Facebook Twitter

საქმე №ა-544-შ-18-2025 28 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რ.ჩ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ა–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ.ჩ–ძესა და ე.ა–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

რ.ჩ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით რ.ჩ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ.ჩ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ.ჩ–ძესა და ე.ა–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ჩ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ჩ–ძესა და ე.ა–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი