Facebook Twitter

საქმე ას-502-2022

13 ივლისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ა., გ., თ. პ–ძეები; მ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – თ. პ–ძე, მ.გ–ძე, რ. პ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უძრავი ქონების თა.მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მ.გ–ძემ, თ. და რ. პ–ძეებმა (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. პ–ძის, გ. პ–ძის, თ. პ–ძის, მ.მ–ძის, უ.კ–ძის სავარაუდო მემკვიდრე გ. პ–ძის და გ. პ–ძის სავარაუდო მემკვიდრე გ. პ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ, მოითხოვეს მოპასუხეთა თა.საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ......... მდებარე უძრავი ქონების ს/კ ....... - 1001.00 კვ.მ ფართობის მიწაზე და 347.10 კვადრატული მეტრი საერთო ფართის საცხოვრებელი სახლის 2/5-ზე თანასაკუთრეებად ცნობა, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. (იხ. ტ.1.ს.ფ.7-8).

2. მოპასუხეების შესაგებელი:

2.1. მოპასუხეებმა 2016 წლის 21 ივლისს წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს უსაფუძვლობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება:

5.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

6.2. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:

6.2.1.2015 წლის 4 აგვისტოს №AA2015055918-05 საარქივო ცნობით, საკომლო წიგნის ჩაწერის ასლითა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ....... 1986-2006 წლების პერიოდში, კომლის უფროსს წარმოადგენდა პ–ძე გ. თ. ძე (ოჯახის უფროსი), რომელიც დასაქმებული იყო ავტოსატრანსპორტო კანტორაში მძღოლად. მასთან ერთად ცხოვრობდნენ: 1.კ–ძე უ. ს.ასული - ცოლი (დიასახლისი); 2. პ–ძე ჯ. გ. ძე - შვილი; 3. პ–ძე რ. გ. ძე - შვილი; 4. პ–ძე თ. გ.ს ძე - შვილი; 5. მ–ძე გ.რ. ასული - გერიშვილი; 6. მ–ძე მ. რ–ს ასული - გერიშვილი; 7.გ–ძე მ.ხ–ის ასული - რძალი; 8. პ–ძე თ. ჯ–ის ასული; 9. პ–ძე ა. თ.ის ასული; 10. პ–ძე გ. თ.ის ძე.

6.2.2.2021 წლის 5 თებერვლის №AA2021001089-03 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს სოფელ ....... 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ პ–ძე ჯ. გ–ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. პ–ძე ჯ. გ–ს ძე-ოჯახის უფროსი; 2. გ–ძე მ. ხ–ის ასული-ცოლი; 3. პ–ძე თ. ჯ–ის ასული - შვილი, გადახაზულია, მიწერილი აქვს ამოეწერა ქ. ბათუმში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით 14.02.1995 წელი. კომლს ერიცხება მიწის ფართი 1994-2006წ. 0.15 ჰა (საკომლო წიგნი დათარიღებულია 1986-2006წ.). კომლს საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ აქვს. შენიშვნა: კომლს დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილი აქვს-მეცხოველეობის ს/მ 1994 წლის 19/05 ბრძანება №19 გამოეყო მიწის ფართი. აქვე გაცნობებთ, რომ 1994 წლის მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობის ბრძანების წიგნი ძირითად საქმიანობაზე ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შემოსულა.“

6.2.3.2020 წლის 11 დეკემბრის №AA2020014904-05 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ....... 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ პ–ძე გ. თ–ის ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება: 1. პ–ძე გ. თ–ის ძე - ოჯახის უფროსი; 2. კ–ძე უ. ს–ის ასული - ცოლი; 3. პ–ძე ჯ. გ. ძე- შვილი. გადახაზულია (დოკუმენტში ასეა); 4. პ–ძე რ. გ.ს ძე - შვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოწერა 14.02.1995 წელი, გადავიდა ქ. სევეროდვინსკი (დოკუმენტში ასეა); 5. პ–ძე თ. გ.ს ძე - შვილი; 6. მ–ძე გ.რ. ასული - გერიშვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოეწერა 23.07.1991წ (დოკუმენტში ასე); 7. მ–ძე მ. რ–ის ასული- გერიშვილი; 8. გ–ძე მ.ხ–ის ასული - რძალი. გადახაზულია, (დოკუმენტში ასეა); 9. პ–ძე თ. ჯ.ს ასული-შვ/ შვილი, გადახაზულია, (დოკუმენტში ასეა); 10. პ–ძე ა. თ.ის ასული- შვ/ შვილი; 11. პ–ძე გ. თ.ის ძ-შვ/ შვილი; კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1975 წელს 70 კვ/მ ფართის ოდენობით. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1986-2006 წლებში 0.10 ჰა. შენიშვნა: კომლს დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილი აქვს გადაწყვეტილება №77, 07.08.1992 წელი ჯ. გამოყოფილია ცალკე კომლად. შენიშვნა: კომლის მეურნეობის საზოგადოებრივი ჯგუფის გრაფაში უწერია „მ/მოსამს“ დოკუმენტში ასეა.

6.2.4.მ.გ–ძე და ჯ. პ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1990 წლის 26 სექტემბერს. ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 27.03.1991 წ. დაბადებული თ. პ–ძე, დაბადების ადგილი - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ........

6.2.5.მოსარჩელეები 1995 წლამდე უწყვეტად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, სარგებლობდნენ გ. პ–ძის კომლის ქონებით, ხოლო 1995 წელს, ჯ. პ–ძესთან ერთად გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში.

6.2.6.ჯ. პ–ძე გარდაიცვალა 2007 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციაში.

6.2.7.მ.გ–ძე და ჯ. პ–ძე 1994-2006 წლების მდგომარეობით რეგისტრირებული იყვნენ ცალკე კომლად მისამართზე: ქ. ბათუმი, აეროპორტის დასახლება. კომლს აწერია 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. კომლს საცხოვრებელი სახლი არ ერიცხება.

6.2.8.საკომლო წიგნის ამონაწერი სხვა სახის მონაცემებს, ანუ აღნიშვნას ოჯახის იმ წევრთა შესახებ, რომლებიც სრულად წავიდნენ მეურნეობიდან (სავალდებულო იყო მითითებულიყო თვე, რიცხვი, წელი და წასვლის მიზეზი) გარდა იმისა, რომ ჯ. პ–ძე, მ.გ–ძე, თ. პ–ძე და რ. პ–ძე გამოეყო ცალკე კომლად (გადახაზულია) - არ შეიცავს. დოკუმენტში დაფიქსირებული მონაცემები ასახავს 1986-2006 წლების მდგომარეობას. საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია, რომ ქ. ბათუმი, ....... ქუჩა #108-ში ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა 1001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 347 კვ.მ. შენობა-ნაგებობით.

6.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოპასუხეებს, არც შესაგებლით და არც დაზუსტებული შესაგებლით სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ დავა უკავშირდება საკოლმეურნეო კომლის წევრობას.

6.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო 1964 წლის რედაქციის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლები, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება; სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი.

6.5. სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების, როგორც საკოლმეურნეო კომლის ქონებიდან 2/5 წილის თანასაკუთრების უფლება ეკუთვნოდათ თუ არა მოსარჩელეებს.

6.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებებზე გაამახვილა ყურადღება:

6.6.1.მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა რ.ფ–ძემ აჩვენა, რომ ჯ. პ–ძე დაქორწინდა 1990 წელში, ოჯახთან ერთად სადავო სახლში ცხოვრობდა, შვილიც იქ დაიბადა, რისთვისაც ოფიციალური სტუმრობა მოაწყვეს. ქორწინებიდან დაახლოებით 3 წელში ჯ. რუსეთში წავიდა, ხოლო მ. (მოსარჩელე, ჯ. პ–ძის მეუღლე) დაახლოებით 1995 წელში. როცა მთლიანო ოჯახი წავიდა, ბავშვი დაახლოებით 5 წლის იქნებოდა.

6.6.2.მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა ა.ფ–ძემ და ნ.ბ–ძემ აჩვენეს, რომ მ. (ჯ. პ–ძის მეუღლე) გათხოვების შემდეგ დედამთილ-მამამთილის ოჯახში ცხოვრობდა, თ. 1991 წელში დაიბადა. მ. და თ. რუსეთში წავიდნენ, როდესაც თ. დაახლოებით 5 წლის იქნებოდა. რუსეთიდან ჩამოსვლის დროს, სადავო სახლში რჩებოდნენ. პირველ სართულზე თავისი ოთახი ჰქონდათ.

6.6.3.მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა ი.ჟ–ძემ აჩვენა, რომ ჯ. პ–ძე დაქორწინდა 90-იან წლებში. ქორწილის შემდეგ სადავო სახლში დიდხანს არ უცხოვრია, მერე სად ცხოვრობდა მისთვის უცნობია. ჯ. და მისი ძმა რუსეთში წავიდნენ. იქედან აღარ ჩამოსულა, მოწმეს არ უნახავს. ბავშვი რომ დაიბადა არ გაუგია, ალბათ რუსეთში დაიბადა.

6.6.4.მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა რ. შ–ძემ აჩვენა, რომ ჯ. პ–ძე ქორწილის შემდეგ, რამდენიმე თვეში გადავიდა ..... სადავო სახლში რომ ეცხოვროს მას არ უნახავს. 1990 წელში იგი ჯ–თან ერთად წავიდა რუსეთში იმ დროს შვილი არ ყავდა. რუსეთში რომ იყვნენ შვილი მაშინ დაიბადა. თავად (მოწმე) 1995 წელში ჩამოვიდა რუსეთიდან იმ დროს მ. იმ ოჯახში აღარ ცხოვრობდა.

6.6.5.მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა ბ.კ–ძემ აჩვენა, რომ ჯ. პ–ძე დაქორწინდა 1990 წელში და სიმამრთან გადავიდა საცხოვრებლად. 1992 წელს წავიდა რუსეთში. რუსეთიდან ჩამოსული დადიოდა ადლიაში (სადავო სახლი), მაგრამ იქ აღარ ცხოვრობდა. რუსეთიდან რომ ჩამოდიოდა ჯ. მშობლების მოსანახულებლად არ მოდიოდა. ბავშვი იმ ოჯახში არ დაბადებულა.

6.7. საქმეზე წარმოდგენილი დაბადების მოწმობით დგინდება, რომ თ. პ–ძე დაიბადა 1991 წლის 25 მარტს, ხელვაჩაურის რაიონში და მისი რეგისტრაციის ადგილად დაფიქსირდა ხელვაჩაურის რაიონის ..... სასოფლო საბჭო, რეგისტრაციის თარიღი - 1991 წლის 27 მარტი, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო და მისი ადგილმდებარეობა მიეთითა ხელვაჩაურის რაიონული მმაჩის განყოფილება (ტ.1.ს.ფ.20).

6.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა, რომ მოსარჩელეები 1990 წლიდან აღარ ცხოვრობდნენ სადავო კომლის ქონებაში და რომ ამ პერიოდიდან საკომლო ქონების მოვლა პატრონობაში მონაწილეობა აღარ მიუღიათ, რაც თითქოსდა დასტურია იმისა, რომ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება დაკარგული აქვთ.

6.9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამ მსჯელობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება აპელანტებს არ წარმოუდგენიათ, ხოლო სასამართლო სხდომაზე მათი შუამდგომლობით დაკითხული მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა ასევე, არ შეიცავს ისეთ ფაქტებზე მითითებას, რაც სარწმუნოს გახდიდა აპელანტების მიერ მითითებულ გარემოებებს, ამასთან საქმეზე წარმოდგენილი თ. პ–ძის დაბადების მოწმობა ადასტურებს, მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჩვენების საწინააღმდეგო ფაქტს კერძოდ, რომ მისი დაბადების დროისათვის სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ და 1990 წლიდან ამ კომლიდან წასულები არ ყოფილან.

6.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გ. პ–ძის კომლი საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, სადაც 1993 წლამდე ირიცხებოდა 10 წევრი, მათ შორის მოსარჩელეები და თ. პ–ძისა და მ.გ–ძის მამკვიდრებელი ჯ. პ–ძე შესაბამისად. მოსარჩელეებმა 1992 წლიდან მოიპოვეს აღნიშნულ კომლში არსებული ქონების 4/10 (იგივე 2/5) ნაწილზე საკუთრების უფლება, რაც ამ პერიოდიდან ითვლება მათ თა.საკუთრებად. ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში მოსარჩელეები გადახაზულნი არიან, არ ადასტურებს მათი კომლიდან ამოწერის ფაქტს, რამდენადაც ამგვარ პირობებში მითითებული უნდა იყოს კომლიდან მათი ამოწერის მოტივი (მიზეზი), თარიღი, საფუძველი და ა.შ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

7. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

7.2. კასატორებმა განმარტეს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თითქოსდა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელეების კომლიდან ამოწერის ფაქტი და რომ მოსარჩელეები, ჯ. პ–ძესთან ერთად 1995 წლამდე ცხოვრობენ სადავო ქონებაში, მაშინ, როდესაც, საქმეზე წარმოდგენილი საკომლო წიგნის ამონაწერის ბოლოში მითითებულია, რომ 1992 წელს ჯ. პ–ძე გამოყოფილია ცალკე კომლად. მეზობელი მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ რ. პ–ძე 1990 წლიდან წავიდა რუსეთის ფედერაციაში, ჯ. პ–ძე კი, ქორწინების მერე, 1990 წლიდან იმ სახლში აღარ ცხოვრობდა. იგი საცხოვრებლად თავისი ცოლის ოჯახში გადავიდა და საკომლო ქონების მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა აღარ მიუღია, ხოლო 1992 წელს, ოჯახით წავიდა რუსეთში საცხოვრებლად. ჯ. პ–ძის ცალკე კომლად რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება საარქივო ცნობით, რომლითაც მოსარჩელეებმა, 2010 წელს საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს მათ კომლზე მიმაგრებული და ცნობაში მითითებული მიწა (0,15 ჰა) 1500 კვ-მ, რომელიც შემდგომ, 2011 წელს, ქ.ბათუმის მერიამ შეისყიდა, რაშიც სოლიდური თანხა აიღეს.

7.3. კასატორებმა განმარტეს, რომ 2018 წლის, 7 ნოემბრის, საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ..... სასოფლო საკრებულოს გამგეობის №77 გადაწყვეტილებით, 1992 წლის, 27 აგვისტოს, დაკმაყოფილდა ჯ. გ.ს ძე პ–ძის მოთხოვნა და ცალკე კომლად გამოიყო მამის - გ.ს თ–ის ძე პ–ძის ოჯახიდან, სამი სულის შემადგენლობით (ჯ. პ–ძე, მ.გ–ძე და თ. პ–ძე), რის საფუძველზეც მოსარჩელეებს წილი აღარ ეკუთვნით საკომლო ქონებაში.

7.4. კასატორებმა აღნიშნეს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა გვერდი აუარა და არ გამოიკვლია ის ფაქტი თუ, როგორ დარეგისტრირდნენ თავად მოპასუხეები, ცხადია აქ გადამწყვეტი ნება იყო მუშა-მოსამსახურის კომლის უფროსის გ. თ. ძე პ–ძის, რომელმაც თავად განსაზღვრა თავის სიცოცხლეში მის საკუთრებაში არსებული ქონების მესაკუთრე ვინ უნდა ყოფილიყო, რადგან მუშა-მოსამსახურის კომლი ეკუთვნოდა მხოლოდ კომლის უფროსს.

7.5. კასატორების მითითებით, თ. პ–ძის დაბადების მისამართი ვერ გახდება სადავო კომლში მოსარჩელეების ცხოვრების დასტური, რადგან იმ დროისათვის, დაბადების ადგილის ელექტრონული რეგისტრაცია არ ხდებოდა. ამასთან, დაბადების ადგილი არ განსაზღვრავს საცხოვრებელ ადგილს, უსაფუძვლო და აზრს მოკლებულია მოსარჩელის დაბადების ადგილი ნიშნავდეს საცხოვრებელ ადგილს ან თავისთავად ადასტურებდეს ცხოვრების ფაქტს. ეს მოცემულობა, დღესაც ელექტრონული რეგისტრაციის პირობებშიც ვერ იქნება უდავოდ დამდგენი პიროვნების საცხოვრებელი ადგილისა. სასამართლო არ იზიარებს სადავო ქონების საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მცხოვრები მეზობლების ჩვენებებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ურთიერთობაში არიან კომლის წევრებთან და იზიარებს რძლად მოსული მ.გ–ძის ნათესავების ჩვენებებს, რომლებმაც მხოლოდ მ–საგან მიწოდებული ინფორმაცია იციან, ხოლო მეზობლები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავდნენ ვინ ცხოვრობდა და ვინ არ ცხოვრობდა კომლში.

7.6. კასატორები, ასევე შუამდგომლობენ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ თ., გ., ა. პ–ძეებისა და მ.მ–ძის მიერ 2018 წელის, 5 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, წარდგენილ იქნა სარჩელი, მოპასუხეების თ. პ–ძის, მ.გ–ძისა და რ. პ–ძის მიმართ, სადაც დავის საგანია საკომლო ქონების წილზე უფლების დაკარგულად ცნობა. სასამართლოს მიერ სარჩელი წარმოებაშია მიღებული, მაგრამ საქმეზე, სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

7.7. ამდენად, კასატორები თვლიან, რომ მოსარჩელეებს, სადავო კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება ორი საფუძვლით აქვთ დაკარგული. ერთი რომ, სამი წლის განმავლობაში ქონების მოვლა-პატრონობა არ განუხორციელებიათ და ქონებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ და მეორე, 1992 წლიდან, ცალკე კომლად არიან გამოყოფილები.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, ა., გ., თ. პ–ძეებისა და მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაა.ლიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა.ხმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის, რაც არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

11. საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას:

12.1. 2015 წლის 4 აგვისტოს №AA2015055918-05 საარქივო ცნობით, საკომლო წიგნის ჩანაწერის ასლითა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ....... 1986-2006 წლების პერიოდში, კომლის უფროსს წარმოადგენდა პ–ძე გ. თ. ძე (ოჯახის უფროსი), რომელიც დასაქმებული იყო ავტოსატრანსპორტო კანტორაში მძღოლად. მასთან ერთად ცხოვრობდნენ: 1.კ–ძე უ. ს. ასული - ცოლი (დიასახლისი); 2. პ–ძე ჯ. გ.ს ძე - შვილი; 3. პ–ძე რ. გ.ს ძე - შვილი; 4. პ–ძე თ. გ.ს ძე - შვილი; 5. მ–ძე გ.რ. ასული - გერიშვილი; 6. მ–ძე მ. რ–ის ასული - გერიშვილი; 7.გ–ძე მ.ხ–ის ასული - რძალი; 8. პ–ძე თ. ჯ.ს ასული; 9. პ–ძე ა. თ–ის ასული; 10. პ–ძე გ. თ.ის ძე. ამდენად, სადავო სახლში, ოჯახის უფროს გ. პ–ძესთან ერთად ცხოვრობდნენ მისი მეუღლე, 5 შვილი, აქედან ორი გერიშვილი, ერთ-ერთი შვილის - ჯ–ს მეუღლე და ქალიშვილი, და მეორე შვილის - თ–ის შვილები ა. და გ..

12.2. 2021 წლის 5 თებერვლის №AA2021001089-03 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს სოფელ ....... 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ პ–ძე ჯ. გ. ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. პ–ძე ჯ. გ.ს ძე-ოჯახის უფროსი; 2. გ–ძე მ. ხ–ს ასული-ცოლი; 3. პ–ძე თ. ჯ. ასული - შვილი, გადახაზულია, მიწერილი აქვს ამოეწერა ქ. ბათუმში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით 14.02.1995 წელი. კომლს ერიცხება მიწის ფართი 1994-2006წ. 0.15 ჰა (საკომლო წიგნი დათარიღებულია 1986-2006წ.). კომლს საცხოვრებელი სახლის გრაფა შევსებული არ აქვს. შენიშვნა: კომლს დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილი აქვს-მეცხოველეობის ს/მ 1994 წლის 19/05 ბრძანება №19 გამოეყო მიწის ფართი. აქვე გაცნობებთ, რომ 1994 წლის მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობის ბრძანების წიგნი ძირითად საქმიანობაზე ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შემოსულა.“

12.3. 2020 წლის 11 დეკემბრის №AA2020014904-05 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ....... 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ პ–ძე გ. თ–ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება: 1. პ–ძე გ. თ–ს ძე - ოჯახის უფროსი; 2. კ–ძე უ. ს–ის ასული - ცოლი; 3. პ–ძე ჯ. გ. ძე- შვილი. გადახაზულია (დოკუმენტში ასეა); 4. პ–ძე რ. გ–ს ძე - შვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოწერა 14.02.1995 წელი, გადავიდა ქ. სევეროდვინსკი (დოკუმენტში ასეა); 5. პ–ძე თ. გ–ს ძე - შვილი; 6. მ–ძე გ.რ. ასული - გერიშვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოეწერა 23.07.1991წ (დოკუმენტში ასე); 7. მ–ძე მ. რ–ის ასული- გერიშვილი; 8. გ–ძე მ.ხ–ის ასული - რძალი. გადახაზულია, (დოკუმენტში ასეა); 9. პ–ძე თ. ჯ.ს ასული-შვ/ შვილი, გადახაზულია, (დოკუმენტში ასეა); 10. პ–ძე ა. თ.ის ასული - შვ/შვილი; 11. პ–ძე გ. თ–ის ძ-შვ/ შვილი; კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1975 წელს 70 კვ/მ ფართის ოდენობით. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1986-2006 წლებში 0.10 ჰა. შენიშვნა: კომლს დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილი აქვს გადაწყვეტილება №77, 07.08.1992 წელი ჯ. გამოყოფილია ცალკე კომლად. შენიშვნა: კომლის მეურნეობის საზოგადოებრივი ჯგუფის გრაფაში უწერია „მ/მოსამს“ დოკუმენტში ასეა.

12.4. მ.გ–ძე და ჯ. პ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1990 წლის 26 სექტემბერს. ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 27.03.1991 წ. დაბადებული თ. პ–ძე, დაბადების ადგილი - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი .....

12.5. მოსარჩელეები 1995 წლამდე უწყვეტად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, სარგებლობდნენ გ. პ–ძის კომლის ქონებით, ხოლო 1995 წელს, ჯ. პ–ძესთან ერთად გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში.

12.6. ჯ. პ–ძე გარდაიცვალა 2007 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციაში.

12.7. მ.გ–ძე და ჯ. პ–ძე 1994-2006 წლების მდგომარეობით რეგისტრირებული იყვნენ ცალკე კომლად მისამართზე: ქ. ბათუმი, აეროპორტის დასახლება. კომლს აწერია 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. კომლს საცხოვრებელი სახლი არ ერიცხება.

12.8. საკასაციო პალატა მიუთითებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ უმნიშვნელოვანეს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები 1995 წლამდე უწყვეტად ცხოვრობდნენ გ. პ–ძის კომლზე რიცხულ სადავო საცხოვრებელ სახლში და სარგებლობდნენ ამ ქონებით, ხოლო 1995 წელს, ჯ. პ–ძესთან ერთად გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში (ტომი 1. ს.ფ. 362, გადაწყვეტილების 3.1.6 პუნქტი და ტომი მე3. ს.ფ. 346 სასამართლო განჩინების 2.2.პ). აქვე სასამართლო მიუთითებს კვლავ საკომლო ჩანაწერებზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ პ–ძე რ. გ–ს ძე - შვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოწერა 14.02.1995 წელი, გადავიდა ქ. სევეროდვინსკში (დოკუმენტში ასეა). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კომლის საკუთრების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრას და იმ გარემოების შეფასებას, რომ მოსარჩელე რ. პ–ძე, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, წარმოადგენდა გ. პ–ძის კომლის წევრს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელეების თანამესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-123-ე, 125-ე და 128-ე მუხლები, ასევე „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილება და სახელმწიფო საბჭოს 21.10.1992 წლის №29 დეკრეტი.

14. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.92 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თა.ბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.(იხ. სუსგ. №ას-1778-1756-2011,29.06.2012).

15. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის # 128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ. №ას-211-203-2013, 3.06.2013). 16. საკასაციო სასამართლო, ასევე მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განმარტებულია კომლის არსი და მასთან დაკავშირებული თავისებურებები, კერძოდ: „კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ... შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება... კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თა.საკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა-გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება.“ (სუსგ. №ას-402-2021. 04.11.2021წ., №ას-464-2022, 06.10.2022წ., №ას-516-2021, 30.11.2021წ.).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომლი (როგორც საკოლმეურნეო, ასევე მუშა-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები, მათ შორის, მოწესრიგებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით კი, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კოდექსის 128-ე მუხლების მიხედვით კი, კომლის შრომისუნარიანი წევრი კომლის ქონების წილზე უფლებას კარგავდა, თუ იგი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მონაწილეობას არ მიიღებდა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ამდენად, კანონმდებელი კომლის წევრობის დაკარგვას კონკრეტულ ფაქტს უკავშირებდა.

18. საკასაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ კომლი (როგორც საკოლმეურნეო, ასევე მუშა-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები, მათ შორის, მოწესრიგებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს კომლის ქონების წილზე უფლების დაკარგვის შესახებ, რადგან რ. პ–ძე სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ იღებდა მონაწილეობას (გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში) კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომლის დასახელებული წევრი რ. პ–ძე რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად გადავიდა 1992 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში (კერძოდ, 1995 წელს), რასაც მოცემულ შემთხვევაში იურიდიული მნიშვნელობა და სამართლებრივი დატვირთვა ვერ მიენიჭება, რადგან რ. პ–ძეს უკვე წარმოშობილი ჰქონდა საკუთრების უფლება კომლის ქონებაზე.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე რ. პ–ძის კომლიდან გასვლის სხვა სამართლებრივი საფუძველიც, გათვალისწინებული 1964 წლის სამოქალაქო კოდექსით (მისი გასვლა კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად ან ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნა (გაყრა)); კერძოდ, არ არსებობს განცხადება ამ უკა.სკნელის კომლიდან ამოწერის შესახებ ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის თაობაზე. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში მოსარჩელე გადახაზულია, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის ფაქტს. უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული ნორმების საფუძველზე, პალატის დასკვნით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული), რაც ცალსახად დასტურდება გ. პ–ძის კომლის წევრ რ. პ–ძესთან მიმართებაში. დადგენილია, რომ იგი 1995 წელს გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში. პალატა კვლავ მიუთითებს 1986-2006 წლების საკომლო ჩანაწერზე, რომლის თანახმად, რ. პ–ძის კომლიდან ამოწერის საფუძვლად მითითებულია ქ. სევეროდვინსკში საცხოვრებლად გადასვლა.

20. როგორც ზემოთ უკვე განიმარტა, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო მიწები უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში გადაიცემოდა, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 და 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილებები). შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნული ასევე დასტურდება საქართველოს კანონის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22.03.96 წ. კანონით, რომლის მე-4 მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რ. პ–ძის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი (მოსარჩელეების რ. პ–ძის, თ. პ–ძისა და მ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნაა, გ. პ–ძის კომლის წევრთა რიცხოვნობის, მათ შორის აწ. გარდაცვლილი ჯ. პ–ძის წილის გათვალისწინებით, ისინი ცნობილ იქნან უძრავი ქონების 4/10 წილის თა.მესაკუთრედ.) საფუძვლიანია და რ. პ–ძე მართებულად იქნა ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ........., ს/კ N......., - 1/10 წილის თანამესაკუთრედ.

22. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ საკომლო წიგნში მოსარჩელეების გადახაზვა არ ადასტურებს მათი კომლიდან ამოწერის ფაქტს, თუმცა საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, პალატამ სათანადოდ ვერ შეაფასა მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ჯ. პ–ძის კომლის დამოუკიდებელ ოჯახად გასვლისა და რეფორმის შედეგად უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

23. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა.

24. ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან 1992 წელს დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშვებოდა, სხვა ადგილას მიეღო ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას“ (სუსგ. №ას-402-2021, 04.11.2021წ; №ას-464-2022, 06.10.2022წ; №ას-516-2021, 30.11.2021წ.).

25. ზემოთ განხილული, რეფორმის თაობაზე ნორმატიული ბაზის შეჯერებით, საკასაციო პალატის დასკვნით, 1992 წლის მდგომარეობით, კომლიდან დამოუკიდებელ ოჯახად გასვლა და სხვა ადგილზე უძრავი ქონების მიღება, წარმოშობდა იმ სამართლებრივ მოცემულობას, რომ იგი კარგავდა უფლებას "გამოყოფამდე" კომლის თანასაკუთრებაზე. რადგან თანასაკუთრების უფლება წარმოეშვებოდა კომლის ყველა იმ წევრს, რომელთაც არ გააჩნდათ სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება.ამ შემთხვევაში 1964 წლის რედაქციით სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციისაგან (რომელიც შეეხებოდა კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნას) განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას აქვს ადგილი. ამგვარად, რეფორმის შედეგად, 1992 წლის მდგომარეობით კომლიდან დამოუკიდებელ ოჯახად გასვლა (რეფორმის შედეგად კომლის გაყრა) და მისი სამართლებრივი შედეგები უკავშირდება რეფორმის კანონმდებლობას.

26. განსახილველ შემთხვევაში, ჯ. პ–ძის ცალკე კომლად რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება საარქივო ცნობით. 2020 წლის 11 დეკემბრის N AA2020014904-05 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ....... 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ პ–ძე გ. თ. ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება: 1. პ–ძე გ. თ. ძე - ოჯახის უფროსი; 2. კ–ძე უ. ს. ასული - ცოლი; 3. პ–ძე ჯ. გ. ძე- შვილი. გადახაზულია (დოკუმენტში ასეა); 4. პ–ძე რ. გ.ს ძე - შვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოწერა 14.02.1995 წელი, გადავიდა ქ. სევეროდვინსკი (დოკუმენტში ასეა); 5. პ–ძე თ. გ.ს ძე -შვილი 6. მ–ძე გ.რ. ასული - გერიშვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოეწერა 23.07.1991წ (დოკუმენტში ასე); 7. მ–ძე მ. რ–ის ასული - გერიშვილი; 8. გ–ძე მ.ხ–ის ასული - რძალი. გადახაზულია, (დოკუმენტში ასეა); 9. პ–ძე თ. ჯ.ს ასული-შვ/ შვილი, გადახაზულია, (დოკუმენტში ასეა); 10. პ–ძე ა. თ.ის ასული- შვ/ შვილი; 11. პ–ძე გ. თ.ის ძე-შვ/ შვილი; კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1975 წელს 70 კვ/მ ფართის ოდენობით. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1986-2006 წლებში 0.10 ჰა. შენიშვნა: კომლს დამატებითი ცნობების გრაფაში მიწერილი აქვს გადაწყვეტილება N77, 07.08.1992 წელი ჯ. გამოყოფილია ცალკე კომლად.

27. 2021 წლის 5 თებერვლის N AA2021001089-03 საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია შემდეგი: „ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს სოფელ ....... 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ პ–ძე ჯ. გ.ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. პ–ძე ჯ. გ.ს ძე-ოჯახის უფროსი; 2. გ–ძე მ. ხასანის ასული-ცოლი; 3. პ–ძე თ. ჯ.ს ას-შვილი, გადახაზულია, მიწერილი აქვს ამოეწერა ქ. ბათუმში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით 14.02.1995 წელი.

28. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეფორმის პერიოდში, 1992 წლის მდგომარეობით, ჯ. პ–ძის ოჯახი გამოეყო გ. პ–ძის კომლს ცალკე კომლად. კერძოდ, 2020 წლის 11 დეკემბრის N AA2020014904-05 საარქივო ცნობაში მოსარჩელეები გადახაზული არიან, ხოლო, შენიშვნის სახით მითითებულია ცალკე კომლად გამოყოფა, რაც ასევე დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მ.გ–ძე და ჯ. პ–ძე 1994-2006 წლების მდგომარეობით რეგისტრირებული იყვნენ დამოუკიდებელ კომლად მისამართზე: ქ. ბათუმი, აეროპორტის დასახლება. კომლს აწერია 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს სადავო ქონებაზე მოსარჩელეების - თ. პ–ძისა და მ.გ–ძის თანამესაკუთრედ ცნობას.

29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ ა. პ–ძის, გ. პ–ძის, თ. პ–ძის, მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

30. პროცესის ხარჯები:

30.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

39.2 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სამივე ინსტანციის სასამართლოში შეადგენს - 7186 ლარს, ხოლო მოპასუხეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8028 ლარს. სარჩელზე მოსარჩელეების სასარგებლოდ მიღებულმა შედეგმა შეადგინა 25%, ხოლო მოპასუხეების სასარგებლოდ მიღებულმა შედეგმა შეადგინა 75%. შესაბამისად, მოსარჩელეებს, მოპასუხეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8028X75% ) 6 021 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხეებს, მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7186X25%) 1796, 5 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა. პ–ძის, გ. პ–ძის, თ. პ–ძის, მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. პ–ძის, თ. პ–ძისა და მ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3.1 რ. პ–ძე, ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., ს/კ N........, - 1/10 წილის თა.მესაკუთრედ;

3.2 დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3.3 მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროთ, ამ უკანასკნელთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1796, 5 ლარის ანაზღაურება.

3.4 მოსარჩელეებს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისროთ, ამ უკაგასკნელთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 6 021 ლარის ანაზღაურება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე