საქმე №ა-6770-შ-162-2024
3 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ. ძ–ი, ა. ძ–ი, თ. ძ–ი, თ. ძ–ი, ქ. ძ–ი, ს.მ–ძე, დ. მ–ძე, ი.თ–ი (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ა - ს–ო“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის გაუქმება
დავის საგანი – გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2024 წლის 26 ნოემბერს ქ. ძ–ის, ა. ძ–ის, თ. ძ–ის, თ. ძ–ის, ქ. ძ–ის, ს.მ–ძის, დ. მ–ძისა და ი.თ–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის გაუქმება.
2. განცხადებაში აღნიშნულია, რომ:
2.1. შვედეთის სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 აპრილს მიღებულ იქნა პროცედურული გადაწყვეტილება დროებითი ზომები, რომლის მიხედვითაც განმცხადებლებს დაევალათ არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეეკავებინათ მათდამი რწმუნებულ კომპანიებში წილების მმართველის (შპს „ო.ა - ს–ო“ ს/ნ ........) რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებისგან. დასახელებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით (საქმე №ა-2869-შ-76-2024) ცნობილი იქნა და მიექცა აღსასრულებლად. ერთპიროვნული არბიტრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს ბრძანება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და მოქმედებს მიმდინარე საარბიტრაჟო განხილვის დასრულებამდე (თუ ერთადერთი არბიტრი ამას ამასობაში არ გადახედავს);
2.2. 2024 წლის 15 ნოემბერს საარბიტრაჟო დავაზე მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება/განკარგულება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საბოლოო გადაწყვეტილების 73-ე პუნქტის თა.ხმად, „დროებითი ღონისძიებების შესახებ განკარგულება ძალაში რჩება ამ საბოლოო განკარგულების გაცემამდე, დროებითი ღონისძიების ჩატარების შესახებ განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება წინამდებარე განკარგულების გაცემის მომენტიდან“. შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული დროებითი ღონისძიება, რომლითაც განმცხადებლებს შეეზღუდათ კომპანიათა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა, უკვე გაუქმებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
3. წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართულ მასალების გაცნობის შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 731 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თა.ხმად, არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს სავალდებულო ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყა.ში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას. სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.4 მუხლი).
6. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელს თანდართულ მასალად წარმოდგენილი აქვს შვედეთის სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის ინსტიტუტის 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო განკარგულების არასრული ვერსია, თუმცა განმცხადებლის მოთხოვნა შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით შუამდგომლობა შვედეთის სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის 2024 წლის 16 აპრილის ბრძანების (V2022/143) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. საცნობი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეეხებოდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით არ დადგენილა რაიმე შეზღუდვა, არამედ მხოლოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფარგლებში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ცნობა მოხდა. ამასთან, შუამდგომლობათა განხილვის სამართალწარმოება სპეციფიკურობით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიყენება „revision au fond“-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი 2015 წელი). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. საკასაციო სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 7 ივლისი 2017 წელი, პ.13).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. სსსკ-ის 421-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წა.მძღვრები. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი არცერთ მსგავს საფუძველზე არ მიუთითებს.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატისათის განმცხადებლის მოთხოვნა ბუნდვანი და გაუგებარია, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი საქმის მასალების შეფასების შედეგად აღნიშნავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი (გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება), რომლის მიღწევაც მხარეს სურს შესაძლებელია შვედეთის სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო განკარგულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში ცნობა-აღსრულებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარე ითხოვს არა განკარგულების აღნიშნული ნაწილის ცნობა-აღსრულებას, არამედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას.
11. გარდა ზემოაღნიშნულისა, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
12. ამდენად, თუ მხარის ინტერესშია შვედეთის სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო განკარგულების ცნობა-აღსრულება უზრუნველყოფის გაუქმების ნაწილში, ამისთვის საჭიროა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათა.დოდ (აპოსტილით) დამოწმებული დედნისა და მისი თარგმანის წარმოდგენა [და არა მხოლოდ კონკრეტული ფურცლები, რომლიდა.ც გაუგებარია კონტექსტი და მიღებული გადაწყვეტილება; მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია მხოლოდ საარბიტრაჟო განკარგულების მე-18, 125-ე ფურცლები და მათი თარგმანი. განკარგულების 72 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით დროებით მოქმედი განკარგულება (PO2) გაუქმდა და შეიცვალა დროებითი ღონისძინებების ჩატარების შესახებ განკარგულებით (PO4). ამავე განკარგულების 73-ე პუნქტის შესაბამისად, დროებითი ღონისძიებების ჩატარების შესახებ განკარგულება ძალაში რჩება ამ საბოლოო განკარგულების გაცემამდე. დროებითი ღონისძიებების ჩატარების შესახებ განკარგულება ძალადაკარგულად ჩაითვლება წინამდებარე განკარგულების გაცემის მომენტიდან. მთლიანი განკარგულების არ არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია რა იგულისხმება ამ ჩანაწერში]. ასევე საჭიროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოცემულ შემთხვევაში კი - შპს „ო.ა-ს–ო“ ინფორმირებული იყო საარბიტრაჟო განხილვაზე და ესწრებოდა მას).
13. სსსკ-ის 399-ე მუხლის თა.ხმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
14. სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. ამ განჩინებაში უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
15. საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით (იხ. სუსგ №ა-1190-შ-31-2024, 11 მარტი 2024 წელი; №ა-5643-შ-173-2023, 17 ნოემბერი 2023 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ქ. ძ–ის, ა. ძ–ის, თ. ძ–ის, თ. ძ–ის, ქ. ძ–ის, ს.მ–ძის, დ. მ–ძისა და ი.თ–ის განცხადება დარჩეს განუხილველად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე გიზო უბილავა