Facebook Twitter

საქმეNას-670-2023 22 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - შპს „ი.ს.კ–ია“, შპს „ლ–ი“, შპს „ნ–ა“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ოქ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. შპს „ოქ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა შპს „ი.ს.კ–იას“, შპს „ლ–სა“ და შპს „ნ–ას“ სოლიდარულად დაეკისროთ 214 754 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

2. მოპასუხეების შესაგებელი

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დასახელებულ საქმეზე და მისგან წარმოშობილ დავალიანებაზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 214 754 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, სახელწიფო ბაჟი 5 000 ლარი და იურიდიული მომსახურების ხარჯი 3 000 ლარის გადახდა.

4. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

5.3. 2014 წლის 7 აპრილს შპს „ო–სა“ და შპს „ი.ს.ს.კ–ას“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის მიხედვითაც, მენარდე ვალდებული იყო უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ......., საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განეხორციელებინა მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნდამენტისა და მიწისქვეშა სართულის სამშენებლო სამუშაოები +0.00 დონემდე. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, რამაც მხარეთა შეთანხმებით შეადგინა 1 165 754.05 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

5.4. 2014 წლის 7 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, „დამკვეთის“ მიერ მენარდისთვის ჯამში გადახდილია 1 165 980 ლარი, კერძოდ, „კ.გ.ბ - საქართველოს“ საშუალებით 06.04.2014 წ. გადარიცხულია 610 110 ლარი, 25.06.2014 წ. - 297 397 ლარი, ხოლო „ს.ბ–ის“ საშუალებით 10.07.2014 წ. გადარიცხულია 258 472.85 ლარი. ანუ 2014 წლის 7 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1 165 754.05 ლარი მენარდისთვის სრულად ანაზღაურებულია.

5.5. 2014 წლის 10 ივლისს შპს „ოქ–სა“ და შპს „ი.ს.ს.კ–ას“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის მიხედვითაც, მენარდე ვალდებული იყო უძრავ ქონებაზე ს.კ. ........, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განეხორციელებინა მრავალფუნქციური კომპლექსის +0.00 დონიდან სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შექმნილ სართულშუა გადახურვის ფილის ყოველი კვ.მ-ზე 181,2 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით). ხელშეკრულების 3.4 პუნქტით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი. ხოლო, დამკვეთი ვალდებული იყო, მენარდის მიერ სამუშაოთა ნაწილის ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, აენაზღაურებინა შესაბამისი ეტაპისათვის, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება დანართი 1-ით გათვალისწინებული ოდენობით. 3.6. პუნქტით კი დადგინდა, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება მოხდებოდა ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

5.6. 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულდა 1 350 332 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, რასაც მოწმობს მხარეთა შორის შედგენილი 15.09.2014წ., 28.10.2014წ., 02.12.2014წ. 06.01.2015წ. და 20.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტები. კერძოდ 15.09.2014წ., მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შესრულებულია 262 997 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 28.10.2014წ., მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 252 955 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 02.12.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 252 955 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 06.01.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 286 077 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 20.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი - 295 348 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები.

5.7. 10.07.2014წ. ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მენარდისთვის „კ.გ.ბ–ი - საქართველოს“ საშუალებით ჯამში გადახდილია 1 948 250 ლარი (რაც შეადგენდა 1 013 008 აშშ დოლარს), კერძოდ, 24.07.2014წ. გადახდილია 73 953 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7503) შეადგენდა 42 252 აშშ დოლარს, 24.07.2014წ. - 74 197 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7503) შეადგენდა 42 391 აშშ დოლარს, 30.07.2014წ. - 240 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7452) შეადგენდა 137 520 აშშ დოლარს, 19.12.2014წ. - 200 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,9166) შეადგენდა 104 351 აშშ დოლარს, 25.12.2014წ. - 68 650 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8904) შეადგენდა 36 315 აშშ დოლარს, 25.12.2014წ. - 58 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8904) შეადგენდა 30 681 აშშ დოლარს, 29.12.2014წ. - 92 500 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8663) შეადგენდა 49 563 აშშ დოლარს. 22.01.2015წ. 940 950 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,9539) შეადგენდა 481 575 აშშ დოლარს. 26.02.2015წ. 200 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 2,2635) შეადგენდა 88 359 აშშ დოლარს.

5.8. 10.07.2014წ. ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მენარდისთვის „ს.ბ–ის“ საშუალებით ჯამში გადახდილია 965 468 ლარი (რაც შეადგენდა 552 078 აშშ დოლარს). კერძოდ, 14.08.2014წ. გადახდილ იქნა 1 789,70 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 1 035 აშშ დოლარს; 14.08.2014წ. – 3 854 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 2 228 აშშ დოლარს; 14.08.2014წ. - 29 367 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 16 975 აშშ დოლარს. 17.09.2014წ. - 309 438,4 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7383) შეადგენდა 178 012 აშშ დოლარს. 07.10.2014წ. - 177 625 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7555) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს. 30.10.2014წ. - 265 881 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7554) შეადგენდა 151 465 აშშ დოლარს. 31.10.2014წ. - 177 513 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7544) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს. 31.10.2014წ. 177 513 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7544) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს.

5.9. 07.04.2014წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 1 165 754,05 ლარის სრულად ანაზღაურების შემდეგ, შპს „ოქ–ის“ მიერ „კ.გ.ბ- საქართველოსა“ და „ს.ბ–ის“ საშუალებით მენარდისთვის ჯამში გადახდილია 1 948 250 + 965 468=2 913 718 ლარი, რაც შეადგენდა (1 013 008 + 552 078) 1 565 086 აშშ დოლარს. შესაბამისად უდავოა, რომ გადახდილი თანხიდან, 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1 350 332 აშშ დოლარი მენარდისთვის სრულად ანაზღაურებულია, ხოლო თანხა 1 565 086 - 1 350 332 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 214 754 აშშ დოლარს, მოსარჩელის მიერ ზედმეტად არის გადარიცხული. ანუ ფაქტია რომ მენარდისთვის „კ.გ.ბ - საქართველოს“ საშუალებით 22.01.2015წ. გადახდილი 940 950 ლარიდან, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,9539) შეადგენდა 481 575 აშშ დოლარს და 26.02.2015წ. გადახდილი 200 000 ლარიდან, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 2,2635) შეადგენდა 88 359 აშშ დოლარს, 446 963 ლარი, რაც შეადგენდა 214 754 აშშ დოლარს, ზედმეტადაა გადახდილი.

5.10. შპს „ოქ–სა“ და შპს „ი.ს.ს.კ–ის“ შეთანხმების საფუძველზე 2015 წლის 21 იანვარს ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისს დადებულ ნარდობის ხელშეკრულებაში და 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის შესახებ ხელშეკრულების პირობები და შინაარსი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მენარდე ვალდებული იყო უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ......., საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განეხორციელებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მრავალფუნქციური კომპლექსის (+0.00 დონიდან) კონსტრუქციული კარკასის სართულშუა გადახურვის ფილების, სვეტების, რიგელების, კედლების. კიბეების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

5.11. 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების პირობები. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება გამოანგარიშდებოდა შემდეგი პრინციპით: მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შედეგად შექმნილი სართულშუა გადახურვის ფილის ყოველი კვადრატული მეტრის ღირებულება +0,00 ნიშნულიდან +16,45 ნიშნულის ჩათვლით - 181,2 აშშ დოლარი, ხოლო +16,45 ნიშნულიდან - 188 აშშ დოლარი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს მოცულობა განისაზღვრებოდა, მენარდის მიერ ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად შედგენილი, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით. ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო, მენარდის მიერ სამუშაოთა ნაწილის ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა მიერ შესაბამისი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, აენაზღაურებინა შესაბამისი ეტაპისათვის, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება. 3.4 პუნქტით კი დადგინდა, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება მოხდებოდა ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

5.12. 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულ იქნა 2 659 466 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, კერძოდ, 2015 წლის 26 სექტემბერს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, აღნიშნული აქტის საფუძველზე შპს „ო“-ის დირექტორმა მ. ბ–მა დაადასტურა, რომ ჩაიბარა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ......... მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +22,95, +26,2, +29,45 ნიშნულზე, ფართობი 4 713,9 კვ.მ.; მიღება_ჩაბარების აქტით მხარეებმა აგრეთვე განსაზღვრეს სამუშაოების საერთო ღირებულება, რომლის ოდენობა შეადგენდა 886 231.2 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. 2015 წლის 30 დეკემბერს დამკვეთსა და მენარდეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც შპს “ო.ქ“-ის დირექტორმა ბ. ბ–მა დაადასტურა, რომ ჩაიბარა 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ...... მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური შენობის რკინა ბეტონის მოწყობა +32,7, +35,95, +39,2, +42,45, +45,7, +48,95 ნიშნულზე, ფართობი 9432,1 კვ მ.; მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა აგრეთვე განსაზღვრეს სამუშაოების საერთო ღირებულება, რომლის ოდენობა შეადგენდა 1 773 234,8 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

5.13. 2015 წლის 21 იანვარს დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებისთვის გადასახდელი ღირებულებიდან (886 231.2 + 1 773 234,8 ) 2 659 466 აშშ დოლარი შპს „ო–მა“ ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადაიხადა 935 063,66 აშშ დოლარის ექვივალენტი, ხოლო დარჩენილი თანხა 1 724 384,34 აშშ დოლარის ექვივალენტი, გადახდილია მენარდის ინიციატივით სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე 2019 წლის 11 სექტემბერს.

5.14. ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მენარდისთვის „კ.გ.ბ–ის“ საშუალებით ჯამში გადახდილია 1 342 926,97 ლარი (რაც შეადგენდა 935 063,66 აშშ დოლარს), კერძოდ 2015 წლის 30 ივლისს - 50 000 ლარი, 2015 წლის 14 აგვისტოს 232 380 ლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს 130 000 ლარი, 2015 წლის 2 ოქტომბერს 234 000 ლარი, 2015 წლის 8 დეკემბერს 180 000 ლარი, 2015 წლის 11 დეკემბერს 380 328 ლარი და 2015 წლის 16 დეკემებრს 136 218,97 ლარი, ხოლო ს.ბ–ის საშუალებით ჯამში 370 195 აშშ დოლარი, მათ შორის 11.04.2016წ. გადახდილი 303 918 აშშ დოლარი და 18.05.2016 წ. გადახდილი 66 277 აშშ დოლარი (იხ. სააპელაციოს გადაწყვეტილების 4.8. პუნქტი). ზემოთ მითითებული ტრანზაქციების საშუალებით დამკვეთის მიერ ჯამში 935 063.66 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო და უზენაესი სასამარლოების გადაწყვეტილებებით (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.11.2017წ. გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.12.2018წ. გადაწყვეტილების 4.8 და 4.9 პუნქტები) და აღნიშნული ფაქტები პრეიუდიციული ძალის მატარებელია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ „დამკვეთს“ სრულად არ ჰქონდა გადახდილი 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი 2015 წლის 26 სექტემბრისა და 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შესრულებული სამუშაოების ღირებულება, შპს „ო–ს“ დაეკისრა მენარდის სასარგებლოდ გადაუხდელი თანხის 1 724 384 აშშ დოლარის გადახდა, რაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაიხადა კიდეც.

5.15. შპს „ო–მა“ მენარდის მიერ +48.95 ნიშნულის ჩათვლით შესრულებულ სამუშაოსთვის სრულად გადარიცხა მენარდის ანგარიშზე ჯამში 165 754.05 ლარი და 4 224 552 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საიდანაც გადახდილი 1 165 979 ლარით სრულად დაფარულია 07.04.2014წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება ასევე სრულად დაფარულია 2015 წლის 21 იანვარს დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებისთვის გადასახდელი ღირებულება 2 659 466 აშშ დოლრი. შესაბამისად დამკვეთის მიერ 24.07.2014 წლიდან 27.02.2015 წლამდე გადარიცხული (4 224 552 - 2 659 466=1 565 086) 1 565 086 აშშ დოლარიდან სრულად გადახდილია 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1 350 332 აშშ დოლარი.

5.16. 2016 წლის 20 მაისს შპს „ი.ს.ს.კ–ას“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი საფირმო სახელწოდება გახდა შპს „გ.კ. ი.ს.ს.კ–ა“.

5.17. 2017 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა შპს „გ. კ.ი.ს.ს.კ–ის“ რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მოხდა ორი სუბიექტის შპს „ლ–ის“ და შპს „ნ–ას“ გამოყოფა და ამასთან შპს „გ. კ.ი.ს.ს.კ–ის“ უფლებამონაცვლედ დარჩა კომპანია სახელწოდებით შპს „ი.ს.კ–ია“.

5.18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 214 754 აშშ დოლარის ექვივალენტი შპს „ო–ის“ მიერ მენარდისთვის გადარიცხულია ზედმეტად. ანუ სხვაობა, მოსარჩელის მიერ ჩარიცხულ თანხებსა და 10.07.2014წ. ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ შესრულებულ სამუშაოს ღირებულებას შორის, შეადგენს 214 754 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა რომ განსახილველ საქმეში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ, მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება, რაც მოსარჩელის მითითებით შეადგენს 214 754 აშშ დოლარს.

5.19. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ივლისს შპს „ო–სა“ და შპს „ი.ს.ს.კ–ას“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის მიხედვითაც, მენარდე ვალდებული იყო უძრავ ქონებაზე ს.კ. ....., საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განეხორციელებინა მრავალფუნქციური კომპლექსის +0.00 დონიდან სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შექმნილ სართულშუა გადახურვის ფილის ყოველი კვ.მ-ზე 181,2 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით).

5.20. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი. ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო, მენარდის მიერ სამუშაოთა ნაწილის ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, აენაზღაურებინა შესაბამისი ეტაპისათვის, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება დანართი 1-ით გათვალისწინებული ოდენობით. 3.6. პუნქტით კი დადგინდა, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება მოხდებოდა ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

5.21. დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულდა 1 350 332 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, რასაც მოწმობს მხარეთა შორის შედგენილი 15.09.2014წ., 28.10.2014წ., 02.12.2014წ. 06.01.2015წ. და 20.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტები (კერძოდ 15.09.2014წ., მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შესრულებულ იქნა 262 997 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 28.10.2014წ., მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 252 955 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 02.12.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 252 955 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 06.01.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 286 077 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 20.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი - 295 348 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები). უდავოა, რომ 10.07.2014 წ. ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მენარდისთვის „კ.გ.ბ - საქართველოს“ საშუალებით ჯამში გადახდილია 1 948 250 ლარი (რაც შეადგენდა 1 013 008 აშშ დოლარს), კერძოდ: - 24.07.2014წ. გადახდილია 73 953 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7503) შეადგენდა 42 252 აშშ დოლარს; - 24.07.2014წ. - 74 197 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7503) შეადგენდა 42 391 აშშ დოლარს; - 30.07.2014წ. - 240 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7452) შეადგენდა 137 520 აშშ დოლარს; - 19.12.2014წ. - 200 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,9166) შეადგენდა 104 351 აშშ დოლარს; - 25.12.2014წ. - 68 650 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8904) შეადგენდა 36 315 აშშ დოლარს; - 25.12.2014წ. - 58 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8904) შეადგენდა 30 681 აშშ დოლარს; - 29.12.2014წ. - 92 500 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8663) შეადგენდა 49 563 აშშ დოლარს; - 22.01.2015წ. 940 950 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,9539) შეადგენდა 481 575 აშშ დოლარს; - 26.02.2015წ. 200 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 2,2635) შეადგენდა 88 359 აშშ დოლარს. ასევე უდავოა, რომ 10.07.2014 წ. ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მენარდისთვის „ს.ბ–ის“ საშუალებით ჯამში გადახდილია 965 468 ლარი (რაც შეადგენდა 552 078 აშშ დოლარს). კერძოდ: - 14.08.2014წ. გადახდილ იქნა 1 789,70 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 1 035 აშშ დოლარს; - 14.08.2014წ. - 3854 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 2 228 აშშ დოლარს; - 14.08.2014წ. - 29 367 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 16 975 აშშ დოლარს; - 17.09.2014წ. - 309 438,4 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7383) შეადგენდა 178 012 აშშ დოლარს; - 07.10.2014წ. - 177 625 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7555) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს; - 30.10.2014წ. - 265 881 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7554) შეადგენდა 151 465 აშშ დოლარს; - 31.10.2014წ. - 177 513 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7544) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს; - 31.10.2014წ. 177 513 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7544) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ 10.07.2014წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემკვეთს მენარდისთვის ჯამში გადახდილი აქვს 1 565 086 აშშ დოლარი, ხოლო ამ უკანასკნელს შესრულებული აქვს 1 350 332 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, შესაბამისად ზედმეტად გადახდილია 214 754 აშშ დოლარი.

5.22. აპელანტი განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი 2015 წლის 11 ნოემბრისა და 2016 წლის 11 აპრილის წერილებით დასტურდება მოსარჩელის დავალიანება მის მიმართ, ამასთან, ამავე წერილებით მოსარჩელე მზადყოფნას გამოთქვამდა გადახდის თაობაზე. ამდენად, დავალიანების არსებობის შესახებ აღნიშნული წერილები თანხის ზედმეტად გადახდის ფაქტს გამორიცხავდა იმავე მოსარჩელის მიერ. აპელანტები ასევე განმარტავდნენ, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხები შემცირებულია სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით.

5.23. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების პრეტენზიების საპასუხოდ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (ტ. 1, ს.ფ. 158-182), სადაც პალატამ არაერთხელ მიუთითა, რომ დავის საგანი წარმოშობილი იყო 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულებიდან და გადაწყვეტილებაში არსადაა შეფასებული მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საკითხი.

5.24. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მხარეები 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების პრეამბულის მიხედვით შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 21 იანვრიდან ცვლილებები შევიდეს მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებაში და წინა რედაქციები ჩაითვალოს ძალადაკარგულად. საქმის განხილვის პროცესშიც მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაიწყო უკვე ახალი კალკულაცია და ახალი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.

5.25. შესაბამისად დგინდება, რომ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულება არ მოიცავდა მანამდე, მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებულ ვალდებულებებს და მათ ანაზღაურებას. უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა 2 659 466 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო, რომელშიც არ შედის 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული 1 350 332 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა 2015 წლის 26 სექტემბრისა და 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას. იმავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების 3.1.7. პუნქტში (ტ. 1, ს.ფ. 144) დადგენილად იქნა ცნობილი, რომ შპს „ო–ს“ და შპს „ი.ს.ს.კ–ას“ შორის არსებული 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ო.ქ–ს“ გადახდილი ჰქონდა 1 342 926,97 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გაზიარებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და დამატებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით დართული საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ო–ს“ უკვე გადახდილი 564 868,66 აშშ დოლარის გარდა, დამატებით ასევე გადახდილი აქვს ჯამში 370 195 აშშ დოლარი, კერძოდ, 11.04.2016 წელს - 303,918 აშშ დოლარი, ხოლო, 18.05.2016 წელს - 66 277 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სააპელაციო პალატამ შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხე შპს „ო–ისთვის“ დაკისრებული თანხის ოდენობა 1 724 384 აშშ დოლარამდე.

5.26. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „ო.ქის“ მიერ 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 24.07.2014 წლიდან 27.02.2015 წლამდე პერიოდში გადახდილი თანხები №2ბ/7487-17 (2/1932-16) საქმის ფარგლებში განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეამცირა არა 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში ზედმეტად გადახდილი თანხებიდან, არამედ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ 11.04.2016 წელს და 18.05.2016 წელს გადახდილი თანხებით. რაც შეეხება აპელანტის მითითებას საქმეში წარმოდგენილ 11.11.2015 წლისა და 11.04.2016წ. წერილებზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული მტკიცებულებები მხარეთა შორის არსებული წინა დავის ფარგლებში შეფასებულია 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულებასთან მიმართებით და მათში აღიარებული დავალიანება მოპასუხე მხარეს დაეკისრა კიდეც.

5.27. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ 11.11.2015 წლისა და 11.04.2016წ. წერილებში აღირებული დავალიანება გამორიცხავს მოსარჩელის მიერ 10.07.2014წ. ხელშეკრულების ფარგლებში თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 1 350 332 აშშ დოლარს, შემკვეთს გადახდილი აქვს 1 565 086 აშშ დოლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი 214 754 აშშ დოლარი საქმეში წარმოდგენილი №2ბ/7487-17 (2/1932-16) დავის ფარგლებში შეფასებული არ ყოფილა და არც შპს „ო.ქისთვის“ დაკისრებული დავალიანების ოდენობაში ყოფილა გათვალისწინებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ო.ქს“ 10.07.2014წ. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილი აქვს 214 754 აშშ დოლარი.

6. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი

6.1. აპელანტებმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6.2. კასატორების განმარტებით, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დასახელებული იყო შპს „ოქ–ის“ იმდროინდელი დირექტორის მანუჩარ ბაგჰერის 2015 წლის 11 ნოემბრის ვალის აღიარების წერილი, რომელიც განხორციელებულია სწორედ სადავო გადარიცხვების შემდეგ და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს შპს „ოქ–ს“ პირიქით, გააჩნდა შპს „ი.ს.კ–იის“ დავალიანება და განმარტავდა, რომ განახორციელებდა მის გადახდას, რაც არ განახორციელა და მოგვიანებით სწორედ აღნიშნულზე მიმართეს სასამართლოს და სასამართლოს გზით დაეკისრა შპს „ოქ–ს“ აღნიშნული და მათ შორის 2015 წლის 11 ნოემბრის ვალის აღიარების წერილით განსაზღვრული თანხები.

6.3. კასატორების განმარტებით, დასახელებული წერილის წარდგენით, ცდილობდნენ სასამართლოსთვის დაენახებინათ. თუ რა იყო ამ წერილის გაცემამდე არსებული ვითარება, თუმცა, ფაქტია, რომ ვალის აღიარების მნიშვნელობის 2015 წლის 11 ნოემბრის წერილის არსებობა, 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით უკვე გამორიცხავდა ნებისმიერი დავალიანების არსებობას კასატორების მხრიდან, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გადახდები სწორედაც რომ ამ თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა.

6.4. აღნიშნული წერილის იგნორირება სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილებაში უცნაურია ასევე იმიტომ, რომ თავად ზეპირი მოსმენის დროს არაერთი კრიტიკული და ობიექტური შეკითხვა მოსამართლის მხრიდან დაისვა სწორედ ამ წერილთან მიმართებაში მოსარჩელე მხარეს, რომელზეც ვერ გაეცა შესაბამისი, დასაბუთებული პასუხები (იხ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი). სასამართლომ ასევე საერთოდ არ მისცა შეფასება შპს „ოქ–ის“ დამფუძნებლის და იმდროინდელი ერთ-ერთი მმართველის მოწმედ დაკითხვის ოქმს, ასევე, მოპასუხეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება, რომ დ.მ–მა მოპასუხისგან მიიღო 200 000 აშშ დოლარზე მეტი, მშენებლობის სხვადასხვა საჭიროებების მოგვარების მიზნით. საჭიროებებთან დაკავშირებული მტკიცებულებებიც, რომელიც მოიცავდა მომიჯნავე მეზობლების დაზიანებული შენობა-ნაგებობების შეკეთებას, მოაღნგეების ქირით ცხოვრების ხარჯებს და ა.შ. სასამართლომ დატოვა შეფასების გარეშე და მოპასუხე ისე მიიჩნია უსაფუძვლოდ გამდიდრებულად, რომ არ შეაფასა, ამავე კომპანიის ერთ-ერთი მმართველის მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების მიზნით მოპასუხისგან მიღებული თანხების ოდენობა, რომელიც აღემატება კიდეც 214 754 აშშ დოლარს.

6.5. კასატორების განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილია იმ მიზნით, რომ სასამართლოს აღექვა, თუ რატომ აღიარა შპს „ოქ–ის“ დირექტორმა 2015 წლის 11 ნოემბერს შპს „ი.ს.კ–იის“ მიმართ პირიქით არსებული დავალიანება ნაცვლად იმისა, რომ მიეთითებინა ზედმეტად გადახდილ თანხებზე.

6.6. კასატორების განმარტებით 2015 წლის წერილი კონკრეტულად შეეხება 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ ფინანსურ საკითხებს და ადგენს, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს შპს „ოქ–ს“ პირიქით გააჩნდა შპს „ი.ს.კ–იის“ დავალიანება. კერძოდ, წერილში განმარტებულია, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის 2 მარტს (სადაო გადახდებიდან 5-6 დღეში) შპს „ოქ–ი“ აღიარებდა შპს „ი.ს.კ–იის“ წინაშე იმ მომენტისთვის (2015 წლის 2 მარტის მდგომარეობით) არსებულ დავალიანებას. ამდენად, 2015 წლის 11 ნოემბრის წერილი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ იგი კონკრეტულად ამ თარიღში ამტკიცებს შპს „ოქ–ის“ დავალიანებას, არამედ იგი წარსულში, კერძოდ 2015 წლის 2 მარტის მდგომარეობითაც კი ადასტურებს მათ მიერ დავალიანების არსებობას, რაც ცხადია გამორიცხავს ყოველგვარ უსაფუძვლო გამდიდრებას და შპს „ი.ს.კ–იის“ მხრიდან დავალიანების არსებობას, რადგან საკითხი შეეხება სწორედ 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით მხარეების ურთიერთობას და ფინანსურ საკითხებს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადარიცხული თანხიდან, ზედმეტად გადახდილი 214 754 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

12. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

13. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ 2016 წლის 20 მაისს შპს „ი.ს.ს.კ–ას“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი საფირმო სახელწოდება გახდა - შპს „გ.კ. ი.ს.ს.კ–ა“, ხოლო 2017 წლის 21 დეკემბერს (ანუ მოსარჩელის მიერ, 24.07.2014 წლიდან 27.02.2015 15 წლამდე პერიოდში, მენარდისთვის ზედმეტად თანხის გადარიცხვის შემდეგ) შპს „გ.კ. ი.ს.ს.კ–ის“ რეორგანიზაციის შედეგად ორი სუბიექტი შპს „ლ–ი“ და შპს „ნ–ა“ გამოეყო და ამასთან შპს „გ.კ. ი.ს.ს.კ–ის“ უფლებამონაცვლედ დარჩა კომპანია სახელწოდებით შპს „ი.ს.კ–ია“.

14. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 14.4 მუხლის (საწარმოს რეორგანიზაცია) მე-5 პუნქტის მიხედვით, საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.

15. სსკ-ის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით კი განსაზღვრულია, სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხის მიერ, რეორგანიზაციამდე, ზედმეტად მიღებულ თანხას, რაც რეორგანიზაციის შემდეგ წარმოქმნილი სამივე საწარმოს სოლიდარული პასუხისმგებლობის არსებობის შეფასების საფუძველია.

16. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

17. მოსარჩელის მიერ, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“ და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.).

19. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის უნდა გამოიკვეთოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რისი შედეგია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად მათი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია გამდიდრება სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება. საკასაციო პალატამ სხვა დავაში განმარტა, რომ „...კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა... (შდრ. სუსგ #ას-251-2021წ 11.06.2021წ №ას-1376-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

20. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. (შდრ. სუსგ.-ები № ას-1193-1122-2015, 31.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215- 2016, 25.05.2016, №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472- 448-2013, 05.12.2013).

21. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულად დადგენილად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას (სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015; სუსგ №ას-58-56-2016, 26.02.2016წ.).

22. პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) (იხ: სუსგ, №ას-324-309-2016, 10.01.2017; №ას-902-2021, 26.10.2023; №1344-2018, 05.04.2019წ.). ამდენად, სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტს, რომელიც იურიდიულად ამართლებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პრეიუდიციულად და ის უნდა იქნას შეყვანილი მტკიცების საგანში (იხ. სუსგ №ას-455-769-09, 03 დეკემბერი, 2009 წელი; სუსგ №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი; სუსგ №ას-74-68-2015, 27 თებერვალი, 2015წ.; №1344-2018, 05 აპრილი, 2019 წელი).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავოა პირველი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და ამავე სამუშაოსთვის ჩარიცხული თანხის სხვაობა, რომელიც 214 754 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა, სარჩელის მიხედვითაც, მხარეთა შორის არსებული პირველი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამუშაოების შესრულების დასადასტურებლად შეთანხმებული იყო მიღება-ჩაბარების შუალედური აქტების შედგენა და ამავე აქტების ხელმოწერიდან 5 საბანკო დღის ვადაში შესაბამისი ეტაპისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მენარდისთვის (მოპასუხისთვის). ანგარიშსწორება მოხდებოდა გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

25. დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულია 1 350 332 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, რასაც მოწმობს მხარეთა შორის შედგენილი 15.09.2014წ., 28.10.2014წ., 02.12.2014წ. 06.01.2015წ. და 20.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტები (კერძოდ 15.09.2014წ., მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით შესრულებულ იქნა 262 997 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 28.10.2014წ., მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 252 955 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 02.12.2014წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 252 955 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, 06.01.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით - 286 077 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 20.02.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი - 295 348 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები). უდავოა, რომ 10.07.2014 წ. ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მენარდისთვის „კ.გ.ბ - საქართველოს“ საშუალებით ჯამში გადახდილ იქნა 1 948 250 ლარი (რაც შეადგენდა 1 013 008 აშშ დოლარს), კერძოდ: - 24.07.2014წ. გადახდილ იქნა 73 953 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7503) შეადგენდა 42 252 აშშ დოლარს; - 24.07.2014წ. - 74 197 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7503) შეადგენდა 42 391 აშშ დოლარს; - 30.07.2014წ. - 240 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7452) შეადგენდა 137 520 აშშ დოლარს; - 19.12.2014წ. - 200 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის 23 კურსის მიხედვით (კურსი 1,9166) შეადგენდა 104 351 აშშ დოლარს; - 25.12.2014წ. - 68 650 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8904) შეადგენდა 36 315 აშშ დოლარს; - 25.12.2014წ. - 58 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8904) შეადგენდა 30 681 აშშ დოლარს; - 29.12.2014წ. - 92 500 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,8663) შეადგენდა 49 563 აშშ დოლარს; - 22.01.2015წ. 940 950 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,9539) შეადგენდა 481 575 აშშ დოლარს; - 26.02.2015წ. 200 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 2,2635) შეადგენდა 88 359 აშშ დოლარს. ასევე უდავოა, რომ 10.07.2014 წ. ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მენარდისთვის ,,ს.ბ–ის’’ საშუალებით ჯამში გადახდილ იქნა 965 468 ლარი (რაც შეადგენდა 552 078 აშშ დოლარს). კერძოდ: - 14.08.2014წ. გადახდილ იქნა 1789,70 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 1035 აშშ დოლარს; - 14.08.2014წ. - 3854 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 2228 აშშ დოლარს; - 14.08.2014წ. - 29 367 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,73) შეადგენდა 16 975 აშშ დოლარს; - 17.09.2014წ. - 309 438,4 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7383) შეადგენდა 178 012 აშშ დოლარს; - 07.10.2014წ. - 177 625 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7555) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს; - 30.10.2014წ. - 265 881 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7554) შეადგენდა 151 465 აშშ დოლარს; - 31.10.2014წ. - 177 513 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7544) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს; - 31.10.2014წ. 177 513 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით (კურსი 1,7544) შეადგენდა 101 182 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ 10.07.2014წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემკვეთს მენარდისთვის ჯამში გადახდილი აქვს 1 565 086 აშშ დოლარი, ხოლო ამ უკანასკნელს შესრულებული აქვს 1 350 332 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები, შესაბამისად ზედმეტად გადახდილია 214 754 აშშ დოლარი.

26. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიების პასუხად, რომ საქმეში წარმოდგენილი აქვს და რეაგირებისა თუ შეფასების გარეშეა დატოვებული წერილები, რომელიც არათუ კასატორების ვალდებულებას, არამედ თავად მოსარჩელის ვალდებულებას ადასტურებს მოპასუხეების მიმართ, განმარტავს, რომ აღნიშნული წერილების თაობაზე მხარეთა შორის არსებულ სხვა დავაზე გამოტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ.1,ს.ფ. 158-182), რომელიც ეხებოდა არა მხარეთა შორის არსებული პირველი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავას, არამედ ამავე მხარეთა შორის არსებული 2015 წლის 21 იანვრის მეორე ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხებს. დასახელებულ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არაა შეფასებული წინამდებარე დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი პირველი ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებულ ვალდებულებათა შესრულების საკითხი.

27. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2015 წლის 21 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის პრეამბულის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 21 იანვრიდან ცვლილებები შევიდეს მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულებაში და წინა რედაქციები ჩაითვალოს ძალადაკარგულად. საქმის განხილვის პროცესშიც მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო ახალი კალკულაცია და ახალი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება. შესაბამისად დგინდება, რომ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულება არ მოიცავდა მანამდე, მხარეთა შორის 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებულ ვალდებულებებს და მათ ანაზღაურებას.

28. უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია 2 659 466 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო, რომელშიც არ შედის 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული 1 350 332 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები.

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (ამავე მხარეებს შორის სხვა საქმეში) აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა 2015 წლის 26 სექტემბრისა და 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას. იმავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების 3.1.7. პუნქტში (ტ. 1, ს.ფ. 144) დადგენილადაა ცნობილი, რომ შპს „ო.ქს“ და შპს „ი.ს.ს.კ–ას“ შორის არსებული 2015 წლის 21 იანვრის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ო.ქს“ გადახდილი ჰქონდა 1 342 926,97 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გაზიარებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და დამატებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით დართული საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ოქ–ს“ უკვე გადახდილი 564 868,66 აშშ დოლარის გარდა, დამატებით ასევე გადახდილი აქვს ჯამში 370 195 აშშ დოლარი, კერძოდ, 11.04.2016 წელს - 303,918 აშშ დოლარი, ხოლო, 18.05.2016 წელს - 66 277 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სააპელაციო პალატამ შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხე შპს „ო.ქისთვის“ დაკისრებული თანხის ოდენობა 1 724 384 აშშ დოლარამდე.

30. ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „ო.ქის“ მიერ 2014 წლის 10 ივლისის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 24.07.2014 წლიდან 27.02.2015 წლამდე პერიოდში გადახდილი თანხები თავდაპირველი №2ბ/7487-17 (2/1932-16) საქმის ფარგლებში განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეამცირა არა 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში ზედმეტად გადახდილი თანხებიდან, არამედ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ 11.04.2016 წელს და 18.05.2016 წელს გადახდილი თანხებით.

31. რაც შეეხება კასატორების მითითებას საქმეში წარმოდგენილ 11.11.2015 წლისა და 11.04.2016წ. წერილებზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მტკიცებულებები მხარეთა შორის არსებული წინა დავის ფარგლებში შეფასებულია 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულებასთან მიმართებით და მათში აღიარებული დავალიანება მოპასუხე მხარეს დაეკისრა კიდეც.

32. შესაბამისად კასატორების მითითება რომ 11.11.2015 წლისა და 11.04.2016წ. წერილებში აღირებული დავალიანება გამორიცხავს მოსარჩელის მიერ 10.07.2014წ. ხელშეკრულების ფარგლებში თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტს, არაა გასაზიარებელი.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 1 350 332 აშშ დოლარს, შემკვეთს გადახდილი აქვს 1 565 086 აშშ დოლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი 214 754 აშშ დოლარი საქმეში წარმოდგენილი №2ბ/7487-17 (2/1932-16) დავის ფარგლებში შეფასებული არ ყოფილა და არც შპს „ო.ქისთვის“ დაკისრებული დავალიანების ოდენობაში ყოფილა გათვალისწინებული. შესაბამისად, შპს „ო.ქს“ 10.07.2014წ. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილი აქვს 214 754 აშშ დოლარი.

34. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ.: №ას-1326-1252-2012, 25 მარტი 2013 წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).

35. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ შეაფასა მოწმის ჩვენება(საწარმოს დამფუძნებლის დ.მ–ის), ასევე სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ 214 754 აშშ დოლარზე გაცილებით მეტი თანხის მიღება მოპასუხისგან, მშენებლობის სხვადასხვა საჭიროებისათვის, რაც მოიცავდა მოაღნაგეების ქირით ცხოვრების ხარჯებს, მეზობლების დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენისათვის გაწეულ ხარჯებს და ა.შ.

36. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ცალსახაა, რომ ცალკე აღებული მოწმის ჩვენება, კიდეც რომ აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს, შესაძლებელია, კონკრეტული ფაქტის სამტკიცებელ გარემოებად არ გამოდგეს, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით/ გარემოებებით გამყარებული არ არის.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მოწმის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ წინააღმდეგობრივია, არაა გამყარებული საქმეში არსებული რაიმე მტკიცებულებით, რომელიც დაადასტურებდა, მაგალითად მხარეთა შეთანხმებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელის საჭიროებებს მოახმარა სადავო თანხა, ან უფრო მეტი, როგორც სააპელაციო საჩივარში უთითებდა. ამდენად, მოპასუხე მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა კომპანის კონკრეტულად რომელი პრობლემების მოგვარებას მოხმარდა სადავო თანხა. კასატორს არ წარმოუდგენია რელევანტური მტკიცებულებები, თუ რომელი მეზობლების, რომელ საჭიროებებს მოხმარდა გარკვეული თანხები, თუნდაც ე.წ. ქეშად გაცემული.

38. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი.ს.კ–იის“, შპს „ლ–ის“, შპს „ნ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ი.ს.კ–იას“ (........), შპს „ლ–ს“ (.......), შპს „ნ–ას“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „ი.ს.კ–იის“ (......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №657, გადახდის თარიღი 14.06.2023) 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე