Facebook Twitter

საქმე №ას-142-2025

14 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ბ–ი, ც.ბ–ი, ს.ა–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოტეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში -„მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ბ–ის, ც.ბ–ისა და ს.ა–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის ავტორი“, კასატორი“) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი.ბ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა #GCLCA000581995-8238264-14162918 /პროგრამული 8238264/ საკრედიტო 25 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20.06.2023 წლის მდგომარეობით ბანკის წინაშე არსებული დავალიანების გადახდა 130 010.96 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს - 100 000 ლარს, დარიცხული პროცენტი - 11010.96 ლარს, დარიცხული პირგასამტეხლო - 10 000 ლარს, ხოლო, საკომისიო - 9 000 ლარს. მოპასუხე ი.ბ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა #GCLCA000581973-8232210-14162918/პროგრამული 8232210/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20.06.2023 წლის მდგომარეობით ბანკის წინაშე არსებული დავალიანების გადახდა 394 617.42 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს - 300 000 ლარს, დარიცხული პროცენტი - 62 555.07 ლარს, დარიცხული პირგასამტეხლო - 30 439.89 ლარს, ხოლო, საკომისიო - 1622.46 ლარს. მოპასუხე ი.ბ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა #GCLCA000581995-8238264-14162918 /პროგრამული 8238264/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 100 000 ლარზე, წლიური 16.60% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 45.48 ლარს 21.06.2023 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე). მოპასუხე ი.ბ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა #GCLCA000581973-8232210-14162918/პროგრამული 8232210/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 300 000 ლარზე, წლიური 17.35% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 142.60 ლარს 21.06.2023 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტებში მითითებული ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე, მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების გადახდევინების) მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაცია და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მიმართვა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვისთვის: მდებარე - რაიონი საგარეჯო, სოფელი ........., ს/კ. ......., მესაკუთრე - ს.ა–ძე, (პ/ნ. .....). იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნების (იპოთეკისა და გირავნობის საგნების) რეალიზაციის (მათ შორის, კრედიტორის მიერ დასაკუთრების ან/და მხარეთა შეთანხმებით მესამე პირზე რეალიზაციის გზით, ან/და თანხის გადახდის სანაცვლოდ იპოთეკის საგნის გამოთავისუფლების ან/და კერძო სპეციალისტის მეშვეობით, ან/და იძულებითი აღსრულების ფარგლებში, ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის) შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, ან ვერ მოხდება გირავნობის საგნ(ებ)ის მოძიება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღსრულება გაგრძელდეს/მიექცეს მოვალეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე. 26 მოპასუხეებს ი.ბ–სა და ც.ბ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ #13972384/პროგრამული N8152550/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20.06.2023 წლის მდგომარეობით ბანკის წინაშე არსებული დავალიანების 44 672.63 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 38 472.73 ლარს, დარიცხული პროცენტი - 2352.63 ლარს, ხოლო, დარიცხული პირგასამტეხლო - 3847.27 ლარს. მოპასუხეებს ი.ბ–სა და ც.ბ–ს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ #13972384/პროგრამული N8152550/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების ძირ თანხაზე - 38 472.73 ლარზე წლიური 18.60% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 19.61 ლარს 21.02.2023 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების გადახდამდე).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ბ–ის, ც.ბ–ის და ს.ა–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-8 პუნქტები პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; №GCLCA000581995-8238264-14162918 /პროგრამული 8238264/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი.ბ–ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა - 2025 ლარის ოდენობით; №GCLCA000581973-8232210-14162918 /პროგრამული 8232210/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი.ბ–ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 30439.89 ლარის ნაცვლად განისაზღვრა - 3043 ლარის ოდენობით; №13972384 /პროგრამული N8152550/ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი.ბ–ისთვის და ც.ბ–ისთვის სოლიდარულად დაკისრებული პირგასამტეხლო 3847.27 ლარის ნაცვლად განისაზღვრა - 2312 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორებმა ასევე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით ი.ბ–ის, ც.ბ–ისა და ს.ა–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ი.ბ–ს, ც.ბ–სა და ს.ა–ძეს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

7. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გ.თ–ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 18 თებერვალს იურისტ გ.ხ–ს.

8. კასატორების წარმომადგენელმა გ.თ–ძემ 2025 წლის 4 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ კასატორებს არ გააჩნიათ ამ ეტაპზე ფულადი სახსრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით კასატორებს მიეცათ 10 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

12. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს გ.თ–ძეს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ.129-133) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ.თბილისი, ......... სართ. ოფისი 13. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2025 წლის 18 თებერვალს ჩაბარდა იურისტ გ.ხ–ს (იხ. ჩაბარების დასტური ტ.2 ,ს.ფ. 169-171).

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 19 თებერვალს და ამოიწურა 2025 წლის 28 თებერვალს.

15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2025 წლის წლის 4 მარტს კასატორების წარმომადგენელმა გ.თ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ კასატორებს არ გააჩნიათ ამ ეტაპზე ფულადი სახსრები. განცხადებას დაურთო ს.ა–ძისა და ი.ბ–ის ს.ბ–ის ანგარიშიდან ამონაწერი.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ვინაიდან კასატორების წარმომადგენელმა განცხადება წარმოადგინა 2025 წლის 4 მარტს ანუ ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ხარვეზის გაგრძელების თაობაზე.

17. გამომდინარე იქედან, რომ საკასაციო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში განცხადება წარმოადგინეს საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 260-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ბ–ის, ც.ბ–ისა და ს.ა–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.

3.

მოსამართლე გიზო უბილავა