Facebook Twitter

საქმე №ა-6795-შ-163-2024

23 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ს–ძის კანონიერი წარმომადგენელი ს.ო–ძე

დაინტერესებული პირი - ა.ა–ის

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილებით განმცხადებლის ა.ა–ის მამის სახელი: ი., მცხოვრები: პტოლემაიდა, ........, საგადასახადო სამსახურში გადამხდელის ნომერი: 026177907 ნაშვილებ შვილად გამოცხადდა მისი მეუღლის - ს.ო–ძის ქალიშვილი - ე.ს–ძე, რომელიც დაიბადა საქართველოში 17-7-2008 წელს.

2. 2024 წლის 27 ნოემბერს არასრულწლოვანი ე.ს–ძის კანონიერმა წარმომადგენელმა ს.ო–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საბერძენთის რესპუბლიკის კოზანის ოლქის, ეორდეას მუნიციპალიტეტის პტოლემაიდას მუნიციპალური ერთეულის მმაჩის ბიუროს 20/05/2024 წლის დაბადების სააქტო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საცნობი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და საცნობი გადაწყვეტილების საფუძველზე შვილად აყვანა დარეგისტრირდა.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების თანახმად, ს.ო–ძე და არასრულწლოვანი ე.ს–ძე საქართველოს მოქალაქეები არიან.

5. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების შეტანა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით არასრულწლოვანი ე.ს–ძის კანონიერი წარმომადგენლის ს.ო–ძის შუამდგომლობა, საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

7. ზემოაღნიშნული განჩინება და ს.ო–ძის შუამდგომლობა თანდართული მასალით, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა დაინტერესებულ პირს - ა.ა–ის.

8. 2024 წლის 16 დეკემბერს ა.ა–ომ დაადასტურა, რომ ჩაბარდა საკასაციო სასამართლოს გზავნილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.ს–ძის კანონიერი წარმომადგენლის ს.ო–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. დადგენილია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის, ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილებით საბერძნეთის მოქალაქე ა.ა–ოს (მამის სახელი - ი.ს, დედის სახელი- ა.) შვილად აიყვანა მისი მეუღლის ს.ო–ძის ქალიშვილი 2008 წლის 17 ივლისს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ე.ს–ძე (მამის სახელი - დ.ს–ძე, დედის სახელი - ს.ო–ძე). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ს.ო–ძე და მისი ქალიშვილი ე.ს–ძე არიან საქართველოს მოქალაქეები.

10. საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ 10.05.1999 წლის შეთანხმებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 14.06.2000წ. დადგენილებით), საქართველო და საბერძნეთის რესპუბლიკა მიზნად ისახავენ რა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას და სურთ რა გააძლიერონ ურთიერთდახმარება სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში ეფექტური თანამშრომლობის საშუალებათა დანერგვის გზით, გადაწყვიტეს დადონ წინამდებარე შეთანხმება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ. შეთანხმების 21-ე მუხლით, თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ცნოს და აღასრულოს სამოქალაქო საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებანი, რომლებიც გამოცემულია მეორე მხარის ტერიტორიაზე და ექვემდებარება აღსრულებას, ამ მხარის კანონმდებლობის საფუძველზე.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2 ნაწილით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და შუამდგომლობა აკმაყოფილებს სამართლებრივი დახმარების შესახებ 10.05.1999წ. შეთანხმების 22-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმების 21-ე მუხლით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ს–ძის კანონიერი წარმომადგენლის ს.ო–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.კოზანის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2024 წლის 8 მარტის 52/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც საბერძნეთის მოქალაქე ა.ა–ის მამის სახელი: ი., მცხოვრები: პტოლემაიდა, ........, საგადასახადო სამსახურში გადამხდელის ნომერი: ..... შვილად აიყვანა მისი მეუღლის - ს.ო–ძის ქალიშვილი - ე.ს–ძე, რომელიც დაიბადა საქართველოში 17-7-2008 წელს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე