Facebook Twitter

№ა-7068-შ-168-2024

17 თებერვალი, 2025 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.ბ–ი (ზ.კ-ბ–ი)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – აშშ ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა, სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აშშ ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე და მისი რეგისტრაციის თარიღიდან, დასრულდა ზ.ბ–ს და ვ. ბ–ს, მის ბიოლოგიურ მამას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ძალაში დარჩა ზ.ბ–ის და ყველა იმ პიროვნების უფლება, რომლებიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში წარმოადგენენ მას სამართლებრივად მიიღონ ვასილ ბ–ის, ბიოლოგიური მამის ქონება და სამკვიდრო ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის საფუძველზე. წინამდებარე გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან, შენარჩუნდა მოსარჩელეს და ზ.ბ–ს შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების ჩათვლით, თუ ზ.ბ–ი დაბადებულია კანონიერი ქორწინების შედეგად. შენარჩუნდა ზ.ბ–ს და მ.კ–სს, მის ბიოლოგიურ დედას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა და არ შეიცვალოს შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდეგ. გასაშვილებელი პიროვნების სახელი შეიცვალა შემდეგზე: ზ.კ-ბ–ი.

ზ.ბ–ომა (ზ.კ-ბ–ი), საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და აშშ ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ.ბ–მა (ზ.კ–ბ–ი) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, აშშ ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ აშშ ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე და მისი რეგისტრაციის თარიღიდან, დასრულდა ზ.ბ–ს და ვასილ ბ–ს, მის ბიოლოგიურ მამას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ძალაში დარჩა ზ.ბ–ის და ყველა იმ პიროვნების უფლება, რომლებიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში წარმოადგენენ მას სამართლებრივად მიიღონ ვ. ბ–ის, ბიოლოგიური მამის ქონება და სამკვიდრო ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის საფუძველზე. წინამდებარე გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან, შენარჩუნდა მოსარჩელეს და ზ.ბ–ს შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების ჩათვლით, თუ ზ.ბ–ი დაბადებულია კანონიერი ქორწინების შედეგად. შენარჩუნდა ზ.ბ–ს და მ.კ–სს, მის ბიოლოგიურ დედას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა და არ შეიცვალოს შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდეგ. გასაშვილებელი პიროვნების სახელი შეიცვალოს შემდეგზე: ზ.კ–ბ–ი. საქმეში წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტის ასლით (რომელიც გაცემულია ზ.კ–-ბ–ზე) დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დებულებები რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, აშშ ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე და მისი რეგისტრაციის თარიღიდან, დასრულდა ზ.ბ–ს და ვ. ბ–ს, მის ბიოლოგიურ მამას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ძალაში დარჩა ზ.ბ–ის და ყველა იმ პიროვნების უფლება, რომლებიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში წარმოადგენენ მას სამართლებრივად მიიღონ ვ. ბ–ის, ბიოლოგიური მამის ქონება და სამკვიდრო ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის საფუძველზე. წინამდებარე გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან, შენარჩუნდა მოსარჩელეს და ზ.ბ–ს შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების ჩათვლით, თუ ზ.ბ–ი დაბადებულია კანონიერი ქორწინების შედეგად. შენარჩუნდა ზ.ბ–ს და მ.კ–სს, მის ბიოლოგიურ დედას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა და არ შეიცვალა შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდეგ. გასაშვილებელი პიროვნების სახელი შეიცვალა შემდეგზე: ზ.კ–ბ–ი, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ბ–ის (ზ.კ–ბ–ის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე და მისი რეგისტრაციის თარიღიდან, დასრულდა ზ.ბ–ს და ვ. ბ–ს, მის ბიოლოგიურ მამას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ძალაში დარჩა ზ.ბ–ის და ყველა იმ პიროვნების უფლება, რომლებიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში წარმოადგენენ მას სამართლებრივად მიიღონ ვ. ბ–ის, ბიოლოგიური მამის ქონება და სამკვიდრო ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის საფუძველზე. წინამდებარე გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან, შენარჩუნდა მოსარჩელეს და ზ.ბ–ს შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა, ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფოთაშორისი კანონის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების ჩათვლით, თუ ზ.ბ–ი დაბადებულია კანონიერი ქორწინების შედეგად. შენარჩუნდა ზ.ბ–ს და მ.კ–სს, მის ბიოლოგიურ დედას შორის არსებული ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა და არ შეიცვალა შვილად აყვანის რეგისტრაციის შემდეგ. გასაშვილებელი პიროვნების სახელი შეიცვალა შემდეგზე: ზ.კ–ბ–ი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე