ას-401-2024
27 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „პ.გ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ს–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „პ.გ–ის“ სარჩელი კ.ს–ნის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კ.ს–ნს (პ/ნ ........) შპს „პ.გ–ის“ (ს.ნ. .........) სასარგებლოდ დაეკისრა 773 953.33 (შვიდას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი ლარი და ოცდაცამეტი თეთრის) ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.ს–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
2. შპს „პ.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3. მოპასუხე - კ.ს–ნს მოსარჩელე შპს „პ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 249 059.54 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით შპს „პ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა კასატორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა მორიგების აქტი და ითხოვა მისი დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე.
2024 წლის 24 დეკემბერს საკასაციო პალატას მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა მორიგების დამტკიცებასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 04 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ).
ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განსახილველ საქმეში 2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა შს პრაიმ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ი.ა–ვამ, წარმოადგინა მორიგების აქტი და ითხოვა მისი დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული მორიგების აქტის თანახმად:
კასატორი „პ.გ–ი“ ს/ნ ........, წარმომადგენელი მინდობილი პირის ი.ა–ვას (პ/ნ .....) სახით და მოწინააღმდეგე მხარე კ.ს–ნი (პ/ნ .....), წინამდებარე დავის ფარგლებში თანხმდებიან შემდეგზე:
1. მოწინააღმდეგე მხარე კ.ს–ნი (პ.ნ ......) მის საკუთრებაში რეგისტრირებულ შპს „პ.გ–ის“ (ს/ნ .......) 28% წილს საკუთრებაში გადასცემს შს „პ.გ–ის“ (ს/ნ ..) 32% წილის მესაკუთრეს - ე.ს–ს (პას.: ..., N....).
2. მოწინააღმდეგე მხარე კ.ს–ნი (პ.ნ .....) იღებს ვალდებულებას გადაუხადოს კასატორს შპს „პ.გ–ს“ (ს/ნ .....) 249059.54 (ორას ორმოცდაცხრა ათას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2025 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2025 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2025 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2025 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2029 წლი 15 მარტი - 9059.54 (ცხრაათას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი).
წინამდებარე მორიგების აქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის გადახდის გრაფიკის დარღვევის ან/და არ გადახდის შემთხვევაში თუნდაც ერთხელ, შპს „პ.გ–ი“ მიმართავს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერენ შპს „პ.გ–ის“ წარმომადგენელი ი.ა–ვა (იხ. მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 83) და კ.ს–ნი. ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია სანოტარო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, 2024 წლის 24 დეკემბერს საკასაციო პალატას მომართა კასატორის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა თ.ზ–მა (იხ. მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 83) და იშუამდგომლა მორიგების დამტკიცების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 04 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 04 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე კ.ს–ნს (პ/ნ .......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, ......, სადარბაზი 2, სართული 23, ბინა N365; ფართი 46.10; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4170.00 მ2; საკადასტრო კოდი: .......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ასევე, მოპასუხე კ.ს–ნს (პ/ნ ........) აეკრძალა შპს „პ.გ–ში“ (ს/კ ........) მისი კუთვნილი 28% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, ვინაიდან, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 15 მაისს N1323 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „პ.გ–ის“ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. კასატორი „პ.გ–ი“ ს/ნ ........, წარმომადგენელი მინდობილი პირის ი.ა–ვას (პ/ნ ..........) სახით და მოწინააღმდეგე მხარე კ.ს–ნი (პ/ნ ........), წინამდებარე დავის ფარგლებში თანხმდებიან შემდეგზე:
2.1. მოწინააღმდეგე მხარე კ.ს–ნი (პ.ნ .........) მის საკუთრებაში რეგისტრირებულ შპს „პ.გ–ის“ (ს/ნ ........) 28% წილს საკუთრებაში გადასცემს შს „პ.გ–ის“ (ს/ნ ........) 32% წილის მესაკუთრეს - ე.ს–ს (პას.: .........., N......).
2.2. მოწინააღმდეგე მხარე კ.ს–ნი (პ.ნ ......) იღებს ვალდებულებას გადაუხადოს კასატორს შპს „პ.გ–ს“ (ს/ნ .......) 249059.54 (ორას ორმოცდაცხრა ათას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცხდაცხრამეტი თეთრი) ლარი შემდეგი გრაფიკის მიზედვით:
2025 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2025 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2025 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2025 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2026 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2027 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 მარტი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 ივნისი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 სექტემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2028 წლი 15 დეკემბერი - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2029 წლი 15 მარტი - 9059.54 (ცხრაათას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი).
2.3. წინამდებარე მორიგების აქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის გადახდის გრაფიკის დარღვევის ან/და არ გადახდის შემთხვევაში თუნდაც ერთხელ, შპს „პ.გ–ი“ მიმართავს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
2.4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 04 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე კ.ს–ნს (პ/ნ .........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, ........, სადარბაზი 2, სართული 23, ბინა N365; ფართი 46.10; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4170.00 მ2; საკადასტრო კოდი: .........) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; ასევე, რომლითაც, მოპასუხე კ.ს–ნს (პ/ნ ........) აეკრძალა შპს „პ.გ–ში“ (ს/კ .........) მისი კუთვნილი 28% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება და გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. შპს „პ.გ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 15 მაისს N1323 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე