ას-1387-2024
23 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ვ.გ–ი, შპს „კ–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით ვ.გ–ისა და შპს „კ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია ზ.გ–ს, საკასაციო პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება გაუქმდა სრულად და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული კი, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მოცემულ შემთხვევაში, გამოირკვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია უსწორობა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია ზ.გ–ს. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში არასწორად არის მითითებული შემდეგი: „გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და მიუთითოს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება ვ.გ–ისა და შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება ვ.გ–ისა და შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე