Facebook Twitter

საქმე №ას-1347-2024 19 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „გ.კ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.ე–ი“, შპს „ბ.ტ–ი“, შპს „ა–ი“ (მოპასუხეები)

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ.კ–ის“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეების შპს „ბ.ტ–სა“ და შპს „ტ.ე–ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ N........) განლაგებული შემდეგი მოძრავი ნივთები:

1. ცხელი ნარევის ელევატორი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 5315 კგ. ფასი - 23000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

2. ელ. გადამცემი 20 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 230 კგ. ფასი - 3000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

3. ლითონის ფუნდამენტი, რაოდენობა - 4 ც. წონა - 1061 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

4. წყლის ფილტრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 4047 კგ. ფასი - 14 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

5. ქვედა ბადიანი ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 85 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

6. ქვედა მიმწოდიანი ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 35 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

7. საშრობის ფუნდამენტი ლითონის 2 ზომა, რაოდენობა - 2 ც. წონა - 85 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

8. საშრობი არხი ძირითადი მომსახურების, რაოდენობა - 1 ც. წონა - 25 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

9. მართკუთხა არხი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 45 კგ. ფასი - 1 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

10. ბიტუმის შემნახველი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 5821 კგ. ფასი - 16 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

11. ელ. გადამცემი 15 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 65 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

12. გამწოვი ვენტილატორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1850 კგ. ფასი - 9500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

13. ელ. გადამცემი 75 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 4500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1001);

14. მტვრის დამჭერი ციკლონი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2300 კგ. ფასი - 18000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1002);

15. მილის ინტერფეისი 5.5 ცხენის ძალა ელ. გადამცემით, რაოდენობა - 1 ც. წონა - 344 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1002); 16. ცხავი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 4000 კგ; ფასი - 16000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1002);

17. ცივი მიმწოდი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6845 K.C.S., ფასი - 33 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1003);

18. მიმწოდებელი ელევატორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 3916 კგ. ფასი - 17 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

19. მოღუნული ციკლონი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 650 კგ. ფასი - 1700 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

20. ციკლონის ზედა განტოტვით გამწოვ ვენტილიატორზე, რაოდენობა - 2 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

21. საკომუტაციო ციკლონი საშრობზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

22. კონსოლიანი ციკლონი წყლის ფილტრზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

23. სადრენაჟე მილი, რაოდენობა -1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

24. საშრობი ციკლონი ზედა მოღუნვით, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

25. გამწოვი ვენტილიატორის ღარი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 300 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

26. ელევატორი, რაოდენობა - 4 ც. წონა - 60 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

27. ცხავი 5*1,5, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2960 კგ. ფასი - 11 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

28. ცხავის ჩარჩო, რაოდენობა - 1 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

29. ლითონის ინტერფეისი, რაოდენობა - 4 ც. წონა - 80 კგ. ფასი - 600 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

30. ცხავი სათადარიგო, რაოდენობა - 1 ც. წონა - 250 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

31. საშრობის რედუქტორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 850 კგ. ფასი - 1250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

32. ცხავის ზამბარა, რაოდენობა - 8 ც. წონა - 40 კგ. ფასი - 400 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

33. ღვედი 20138, რაოდენობა -1 ც. წონა - 10 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

34. ხის სოლები, რაოდენობა - 1 ც. წონა - 18 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

35. ცხავის ელექტროძრავა, რაოდენობა - 2 ც. წონა - 380 კგ. ფასი - 3000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

36. უკანა არხის მილის გამწოვი ვენტილატორი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

37. ცხავის 6*2, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2631 კგ. ფასი - 11 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

38. ცხავის ჩარჩო, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1000 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

39. ლითონის ინტერფეისი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 300 კგ. ფასი - 1200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

40. ელევატორის კიბე, რაოდენობა - 4 ც. წონა - 600 კგ. ფასი - 1800 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

41. ცხავის კიბე, რაოდენობა - 6 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 2700 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

42. ასფალტის შესანახი სილოსის კიბე, რაოდენობა - 2 ც. წონა - 300 კგ. ფასი - 900 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

43. სადრენაჟე მილი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

44. ცხავის ზამბარა, რაოდენობა - 8 ც. წონა - 40 კგ. ფასი - 400 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

45. ღვედი 20155, რაოდენობა - 1 ც. წონა - 10 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

46. ხის სოლები, რაოდენობა - 1 ც. წონა - 18 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1004);

47. საშრობი, რაოდენობა -1 ც. წონა - 18940 კგ. ფასი - 55 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);

48. ბიტუმის ასაწონი და შემყვანი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 5300 კგ. ფასი - 27 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);

49. ასფალტის შესანახი სილოსი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 3500 კგ. ფასი - 15 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);

50. ელ. გადამცემი და ელექტროძრავა 60 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2550 კგ. ფასი - 3000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1005);

51. მოძრავი კონვეიერი 50 სმ. რაოდენობა - 4 ც. წონა - 1800 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

52. ფიქსირებული კონვეიერი 50 სმ. რაოდენობა - 4 ც. წონა - 1700 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

53. კონვეიერი 80სმ*6მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 1200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

54. კონვეიერის ღვედი, 60სმ*7მ, რაოდენობა -1 ც. წონა - 500 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

55. კონვეიერი 80სმ*10მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 450 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

56. კონვეიერი 80სმ*11მ, რაოდენობა - 4 ც. წონა - 1750 კგ. ფასი - 10000 აშშ დოლარი(ინვოისი#AA1006);

57. კონვეიერი 80სმ*4მ, რაოდენობა - 2 ც. წონა - 800 კგ. ფასი - 1300 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

58. ცხავი 5*1 5 ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 275 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

59. ბიტუმის ცისტერნა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 4000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1006);

60. კონვეიერი 80სმ*10მ, რაოდენობა - 2 ც. წონა - 1000 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

61. კონვეიერი 80სმ*7მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

62. ცხავის ღარი ზემოდან ელევატორზე, რაოდენობა -1 ც. წონა - 42 კგ. ფასი - 100 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

63. მიმწოდის თავზე მაგროვებლის ცხაურა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 900 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

64. სილოსის მიმწოდის პატარა ნაწილი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 750კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

65. ცხავი 6*2 ძაბრი, რაოდენობა -1 ც. წონა - 220 კგ. ფასი - 150 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

66. მისადგმელი კიბე, რაოდენობა - 3 ც. წონა - 550 კგ. ფასი - 300 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

67. კიბე, რაოდენობა - 8 ც. წონა - 2180 კგ. ფასი - 850 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

68. ვიბრირებადი მიმწოდი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1550 კგ. ფასი - 4000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

69. მაგროვებელი ვიბრირებადი მიმწოდის თავზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1000 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

70. გორგოლაჭოვანი მიმწოდი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 1450 კგ. ფასი - 8000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

71. მაგროვებელის ცხაურა ვიბრირებადი მიმწოდის თავზე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2200 კგ. ფასი - 2500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

72. მიმწოდის სამართავი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი, (ინვოისი#AA1007);

73. U ფორმის ფოლადის კუთხეები, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი -50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

74. კონვეიერი 60სმ*10მ, რაოდენობა - 1 ც. წონა - 450 კგ. ფასი - 2000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

75. მილის ინტერფეისი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 320 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

76. შემვსების ელევატორის ღარი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 270 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

77. ცხავის გამშხეფი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 70 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

78. მიმწოდის ძაბრი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 50 კგ. ფასი - 35 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

79. დგარი კიბის ქვეშ, რაოდენობა -1 ც. წონა - 31 კგ. ფასი - 15 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1007);

80. შემრევი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 13660 კგ. ფასი - 85 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1008);

81. შემრევის ძირი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 4000 კგ. ფასი - 4800 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1008);

82. სადრენაჟე მილი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 200 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1008);

83. ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 43156 კგ. ფასი - 106 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1009);

84. ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 18892, ფასი - 47 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1010);

85. ქვიშის მწარმოებელი დანადგარი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 12000 კგ. ფასი - 26 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0023);

86. ქვიშის დანადგარის ძაბრი, რაოდენობა - 2 ც. წონა - 600 კგ. ფასი - 1000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0023);

87. ელექტროძრავის ძირი, რაოდენობა - 8 ც. წონა - 200 კგ. ფასი - 400 აშშ დოლარი, (ზედნადები#AA0023);

88. მიმწოდის ზედა სილოსი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 750 კგ. ფასი - 2600 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0023);

89. ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა -1 ც. წონა - 6507 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1012);

90. ყბებიან სამსხვრეველა 80*55, რაოდენობა - 1 ც. წონა - 9000 კგ. ფასი - 20 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);

91. ქვიშის სარეცხი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 4000 კგ. ფასი - 8000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);

92. ქვიშის სარეცხი დანადგარის დგარი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 100 კგ. ფასი - 250 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);

93. ქვიშის სარეცხის ძაბრი, რაოდენობა -1 ც. წონა - 85 კგ. ფასი - 150 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);

94. ელექტროძრავი 100 ცხენის ძალა, რაოდენობა - 2 ც. წონა - 900 კგ. ფასი - 4500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);

95. ელექტროძრავი 125 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 500 კგ. ფასი - 2900 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);

96. ელექტროძრავი 75 ცხენის ძალა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 400 კგ. ფასი - 1700 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0024);

97. კონვეიერი, რაოდენობა - 14 ც. წონა - 7400 კგ. ფასი - 68 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);

98. გორგოლაჭი, რაოდენობა - 11 ც. წონა - 740 კგ. ფასი - 2200 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);

99. კონვეიერის მაგნიტი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 150 კგ. ფასი - 2650 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);

100.კონვეიერის ჯაჭვი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6 კგ. ფასი - 150 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0026);

101.ასფალტის კომპლექსური ქარხანა და ქვიშის საწარმოებელი აგრეგატი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6233 კგ. ფასი - 18 500 აშშ დოლარი (ინვოისი#AA1014);

102.ბიტუმის შესანახი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6610 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0028);

103.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 334 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0028);

104.ბიტუმის შესანახი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 5900 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0027);

105.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 333 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0027);

106.ბიტუმის შესანახი სისტემა, რაოდენობა - 1 ც. წონა - 6310 კგ. ფასი - 17 000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0029);

107.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 333 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0029);

108.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 38 ც. წონა - 5431 კგ. ფასი - 20000 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0030);

109.ზეთის შემთბობი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2300 კგ. ფასი - 13 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);

110.ზეთის შემთბობი ტუმბოსა და ძრავის გარეშე, რაოდენობა - 1 ც. წონა - 2000 კგ. ფასი - 12 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031); 111.ელექტროძრავა 15 ცხენის ძალა შასით, რაოდენობა - 1 ც. წონა - 200 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);

112.კონვეიერის დგარი, რაოდენობა - 3 ც. წონა - 450 კგ. ფასი - 1500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);

113.ტურბორეაქტიული ძრავის სანთურას შასი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 40 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);

114.მაგროვებელის ცხაურა მიმწოდის თავზე, რაოდენობა - 1 ც. წონა -1800 კგ. ფასი - 500 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031);

115.კონვეიერის მაგნიტური შასი, რაოდენობა - 1 ც. წონა - 20 კგ. ფასი - 50 აშშ დოლარი (ზედნადები#AA0031)

და აღნიშნული ნივთები გადაეცა მესაკუთრეს შპს „გ.კ–ის“. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული მოძრავი ნივთები არ აღმოაჩნდება მოპასუხეებს: შპს „ბ.ტ–სა“ და შპს „ტ.ე–ის“,

მოპასუხეებს: შპს „ბ. ტ–სსა“ და შპს „ტ.ე–ს“ მოსარჩელე შპს „გ.კ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული ნივთების ღირებულება. შპს „გ.კ–ის“ სარჩელი შპს „ა–ის" მიმართ - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ.ტ–ის“, შპს „ტ.ე–ისა“ და შპს „გ.კ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „ტ.ე–იმ“ და შპს „ბ.ტ–მა“, მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „გ.კ–ის“ სარჩელის უარყოფა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით შპს „გ.კ–იმ“ გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით - შპს „ტ.ე–ისა“ და შპს „ბ.ტ–ის“, ხოლო 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „გ.კ–ის“ საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

6. შპს „გ.კ–ის“ დირექტორმა, 2024 წლის 18 ნოემბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და საქმეზე #ას-1347-2024 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა.

7. განმცხადებელმა მოითხოვა: 1) აეკრძალოს შპს „ბ.ტ–ს“ გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს მისი კუთვნილი უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ......., ს/კ ......; 2) აეკრძალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმე #ას-1347-2024 დასრულებამდე შპს „ბ.ტ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ......... სააღსრულებო მორიგების დადება ან/და ამ უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ სხვა მოქმედების განხორციელება, რომლითაც უპირატესობა მიენიჭება სხვა კრედიტორს; 3) აეკრძალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმე #ას-1347-2024 დასრულებამდე, შპს „ბ.ტ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ........ ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება (გარდა იჯარის უფლების რეგისტრაციის, ცვლილების ან/და გაუქმებისა).

8. განმცხადებლის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოძრავი ნივთები არ აღმოაჩნდება მოპასუხეებს, ისინი ვალდებულნი არიან, მოსარჩელეს ამ ნივთების ღირებულება აუნაზღაურონ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.კ–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

10. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, სსსკ-ი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.

11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

12. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019 წ.). იგივე სტანდარტი მოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაშიც.

13. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს მისი აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

14. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ №ას-449-431-2016, 07.07.2016 წ.).

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, შპს „გ.კ–ის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენს იმ საპროცესოსამართლებრივ საშუალებას, რაც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემწყობად შეიძლება იქნეს გამოყენებული, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 195-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 264.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.კ–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე