Facebook Twitter

საქმე N ა-5702-შ-174-2023

20 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - კ.ვ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ხ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება N2-181(9)2019

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან ი.ი. ასული ხ–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი დედის კ.ვ–ვას საცხოვრებელი ადგილი - სვერდლოვსკის ოლქი, ქ. ტავდა, .............

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბერს, შუამდგომლობით მომართა კ.ვ–ვას წარმომადგენელმა ლ.კ–მა, რომელმაც დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა. საქმის მასალებით დადასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინებით, კ.ვ–ვას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის N2-181(9)2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო აღსრულების ნაწილში დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კ.ვ–ვას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის N2-181(9)2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ არასრულწლოვან ი.ი. ასული ხ–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი დედის კ.ვ–ვას საცხოვრებელი ადგილი - სვერდლოვსკის ოლქი, ქ. ტავდა, .......

საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის N2-181(9)2019 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 17 სექტემბერს.

რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის N2-181(9)2019 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასრულწლოვან ი.ი. ასული ხ–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი დედის კ.ვ–ვას საცხოვრებელი ადგილი - სვერდლოვსკის ოლქი, ქ. ტავდა, ....... უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ადგენს იმ სამართლებრივ შედეგს, რაზედაც სასამართლომ იმსჯელა (სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: „გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე“). საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია იმ სამართლებრივი შედეგის (გადაწყვეტილების) მიხედვით, რაც მის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილშია ასახული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახა ის დასკვნები, რაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრას ეხება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის N2-181(9)2019 გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვან ი.ი. ასული ხ–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი დედის კ.ვ–ვას საცხოვრებელი ადგილი სვერდლოვსკის ოლქი, ქ. ტავდა, ...... ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ვ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას, რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ. ტავდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვან ი.ი. ასული ხ–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მისი დედის კ.ვ–ვას საცხოვრებელი ადგილი სვერდლოვსკის ოლქი, ქ. ტავდა, .......

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე