საქმე №ა-7066-შ-169-2024 17 იანვარი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ხ.კ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ვ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ხ.კ–ვასა (ა–ვა) და თ.კ–ვს შორის საქართველოში, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროში 2009 წლის 11 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ხ.კ–ვას წარმომადგენელმა ა. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ხ.კ–ვა საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ხ.კ–ვას შუამდგომლობა ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ხ.კ–ვას შუამდგომლობა ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ხ.კ–ვასა (ა–ვა) და თ.კ–ვს შორის საქართველოში, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროში 2009 წლის 11 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ხ.კ–ვა საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.კ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ჰააგის სასამართლოს 2021 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ხ.კ–ვასა (ა–ვა) და თ.კ–ვს შორის საქართველოში, ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროში 2009 წლის 11 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი