¹ბს-1049-1000(კ-06) 12 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 და 14 თებერვლის განჩინებების, 2006 წლის 5 მაისის სააღსრულებო ფურცლის, საქმეში მესამე პირად “მ-ის” ჩართვის შესახებ 2006 წლის 19 აპრილის საოქმო ჩანაწერის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1 დეკემბრის, 6 ოქტომბრისა და 6 დეკემბრის განჩინებების გაუქმებისა და მიწაზე ყადაღის აღდგენის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში განსახილველად შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 და 14 თებერვლის განჩინებებზე, სააღსრულებო ფურცელსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე (იხ. ს.ფ. 361-364).
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 391.1 მუხლისა და 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან კასატორი საკასაციო საჩივრით ასაჩივრებდა განჩინებებს, რომლებზეც საპროცესო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის წარდგენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განაცხადი არ შეესაბამებოდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგან გაურკვეველი იყო სსსკ-ის 391.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს რომელ გადაწყვეტილებას (განჩინებას) ასაჩივრებდა ნ. ხ-ე საკასაციო საჩივრით (იხ. შ.ფ. 431-433).
ხარვეზის შევსების მიზნით, ნ. ხ-ემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 და 14 თებერვლის განჩინებების, 2006 წლის 5 მაისის სააღსრულებო ფურცლის, საქმეში მესამე პირად “მ-ის” ჩართვის შესახებ 2006 წლის 19 აპრილის საოქმო ჩანაწერის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1 დეკემბრის, 6 ოქტომბრისა და 6 დეკემბრის განჩინებების გაუქმება და მიწაზე ყადაღის აღდგენა (იხ. ს.ფ. ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო წესით მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. Mმოცემულ შემთხვევაში ნ. ხ-ე საკასაციო წესით ასაჩივრებს იმ სასამართლო აქტებს, რომლებზეც საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2006 წლის 10 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ის” კერძო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ........ ქ. ¹2-ში მდებარე ლ. ც-ის, რ. გ-ისა და თ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო ¹..........), გაუქმდა მითითებული 2004 წლის 26 მარტისა და 5 იანვრის განჩინებები და გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. ს.ფ. 206-207). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით შესწორება იქნა შეტანილი ამავე სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განჩინებაში (იხ. ს.ფ. 213-214). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებულ 2006 წლის 10 და 14 თებერვლის განჩინებებზე, რადგან სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, როგორც ზემდგომმა სასამართლომ განიხილა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ის” კერძო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის განჩინებაზე და მისი განჩინება სსსკ-ის 419.3 მუხლის შესაბამისად, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ასევე დაუშვებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ნაწილშიც (რომელიც გაიცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განჩინების აღსასრულებლად), რამდენადაც ასეთ შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილშიც, რომლითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ამხანაგობა “მ-ა”. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.4 მუხლის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩაბმულ იქნენ საქმეში მესამე პირებად. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ხ-ე ითხოვს მესამე პირად ამხანაგობა “მ-ის” ჩართვის შესახებ განჩინების გაუქმებას. ამასთან, მესამე პირად ჩართვის შესახებ განჩინება საკასაციო წესით შესაძლოა გასაჩივრდეს სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო წესით გასაჩივრებულ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად. Mმოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სსსკ-ის 391.1 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს და საქმე საქალაქო სასამართლოში განხილვის სტადიაზეა.
რაც შეეხება ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია. აღნიშნული გაჩინების დედანი საერთოდ არ არის წარმოდგენილი საქმეში დაMმხოლოდ ასლი ერთვის საკასაციო საჩივარს დანართის სახით, საიდანაც ირკვევა, რომ 2006 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მესამე პირების _ ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა “მ-ის” თავმჯდომარის, ლ. ც-ის, რ. გ-ისა და თ. ჯ-ის კერძო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის განჩინებაზე (მითითებული განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, .......... ქ. ¹2-ში მდებარე მიწის ნაკვეთს). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის განჩინება და გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. Mმხარეებს განემარტათ, რომ მითითებული განჩინება შეეძლოთ გაესაჩივრებინათ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 365). Aამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს აღნიშნული განჩინების კანონიერებაზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია.
ნ. ხ-ე ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის, 6 ოქტომბრისა და 6 დეკემბრის განჩინებების გაუქმებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია. საქმეში არ არსებობს მითითებული განჩინებების დედნები. Kკასატორის მიერ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილია მხოლოდ ასლები, რომელთა თანახმად, 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განიხილა ნ. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე, მითითებული განჩინებით ნ. ხ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება და მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. რაც შეეხება 6 ოქტომბრის განჩინებას, საქმეში აღნიშნული განჩინება საერთოდ არ არის წარმოდგენილი და გაურკვეველია რას ეხება იგი. Aასევე არ არის საქმეში წარმოდგენილი 6 დეკემბრის განჩინება, არსებობს მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტისა და 3 აპრილის განჩინებებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია მხარეთა საპროცესო უფლებები და მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა კომპეტენტურად არ უზრუნველყო თავისი საპროცესო უფლება, რადგან საკასაციო წესით ასაჩივრებს სასამართლოს იმ აქტებს, რომლებიც არ ექვემდებარება საკასაციო წესით გასაჩივრებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, საკასაციო წესით ასაჩივრებს რა იმ სასამართლო აქტებს, რომლებზეც საკასაციო საჩივრის შეტანა გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წანამძღვრები. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყო ის განჩინებებიც, რომლებიც წინ უსწრებენ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნული განჩინებების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად. საქმის მასალების თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 391.1, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.