Facebook Twitter

საქმე№ას-252-2024 24 მაისი 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ო.ა-ს–ო“

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ.ძ–ი, ა.ძ–ი, თ.ძ–ი, თ.ძ–ი, ქ.ძ–ი, ს.მ–ძე, დ.მ–ძე და ი.თ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 20 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „ო.ა-ს–ოს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს:

1.1. ქ.ძ–ს აეკრძალოს მის ერთპიროვნულ - საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „გ.ს–ში “(ს/ნ: .....):

1.1.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილება და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.1.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ: .....) 100 %-იანი წილის მმართველად შპს „ო.ა ს–ო“ (ს/ნ .....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

1.1.3. ქ.ძ–ს (პ/ნ ......), აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „გ.ს“-ს (ს/ნ: ...... 100 %-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

1.2. ა.ძ–ს აეკრძალოს მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ“-ში (ს/ნ: ....):

1.2.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დირექტორის ცვლილება და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.2.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „მ–ში“ (ს/ნ: .....) 100 %-იანი წილის მმართველად შპს „ო. ა- ს–ო“ (ს/ნ ....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

1.2.3. აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „მ“-ს (ს/ნ: ......)100%-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

1.3. თ.ძ–ს (პ/ნ .....) აეკრძალოს მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ–ში“ (ს/ნ: .....):

1.3.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის უფლებამოსილი პირის - დირექტორი ა.მ. (არაკომერციული) იურიდიულ პირთა ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.3.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „მ–ში“ (ს/ნ: ......) 100 %-იანი წილის მმართველად შპს „ო.ა ს–ო“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას.

1.3.3. აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „მ.ს“ (ს/ნ: .......) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

1.4. თ.ძ–ს (პ/ნ .......) აეკრძალოს მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „ი–ში“(ს/ნ: .........):

1.4.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილება და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.4.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „ი–იში“ (ს/ნ: .......) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა - ს–ო“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

1.4.3. აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „ი–ის“ (ს/ნ: ......) 100 %-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

1.5. ქ.ძ–ს (პ/ნ ......) აეკრძალოს მის ერთპიროვნული საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „ი–ში“ (ს/ნ: .......):

1.5.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილება და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.5.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „ი–იში“ (ს/ნ: ......) 100 %- იანი წილის მმართველად შპს „ო.ა - საქართველო“ (ს/ნ ....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

1.5.3. ქ.ძ–ს (პ/ნ .......), აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „ი–ის“ (ს/ნ:.......) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

1.6. ს.მ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალოს მის ერთპიროვნულ – საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ–ში“ (ს/ნ: ......):

1.6.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილება და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.6.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „მ–ში“ (ს/ნ: .....) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა-ს.“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

1.6.3. ს.მ–ძეს (პ/ნ .....), აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „მ–ის“ (ს/ნ: ........) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

1.7. დ.მ–ძეს (პ/ნ .......) აეკრძალოს მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ–ში“ (ს/ნ: ......):

1.7.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილება და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.7.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „მ–ში“ (ს/ნ: .......) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა - ს.“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

1.7.3. დ.მ–ძეს (პ/ნ ......), აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „მს“ (ს/ნ: ........) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

1.8. ი.თ–ს (პ/ნ ......) აეკრძალოს მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ–ში“ (ს/ნ: ........):

1.8.1. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილება და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება;

1.8.2. იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შპს „მ–ში“ (ს/ნ: .....) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა - ს.“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

1.8.3. ი.თ–ს (პ/ნ .......), აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შპს „მ–ს“ (ს/ნ: .......) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „ო.ა-ს–ს“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

2.1. ქ.ძ–ს (პ/ნ ......), აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „გ.ს–“-ს (ს/ნ: .......) 100 %-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

2.2. ა.ძ–ს (პ/ნ ........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „მ“-ს (ს/ნ: .......) 100 %-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2.3. თ.ძ–ს (პ/ნ ........), აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „მ“-ს (ს/ნ: ........) 100 %-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

2.4. თ.ძ–ს (პ/ნ ........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „ი–ი“-ს (ს/ნ: .........) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

2.5. ქ.ძ–ს (პ/ნ .....), აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „ი–ი“-ს (ს/ნ: ......) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

2.6. ს.მ–ძეს (პ/ნ .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „მ–ი“-ს (ს/ნ: ......) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

2.7. დ.მ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „მ“-ს (ს/ნ: .........) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

2.8. ი.თ–ს (პ/ნ ........), აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს „მ“-ს (ს/ნ: ........) 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

2.9. შპს „ო.ა-ს–ოს“ მოთხოვნა ქ.ძ–ისათვის (პ/ნ .......) მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „გ.ს“-ში (ს/ნ: ......), ა.ძ–ისათვის (პ/ნ ......) მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ“-ში (ს/ნ: .......), თ.ძ–ისათვის (პ/ნ .....) მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ“-ში (ს/ნ: ........), თ.ძ–ისათვის (პ/ნ .......) მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „ი–ი“-ში (ს/ნ: .........), ქ.ძ–ისათვის (პ/ნ ........) მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „ი–ი“-ში (ს/ნ: ........), ს.მ–ძისათვის (პ/ნ ........მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ–ში“ (ს/ნ: .......), დ.მ–ძისათვის (პ/ნ ........) მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ–ში“ (ს/ნ: ........) და ი.თ–ისათვის (პ/ნ .......) მის ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანია შპს „მ–ში“ (ს/ნ: .......) (1) ხელმძღავანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილების და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების და იმ ცვლილების განხორციელების, რომელიც გულისხმობს შპს „გ. ს–ში“ (ს/ნ: ......) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა. ს–ო“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის თაობაზე დარჩა განუხილველი.

3. 2023 წლის 29 დეკემბერს შპს „ო.ა. ს–ოს“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვა და უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილი ღონისძიებების გამოყენება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით შპს „ო.ა - ს–ოს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

4.1. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება მოპასუხეებისათვის მათ ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილების და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი განჩინება.

4.2. განმცხადებლის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მათ ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილების და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4.3. არ დაკმაყოფილდა შპს „ო.ა.ს–ოს“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველი დარჩა განმცხადებლის 2 მოთხოვნა იმ ცვლილების განხორციელების შესახებ, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს“-ში (ს/ნ: ......) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა. ს–ო“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვას და ამ ნაწილში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

4.4. საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საჩივრით 2 საკითხს ითხოვდა ავტორი - 1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველი დარჩა შპს „ო.ა-ს–ოს“ მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მათ ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილების და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა; 2. იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–“-ში (ს/ნ: ........) 100 %-იანი წილის მმართველად შპს „ო.ა. ს“-ს (ს/ნ ........) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებას.

4.5. საჩივრის ავტორის მოთხოვნის - მოპასუხეებისათვის მათ ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილების და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის შესახებ სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.

4.6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, როგორც წესი, დირექტორებს ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარტნიორთა საერთო კრება. ამასთან, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ამდენად, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოწვევა საწარმოს შიდაკორპორაციულ ურთიერთობებს განეკუთვნება. საკორპორაციო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება სწორედ საწესდებო ავტონომიაა, რაც გულისხმობს იმას, რომ კორპორაცია ქცევის წესს თვითონ ადგენს და თვითონვე უზრუნველყოფს მათ შესრულებას. ამდენად, კორპორაციის პარტნიორთა მიერ დადგენილი წესები სავალდებულოა ამ კორპორაციის წევრებისათვის, რომელთა დადგენა და შეცვლა მხოლოდ ამ კორპორაციის წევრთა კომპეტენციაა და სხვას, მათ შორის სასამართლოს, ამ წესების დადგენა, შეცვლა ან გაუქმება არ შეუძლია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი კანონსაწინააღმდეგოა). აქედან გამომდინარე, საწარმოს დირექტორის ცვლილება თავად ამ საწარმოს უფლებამოსილებაა და ამ საკითხს სასამართლო დიდი სიფრთხილით ეკიდება თუნდაც სარჩელის უზრუნველყოფის ჭრილში.

4.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო უზრუნველყოფის კრიტიკული აუცილებლობისა და მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზითაა ვალდებული განსაზღვროს, თუ რომელი ზომა უნდა გამოიყენოს კონკრეტულ შემთხვევაში. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განსაზღვროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას; ესე იგი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, უნდა იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას. მოსარჩელე უნდა ადასტურებდეს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას იმგვარად, რომ მოსარჩელეს მიადგება გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი ან ისეთი ზიანი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

4.8. ზემოაღნიშნულის გათავლისწინებით პალატის განმარტებით ზიანის ანაზღაურების და მოპასუხეების საკუთრებაში არსებული კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შპს „ო.ა - ს–თვის“ გადაცემის მოთხოვნის უზრუნველყოფას არ ემსახურება კომპანიის დირექტორის ცვლილების და შესაბამისი ცვლილების რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც თავისთავად გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას.

4.9. ამდენად, მოპასუხეებისთვის მათ ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილების და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არა სამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის ნაწილში მოთხოვნა, განუხილველად დატოვების ნაცვლად არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4.10. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ 2023 წლის 9 იანვრისა და 2023 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში შპს „ო.ა. ს–ოს“ მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება მოთხოვნილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - ადმინისტრაციული ორგანოს დავალება, არ განეხორციელებინა სარეგისტრაციო წარმოება; ხოლო განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა და ამ შემთხვევაში მოთხოვნა პირდაპირ მიმართულია მოპასუხეთა მიმართ და მოთხოვნილია უშუალოდ მოპასუხეთათვის მოქმედების შესრულების აკრძალვა.

4.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე ლევან გვარამია) ცხადად ირკვეოდა, რომ შპს „ო.ა.ს–ოს“ მოთხოვნას წარმოადგენდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობდა შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ..........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ....), შპს „მ–ში“ (ს/კ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „ი–ში“ (ს/ნ ......), შპს“მ–ში“ (ს/ნ ....), შს“ი–ში“ (ს/ნ ......), წილის მმართველად შპს „ო.ა - ს–ოს“ (ს/ნ .....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას. ასევე მოცემულ შემთხვევაშიც შპს „ო.ა. ს–ოს“ მოთხოვნაა იმავე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ: ......) 100 %-იანი წილის მმართველად შპს „ო.ა - ს–ოს“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებას.

4.12. მართალია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელება, რომლიც გულისხმობს შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/კ .......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „ი–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „ი–ში“ (ს/ნ ......), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და მოცემულ დავაში აღნიშნული მოთხოვნა დაყენებულია უშუალოდ მოპასუხეების ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა თავისი შინაარსით როგორც წინა, ისევე ამ საქმეში, არის ერთი და იგივე. ამასთან, პირველ საქმეშიც მოპასუხეებს წარმოადგენენ ქ.ძ–ი, ს.მ–ციძე, დ.მ–ძე, ქ.ძ–ი, თ.ძ–ი, ა.ძ–ი, თ.ძ–ი და ი.თ–ი. მართალია ამ დავაში, მხარის მოთხოვნა უშუალოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ არის დაყენებული, მაგრამ მოთხოვნა იგივე შინაარსისაა და წინადადებათა წყობის შეცვლა არ ცვლის მის შედეგობრივ არსს (შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ....), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/კ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......, შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „ი–ში“ (ს/ნ .....), შპს“მ–ში“ (ს/ნ .....), შს“ი–ში“ (ს/ნ ....), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმების აკრძალვა) და აღნიშნული მოთხოვნის განხორციელება სწორედ მხოლოდ ამ ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ხორციელდება.

4.13. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც წინა საქმეში, ასევე მიმდინარე საქმეში, საჩივრის ავტორის მიზანი დასახელებულ კომპანიებში წილის მმართველად შპს „ო.ა. ს–ოს“ შენარჩუნება იყო და განმცხადებლის მიერ ამ მოთხოვნის თუნდაც სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბება ვერ ცვლიდა მისი შინაარსის იდენტურობას ორივე შემთხვევაში.

4.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ ფაქტს, რომ მხარემ ორივე შემთხვევაში იდენტური მოთხოვნები დააყენა, არ ცვლიდა მხარის მითითება მოთხოვნის სხვადასხვა სამართლებრივ საფუძვლებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებისა და იმავე სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინების კანონიერების შეფასება.

8. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

9. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ-ები: №ას-923-2023, 20 ივლისი, 2023 წ; №ას-970-2019, 19 ივლისი, 2019წ.).

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

11. კანონის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას, თუ პირველად მიმართვისას, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოთხოვნილია იმავე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება იმავე საფუძვლით.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარის მიერ წარდგენილ მოთხოვნებსა და ამ მოთხოვნების საპასუხოდ, სარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრისა, და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა, განუხილველად დატოვების ნაწილში წარდგენილი საჩივარი და საქმე გადმოიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

13.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებელმა 2023 წლის 20 დეკემბერს უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა - 1. იმ ცვლილების განხორციელების უფლების შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ: ......) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა. ს–ოს“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას, 2. მოწინააღმდეგე მხარეების საკუთრებაში არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ცვლილებისა და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის შეზღუდვასა და 3. მოწინააღმდეგე მხარეებისთვის მათ ერთპიროვნულ საკუთრებაში არსებულ კომპანიებში 100% წილის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის უფლების შეზღუდვა.

13.2. დასახელებული მოთხოვნებიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით პირველი და მე-2 მოთხოვნები დარჩა განუხილველი, ხოლო, მე-3 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

13.3. მხარის მიერ, პირველ და მეორე მოთხოვნებზე წარდგენილი საჩივრის პასუხად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მეორე მოთხოვნის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და მხარის საჩივარი განუხილველად დატოვების ნაცვლად, არ დაკმაყოფილდა, ხოლო, პირველი მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება აღნიშნული მოთხოვნის განუხილველად დატოვების თაობაზე, დარჩა უცვლელი.

13.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს განსახილველ საკითხს წარმოადგენს შპს „ო.ა.ს–ოს“ მოთხოვნის განუხილველად დატოვების თაობაზე, განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა - იმ ცვლილების განხორციელების უფლების შეზღუდვას, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ: .....) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა-ს-ოს“ (ს/ნ …….) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს „ო.ა-ს–ომ“ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში (სტოკჰოლმის არბიტრაჟში) 2022 წლის 28 დეკემბერს დაიწყო საარბიტრაჟო წარმოება მოპასუხეების: ქ.ძ–ის (პ/ნ .....), ა.ძ–ის (პ/ნ ......), თ.ძ–ის (პ/ნ ....), თ.ძ–ის (პ/ნ .......), ქ.ძ–ის (პ/ნ ........), ს.მ–ძის (პ/ნ ........), დ.მ–ძის (პ/ნ ...... ) და ი.თ–ის (პ/ნ .......) მიმართ, შპს „ო. ა - ს–თვის“ მიყენებული ზიანის - 547 686 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით. მოთხოვნა მოიცავდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული კომპანიებში მათი კუთვნილი წილების შპს „ო.აგ- ს–თვის“ გადაცემას.

15. საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობაზე მითითებით განმარტავდა, რომ თავდაპირველად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებით, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრისა და 2023 წლის 23 სექტემბრის განჩინებებითაა ნამსჯელი, მიმდინარე საკითხისაგან განსხვავებული ღონისძიება მოითხოვა, კერძოდ - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ადმინისტრაციული ორგანოს დავალება არ განეხორციელებინა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა და ამ შემთხვევაში მოთხოვნა პირდაპირ მიმართულია მოპასუხეთა მიმართ და მოთხოვნილია უშუალოდ მოპასუხეთათვის მოქმედების შესრულების აკრძალვა.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებასა და მსჯელობას და განმარტავს, რომ საჩივრის ავტორის შეფასება თავდაპირველ და მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების განსხვავებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით ცხადად ირკვეოდა, რომ შპს „ო.ა.ს–ოს“ მოთხოვნას წარმოადგენდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობდა შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ .......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .......), შპს „მ–ში“ (ს/კ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „ი–ში“ (ს/ნ .....), შპს“მ–ში“ (ს/ნ .....), შს „ი–ში“ (ს/ნ .......), წილის მმართველად შპს „ო.ა - ს–ოს“ (ს/ნ .....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას. ასევე მოცემულ შემთხვევაშიც შპს „ო.ა.ს–ოს“ მოთხოვნაა იმავე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ: .....) 100 %-იანი წილის მმართველად შპს „ო.ა - ს–ოს“ (ს/ნ .....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებას.

17. მართალია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელება, რომლიც გულისხმობს შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ .......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .........), შპს „მ–ში“ (ს/კ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „ი–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ .......), შპს „ი–ში“ (ს/ნ ......), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას და მოცემულ დავაში აღნიშნული მოთხოვნა დაყენებულია უშუალოდ მოპასუხეების ქ.ძ–ის, ს.მ–ციძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა თავისი შინაარსით როგორც წინა, ისევე ამ საქმეში, არის ერთი და იგივე. ამასთან, პირველ საქმეშიც მოპასუხეებს წარმოადგენენ ქ.ძ–ი, ს.მ–ციძე, დ.მ–ძე, ქ.ძ–ი, თ.ძ–ი, ა.ძ–ი, თ.ძ–ი და ი.თ–ი. მართალია ამ დავაში, მხარის მოთხოვნა უშუალოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ არის დაყენებული, მაგრამ მოთხოვნა იგივე შინაარსისაა და წინადადებათა წყობის შეცვლა არ ცვლის მის შედეგობრივ არსს (შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ .......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .......), შპს „მ–ში“ (ს/კ ......), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „ი–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ 4.......), შპს „ი–ში“ (ს/ნ .........), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმების აკრძალვა) და აღნიშნული მოთხოვნის განხორციელება სწორედ მხოლოდ ამ ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ხორციელდება.

18. ამდენად, უდავოა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა იმავე საგანზეა მიმართული და იმავე საფუძვლით. როგორც წინა საქმეში, ისევე მოცემულ საქმეშიც სარჩელის უზრუნველყოფის სახით განმცხადებელი აყენებს ერთი შინაარსის მოთხოვნას - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/კ .....1), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ 4.........), შპს „ი–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ....), შპს „ი–ში“ (ს/ნ .......), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმების აკრძალვას, ანუ მისი მიზანი სარჩელის უზრუნველყოფის ჭრილში, როგორც წინა საქმეში, ისევე აქაც, არის დასახელებულ კომპანიებში წილის მმართველად შპს „ო.ა ს–ოს“ შენარჩუნება და განმცხადებლის მიერ ამ მოთხოვნის თუნდაც სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბება ვერ ცვლის მისი შინაარსის იდენტობას ორივე შემთხვევაში.

19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებები დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 1971.4-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 295-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო.ა-ს–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინება, იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ო.ა - ს–ოს“ საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის სახით შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ: ......) 100% წილის მმართველად შპს „ო.ა - ს–ოს“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებისა და შესაბამისი ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის აკრძალვის განუხილველად დატოვების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე