Facebook Twitter

№ა-7084-შ-170-2024

20 დეკემბერი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ.ც–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.პ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილებით, შეწყვეტილი იქნა განმცხადებლების პ.ბ–სა და ჯ.ც–ს შორის 02.03.2020 წელს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება N01203001596, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 29 აგვისტოს.

ჯ.ც–მა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ჯ.ც–ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯ.ც–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილებით, შეწყვეტილი იქნა განმცხადებლების პ.ბ–სა და ჯ.ც–ს შორის 02.03.2020 წელს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება N01203001596, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 29 აგვისტოს.

ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილება, პ.ბ–სა და ჯ.ც–ს შორის 02.03.2020 წელს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება N01203001596 ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ც–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას, ავსტრიის ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 აგვისტოს N 1FAM/25/24g გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილი იქნა განმცხადებლების პ.ბ–სა და ჯ.ც–ს შორის 02.03.2020 წელს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება N01203001596.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე