საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1040-994(კ-07) 3 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. ნ-ის სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სარჩელის გამო).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 21 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1040-994(კ-07) გ. ნ.-ის საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, გ. ნ.-ის სარჩელის გამო საქართველოს ფინანასთა სამინისტროს მიმართ, მესამე პირის სს «ვ.-ს” მონაწილეობით, ანაბრების დაბრუნების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის მოთხოვნას, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 1 (ერთი) თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ნ.-ს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2007 წლის 3 ოქტომბერს, რაც დასტურდება გზავნილზე არსებული მისივე ხელმოწერით (იხ. ს..ფ. 346). რაც შეეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განმეორებით გადაგზავნილ გადაწყვეტილების ასლის 1 ნოემბერს ჩაბარების ფაქტს (იხ. ს.ფ. 347), საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება სწორედ პირველი ჩაბარების მომენტიდან ანუ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლით დადგენილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ნ.-ს საპროცესო კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ ვადაში არ მოუხდენია თავისი საპროცესო უფლების რეალიზაცია, ვინაიდან საკასაციო საჩივარი მის მიერ შემოტანილია 2007 წლის 12 ნოემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 397.1. მუხლის შესაბამისად, კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390, 397, 399, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.