საქმე №ას-198-2024 26 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „ი-ფ. ი. პ. თუ. თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა.მ.ა.ჰ–ი
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 30 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი.ა.მ.ა.ჰ–ის (შემდგომ - განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენელმა დ.ტ–ძემ და „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–ის“ წარმოებაში არსებული N01-10/119 საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის" (შემდგომ - საჩივრის ავტორ) საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება, (ჯამში 64 უძრავ ქონებაზე, განმცხადებელმა ასევე, მოითხოვა მოპასუხე სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში''-ს (ს/კ .....) სახელზე საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხებზე ყადაღის დადება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში (75 157.3 აშშ დოლარი) სამოქალაქო საქმე N2/ბ-452-19წ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინებით, ი.ა.მ.ა.ჰ–ის წარმომადგენელ დ.ტ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.ა.მ.ა.ჰ–ის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სს ,,ი-.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში''-ს საკუთრებაში რეგისტრირებულ, 166.5 კვ.მ. ფართის, ქ.ბათუში, ....... მდებარე ინდივიდუალური საკუთრების უძრავ ქონებებს, საკადასტრო კოდით: ........; ..........; ..........; ........; ი.ა.მ.ა.ჰ–ის წარმომადგენლის, დ.ტ–ძის განცხადება - სს ,,ი-ფ. ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში''-ს სახელზე საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე, სასარჩელო მოთხოვნის 75 157,3 აშშ დოლარის ფარგლებში, ყადაღის დადების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა როგორც ი.ა.მ.ა.ჰ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც განჩინების გაუქმება (ნაწილობრივ) და განცხადების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; ასევე, სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში''-ს წარმომადგენელმა, რომელმაც განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით ი.ა.მ.ა.ჰ–ის და სს ,,ი -ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს საჩივრები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინებაზე მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით: ი.ა.მ.ა.ჰ–ის და სს ,,ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის და 12 ივნისის განჩინებები.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ი.ა.მ.ა.ჰ–ის წარმომადგენელმა და შპს „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–ის“ 2022 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერად ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. (სამოქალაქო საქმე N2/ბ-03-23წ).
6. შპს „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–ის“ 2022 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით (N01-10/123 საქმე):
6.1. სრულად დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო საქმეზე N01-10/123, საარბიტრაჟო მოსარჩელის იორდანიის მოქალაქის ი.ა.მ.ა.ჰ–ის (პ.ნ. ......) წარმომადგენლის დ.ტ–ძის საარბიტრაჟო სარჩელი, მოპასუხის საქართველოს რეზიდენტის, სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში"-ს (ს.კ. .....; რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ......., ) მიმართ;
6.2. საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხეს, საქართველოს რეზიდენტს, სს ,,ი -ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში"-ს (ს.კ. ......), დაეკისრა იორდანიის მოქალაქის ი.ა.მ.ა.ჰ–ის (პ.ნ. .....) სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გადახდილი ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის 41550.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად გადახდა;
6.3. საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხეს, საქართველოს რეზიდენტს, სს ,,ი-ფ. ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში"-ს (ს.კ. ......) დაეკისრა იორდანიის მოქალაქე ი.ა.მ.ა.ჰ–ზე (პ.ნ. .......) მიყენებული ზიანის - 33608.50 აშშ დოლარის წლიური 15% ლარის გადახდა, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, 2019 წლის 16 აპრილიდან ფულადი ვალდებულების გადახდის სრულად შესრულების დღემდე;
6.4. საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხეს, საქართველოს რეზიდენტს, სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში"-ს (ს.კ. .....) დაეკისრა იორდანიის მოქალაქის ი.ა.მ.ა.ჰ–ის (პ.ნ. .......) სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის გამო ზიანის, 41550.00 აშშ დოლარის, წლიური 15% ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად გადახდა, 2019 წლის 16 აპრილიდან ფულადი ვალდებულების გადახდის სრულად შესრულების დღემდე.
6.5. საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხეს, საქართველოს რეზიდენტს, სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში"-ს (ს.კ. .....) დაეკისრა იორდანიის მოქალაქის ი.ა.მ.ა.ჰ–ის (........) სასარგებლოდ - მის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების 3000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად გადახდა;
6.6. საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხეს, საქართველოს რეზიდენტს, სს ,,ი -ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში"-ს (ს.კ. .......) დაეკისრა იორდანიის მოქალაქის ი.ა.მ.ა.ჰ–ის (პ.6 ......) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 6660.00 ლარის გადახდა".
7. საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხეს საქართველოს რეზიდენტის, სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს (ს.კ. ......) შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე დადგენილი საარბიტრაჟო მოსაკრებელის არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღემდე გადაუხდელობის გამო.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით: ი.ა.მ.ა.ჰ–ის შუამდგომლობა - შპს „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–ის“ 2022 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ - არ დაკმაყოფილდა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს წარმომადგენელმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინების (საქმე N2/ბ-452-2019წ) გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ი.ა.მ.ა.ჰ–ის წარმომადგენელ დ.ტ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ი.ა.მ.ა.ჰ–ის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სს ,,ი-ფ. ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში"-ს საკუთრებაში რეგისტრირებულ, 166.5 კვ.მ. ფართის, ქ.ბათუმში, ...... მდებარე ინდივიდუალური საკუთრების უძრავ ქონებებს, საკადასტრო კოდით: .........; ......; .......; ......, რადგანაც აღნიშნულ საქმეზე შუამდგომლობას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე ეთქვა უარი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით: სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შევსების მიზნით განმცხადებელს დაევალა: დააზუსტოს მოთხოვნა, კერძოდ: მიუთითოს რომელ საქმეზე ითხოვს იგი უზრუნველყოფის გაუქმებას, ამასთან დააზუსტოს რა კავშირშია ერთმანეთთან შპს „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–ის“ წარმოებაში არსებული N01-10/119 და N01-10/123 საქმეები.
10. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა 5 (ხუთი) დღე განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან. ზემოაღნიშნული განჩინება 2023 წლის 13 ნოემბერს ჩაბარდა ადრესატს - დ.ხ–ძეს პირადად. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, 2023 წლის 17 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დ.ხ–ძემ და მიუთითა, რომ საქმეები ნომრებით: N01-10/119 და N01-10/123 არის ერთი და იგივე და რეალურად ორი სხვადასხვა საქმე იმავე მხარეებს შორის არ არსებობს. თავდაპირველად საქმე იყო N01-10/119, რომელიც შემდგომ გადაინომრა და გახდა N01-10/123, შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს ამავე (ერთი და იგივე) საქმის ფარგლებში მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით: სს ,,ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა ხუთი დღით და დაევალა შპს „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–იდან“ წარედგინა ინფორმაცია იმის თაობაზე, საქმეები ნომრებით: N01-10/119 და N01-10/123 ნამდვილად არის თუ არა ერთი და იგივე საქმეები და ნამდვილად მოხდა თუ არა მათი ერთ საქმედ გადანომვრა. 2023 წლის 18 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ.ხ–ძემ და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ხარვეზის შესავსებად.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით: სს ,,ი -ფ. ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ასევე, დაევალა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს შემდეგი მოქმედებები - შპს „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–იდან“ წარედგინა ინფორმაცია იმის თაობაზე, საქმეები ნომრებით: N01-10/119 და N01-10/123 ნამდვილად არის თუ არა ერთი და იგივე საქმეები და მოხდა თუ არა მათი ერთ საქმედ გადანომვრა. 2024 წლის 18 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადებით მიმართა დ.ხ–ძემ, წარადგინა 2023 წლის 25 დეკემბერს შპს „აჭარის ა/რ ს-ს.პ.ა.ს.ა–ის" მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 10 აპრილს შპს ,,აჭარის არ ს– ს.პ.ა.ს.ა–ის" არბიტრის მიერ მიღებული იქნა დადგენილება ,,კერძო სამართლებრივი ხასიათის ქონებრივ დავაზე", რომლის შესაბამისად, საარბიტრაჟო მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი და არბიტრაჟის მიერ შეთავაზებული იქნა არბიტრაჟში შემოეტანა ცალ- ცალკე საარბიტრაჟო სარჩელები უცხო ქვეყნის მოქალაქეების, საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს რეზიდენტის მიმართ. 2016 წლის 16 აპრილს, არბიტრაჟმა მიიღო დადგენილება ,,საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების, საარბიტრაჟო მოსაკრებლის სრული ოდენობით გადახდის გადავადების და არბიტრაჟის კომპეტენციის ცნობის შესახებ", რომლის შესაბამისად იორდანიის მოქალაქეს: ჰ.ს.თ.ფ–ის (პ.ნ .......) საარბიტრაჟო სარჩელზე, საარბიტრაჟო საქმეს მიენიჭა N0I-10/119, ხოლო იმავე დღეს არბიტრაჟმა მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, იორდანიის მოქალაქეს: ი.ა.მ.ა.ჰ–ის (პ.....) სააარბიტრაჟო სარჩელზე წარმოებულ საარბიტრაჟო საქმეს მიენიჭა N01-10/123.
13. 2022 წლის 1 აგვისტოს, არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საარბიტრაჟო საქმეზე N01-10/119 სრულად დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო მოსარჩელეს იორდანიის მოქალაქის: ჰ.ს.თ.ფ–ის წარმომადგენლის დ.ტ–ძის საარბიტრაჟო სარჩელი, მოპასუხე საქართველოს რეზიდენტის სს ,,ი-ფ. ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენელობა საქართველოში"-ს მიმართ. ასევე, 2022 წლის 1 აგვისტოს, არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საარბიტრაჟო საქმეზე N01-10/123, სრულად დაკმაყოფილდა საარბიტრაჟო მოსარჩელეს, იორდანიის მოქალაქეს: ი.ა.მ.ა.ჰ–ის წარმომადგენელის დ.ტ–ძის საარბიტრაჟო სარჩელი, მოპასუხე საქართველოს რეზიდენტის სს ,,ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენელობა საქართველოში"-ს მიმართ.
14. ზემოაღნიშნულ მიმართვას ერთვის არბიტრაჟის 2019 წლის 10 აპრილის დადგენილება, რომლითაც შპს ,,აჭარის არ ს.ს.პ.ა.ს.ა–ის" არბიტრის მიერ საარბიტრაჟო მოსარჩელეებს ჰ.ს.თ.ფ–ის და ი.ა. მ. ა. ჰ–ის საარბიტრაჟო სარჩელზე დაუდგინდათ ხარვეზი და არბიტრაჟის მიერ შეთავაზებული იქნა არბიტრაჟში შეეტანათ ცალ-ცალკე საარბიტრაჟო სარჩელები უცხო ქვეყნის მოქალაქეების, საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს რეზიდენტის მიმართ.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, სს „ია-ფეთ ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს შუამდგომლობა (სამოქალაქო საქმეზე N2/ბ-452-2019წ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
16. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებით მოთხოვნით 2024 წლის 5 თებერვალს საჩივარი წარადგინა სს „ი-ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს წარმომადგენელმა, რომელმაც 2024 წლის 25 იანვრის განჩინების გაუქმება და ქონებაზე ყადაღის მოხსნა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც სს „ი-ფ. ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს შუამდგომლობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
19. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
20. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
21. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის საქმე Nას-923-2023 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის საქმე №ას-970-2019, განჩინება).
22. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
23. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის საქმე №ას-587-2019 განჩინება).
24. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის საქმე №ას-1586-2018, განჩინება). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
25. სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას განმცხადებელი ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას ეთქვა უარი - რომელზეც ეს უზრუნველყოფა იყო გამოყენებული, თუმცა ზემომოხმობილ გარემოებათა გამო - ანუ იმის გამო, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება მოხდა საარბიტრაჟო საქმეზე N01-10/119, ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულებას უარი ეთქვა საარბიტრაჟო საქმეზე N01-10/123, ამასთან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ არბიტრაჟის წარმოებაში იყო ორი საარბიტრაჟო სარჩელი: ჰ.ს.თ.ფ–ის საარბიტრაჟო სარჩელი, მოპასუხე საქართველოს რეზიდენტის სს ,,ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენელობა საქართველოში"-ს მიმართ (საარბიტრაჟო საქმე N01-10/119) და ი.ა.მ.ა.ჰ–ის წარმომადგენელის დ.ტ–ძის საარბიტრაჟო სარჩელი, მოპასუხე საქართველოს რეზიდენტის სს ,,ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენელობა საქართველოში"-ს მიმართ საარბიტრაჟო საქმე N01-10/123). ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ეს საქმეები გაერთიანებულია. არბიტრაჟის მიერ გაგზავნილი მიმართვით არ იკვეთება, ის გარემოება, რომ არბიტრაჟში საქმეებისათვის ნომრის მინიჭების დროს ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, ან ამ დადგენილების (2019 წლის 16 აპრილის) მიღების შემდგომ მოხდა საქმის გადანომვრა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო საქმე N01-10/119 და საქმე N01-10/123 არის ერთი და იგივე საქმე, ამდენად ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე დაუსაბუთებლობის გამო. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ია-ფეთ ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.01.2024 წლის განჩინება და ამ განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 08.02.2024 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი