საქმე №ა-7301-შ-174-2024 28 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.მ–ე
მოწინააღმდეგე მხარე – კ.პ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილება, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, მამობის დადგენა და არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილებით:
1. კ.პ–ვას ჩამოერთვა მშობლის უფლება მის მცირეწლოვან შვილებზე - 2008 წლის 4 ივნისს დაბადებულ ზ.პ–ასა (პოლონეთის რესპუბლიკაში პირადი ნომერი .......) და 2017 წლის 12 იანვარს დაბადებულ ა.პ–ზე (პოლონეთის რესპუბლიკაში პირადი ნომერი ......);
2. მცირეწლოვანი ზ.პ–ა მცირეწლოვანი ა.პ–ი მოთავსდნენ მეურვეობისა და აღზრდის დაწესებულებაში, მცირეწლოვანთა მოვლისა და აღზრდა-სწავლების დაწესებულებაში, პროფესიონალურ მშვილებელ ოჯახში, გადაუდებელი ოჯახური მდგომარეობის სამსახურში;
3. დადგინდა მცირეწლოვანი ზ.პ–ასა მცირეწლოვანი ა.პ–ის საცხოვრებელ ადგილად ქალაქ კატოვიცეს სამეურვეო-აღმზრდელობითი დაწესებულება №5.
პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით 1980 წლის 30 სექტემბერს დაბადებული ა.მ–ე ცნობილ იქნა მცირეწლოვანი ა.პ–ის მამად და ბავშვს მიენიჭა გვარი „პ-მ–ე, ხოლო ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილებით არასრულწლოვან ბავშვზე მეურვეობა და მასზე ზრუნვა დაევალა მამას - ა.მ–ეს, რის საფუძვლზეც მცირეწლოვანი ა.პ–ი დაუყოვნებლივ გამოყვანილ იქნა ქალაქ კატოვიცეს სამეურვეო-აღმზრდელობითი დაწესებულებაის №5 სახლიდან (მისამართი: ქ.კატოვიცე, .......ქ. №1) და გადაეცა მამას - ა. მ–ს.
ა.მ–ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილების, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ა.პ–-მ–ეს ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 2 აპრილს, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 13 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ა.მ–ე საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის განჩინებით ა.მ–ეს შუამდგომლობა პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილების, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინება და ა.მ–ეს შუამდგომლობა თანდართული მასალით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ეკ.პ–ვას. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.მ–ეს შუამდგომლობა პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილების, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილებით:
1. კ.პ–ვას ჩამოერთვა მშობლის უფლება მის მცირეწლოვან შვილებზე - 2008 წლის 4 ივნისს დაბადებული ზ.პ–ასა (პოლონეთის რესპუბლიკაში პირადი ნომერი ........) და 2017 წლის 12 იანვარს დაბადებულ ა.პ–ზე (პოლონეთის რესპუბლიკაში პირადი ნომერი......);
2. მცირეწლოვანი ზ.პ–ა მცირეწლოვანი ა.პ–ი მოთავსდნენ მეურვეობისა და აღზრდის დაწესებულებაში, მცირეწლოვანთა მოვლისა და აღზრდა-სწავლების დაწესებულებაში, პროფესიონალურ მშვილებელ ოჯახში, გადაუდებელი ოჯახური მდგომარეობის სამსახურში;
3. დადგინდა მცირეწლოვანი ზ.პ–ასა მცირეწლოვანი ა.პ–ის საცხოვრებელ ადგილად ქალაქ კატოვიცეს სამეურვეო-აღმზრდელობითი დაწესებულება №5.
პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით 1980 წლის 30 სექტემბერს დაბადებული ა.მ–ე ცნობილ იქნა მცირეწლოვანი ა.პ–ის მამად და ბავშვს მიენიჭა გვარი „პ-მ–ე, ხოლო ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილებით არასრულწლოვან ბავშვზე მეურვეობა და მასზე ზრუნვა დაევალა მამას - ა.მ–ეს, რის საფუძვლზეც მცირეწლოვანი ა.პ–ი დაუყოვნებლივ გამოყვანილ იქნა ქალაქ კატოვიცეს სამეურვეო-აღმზრდელობითი დაწესებულებაის №5 სახლიდან (მისამართი: ქ.კატოვიცე, .......) და გადაეცა მამას - ა.მ–ეს.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 2 აპრილს, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 13 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ა.მ–ე საქართველოს მოქალაქეა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ეკატერინე პიროგოვას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილება, პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დადგენილება ა.პ–მ–ეს ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას პოლონეთის რესპუბლიკის ქ.კატოვიცე-ზახუდის რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა V კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის დადგენილება, რომლითაც:
ა) კ.პ–ვას ჩამოერთვა მშობლის უფლება მის მცირეწლოვან შვილზე - 2017 წლის 12 იანვარს დაბადებულ ა.პ–ზე (პოლონეთის რესპუბლიკაში პირადი ნომერი №.......);
ბ) მცირეწლოვანი ა.პ–ი მოთავსდა მეურვეობისა და აღზრდის დაწესებულებაში, მცირეწლოვანთა მოვლისა და აღზრდა-სწავლების დაწესებულებაში, პროფესიონალურ მშვილებელ ოჯახში, გადაუდებელი ოჯახური მდგომარეობის სამსახურში;
გ) დადგინდა მცირეწლოვანი ა.პ–ის საცხოვრებელ ადგილად ქალაქ კატოვიცეს სამეურვეო-აღმზრდელობითი დაწესებულება №5.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც 1980 წლის 30 სექტემბერს დაბადებული ა.მ–ე ცნობილ იქნა მცირეწლოვანი ა.პ–ის მამად და ბავშვს მიენიჭა გვარი „პ-მ–ე.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას პოლონეთის რესპუბლიკის ქ.დომბროვა გურნიჩას რაიონული სასამართლოს საოჯახო და არასრულწლოვანთა საქმეთა III კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის დადგენილება, რომლითაც არასრულწლოვან ბავშვზე მეურვეობა და მასზე ზრუნვა დაევალა მამას - ა.მ–ეს, რის საფუძვლზეც მცირეწლოვანი ა.პ–ი დაუყოვნებლივ გამოყვანილ იქნა ქალაქ კატოვიცეს სამეურვეო-აღმზრდელობითი დაწესებულების №5 სახლიდან (მისამართი: ქ.კატოვიცე, ....) და გადაეცა მამას - ა.მ–ეს.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი