Facebook Twitter

საქმე №ა-71-შ-2-2025 31 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.პ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით თ.კ–ძესა და ს.პ–ის შორის საქართველოში, ქ.თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურში 2013 წლის 7 მაისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეესტრი №01131007015).

ს.პ–ის წარმომადგენელმა თ.კ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 30 ივლისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით ს.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს.პ–ის შუამდგომლობა გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით თ.კ–ძესა და ს.პ–ის შორის საქართველოში, ქ.თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურში 2013 წლის 7 მაისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეესტრი №01131007015). ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 30 ივლისს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.პ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს გერმანიის რუდოლშტადტის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.კ–ძესა და ს.პ–ის შორის საქართველოში, ქ.თბილისის სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურში 2013 წლის 7 მაისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეესტრი №01131007015).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი