საქმე №ას-1347-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი –შპს „ტ.ე–ი“, შპს „ბ.ტ–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.კ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ა–ი“
II კასატორი - შპს „გ.კ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.ე–ი“, შპს „ბ.ტ–ი“, შპს „ა–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ.კ–ის“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეების: შპს „ბ.ტ–სა“ და შპს „ტ.ე–ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ N........) განლაგებული შემდეგი მოძრავი ნივთები:
1. ცხელი ნარევის ელევატორი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 5315 კგ. ფასი - 23000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
2. ელ. გადამცემი 20 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 230 კგ. ფასი - 3000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
3. ლითონის ფუნდამენტი, რაოდენობა - 4 ც. წონა - 1061 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
4. წყლის ფილტრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 4047 კგ. ფასი - 14 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
5. ქვედა ბადიანი ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 85 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
6. ქვედა მიმწოდიანი ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 35 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
7. საშრობის ფუნდამენტი ლითონის 2 ზომა, რაოდენობა - 2 ც. წონა - 85 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
8. საშრობი არხი ძირითადი მომსახურების, რაოდენობა - 1 ც. წონა - 25 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
9. მართკუთხა არხი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 45 კგ. ფასი - 1 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
10. ბიტუმის შემნახველი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 5821 კგ. ფასი - 16 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
11. ელ. გადამცემი 15 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 65 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
12. გამწოვი ვენტილატორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1850 კგ. ფასი - 9500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
13. ელ. გადამცემი 75 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 4500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);
14. მტვრის დამჭერი ციკლონი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2300 კგ. ფასი - 18000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1002);
15. მილის ინტერფეისი 5.5 ცხენის ძალა ელ. გადამცემით, რაოდენობა - 1 ც. წონა - 344 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1002); 16. ცხავი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 4000 კგ; ფასი - 16000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1002);
17. ცივი მიმწოდი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6845 K.C.S., ფასი - 33 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1003);
18. მიმწოდებელი ელევატორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 3916 კგ. ფასი - 17 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
19. მოღუნული ციკლონი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 650 კგ. ფასი - 1700 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
20. ციკლონის ზედა განტოტვით გამწოვ ვენტილიატორზე, რაოდენობა - 2 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
21. საკომუტაციო ციკლონი საშრობზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
22. კონსოლიანი ციკლონი წყლის ფილტრზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
23. სადრენაჟე მილი, რაოდენობა -1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
24. საშრობი ციკლონი ზედა მოღუნვით, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
25. გამწოვი ვენტილიატორის ღარი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 300 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
26. ელევატორი, რაოდენობა - 4 ც. წონა - 60 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
27. ცხავი 5*1,5, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2960 კგ. ფასი - 11 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
28. ცხავის ჩარჩო, რაოდენობა - 1 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
29. ლითონის ინტერფეისი, რაოდენობა - 4 ც. წონა - 80 კგ. ფასი - 600 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
30. ცხავი სათადარიგო, რაოდენობა - 1 ც. წონა - 250 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
31. საშრობის რედუქტორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 850 კგ. ფასი - 1250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
32. ცხავის ზამბარა, რაოდენობა - 8 ც. წონა - 40 კგ. ფასი - 400 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
33. ღვედი 20138, რაოდენობა -1 ც. წონა - 10 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
34. ხის სოლები, რაოდენობა - 1 ც. წონა - 18 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
35. ცხავის ელექტროძრავა, რაოდენობა - 2 ც. წონა - 380 კგ. ფასი - 3000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
36. უკანა არხის მილის გამწოვი ვენტილატორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
37. ცხავის 6*2, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2631 კგ. ფასი - 11 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
38. ცხავის ჩარჩო, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1000 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
39. ლითონის ინტერფეისი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 300 კგ. ფასი - 1200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
40. ელევატორის კიბე, რაოდენობა - 4 ც. წონა - 600 კგ. ფასი - 1800 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
41. ცხავის კიბე, რაოდენობა - 6 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 2700 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
42. ასფალტის შესანახი სილოსის კიბე, რაოდენობა - 2 ც. წონა - 300 კგ. ფასი - 900 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
43. სადრენაჟე მილი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
44. ცხავის ზამბარა, რაოდენობა - 8 ც. წონა - 40 კგ. ფასი - 400 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
45. ღვედი 20155, რაოდენობა - 1 ც. წონა - 10 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
46. ხის სოლები, რაოდენობა - 1 ც. წონა - 18 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);
47. საშრობი, რაოდენობა -1 ც. წონა - 18940 კგ. ფასი - 55 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);
48. ბიტუმის ასაწონი და შემყვანი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 5300 კგ. ფასი - 27 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);
49. ასფალტის შესანახი სილოსი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 3500 კგ. ფასი - 15 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);
50. ელ. გადამცემი და ელექტროძრავა 60 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2550 კგ. ფასი - 3000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);
51. მოძრავი კონვეიერი 50 სმ. რაოდენობა - 4 ც. წონა - 1800 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
52. ფიქსირებული კონვეიერი 50 სმ. რაოდენობა - 4 ც. წონა - 1700 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
53. კონვეიერი 80სმ*6მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 1200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
54. კონვეიერის ღვედი, 60სმ*7მ, რაოდენობა -1 ც. წონა - 500 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
55. კონვეიერი 80სმ*10მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 450 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
56. კონვეიერი 80სმ*11მ, რაოდენობა - 4 ც. წონა - 1750 კგ. ფასი - 10000 აშშ დოლარი(ინვოისი#AA1006);
57. კონვეიერი 80სმ*4მ, რაოდენობა - 2 ც. წონა - 800 კგ. ფასი - 1300 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
58. ცხავი 5*1 5 ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 275 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
59. ბიტუმის ცისტერნა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 4000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);
60. კონვეიერი 80სმ*10მ, რაოდენობა - 2 ც. წონა - 1000 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
61. კონვეიერი 80სმ*7მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
62. ცხავის ღარი ზემოდან ელევატორზე, რაოდენობა -1 ც. წონა - 42 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
63. მიმწოდის თავზე მაგროვებლის ცხაურა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 900 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
64. სილოსის მიმწოდის პატარა ნაწილი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 750კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
65. ცხავი 6*2 ძაბრი, რაოდენობა -1 ც. წონა - 220 კგ. ფასი - 150 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
66. მისადგმელი კიბე, რაოდენობა - 3 ც. წონა - 550 კგ. ფასი - 300 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
67. კიბე, რაოდენობა - 8 ც. წონა - 2180 კგ. ფასი - 850 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
68. ვიბრირებადი მიმწოდი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1550 კგ. ფასი - 4000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
69. მაგროვებელი ვიბრირებადი მიმწოდის თავზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1000 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
70. გორგოლაჭოვანი მიმწოდი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1450 კგ. ფასი - 8000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
71. მაგროვებელის ცხაურა ვიბრირებადი მიმწოდის თავზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2200 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
72. მიმწოდის სამართავი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი, (ინვოისი#AA1007);
73. U ფორმის ფოლადის კუთხეები, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი -50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
74. კონვეიერი 60სმ*10მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 450 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
75. მილის ინტერფეისი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 320 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
76. შემვსების ელევატორის ღარი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 270 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
77. ცხავის გამშხეფი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 70 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
78. მიმწოდის ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი - 35 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
79. დგარი კიბის ქვეშ, რაოდენობა -1 ც. წონა - 31 კგ. ფასი - 15 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);
80. შემრევი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 13660 კგ. ფასი - 85 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1008);
81. შემრევის ძირი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 4000 კგ. ფასი - 4800 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1008);
82. სადრენაჟე მილი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1008);
83. ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 43156 კგ. ფასი - 106 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1009);
84. ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 18892, ფასი - 47 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1010);
85. ქვიშის მწარმოებელი დანადგარი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 12000 კგ. ფასი - 26 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0023);
86. ქვიშის დანადგარის ძაბრი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 600 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0023);
87. ელექტროძრავის ძირი, რაოდენობა - 8 ც. წონა - 200 კგ. ფასი - 400 აშშ დოლარი, (ზედნადები#AA0023);
88. მიმწოდის ზედა სილოსი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 750 კგ. ფასი - 2600 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0023);
89. ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა -1 ც. წონა - 6507 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1012);
90. ყბებიან სამსხვრეველა 80*55, რაოდენობა - 1 ც. წონა - 9000 კგ. ფასი - 20 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);
91. ქვიშის სარეცხი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 4000 კგ. ფასი - 8000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);
92. ქვიშის სარეცხი დანადგარის დგარი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);
93. ქვიშის სარეცხის ძაბრი, რაოდენობა -1 ც. წონა - 85 კგ. ფასი - 150 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);
94. ელექტროძრავი 100 ცხენის ძალა, რაოდენობა - 2 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 4500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);
95. ელექტროძრავი 125 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 500 კგ. ფასი - 2900 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);
96. ელექტროძრავი 75 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 1700 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);
97. კონვეიერი, რაოდენობა - 14 ც. წონა - 7400 კგ. ფასი - 68 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);
98. გორგოლაჭი, რაოდენობა - 11 ც. წონა - 740 კგ. ფასი - 2200 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);
99. კონვეიერის მაგნიტი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 2650 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);
100.კონვეიერის ჯაჭვი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6 კგ. ფასი - 150 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);
101.ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6233 კგ. ფასი - 18 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1014);
102.ბიტუმის შესანახი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6610 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0028);
103.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 334 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0028);
104.ბიტუმის შესანახი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 5900 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0027);
105.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 333 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0027);
106.ბიტუმის შესანახი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6310 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0029);
107.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 333 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0029);
108.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 38 ც. წონა - 5431 კგ. ფასი - 20000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0030);
109.ზეთის შემთბობი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2300 კგ. ფასი - 13 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);
110.ზეთის შემთბობი ტუმბოსა და ძრავის გარეშე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2000 კგ. ფასი - 12 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031); 111.ელექტროძრავა 15 ცხენის ძალა შასით, რაოდენობა - 1 ც. წონა - 200 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);
112.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 450 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);
113.ტურბორეაქტიული ძრავის სანთურას შასი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 40 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);
114.მაგროვებელის ცხაურა მიმწოდის თავზე, რაოდენობა - 1 ც. წონა -1800 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);
115.კონვეიერის მაგნიტური შასი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 20 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031)
და აღნიშნული ნივთები გადაეცა მესაკუთრეს შპს „გ.კ–ის“.
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთები არ აღმოაჩნდება მოპასუხეებს: შპს „ბ.ტ–სა“ და შპს „ტ.ე–ის“, მოპასუხეებს: შპს „ბ.ტ–სა“ და შპს „ტ.ე–ს“ მოსარჩელე შპს „გ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული ნივთების ღირებულება. შპს „გ.კ–ის“ სარჩელი შპს „ა–ის" მიმართ - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ.ტ–ის“, შპს „ტ.ე–ისა“ და შპს „გ.კ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს „ა–სა“ (შემდეგში: მოპასუხე) და შპს „ფ.ა–ი და ა–ს“ (შემდეგში: მესამე პირი) შორის, 2013 წლის 29 მაისს, დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მოპასუხემ მესამე პირს იჯარით გადასცა N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ........ მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე - მოძრავი ქონება: ბეტონის დამამზადებელი დანადგარი ELVA-50 და სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი დანადგარი KPM-25. ხელშეკრულება დაიდო 25 წლის ვადით და ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 500 ლარს, გარდა ამისა, მესამე პირს მოპასუხისათვის ყოველწლიურად წლიური მოგების 10%, მაგრამ არანაკლებ 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა;
3.2. ხელშეკრულების 2.3.3. პუნქტით მესამე პირს მიენიჭა „იჯარის საგნის ტერიტორიაზე“ მისი ან მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის საგანთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის, ტექნიკის ან მასალების განთავსების უფლება;
3.3. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მესამე პირი საიჯარო ქონებას დაეუფლა და იჯარით აღებულ ტერიტორიაზე განათავსა სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო, ზემოთ ჩამოთვლილი რაოდენობისა და ღირებულების ინვენტარი (შემდეგში:სადავო ქონება) (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი);
3.4. 2017 წლის 5 ივლისს მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულება მოშალა, თუმცა სადავო ქონება მესამე პირისათვის არ დაუბრუნებია;
3.5. შპს „გ.კ–ი“ (შემდეგში: მოსარჩელე) 2016 წლის 10 ივნისს დაფუძნდა და მისი წილის 49% მესამე პირს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1. ქვეპუნქტი) ეკუთვნოდა;
3.6. საზოგადოების წესდების 7.2. მუხლით მესამე პირმა მოსარჩელის კაპიტალში, საგადასახადო აქტივების გარდა, დანართში მითითებული მთელი ქონების შეტანის ვალდებულება იკისრა.
3.7. წესდების დანართის თანახმად, ეს ქონება იყო: კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის მეტალო კონსტრუქცია. Parts of conveyer for asphalt plant. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის მეტალო კონსტრუქცია. Parts of conveyer for asphalt plant. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-გამწოვი ვენტილატორი. Parts of conveyer for asphalt plant. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-წყლის ფილტრი. Parts of conveyer for asphalt plant, water filter. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის თბო ელევატორი. Parts of coneyer for asphalt plant. Hot elevator. ასფალტის ქარხნის ნაწილები-ბიტუმის სასაწყოზე სისტემა. Parts for asphalt plant. Bitumen store system. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ელექტროგადამცემი 15hp. Parts of conveyer for asphalt plant. Eelectric transmission 15 hp. ასფალტის ქარხნის ნაწილები-მართკუთხა ღარასკი. Parts for asphalt plant. Rectangular channel. ასფალტის ქარხნის ნაწილები-საშრობი არხის ძირითადი საშუალება. Parts for asphalt plant, Dryer channel basic maintenance. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ელექტროგადამცემი 20ph. Parts of conveyer for asphalt plant. Electric Transmlsslon 20 hp. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის- ელექტროგადამცემი 75 hp. Parts of conv eyer for asphalt plant. Electric Transmission 75hp. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ქვედა ფილტრის ძაბრი. Parts of conveyer for asphalt plant-Below Screen Funnel. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის ქვედა ფილტრის ძაბრი. Parts of conveyer for asphalt plant-Below Fedeer Funnel. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის. Parts of conveyer for asphalt plant აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ქვიშა/ბეტონის შემრევი მანქანა. Equipment for asphalt plant-Sand/Bitumen Mixing Machine. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის- საშრობი. Equipment for asphalt plant. Dryer. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის ბიტუმის ასაწონი და გადასატუმბი სისტემა. Equipment for asphalt plant. Bitumen weight and injection system. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ელეტროგადამცემი და ძრავა 60ph. Equipment for asphalt plant. Asphalt Store Silouete. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ასფალტის გამშვები დანადგარი. Equipment for asphalt plant. Asphalt Store Silouete. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის ბიტუმის მეტალის ავზი. Equipment for asphalt plant. Metal Tank for Bitumen. საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად #C43353. According to Custom Deciaration. No, C43353 აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის- ფილტრის ძაბრი 5'1.5. Equipment for asphalt plant-Screen 5'1.5 Funnel. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ქვიშა/ბეტონის შემრევი მანქანა. Equipment for asphalt plant. Sand/Bitumen Mixing Machine. საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად #C43353. According to Custom Declaratlon. No. C43353. საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად #44118. According Custom Declaratlon. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ფოლარის შველერები. Equipment for asphat plant-U-Shaped Steel Angels. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის- მილის ინტერფეისი. Equipment for asphalt plant. Pipe Interface. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის მილის ინტერფეისი. Equipment for asphalt plant. Pipe Interface. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ამწეს ღარასკის ფილერი. Equlpment for asphalt plant. Filler to the Elevator Chennel. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ამწეს ღარასკის ფილერი. Equipment for asphalt plant. Filler to the Elevator Chennel. Dell plant. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-მეტალის ავზი. Equipment for asphalt plant. Metallc Tank. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-გრავილის ვიბრაციული ფიდერი. Equipment fos asphalt plant. Vibrator fedeer topm Storepit Trellis. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-სკრინშოტი ზემოდან ელევატორამდე. Equipment for asphalt plant. Screen shot from above to elevator. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ესკალატორი, Starecase აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის კონვეიერები 80cm'10m. Equipment for asphalt plant Conveyors 80cm'10m. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-კონვეიერები 80cm'7m. Equipment for asphalt plant, Conveyors 80cm'7m. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-კონვეიერები 60cm'10m. Equipment for asphalt plant. Conveyors 60cm'10m. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-კიბე. Equipment for asphalt plant. Lader აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის ვიბრაციული ფიდერი. Equipment for asphalt plant, Vibration Feeder. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ტერმინალი. #5, #6, #10, #11, #18, #19, #20. Equipment for asphalt plant. Vibration Feeder. Pos: #5, #6, #10, #11, #18, #19, #20. აღჭურვილობა ასფალტის ქარხნისთვის-ფიდერის მაკონტროლებელი. Equipment for asphalt plant, Feeder contoller. საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად #C44118. Accordlng to Custom Declaratlon #C44118. საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად #C44118. According to Custom Declaration #C44118. საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად #C44118. Accordlng to Custom Declaration #C44118. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის- შემრევი. Parts of conveyer for asphalt plant. Mixer. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Parts of conveyer for asphalt plant. Bitumen Store System. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ქვედა კუბიტ ძაბრი. Parts of conveyer for asphalt plant. Below Cubit Funel. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Parts of conveyer for asphalt plant. Bitumen Store System. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ქვედა აკრანის ძირითადი შასი. Parts of conveyer for asphalt plant. Below Screen Base Chassis, კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Parts of conveyer for asphalt plant. Bitumen Store System. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის–ძაბრი. Parts of conveyer for asphalt plant. Funnel. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის- ეკრანის ლეტ ძაბრი. Parts of conveyer for asphalt plant. Screen lath. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Parts of conveyer for asphalt plant. Bitumen Store System. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის ზედა კუბიტ ძაბრი. Parts of conveyer for asphalt plant. Overhead Cubit Funnel. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Parts of conveyer for asphalt plant. Bitumen Store System. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-ნეგლ ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Parts of conveyer for asphalt plant. Negle Bitumen Store System. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის ნეგლ საჭყლეტი. Parts of conveyer for asphat plant. Negle Mash. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის-negle აღჭურვილობა. Parts of conveyer for asphalt plant. Negle equipment. მასალების ღირებულება. Cost of provided materials. ასფალტის ქარხანა და აგრეგატის ქვიშის წარმოება. Asphalt Complex Factory&Aggregate Sand Productlon. ასფალტის ქარხანა და აგრეგატის ქვიშის წარმოება. Asphalt Complex Factory&Aggregate Sand Production. კონვეიერის ნაწილები ასფალტის ქარხნისთვის. Parts of conveyer for asphalt plant ოფისის მაგიდა. Office table with tumb. ოფისის კარადა. Office bookcase. ოფისის კარადა. Office bookcase. კომპიუტერის მაგიდა. Table for PC. კონდიციონერის ღირებულება Bosch. Cost of air conditioner, Bosch with detailed for montage. კონდიციონერის ღირებულება Bosch. Cost of air conditlaner, Bosch with detailed for montage. ტელევიზორის ღირებულება, Samsung. Cost of LED TV, Samsung with detalles for montage. ასფალტის ქარხანა და აგრეგატის ქვიშის წარმოება. Asphalt Complex Factory&Aggregate Sand Production. ლიცენზია ხრეშისთვის #1001330. Licensee for grave. ელქტრო კარადა. Electric Bookcase. ელექტრო კარადა. Electric Bookcase. მაღალი ძაბვის ტრანფორმერი. Hight Voltage Transformator. ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Bitumen Store System. კონვეიერების სტენდი. conveyers stand. ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Bitumen Store System. კონვეიერების სტენდი. Conveyers stand. ბიტუმის სასაწყობე სისტემა. Bitumen Store System. კონვეიერების სტენდი. Corveyers stand. კონვეიერების სტენდი. Conveyers stand. ზეთის გამაცხელებელი ტუმბოს და მატორის გარეშე. Oil Heater without pump&motor. ზეთის გამაცხელებელი. Oil Heater. ელეტრომატორი შასით. Electric Zmotor with chasses. ტურბოჯეტ ტროჩ შასი, Turbojet Troch Chasses. გრავილის ფიდერი. Fedeer Top Storepit Trellis. კონვეიერის მაგნიტის შასი. Conveyers magnet Chasses. კონვეიერის შტამპი 38p. Comveyers Stamp 38p. ელექტროკარადა. Electric bookcase. ელექტროკამერები დაბალი ძაბვით. Electric Cells of Low Voltage. ელექტროკამერები დაბალი ძაბვით. Electric Cells of Low Voltage. ელექტროკამერები დაბალი ძაბვით. Electric Cells of Low Voltage. ელექტროკამერები დაბალი ძაბვით. Electrlc Cells of Low Voltage. ელექტროკამერები დახალი ძაბვით. Electrlc Cells of Low Voltage. ელექტროკამერები დაბალი ძაბვით. Electric Cells of Low Voltage. ელექტროკამერები დაბალი ძაბვით. Electrlc Cells of Low Voltage. მაღალი ძაბვის ტრანსფორმერი. Hight Voltage Transformator.
3.8. 2016 წლის 13 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით მესამე პირმა მოსარჩელეს ზემოხსენებული ქონება საკუთრებაში გადასცა.
3.9. მოპასუხემ, 2020 წლის 24 მარტს, საკადასტრო კოდით N....... რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკუთრებაში შპს „ბ.ტ–ს“ (შემდეგში: ნაკვეთის მესაკუთრე) გადასცა. თავის მხრივ, 2020 წლის 26 მარტს ნაკვეთის მესაკუთრემ უძრავი ნივთის ნაწილი, 168 კვ.მ. სამი წლის ვადით იჯარით გადასცა შპს „ტ.ე–ის“ (შემდეგში: მოიჯარე).
3.10. მოპასუხეებს სადავო ქონება არც მესამე პირისა და არც მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებიათ.
4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 253-ე მუხლის საფუძველზე, ნაკვეთის მესაკუთრე და მოიჯარე ვალდებულნი იყვნენ დაებრუნებინათ მოსარჩელისათვის კუთვნილი ნივთები, ხოლო არარსებობის შემთხვევაში, გადაეხადათ მათი ღირებულება.
5. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეებმა, მართალია, სარჩელზე შესაგებლები წარადგინეს, თუმცა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას არ შედავებიან. მეტიც, თავდაპირველმა მოპუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო კიდეც. სარჩელის მე-10 ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნულია: „იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „გ.კ–ის“... მიერ იჯარით აღებულ ფართში შეტანილი ქონება არის შემდეგი და მისი ფასი მოცემულია ინვოისში დაფიქსირებული ღირებულების და არა საბაზრო ღირებულების მიხედვით“. ამ წინადადებას ნივთების ჩამონათვალი და თითოეული მათგანის ღირებულება მოსდევს. სარჩელში მითითებულ ამ გარემოებას მოპასუხემ შემდეგნაირად უპასუხა: „მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გარკვეული სახის ჩამონათვალი, რომლითაც ცდილობს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, თითქოს ეს ნივთები ინახება ჩვენს ტერიტორიაზე და ... ითხოვს მათი გადაცემის დავალდებულებას. კომპანია „ა–ი“ გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ დროს უფლებამოსილმა პირმა გადაიბაროს შპს „ფ.ა–ი და ასფალტის“ მიერ დატოვებული გარკვეული დანადგარები“. სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით კი მოპასუხემ განმარტა: „კომპანია „ა–ი“ გამოთქვამს მზადყოფნას გადასცეს მოსარჩელეს ნებისმიერი მოძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნის შპს „ფ.ა–ი და ა–ს“, რომელიც ინახება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილი იქნება ნივთების ჩვენ ტერიტორიაზე არსებობის ფაქტი. კომპანია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გაურკვეველი სახის დანადგარები დატოვებული იქნა მეთვალყურეების გარეშე ყოფილი მოიჯარის მიერ რომლის ინვენტარიზაცია ან რაიმე სხვა სახის აღწერა ჩვენ არ განგვიხორციელებია, ვინაიდან ის არ წარმოადგენდა ჩვენს საკუთრებას და ეს ნივთები ჩვენთვის არავის ჩაუბარებია“.
6. ნაკვეთის მესაკუთრისა და მოიჯარის შესაგებელი კი შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მათთვის საქმის ფაქტობრივი გარემოებები უცნობი იყო და სათანადო მოპასუხეებს არ წარმოადგენდნენ.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხისა და მოიჯარის დირექტორი ერთი და იგივე პირი, მ.ს–ძეა, ხოლო ნაკვეთის მესაკუთრე საწარმოს კაპიტალში მას წილის 51% ეკუთვნის. ამის შესაბამისად ის, რომ ნაკვეთის მესაკუთრისა და მოიჯარისათვის საქმის გარემოებები უცნობი იყო და დავის შესახებ მათ სარჩელის მიღებისას შეიტყეს, დაუსაბუთებელი მტკიცებაა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სარჩელში მითითებულ გარემოებებს არც ერთი მოპასუხე არსებითად არ შედავებია. მათ სადავოდ არც ქონების ღირებულება და არც კუთვნილება არ გაუხდიათ.
8. ამის შესაბამისად, ზემოხსენებული გარემოებები დამტკიცებულია და მოპასუხეებს მათზე შედავების უფლება დაკარგული აქვთ. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც. როგორც აღინიშნა, 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულების 1.1.2 პუნქტით მესამე პირს N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ტერიტორია და ორი მოძრავი ნივთი - ბეტონის დამამზადებელი დანადგარი ELVA-50 და სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი დანადგარი KPM-25 იჯარით გადაეცა. ამავე ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტით მესამე პირს იჯარის საგნის ტერიტორიაზე მისი ან მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის საგანთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის, ტექნიკისა და მასალების განთავსების უფლება მიეცა. ის გარემოება, რომ მესამე პირმა ტერიტორიაზე ეს ტექნიკა განათავსა დასტურდება არა მარტო ფოტოსურათებითა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 20 ნოემბერს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით, არამედ თავად მოპასუხის მიერ შედგენილი წერილით, რომლითაც მან მესამე პირს იჯარის ხელშეკრულება მოუშალა. კერძოდ, ამ წერილში აღნიშნულია: „აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7 ივლისს ვადა გასდის 2013 წლის 29 მაისს დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.4. მუხლით თქვენი კუთვნილი ნივთების გატანისათვის დადგენილ დამატებით ვადას, რის შემდეგაც შპს „ა–ი“ უფლებამოსილი იქნება არ შეგიშვათ ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე“ (იხ. ტ. 5, ს/ფ 301).
9. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე პირმა იჯარით აღებულ ტერიტორიაზე სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო მოწყობილობები ნამდვილად განათავსა. როგორც აღინიშნა, 2013 წლის 29 მაისის იჯარის ხელშეკრულებაში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ის დანადგარები, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნოდა და ამ დროისათვის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ესენია - ბეტონის დამამზადებელი დანადგარი ELVA-50 და სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი დანადგარი KPM-25. ამრიგად, ცხადია, რომ ფოტოსურათებზე ასახული და ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა მოწყობილობა მესამე პირს ეკუთვნოდა. ამას, სხვათა შორის, ამტკიცებს მოპასუხის 2022 წლის 14 ივნისის შუამდგომლობაც, რომელშიც მითითებულია: „სავარაუდოდ 2021 წლის 29 იანვარს შპს „გბ“-ს მიერ ფაქტის კონსტატაციისას გადაღებული იქნა ის დანადგარები, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ 2012 წელს, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე“ (იხ. ტ. 4, ს/ფ 93).
10. როგორც აღინიშნა, იჯარის ხელშეკრულების დადების დროისათვის მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე მხოლოდ ორი დანადგარი იდგა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ყველა სხვა მოწყობილობა იქ ხელშეკრულების დადების შემდეგ მესამე პირმა შეიტანა და, რაც ყველაზე მთავარია, ფოტოსურათები, რომლებზეც სადავო ნივთებია ასახული მოსარჩელემ სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს წარუდგინა, ხოლო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ფაქტების კონსტატაცია 2019 წლის 20 ნოემბერს მოახდინა.
11. ნაკვეთის მესაკუთრე, შპს „ბ.ტ–ი“ 2020 წლის 13 იანვარს დაფუძნდა, ხოლო შპს „ტ.ე–ისთან“ იჯარის ხელშეკრულება მან 2020 წლის 24 მარტს დადო.
12. ცხადია, რომ 2020 წელს დაფუძნებული იურიდიული პირი 2019 წელს ქონების მესაკუთრე ვერანაირად იქნებოდა. სადავო ქონებაზე უფლება ვერ ექნებოდა ვერც იმ საწარმოს, რომელიც მიწის ნაკვეთს 2020 წლის 24 მარტს დაეუფლა.
13. არც ერთი ინსტანციის სასამართლოსა და არც ერთ სამართალწარმოებაში მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ სადავო მოწყობილობა-დანადგარები მისი საკუთრება იყო. პირიქით, 2019 წელს ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას მოპასუხემ განმარტა: „როგორც შპს „ა–ისათვის“ ცნობილი გახდა, ეს ქონება შპს „ფ.ა–მა“ გადასცა შპს „გ.კ–ის“, თუმცა, ეს უკანასკნელი კომპანიაც ვერ ახერხებს დადასტურებას, რომ მას ეკუთვნის ნამდვილად ეს ქონება. ვერ ხდება იდენტიფიცირება, ქონების რა ნაწილი ეკუთვნის მას და რა ნაწილი - შპს „ფ.ა–ს“. ვინაიდან ქონება იმყოფება ამჟამად შპს „ა–ის“ მფლობელობაში, იგი პასუხისმგებელია შპს „ფ.ა–ის“ წინაშე, რომელმაც შეიტანა ქონება მის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მესაკუთრის გარკვევამდე, მოპასუხე სხვა კომპანიას ვერ გაატანს მისი ტერიტორიიდან ქონებას... მოსარჩელის თქმით კი, ეს ნივთები საიჯარო ფართში შეიტანა სხვა კომპანიამ და შემდეგ მისი გადაცემა მოითხოვა შპს „გ.კ–იმ“. რადგან ვერ ხერხდება ქონების იდენტიფიცირება, რაზედაც შპს „გ.კ–ის“ პირვანდელი მესაკუთრისგან გადაცემული აქვს ქონება, შპს „ა–ი“ წინააღმდეგია, მას გადასცეს სხვა კომპანიის კუთვნილი ქონება. შპს „ა–ის“ მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. მიმდინარე დავის ფარგლებში შეუძლებელია, დადგინდეს, მართლაც ეკუთვნის თუ არა შპს „ა–ის“ ტერიტორიაზე განლაგებული ქონება გადასახდის გადამხდელს შპს „გ.კ–ის“ (იხ. ტ. 2, ს/ფ 271, 273).
14. აშკარაა, რომ ქონება, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებიდან ამონარიდშია საუბარი:
ა) სწორედ ისაა, რომლიც თაობაზეც სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს;
ბ) მას სწორედ მოპასუხე ფლობდა - მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრე ჯერ დაფუძნებულიც არ იყო, ხოლო მოიჯარეს ტერიტორია იჯარით აღებული არ ჰქონდა და
გ) მოპასუხე მოსარჩელეს ქონებას მხოლოდ იმიტომ არ უბრუნებდა, რომ ვერ ადგენდა, რეალურად გადასცა თუ არა იგი მას მესამე პირმა.
15. მეტიც, 2016-2017 წლებში მოპასუხემ „განცხადებებითა“ და „საჩივრებით“ მიმართა სასამართლოს და მესამე პირის მიმართ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მის კუთვნილ, ამჟამად სადავო ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
16. 2016 წლის 3 მაისის „განცხადებაში“ მოპასუხემ მოითხოვა: „ყადაღა დაადოთ შპს „ფ.ა–ი და ა–ის“ ს/ნ ..... ბალანსზე არსებულ ასფალტის და ბეტონის დამამზადებელ დანადგარებს, რომელიც განთავსებულია კომპანია „ა–ის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მის: თბილისი, ......“.
17. 2016 წლის 13 მაისს შეტანილ საჩივარში კი განმარტა: „სასამართლოს გვინდა მოვახსენოთ, რომ ჩვენს მოთხოვნაში არ ვითხოვთ კომპანია „ა–ის“ საკუთრებაში არსებული და შპს „ფ.ა–ი და ა–ვის“ იჯარით გადაცემულ ქონებაზე (ბეტონის დამამზადებელი დანადგარი ELVA-50 და სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი დანადგარი KPM-25) ყადაღის დადებას, ჩვენს მიერ მოთხოვნილი ქონება არის შპს „ფ.ა–ი და ა–ის“ საკუთრება და ის ინახება შპს „ა–ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე თბილისი, ....., რომელიც იჯარით არის გაცემული სავარაუდო მოპასუხეზე“.
18. იგივე მიუთითა მოპასუხემ 2017 წლის 17 მაისის „განცხადებასა“ და 2017 წლის 22 მაისის „საჩივარშიც“. ამ უკანასკნელში მოპასუხემ დააზუსტა: „სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაგებული თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა ჩვენივე საკუთრებაში არსებული და კომპანია შპს „ფ.ა–ი და ა–თვის“ ს/ნ 404973613 იჯარით გადაცემული ქონებაზე ყადაღის დადება... ჩვენს მიერ მოთხოვნილი ქონება არის შპს „ფ.ა–ი და ა–ის“ საკუთრება და ის ინახება შპს „ა–ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე თბილისი, ....., კერძოდ, ყადაღის დადებას ვითხოვთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინვოისების მიხედვით მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე, კერძოდ ქვიშის წარმოების დანადგარზე, ასფალტის ქარხნის ნაწილზე და მის მაკომპლექტებელ ნაწილებზე, რომლის ჩამონათვალი ცხრილის სახით ერთვის განცხადებას ინვოისების მიხედვით, მათი ღირებულების აღნიშვნით“.
19. „განცხადებებსა“ და „საჩივრებს“ მოპასუხემ სწორედ ის „ინვოისები“ დაურთო, რომლითაც ამჟამინდელი მოსარჩელე სადავო ქონებაზე საკუთარ უფლებას ადასტურებს. ამავე საბუთებში მოპასუხემ სადავო ქონების ღირებულება 430 000 აშშ დოლარით განსაზღვრა.
20. საყურადღებოა ისიც, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მოპასუხის ქონებას დაედო ყადაღა. ამის საფუძველზე, 2018 წლის 9 აგვისტოს შედგა მოპასუხის კუთვნილი ქონების ნუსხა (იხ. ტ. 4, ს/ფ 88) და ის მხოლოდ ოთხ ნივთს - კომპიუტერს, მიწას - მასზე განთავსებული შენობითურთ და ორ ავტომობილს მოიცავდა. ეს ბრძანება 2020 წლის 19 მარტს გაუქმდა.
21. 2019 წლის 20 ნოემბერს, ე.ი. ფაქტების კონსტატაციის დროს, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული მოწყობილობა-დანადგარები მოპასუხის საკუთრება რომ ყოფილიყო, ეს ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ აქტებში უთუოდ აისახებოდა.
22. მოსარჩელის პოზიცია დასტურდება საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც სავსებით სწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
23. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნები საწინააღმდეგოს არ ამტკიცებს.
24. მოიჯარის მიმართ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 30 მაისის წერილში აღნიშნულია: „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2022 წლის 19 მაისს შემოვიდა თქვენი განცხადება, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ (ბ/რ #1003373222). სასაქონლო ექსპერტიზის წინაშე დასმულია საკითხი დადგინდეს წარმოდგენილი ჩამონათვალის და ფოტოსურათების მიხედვით მოძრავი ქონების ღირებულება. ექსპერტიზაზე ინფორმაციის სახით არ არის წარმოდგენილი შესაფესებელი მოძრავი ქონების ზუსტი დასახელებები (მარკა/მოდელი), გამოშვების წლები და შესყიდვის დოკუმენტაციები. აღნიშნული ინფორმაციის არ ქონის გამო თქვენს მიერ დანიშნული ექსპერტიზა გიბრუნდებათ შეუსრულებლად“ (იხ. ტ. 4, ს/ფ 81).
25. აქედან ჩანს, რომ ბიუროსათვის ექპერტიზის ჩასატარებლად მოიჯარეს მიუმართავს და ქონების ღირებულების დადგენა მოუთხოვია, თუმცა საქმეში არსებული ინვოისების ან ფიზიკურად არსებული ნივთების ნაცვლად, ექსპერტებისათვის მხოლოდ ჩამონათვალი და ფოტოსურათები წარუდგენია. ამ ვითარებაში, ცხადია, ექსპერტები ქონების ღირებულებას ვერ დაადგენდნენ. ამის შემდეგ, 2022 წლის 23 ივნისს მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოსარჩელემ სასამართლოს სადავო ნივთების შესყიდვის დოკუმენტაცია - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის არქივში დაცული ფაილები - ზედნადებები და ინვოისები წარუდგინა.
26. 2022 წლის 24 ივნისს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ამჯერად მოპასუხემ მიმართა, თუმცა ქონების ღირებულების დადგენის მაგივრად, F19001566, ე.ი. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმის მიხედვით, მათი იდენტიფიკაცია მოითხოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოპასუხემ ექსპერტებს სთხოვა იმის დადგენა, იყო თუ არა ფოტოსურათებზე ასახული, უკვე ნაწილებად დაშლილი და ზემოხსენებულ საფინანსო დოკუმენტაციაში მითითებული დანადგარები ერთი და იგივე. არც თავად ეს დანადგარები და არც საქმის მასალები მას ექსპერტებისათვის არ წარუდგენია.
27. ნათელია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქსპერტიზის ჩატარება ვერ მოხდებოდა, რაც აისახა კიდეც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 12 ივლისის წერილში.
28. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 13 ივნისის დასკვნით კი დადგენილია მხოლოდ ის, რომ N..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ჩრდილო- დასავლეთ ნაწილში საწარმო დანადგარები 2012 წლამდე ფიქსირდებოდა.
29. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ეს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთ გარემოებას არც ადასტურებს და არც უარყოფს - ის, რომ იჯარის ხელშეკრულების დადების დროისათვის ტერიტორიაზე ორი - ბეტონის დამამზადებელი ELVA-50 და სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი KPM-25 - დანადგარი იყო განთავსებული, საქმის მასალებით ისედაც დგინდებოდა და ეს ქონება მხარეთა შორის დავის საგანი არ ყოფილა.
30. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალები დავის საგანთან კავშირში არ არის და სააპელაციო სასამართლო მათ ვერ შეაფასებს.
31. მართალია, 2020 წლის 26 მარტის იჯარის ხელშეკრულება სამი წლის ვადით დაიდო და მხოლოდ 168 კვ.მ. ფართს მოიცავდა, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება ვადის გასვლით შეწყდა და მოიჯარემ მესაკუთრეს იჯარით აღებული ქონება დაუბრუნა.
32. მოიჯარის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და ის, რომ სადავო ნივთები ან მათი ნაწილი მაინც ამ ტერიტორიაზე განთავსებული არ ყოფილა, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ.
33. ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ნივთებზე ფაქტობრივ ბატონობას მოიჯარეც ახორციელებს.
34. ამის შესაბამისად, დადგენილია, რომ სარჩელში მითითებული ყველა სადავო მოწყობილობა-დანადგარი მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე იყო განთავსებული და, თავდაპირველად, მესამე პირს ეკუთვნოდა.
35. მესამე პირმა ისინი საკუთრებაში მოსარჩელეს გადასცა.
36. არც მოპასუხეს და არც მიწის ნაკვეთის ამჟამინდელ პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მფლობელებს სადავო ნივთები მესაკუთრისათვის არ დაუბრუნებიათ და მათ ამ ნივთების ფლობის უფლება არა აქვთ.
37. როგორც აღინიშნა, მოპასუხეებს სადავო ნივთების ღირებულება სადავოდ არ გაუხდიათ, მეტიც, თავად მოპასუხემ ისინი 430 000 აშშ დოლარად შეაფასა.
38. ქონების ღირებულება დგინდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საფინანსო დოკუმენტაციითაც, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.
39. მართალია, 2021 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულებით მოსარჩელის ერთმა პარტნიორმა მეორეს საზოგადოებაში არსებული წილი 40 000 ლარად მიჰყიდა, თუმცა ამ გარიგების საფუძველზე სადავო ქონების ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია.
40. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ჩვეულებრივ, წილის ღირებულება საწარმოს ქონების ღირებულების პირდაპირპროპორციული არ არის და მას მრავალი სხვა ფაქტორი, მაგ. საწარმოს ვალდებულებები, რენტაბელობა, დივიდენდის მიღების შესაძლებელობა და ა.შ. განსაზღვრავს.
41. ზოგადად, კი საწარმოს წილი ქონებაა და განკარგვისას მისი ფასი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება (შეად. სუსგ-ას №ას-664-635-2016, 2.03.2017 წ.; პ. 208 - მსჯელობა ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპის თაობაზე). გარიგებით განსაზღვრული წილის ფასი მის საბაზრო ფასს შეიძლება აღემატებოდეს ან მნიშვნელოვნად ნაკლებიც კი იყოს და თავისთავად ამის საფუძველზე საწარმოს ქონების ღირებულება ვერ განისაზღვრება.
42. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
43. სსსკ-ის 253-ე მუხლის მიხედვით, კი ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება.
44. ამ ნორმათა საფუძველზე, ნაკვეთის მესაკუთრისა და მოიჯარის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და საქალაქო სასამართლომ სავსებით მართებულად დააკმაყოფილა იგი.
45. სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამ ნორმისა და სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის დაბრუნების ვალდებულება მის მფლობელს, ე.ი. მასზე ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელ პირს ეკისრება.
46. დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო ქონებას აღარ ფლობს, სწორედ ამის გამო, ჩაერთნენ საქმეში თანამოპასუხეებად მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელები - ნაკვეთის მესაკუთრე და მოიჯარე. ეს ნიშნავს, რომ მოპასუხის (შპს „ა–ის“) მიმართ სარჩელი უსაფუძვლო იყო.
47. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
47.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „ტ.ე–იმ“ და შპს „ბ.ტ–მა“ (შემდეგში: პირველი კასატორი), მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „გ.კ–ის“ სარჩელის უარყოფა.
47.2. პირველი კასატორის განმარტებით, შპს „გ.კ–იმ" მოითხოვა მოპასუხეების: შპს „ა–ის", შპს „ბ.ტ–ისა“ და შპს „ტ.ე–ის“ უკანონო მფლობელობიდან, ქ. თბილისში, ............. მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ N..........) განლაგებული, მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვა. მოპასუხეებმა, კასატორებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტეს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა საკუთრების უფლებას წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ გამხდარ მოძრავ ნივთებზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ხდებოდა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ნივთების იდენტიფიცირება. თავის მხრივ, მოპასუხე კომპანიები ეწევიან რა მსგავსი ტიპის სამეწარმეო საქმიანობას, რასაც მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოება, მათაც აქვთ საკუთრებაში სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთების ანალოგიური მანქანა-დანადგარები. ამასთან, ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ N.......) განთავსებულია სხვა მოიჯარეთა კუთვნილი დანადგარები. ასეთ პირობებში, ბუნდოვანია, კონკრეტულად რომელი ნივთია მოსარჩელის საკუთრება და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე უარყოფს შპს „გ.კ–ის“ კუთვნილი ნივთების ფლობის ფაქტს. ამასთან, მოპასუხეების წარმომადგენლების განმარტებით, ვინაიდან შპს „ა–მა“ იჯარის საგანი, უძრავი ქონება გაასხვისა, პროცესუალური თვალსაზრისით, იგი სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს;
47.3. მართალია, შპს „ა–ის“ დირექტორს სადავოდ არ გაუხდია იჯარის ტერიტორიაზე მოიჯარის მიერ ნივთების შეტანის ფაქტი, თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად. როგორც საქმის განხილვის მომზადების, ისე არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოს ჰქონდა არაერთი მცდელობა, მოპასუხეების წარმომადგენლის მ.ს–ძისგან მიეღო კონკრეტული პასუხები, საქმეში არსებულ ფოტოსურათებსა და ფაქტის კონსტატაციის მასალებზე ასახული დანადგარებიდან და მოწყობილობებიდან, თუ რომელი იყო განთავსებული ქ. თბილისში, ......... (ს/კ N......) არსებულ ტერიტორიაზე და არსებული ნივთებიდან რომელი წარმოადგენდა შპს „ა–ის“ ან შპს „ტ.ე–ის“ საკუთრებას, ვინაიდან მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებით, ამ მასალებში აღბეჭდილი იყო მისი მარწმუნებლების კუთვნილი ნივთებიც. აღნიშნულ საკითხზე მოპასუხეების წარმომადგენელს მკაფიო განმარტება არ მიუცია. შესაბამისად, მფლობელობის ფაქტის დადასტურება უნდა განხორციელდეს საპროცესო კანონმდებლობით დასაშვები მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე;
47.4. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე მიუთითებდა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი სადავო ნივთების ფოტოსურათებისა და ზედნადებების შედარების შედეგად მოხდა სადავო ნივთების იდენტიფიკაცია, რის შემდგომაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოწინააღდეგე მხარემ დასძლია მტკიცების ტვირთი და დაადასტურა, რომ სადავოდ ქცეული მოძრავი ნივთები იმყოფებოდა აპელანტის ტერიტორიაზე. წარმოდგენილ ფოტოსურათებში არ არის ასახული ზედნადებებში მითითებული ნივთები სრულად, რომ არაფერი ვთქვათ ზოგი ნივთის სხვადასხვა რაკურსში გადაღებაზე ოდენობის გაზრდის მიზნით;
47.5. სადავო ნივთების განთავსება (თუ ასეთი არსებობდა ბუნებაში) თარიღდება 2013 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, დაცვის კომპანიასთან, ვის ხელმძღვანელობას ახორციელებდა დავით მუმლაძე მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებულია 2014 წლის 1 იანვარს. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითებს მოწმე სადავო ნივთების განთავსებაზე ტერიტორიაზე 2013 წლის ივლისს-აგვისტოს მდგომარეობით; გაურკვეველია, თუ რატომ არ იქნა დაკითხული იმ პერიოდში არსებული დაცვის განმახორციელებელი პირები;
47.6. რაც შეეხება შპს „ტ.ე–ის“ მფლობელობას, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე იგი აღარ წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის მოიჯარეს, ამით არც დაინტერესებულა სასამართლო და მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დააკისრა აღნიშნულ მოპასუხეს მოძრავი ნივთების მოწინააღდეგე მხარისათვის გადაცემა;
47.7. პირველი კასატორი შუამდგომლობს საკასაციო საჩივარს დაერთოს განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთზე, ს/კ ........, რითიც დასტურდება რომ შპს „ტ.ე–ისთან" შეწყვეტილია საიჯარო ურთიერთობა. აღნიშნული წარმოადგენს უძრავი ნივთის მდგომარეობის ამსახველ ბოლო დოკუმენტს, რითიც დასტურდება რომ შპს „ტ.ე–ი" არც ყოფილა და არც არის სადავო მოძრავი ნივთების მფლობელი.
47.8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „გ.კ–იმ“ (შემდეგში: მეორე კასატორი) და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
47.9. მეორე კასატორის განმარტებით, თავდაპირველმა მოპასუხემ შპს „ა–მა“ ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კომპანიის წარმომადგენელმა მ.ს–ძემ აღიარა ფაქტები, როგორც შპს „ა–ის“ სახელით, ისევე შემდგომ ეტაპზეც - დანარჩენი მოპასუხეების სახელითაც, რომ ნივთები ინახებოდა მის ტერიტორიაზე, იგულისხმება სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ უძრავ ქონებაში;
47.10. მეორე კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს „ა–ი“ არ ფლობს შპს „გ.კ–ის“ კუთვნილ ნივთებს და შესაბამისად, იგი არაა სხვა მოპასუხეებთან ერთად, მათ დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირი. შპს „ა–ის“ მიერ 2016 წლის 3 მაისსა და 2017 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადებები, რომლებითაც შპს „ა–ი“ ითხოვდა შპს „ფ.ა–ი და ასფალტის“ საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ......... განთავსებულ დამამზადებელ დანადგარებზე ყადაღის დადებას. შესაბამისად, მან დაადასტურა, რომ ნივთები იმყოფებოდა მის მფლობელობაში, ის დავობდა აღნიშნული ნივთებისათვის ყადაღის დადების თაობაზე და უნდა გაიზიაროს ნივთების დაბრუნების ვალდებულების სამართლებრივი ტვირთი;
47.11. მეორე კასატორის განმარტებით, მართალია, როგორც სასამართლო მიუთითებს შპს „ა–ი“ აღარ წარმოადგენს ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, მაგრამ როგორც შპს „ა–ი“ (მ.ს–ძე - 100 %) ისე შპს „ბ.ტ–ი“ (მ.ს–ძე - 51 %)და შპს „ტ.ე–ი“ მ.ს–ძის საწარმოებია (წილები აქვს).
47.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით - შპს „ტ.ე–ისა“ და შპს „ბ.ტ–ის“, ხოლო 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „გ.კ–ის“ საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
48. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
49. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
51. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ისინი სამართლებრივად სწორად შეაფასა.
52. მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილს (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) ეფუძნება. სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს დავას. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება სადავო ნივთებზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალე ნივთის მფლობელია, რომელმაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობა უნდა ადასტუროს.
53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ №ას-1578-2022, 26.01.2023 წ.; №ას-136-2019, 3.02.2021წ.; №ას-1437-2020, 29.01.2021წ.; №ას-1274-2020, 24.12.2020 წ; N ას-948-2021, 17.2021წ.; N ას-687-2023, 15.12.2023წ.; N ას-1553-202, 20.12.2023წ.; N ას-239-2024, 16.05.2024წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.
54. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხეთა პოზიციის ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ მოსარჩელე ვერ ახდენს კუთვნილი ნივთების იდენტიფიცირებას. 2023 წლის 29 მაისის იჯარის ხელშეკრულებით შპს „გ.კ–ის“ მიენიჭა იჯარის საგნის ტერიტორიაზე - ქ. თბილისი, ....... მისი ან მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობის საგანთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის, ტექნიკის ან მასალის შეტანის უფლება.
56. ის გარემოება, რომ მესამე პირმა (შპს „ფ.ა–ი და ასფალტი“) ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსა დასტურდება არა მარტო ფოტოსურათებითა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 20 ნოემბერს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით, არამედ - თავად მოპასუხის მიერ შედგენილი წერილით, რომლითაც მან მესამე პირს იჯარის ხელშეკრულება მოუშალა.
57. საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ სარჩელით სადავოდ გამხდარი ნივთები განთავსებულია ქ. თბილისში, ....... (ს/კ N...........). მოპასუხე კომპანიები ეწევიან მსგავს კომერციულ საქმიანობას, როგორსაც ეწევა მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოება და საკუთრებაში აქვთ იდენტური მახასიათებლების ნივთები. მ.ს–ძე არის როგორც შპს „ა–ის“, ისე შპს „ტ.ე–ის“ დირექტორი, ხოლო, შპს „ბ.ტ–ში“ 51% წილის მფლობელი. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს შეეძლო მის საკუთრებაში არსებულ მსგავს ნივთებზე უფლების დამდგენი დოკუმენტების წარმოდგენა, მით უმეტეს, როდესაც მოპასუხეთა შედავება სწორედ იმ არგუმენტს ემყარება, რომ არ ხდება სადავო ნივთების იდენტიფიცირება და ქ. თბილისში, ........ განთავსებულია სხვა მოიჯარეთა ნივთებიც.
58. მოპასუხის მიერ შედგენილი წერილში, რომლითაც მან მესამე პირს იჯარის ხელშეკრულება მოუშალა, აღნიშნულია: „აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7 ივლისს ვადა გასდის 2013 წლის 29 მაისს დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.4. მუხლით თქვენი კუთვნილი ნივთების გატანისათვის დადგენილ დამატებით ვადას, რის შემდეგაც შპს „ა–ი“ უფლებამოსილი იქნება არ შეგიშვათ ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე“ (იხ. ტ. 5, ს/ფ 301).
59. საკასაციო სასამართლო კვალიფიციური შესაგებლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შეად. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017 წ., პ.201).
60. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის შესაგებელი უნდა გადმოსცემდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გამართული/დასაბუთებული სასარჩელო განცხადებისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან განსხვავებულ სურათს იმისათვის, რომ მიჩნეულ იქნეს არსებითად. შესაბამისად, მოპასუხის განსხვავებული განმარტებები უნდა შეფასდეს სარჩელთან და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. სწორედ, აქედან გამომდინარე, მოპასუხის სტადიაზე განსახორციელებელი შემოწმება არ მოიცავს შესაგებლის (თავის თავში, განყენებულად) გამართულობას და დასაბუთებულობას (მოსარჩელის სტადიის მსგავსად), არამედ მიმართულია შესაგებლის არსებითობის გამოკვლევაზე (აღნიშნული მოიაზრებს მოპასუხის მითითებებისა და განმარტებების არსებითობას სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების მიმართ) (იხ. დამატებით: შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, GIZ, 2013, გვ.15,16). შესაგებელი იმდენად უნდა იყოს კონკრეტული, რამდენად კონკრეტულიცაა სარჩელი, მასში მითითებული გარემოებები (შეად. იქვე, გვ.17,18).
61. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რაც მან უნდა განახორციელოს უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებს სარჩელში მითითებულ სადავო გარემოებებს. მოპასუხე კი მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
62. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის წინაპირობების არსებობა.
63. მეორე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მოძრავი ნივთების გამოთხოვა შპს „ა–საც“ უნდა დაეკისროს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, დადგენილია, რომ შპს „ა–ი“ სადავო ქონებას აღარ ფლობს, სწორედ ამის გამო, ჩაერთნენ საქმეში თანამოპასუხეებად მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელები - შპს „ბ.ტ–ი“ და შპს „ტ.ე–ი“.
64. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
65. პირველი კასატორის შუამდგომლობას, საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სსსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე - საკასაციო სასამართლოს განხილვის ეტაპზე ახალი მტკიცებულებების მიღებასა და შეფასებას სსსკ-ი არ ითვალისწინებს.
66. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ.ე–ის“ და შპს „ბ.ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „გ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს „ტ.ე–ის“ (ს/ნ ......) და შპს „ბ.ტ–ს“(ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, მ.ს–ძის (პ/ნ .......) მიერ, 28.10.2024 წლის #9792 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
4. შპს „გ.კ–ის“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, გ. ს–ძის (პ/ნ ......) მიერ, 18.11.2024 წლის #8720 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე