Facebook Twitter

12 დეკემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-1138 -2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ც.ნ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ა–ვი (მოპასუხე)

დავის საგანი - თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა;

მოთხოვნა - გადაწყვეტილების განმარტება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ც.ნ–ამ სარჩელი აღძრა ვ.ა–ვის წინააღმდეგ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25 % - 23562 ლარის, გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე ცნობილი იქნა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ (პირველი ექსპერტიზის დასკვნის აზომვითი ნახაზის მიხედვით);

მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით, 2019 წლის 5 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N2982895563 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე მოსარჩელის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 6968,46 ლარი, 2020 წლის 17 ივლისს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N3530739015 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ნის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 12775 ლარი და 2021 წლის 30 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ნის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 3818,54 ლარი (3880 ლარიდან), ჯამურად - 23562 ლარი.

მოსარჩელეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშიდან დაუბრუნდა 2021 წლის 30 ნოემბერს N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერის საფუძველზე გადახდილი თანხიდან (3880 ლარიდან) ზედმეტად გადახდილი - 61,46 ლარი.

3. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხისთვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 32820,60 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოსარჩელე ცნობილი იქნა თბილისში, ......... ქუჩა, #33-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #.........., 67.61 კვ.მ მესაკუთრედ;

მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით 2019 წლის 5 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N2982895563 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე მოსარჩელის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 6968,46 ლარი, 2020 წლის 17 ივლისს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N3530739015 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ნის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 12775 ლარი და 2021 წლის 30 ნოემბერს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ნის მიერ (დეპონირებული) განთავსებული - 3880 ლარი, ჯამურად 23623,46 ლარი;

დარჩენილი - 9197,14 ლარის შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელისთვის მიკუთვნებული უძრავი ნივთი; განისაზღვრა, რომ იპოთეკა შეწყდება კომპენსაციის სრულად ანაზღაურების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ.ა–ვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

ც.ნ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

ც.ნ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ც.ნ–ა ცნობილი იქნა თბილისში, ...... ქუჩა, #33-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #......., 67.61 კვ.მ მესაკუთრედ (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს N5005449418 დასკვნაში მითითებული აზომვითი ნახაზის მიხედვით) ვ.ა–ვისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 30700 აშშ დოლარის 25 %-ის - 7675 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

7. 2024 წლის 10 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ც.ნ–ას წარმომადგენელმა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ლარის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დაბრუნება ითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ც.ნ–ას განცხადება მისი შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის დეფინიციით განსაზღვრული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე აღძრულ მოთხოვნას და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ც.ნ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ც.ნ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ც.ნ–ა ცნობილი იქნა თბილისში, ...... ქუჩა, #33-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #........., 67.61 კვ.მ მესაკუთრედ (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს N5005449418 დასკვნაში მითითებული აზომვითი ნახაზის მიხედვით) ვ.ა–ვისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 30700 აშშ დოლარის 25 %-ის - 7675 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

9. გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

10. ასევე დადგენილია, რომ ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით 05/11/2019 წელს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N2982895563 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ც.ნ–ამ - 6968,46 ლარი (დეპონირებული) განათავსა;

17/07/2020 წელს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N3530739015 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ნმა - 12775 ლარი (დეპონირებული) ხოლო 30/11/2021 წელს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე იმავე პირმა - 3880 ლარი (დეპონირებული) განათავსა.

დადასტურებულია, რომ ზემოაღნიშნული თანხების განთავსების მიზანს წარმოადგენდა ც.ნ–ასთვის სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ ვ.ა–ვისთვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების კანონით გათვალისწინებული ნაწილის ანაზღაურება.

11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2024 წლის 11 სექტემბრის ინფორმაციაზე, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მოკლებულია - 6968.46 ლარის, 12 775 ლარისა და 3880 ლარის დაბრუნების შესაძლებლობას, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ვ.ა–ვისთვის საცხოვრებელი სახლის ღირებულების 25%-ის - 7675 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ლარის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ანაზღაურების შესახებ მითითებას არ შეიცავს (იხ. ცნობა).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5-ე პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით:

ც.ნ–ა ცნობილი იქნეს თბილისში, ......., #33-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს/კ-ით #........, 67.61 კვ.მ მესაკუთრედ (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს N5005449418 დასკვნაში მითითებული აზომვითი ნახაზის მიხედვით) ვ.ა–ვისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 30700 აშშ დოლარის 25 %-ის - 7675 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

14. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017წ.). გადაწყვეტილება (განჩინება) უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება.

15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).

16. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ ქვემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით საკასაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსებული თანხიდან ანაზღაურების შესახებ.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში თვალნათელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების როგორც მთლიანი ტექსტი ისე სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა. გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილულ საქმესთან მიმართებაში.

ამავდროულად, წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე თანხის განთავსების აუცილებლობა გაქარწყლებულია და გადაწყვეტილების სრულფასოვნად აღსრულების კონტექსტში გამოკვეთილია მათი ც.ნ–ასთვის დაბრუნების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

17. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და წინამდებარე შემაჯამებელი გადაწყვეტილება განიმარტოს იმ სახით, რომ ც.ნ–ას უნდა დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-285-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც.ნ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. ც.ნ–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე მის მიერ 05/11/2019 წელს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N2982895563 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული - 6968,46 ლარი; 17/07/2020 წელს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N3530739015 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ნის მიერ ჩარიცხული - 12775 ლარი და 30/11/2021 წელს სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით N211130141956887 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ს.თ–ნის მიერ ჩარიცხული - 3880 ლარი

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა