№ა-1962-შ-44-2024
20 დეკემბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ოქტომბრის N 3Ps 106/19m-36 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ოქტომბრის N 3Ps 106/19m-36 გადაწყვეტილებით, მამის განცხადება, მონაწილეობა მიიღოს ა.ს–ას მეურვეობაში არ დაკმაყოფილდა. ამგვარად, ბავშვის ერთადერთ მეურვედ დანიშნულია დედა ც.ჩ–ძე, დაბადებული 1990 წლის 8 დეკემბერს.
შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ოქტომბრის N 3Ps 106/19m-36 გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.
ს.ჩ–ძის წარმომადგენელმა 2024 წლის 10 აპრილს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, მხოლოდ ბავშვის - ა.ს–ას მეურვედ დედის ს.ჩ–ძის ცნობის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით, ს.ჩ–ძის წარმომადგენლის ლ.ხ–ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელის შეცვლის N01205001629 მოწმობით დგინდება, რომ ც.ჩ–ძემ 2020 წლის 3 აგვისტოს შეიცვალა სახელი და გახდა ს.ჩ–ძე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ს.ჩ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ოქტომბრის N 3Ps 106/19m-36 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ოქტომბრის N 3Ps 106/19m-36 სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მამის განცხადება, მონაწილეობა მიიღოს ა.ს–ას მეურვეობაში არ დაკმაყოფილდა. ამგვარად, ბავშვის ერთადერთ მეურვედ დანიშნულია დედა ც.ჩ–ძე, დაბადებული 1990 წლის 8 დეკემბერს. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი - ს.ჩ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქ,,revizion au fond"-ისვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ოქტომბრის N 3Ps 106/19m-36 გადაწყვეტილება, რომლითაც მამის განცხადება, მონაწილეობა მიიღოს ა.ს–ას მეურვეობაში არ დაკმაყოფილდა. ამგვარად, ბავშვის ერთადერთ მეურვედ დანიშნულია დედა ც.ჩ–ძე, დაბადებული 1990 წლის 8 დეკემბერს, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ჩ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 ოქტომბრის N 3Ps 106/19m-36 გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც, მამის განცხადება, მონაწილეობა მიიღოს ა.ს–ას მეურვეობაში არ დაკმაყოფილდა. ამგვარად, ბავშვის ერთადერთ მეურვედ დანიშნულია დედა ც.ჩ–ძე, დაბადებული 1990 წლის 8 დეკემბერს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე