Facebook Twitter

ბს-1053-1006(კ-07) 23 მაისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “ჰ-ი” (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ ბათუმის მერია (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი: სარჩელში – შპს “ჰ-ის” წესდების 1.2 პუნქტის _ შპს ,,ჰ-ის” შპს ,,მრავალდარგობრივი ფირმა ჰ-ის” სამართალმემკვიდრედ ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

შეგებებულ სარჩელში _ ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის დადგენილების I ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის (1996 წლის 7 ივნისის ¹ 333 გადაწყვეტილების ნაწილში) ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ხელახლა განსახილველად

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ბათუმის მერიამ 2006 წლის 4 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს ,,ჰ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა 1997 წლის 31 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ რეგისტრირებული შპს ,,ჰ-ის” წესდების იმ პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც იგი გამოცხადდა 1994 წლის 23 სექტემბერს ქ. ბათუმის მერიის მიერ რეგისტრირებული შპს მრავალდარგობრივი ფირმა ,,ჰ-ის” სამართალმემკვიდრედ და საჯარო რეესტრის იმ მონაცემების ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹25ა-ში მდებარე 1386,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ ითვლება შპს ,,ჰ-ი”.

მოპასუხე შპს “ჰ-მა” შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამრთლოში ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის დადგენილების I ნაწილის “ბ” პუნქტისა და II პუნქტის (1996 წლის 7 ივნისის ¹333 გადაწყვეტილების) ნაწილში ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მოპასუხის მოქმედებით ხელყოფილი იქნა შპს “ჰ-ის” საკუთრების უფლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო; შპს ,,ჰ-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მთავრობის 2006 წლის 17 თებერვლის ¹46 დადგენილების I ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი და ამავე დადგენილების მეორე ნაწილი – ქ. ბათუმის მერიის 1996 წლის 16 ივლისის ¹333 გადაწყვეტილებით ნაწილში; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹25ა-ში მდებარე შპს ,,ჰ-ის” საკუთრებაში რიცხულ 1386 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ბათუმის მერიის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ჰ-ის” წესდების 1.2 პუნქტი შპს ,,ჰ-ის” შპს ,,მრავალდარგობრივი ფირმა ჰ-ის” სამართალმემკვიდრედ ცნობის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 24 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი ბათუმში, ...... ქ. ¹25ა-ში მდებარე 1386 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების შპს ,,ჰ-ის” საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, სარეგისტრაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა – ქ. ბათუმი, კოდი-05, სექტორი-მიკრორაიონი-04, კვარტლის ¹02, ნაკვეთის ¹...... , ფართობი – 1386 კვ.მ მიწის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო. მისამართი: ........ ქ. ¹25ა; არ დაკმაყოფილდა შპს ,,ჰ-ის” შეგებებული სარჩელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის განცხადება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის

ჩანაწერი ბათუმში, ........ ქ. ¹25ა-ში მდებარე 1386 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების შპს ,,ჰ-ის” საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, სარეგისტრაციო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა – ქ. ბათუმი, კოდი-05, სექტორი-მიკრორაიონი-04, კვარტლის ¹02, ნაკვეთის ¹...... , ფართობი – 1386 კვ.მ მიწის ფუნქცია – არასასოფლო-სამეურნეო. მისამართი: ........ ქ. ¹25ა; აღნიშნული ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში გადაწყვეტილების გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჰ-მა” გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით შპს ,,ჰ-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 1 მაისს 15:00 მხარეთა დასწრებით.

მოცემული საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარეებმა იშუამდგომლეს საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე და მოითხოვეს მოცემული საქმის გადადება. მათ 2008 წლის 19 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,ჰ-ს” შორის 2008 წლის 16 მაისს გაფორმებული მორიგების აქტი. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. მხარეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-1053-1006(კ-07) ადმინისტრაციულ საქმეს დაამთავრებენ მორიგებით და შპს “ჰ-ი” ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე შეიტანს მიწის ნაკვეთის ღირებულებას 1 კვ.მ-ზე 100 (ასი) ლარს;

2. შპს “ჰ-ი” საბოლოოდ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადაიხდის 138 600 (ას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარს.

3. შპს “ჰ-ის” მიერ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის 138 600 (ას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარის სრულად გადახდა განხორციელდება 2008 წლის 1 ივლისამდე.

4. შპს “ჰ-ი” თანხის გადარიცხვას მოახდენს ქ. ბათუმის მერიის მიერ მოწოდებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ბათუმი); მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: ...... ; ანგარიშის ნომერი: ......... .

5. მხარეები თანახმა არიან, რომ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის ¹215 ყ/დ განჩინება და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹25-ში მდებარე, შპს “ჰ-ის” საკუთრებაში არსებულ 1 386 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

6. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

7. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;

8. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

9. მხარეების წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს. ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;

10. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;

11. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები თანახმანი არიან, რომ მორიგების პროცესში ერთმანეთისათვის ცნობილი კომერციული, პირადი და საქმიანი ინფორმაციები დაცული იქნება მესამე პირებზე გადაცემისაგან;

12. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;

13. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;

14. წინამდებარე მორიგების შეთანხმებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ საჯარო რეესტრში შპს “ჰ-ის” საკუთრების უფლების ნამდვილობას მიწის ნაკვეთთან მიმართებაში;

15. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;

16. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს.

17. მხარეთა მიერ, ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში.

ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,ჰ-ს” შორის გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 19 მაისს წარმოდგენილი მორიგების აქტი ხელმოწერილია ქ. ბათუმის მერიის მხრიდან ქ. ბათუმის მერის რ. ჩ-ისა და შპს ,,ჰ-ის” მხრიდან ამავე საზოგადოების დირექტორ რ. მ-ის მიერ.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,ჰ-ს” შორის გაფორმებულ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 19 მაისს წარმოდგენილ მორიგების აქტის შინაარსს და თვლის, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ხოლო იმავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,ჰ-ს” შორის გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 19 მაისს წარმოდგენილი მორიგების აქტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები და, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. მხარეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-1053-1006(კ-07) ადმინისტრაციულ საქმეს დაამთავრებენ მორიგებით და შპს “ჰ-ი” ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე შეიტანს მიწის ნაკვეთის ღირებულებას 1 კვ.მ-ზე 100 (ასი) ლარს;

2. შპს “ჰ-ი” საბოლოოდ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადაიხდის 138 600 (ას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარს.

3. შპს “ჰ-ის” მიერ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის 138 600 (ას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარის სრულად გადახდა განხორციელდება 2008 წლის 1 ივლისამდე.

4. შპს “ჰ-ი” თანხის გადარიცხვას მოახდენს ქ. ბათუმის მერიის მიერ მოწოდებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ბათუმი); მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: ........ ; ანგარიშის ნომერი: ......... .

5. მხარეები თანახმა არიან, რომ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის ¹215 ყ/დ განჩინება და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹25-ში მდებარე, შპს “ჰ-ის” საკუთრებაში არსებულ 1 386 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

6. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

7. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;

8. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

9. მხარეების წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს. ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;

10. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;

11. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები თანახმანი არიან, რომ მორიგების პროცესში ერთმანეთისათვის ცნობილი კომერციული, პირადი და საქმიანი ინფორმაციები დაცული იქნება მესამე პირებზე გადაცემისაგან;

12. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;

13. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;

14. წინამდებარე მორიგების შეთანხმებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ საჯარო რეესტრში შპს “ჰ-ის” საკუთრების უფლების ნამდვილობას მიწის ნაკვეთთან მიმართებაში;

15. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;

16. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს.

17. მხარეთა მიერ, ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს; ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების გამო კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს ქ. ბათუმის მერიასა და შპს ,,ჰ-ს” შორის გაფორმებული, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 19 მაისს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1. მხარეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ ¹ბს-1053-1006(კ-07) ადმინისტრაციულ საქმეს დაამთავრებენ მორიგებით და შპს “ჰ-ი” ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე შეიტანს მიწის ნაკვეთის ღირებულებას 1 კვ.მ-ზე 100 (ასი) ლარს;

2. შპს “ჰ-ი” საბოლოოდ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადაიხდის 138 600 (ას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარს.

3. შპს “ჰ-ის” მიერ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის 138 600 (ას ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარის სრულად გადახდა განხორციელდება 2008 წლის 1 ივლისამდე.

4. შპს “ჰ-ი” თანხის გადარიცხვას მოახდენს ქ. ბათუმის მერიის მიერ მოწოდებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (ბათუმი); მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: ......... ; ანგარიშის ნომერი: ........ .

5. მხარეები თანახმა არიან, რომ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის ¹215 ყ/დ განჩინება და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹25-ში მდებარე, შპს “ჰ-ის” საკუთრებაში არსებულ 1 386 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

6. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადოდ უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

7. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდგომ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება, ან მიმდინარე სასამართლო დავა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე;

8. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმისწარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

9. მხარეების წინამდებარე შეთანხმებით ადასტურებენ, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან რეპუტაციას, იმიჯსა და ავტორიტეტს. ადასტურებენ და იღებენ ვალდებულებებს უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რაც საზიანოა ერთმანეთის იმიჯისათვის და ატარებს რეპუტაციის შემლახველ ხასიათს. ასევე თანხმდებიან მასზედ, რომ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები არ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი იქნება მხარეთა საქმიანი რეპუტაციისათვის და არ მიმართავენ ისეთ ხერხებს, რომელიც გამოიხატება მხარეთა იმიჯის შემლახავი ცნობების გავრცელებაში საჯაროდ თუ დახურული ფორმით;

10. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;

11. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები თანახმანი არიან, რომ მორიგების პროცესში ერთმანეთისათვის ცნობილი კომერციული, პირადი და საქმიანი ინფორმაციები დაცული იქნება მესამე პირებზე გადაცემისაგან;

12. წინამდებარე შეთანხმება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის;

13. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;

14. წინამდებარე მორიგების შეთანხმებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ საჯარო რეესტრში შპს “ჰ-ის” საკუთრების უფლების ნამდვილობას მიწის ნაკვეთთან მიმართებაში;

15. მხარეები თანახმანი არიან წინამდებარე შეთანხმება გადაეცეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მორიგების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა შეწყდეს სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება;

16. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი წარედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს.

17. მხარეთა მიერ, ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში.

2. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს მოცემულ საქმეზე წარმოება;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

4. კასატორ შპს ,,ჰ-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.