საქმე №ა-83-შ-5-2025 6 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.ბ.ა–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქე ჰ.ბ.ა–მა შვილად აიყვანა საქართველოს მოქალაქე ი.ნ–ი, რომელსაც მიენიჭა გვარი „ა–კი.“
ი.ნ–ის წარმომადგენელმა მ.ჯ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ი.ნ–ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით ი.ნ–ის შუამდგომლობა გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.ნ–ის შუამდგომლობა გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქე ჰ.ბ.ა–მა შვილად აიყვანა საქართველოს მოქალაქე ი.ნ–ი, რომელსაც მიენიჭა გვარი „ა–კი.“ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ი.ნ–ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ნ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს გერმანიის შტაინფურტის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გერმანიის მოქალაქე ჰ.ბ.ა–მა შვილად აიყვანა საქართველოს მოქალაქე ი.ნ–ი, რომელსაც მიენიჭა გვარი „ა–კი.“
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი