11 დეკემბერი, 2024 წელი,
საქმე #ას - 1113 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - დ.ა–ი, ა. და ა. (ლ. ს–ის უფლებამონაცვლე) ს–ები, (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი ან სააგენტო) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე), ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან პირველი მოპასუხის დედა) და ლ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) ს–ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სიღნაღის რაიონულინ სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 29 000 ლარის ა.ზღაურება დაეკისრა; პირველი მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 7569 ლარის დაკისრებისა და ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით, საგარეჯოს რაიონში, სოფელ ........ მდებარე მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ-ით #....... და მესამე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ-ით #......... იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ მოთხოვნა უარყოფილ იქნა, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის 2013 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული გარიგება პირობითი ხასიათის არ არის და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ამ ხასიათის გარიგების მომწესრიგებელი ნორმები არ უნდა გამოეყენებინა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის №ას-1113-2021 წარმოება გარდაცვლილი მესამე მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, №ას-1113-2021 სამოქალაქო საქმეზე საქმისწარმოება განახლდა; 2019 წლის 8 დეკემბერს გარდაცვლილი მესამე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - ა. ს–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხის უფლებამონაცვლე).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მა.მდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თა.ხმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2013 წლის 27 დეკემბერს, პირველი მოპასუხის წარმომადგენელს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს/მეორე და მესამე მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ა.ზღაურებისა და ნივთზე იპოთეკის წარმოშობის თაობაზე პირობითი გარიგება დაიდო, კერძოდ:
სიღნაღის რაიონულ სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე პირველი მოპასუხის მიმართ, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისიწნებული სისხლის სამართლის კოდექსის 177.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
პირველი მოპასუხე ბრალდებული იყო - 29 000 ლარის ამორტიზებული ლითონის მილების ქურდობაში.
2013 წლის 7 ნოემბერს პირველი მოპასუხის ადვოკატებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში შუამდგომლობა წარადგინეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველი მოპასუხე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანახმა იყო საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სრულად აენაზღაურებინა მატერიალური ზიანი - 29 000 ლარი, წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
აღნიშნულს ეთანხმებოდა პირველი მოპასუხის დედაც. შუამდგომლობის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ „გონივრულ ვადაში თანხის გადახდის აღნიშნული ფორმა უზრუნველყოფდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და ამასთა.ვე ხელს შეუწყობდა ახალგაზრდა კაცის საზოგადოებაში დაბრუნებას“.
სააგენტოში 2013 წლის 7 ნოემბერს პირველი მოპასუხის დედის მიერ წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიღნაღის რაიონულ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა. საკითხის გადაწყვეტას ართულებდა ის გარემოება, რომ ზიანი ანაზღაურებული არ იყო და სააგენტოსთან კონსულტაციის გზით საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დადებითი პასუხიც არ იყო მიღებული. განცხადებაში მეორე მოპასუხე ოჯახის არახელსაყრელ მატერიალური მდგომარეობაზე უთითებდა და თხოვნით მიმართავდა სააგენტოს, შესაბამისი სამსახურისთვის აღნიშნული საკითხის მოწესრიგება დაევალებინა, ამასთან, პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე თანხმობა მიეცათ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მოვალე“ ზიანს გრაფიკით - 18 თვეში აანაზღაურებდა. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას მოვალეს დაეკისრება პირგასამტეხლო.
ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მეორე და მესამე მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება.
სააგენტოს 2014 წლის 3 ივნისის წერილით ირკვევა, ვინაიდან, მოპასუხეებმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, არსებული პერიოდის მონაცემებით გადასახდელი თანხა იყო - 3300 ლარი. მეორე და მესამე მოპასუხეებს ზიანისა და პირგასამტეხლოს ასა.ზღაურებლად დამატებითი ვადა მიეცათ. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თანხის ამოღება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის წესით მოხდებოდა.
4.4. პირველ მოპასუხესთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა.
4.5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული განაჩენი) პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
4.6. 2014 წლის 13 დეკემბერს მეორე მოპასუხემ განცადებით მიმართა მოსარჩელეს და აღნიშნა, რომ 2013 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულების თა.ხმად საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა, რის გამოც ითხოვა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უზრუნველყოფას "მსვლელობა არ მისცემოდა".
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თა.ხმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 327.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 327.1 მუხლი კი განსაზღვრავს, რომ არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს, პირველი მოპასუხის წარმომადგენელს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს/მეორე და მესამე მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკის წარმოშობის თაობაზე შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეზე პირველ მოპასუხესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით დაიდო.
სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთა.ვე.
მოხმობილი უდავო ფაქტების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქონებაზე იპოთეკის უფლების გავრცელება და მისი შემდგომი რეალიზაცია მთლია.დ დაკავშირებული იყო მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან, ანუ დამოკიდებული იყო განსაზღვრული პირობის დადგომაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის წარმოშობის ნაწილში სახეზეა პირობითი გარიგება.
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლის თა.ხმად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება.
8. დამატებით, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ სახეზეა პოზიტიური პირობით დადებული გარიგება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 93.1 მუხლის თა.ხმად, თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური პირობით დადებული გარიგების შედეგები წარმოშობილად ითვლება, თუკი მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ესა თუ ის მოვლენა დადგება, ამ ვადის უშედეგოდ გასვლა მიანიშნებს, რომ პირობა არ განხორციელდა და შესაბამისად გარიგების მხარის ვალდებულებაც არაა წარმოშობილი (საქმე №ას-661-2020).
9. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ მოპასუხესთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. ასევე დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მხარე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დასახელებული ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ის მოვლენა, რომლის დადგომსაც მხარეებმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაუკავშირეს არ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით, მეორე და მესამე მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში ვალდებულების განხორციელების სამართლებრივი წინაპირობები გაქარწყლებულია და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-661-2020, 26.02.2021წ; #ას-658-2022,15.02.2023წ). არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა