საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-106-100(კ-07წ.) 13 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლოა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს “ი.-ის” დირექტორის გ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. და მხ. ბ.-ების მარწმუნებლის ზ. ბ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ქონების ნატურით გადაცემის შესახებ)
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 1 თებერვალს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-106-100(კ-07), სს “ი.-ის” დირექტორის გ. ა.-ის საკასაციო საჩივრისა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, მ. და მხ. ბ.-ების მარწმუნებლის ზ. ბ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ქონების ნატურით გადაცემის შესახებ /იხ.ს.ფ. 1/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებით სს “ი.-ის” დირექტორის გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. ამასთან, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მხარეს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი /იხ.ს.ფ. 211-213/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის სს “ი.-ის” დირექტორის გ. ა.-ის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ სს “ი.-ის” დირექტორის გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს სს “ი.-ის” დირექტორს გ. ა.-ს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, სს “ი.-ის” დირექტორს გ. ა.-ს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა 2007 წლის 12 თებერვალს და ჩაბარდა გადასაცემად 2007 წლის 24 მაისს /იხ.ს.ფ. 225/, წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის ხარვეზი მხარის მიერ შევსებული არ იქნა _ კასატორს საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საპროცესო ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონიმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, განსაზღვრულ დროში საპროცესო მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ი.-ის” დირექტორის გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, მე-12, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “ი.-ის” დირექტორის გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.