საქმე №ა-816-შ-23-2025 28 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ე–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–კა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ე–ვასა და ე.კ–კას შორის საქართველოში, თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროში 2008 წლის 17 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა № MN 0132249) შეწყდა.
ლ.ე–ვას წარმომადგენელმა ი.ჩ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 30 სექტემბერს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ლ.ე–ვა საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინებით ლ.ე–ვას შუამდგომლობა გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ.ე–ვას შუამდგომლობა გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ე–ვასა და ე.კ–კას შორის საქართველოში, თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროში 2008 წლის 17 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა № MN 0132249) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 30 სექტემბერს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ლ.ე–ვა საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ე–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს გერმანიის ცოსენის რაიონული სასამართლოს (საოჯახო სასამართლო) 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ე–ვასა და ე.კ–კას შორის საქართველოში, თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მმაჩის ბიუროში 2008 წლის 17 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა № MN 0132249) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი