Facebook Twitter

საქმე №ა-6834-შ-165-2024 27 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ. (შ.) ს.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი – სახელის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოში დაბადებულმა შ. ს–მა სახელი „შ.“ შეიცვალა სახელით „შ..“

შ. (შ.) ს–ის წარმომადგენელმა ქ.ბ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 23 იანვარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შ. (შ.) ს–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შ. (შ.) ს–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოში დაბადებულმა შ. ს–მა სახელი „შ–ფე“ შეიცვალა სახელით „შ..“ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 23 იანვარს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომელზეც სავალდებულოა მხარემ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, როგორც შეცდომით გადახდილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. (შ–ფე) ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ანკარის დასავლეთ ნაწილის მე-6 პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში დაბადებულმა შ–ფე ს–მა სახელი „შ–ფე“ შეიცვალა სახელით „შ..“

3. შ. (შ–ფე) ს.ს (პ/ნ №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შ.ტ–ძის მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს №24826796653 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი