ-ას” წარმომადგენელს _ გ. წ-ეს ხარვეზის შესავსებად მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 9900 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილიდან დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა შპს ,,თ-ას” წარმომადგენელს _ გ. წ-ეს ამოეწურა 2007 წლის 20 იანვარს, ამ დროის განმავლობაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, კასატორმა გაუშვა სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად დარჩეს შპს ,,თ-ას” წარმომადგენლის _ გ. წ-ის საკასაციო საჩივარი;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.