ბს-1065-1027(კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 ოქტომბერს გ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ¹01-11/08/8013 წერილის, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის ¹828 წერილის ბათილად ცნობას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ რეაბილიტაციისათვის გაღებული ხარჯების 1400 ლარისა და 450 დოლარის დაკისრებას, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონულ ფილიალს დავალებოდა მის სასარგებლოდ 4140 ლარისა და მისთვის კანონმდებლობიით გარანტირებული საყოფაცხოვრებო მოვლისათვის გათვალისწინებული თანხის, თვეში 30 ლარის, ანაზღაურება.
ზესატფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ¹01-11/08/8013; მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელის გ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა რეაბილიტაციისათვის გაღებული ხარჯების კომპენსაციის – 900 ლარისა და 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ.-მ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
აპელანტი – გ. ბ.-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო განცხადება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე აპელანტი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ.-ისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2008 წლის 23 იანვარს გ. ს.-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ ,,სოციალური სუბსიდიების სააგენტოს”, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს იმერეთის ფილიალის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს ¹01-11/08/8013 წერილის, საქართველოს სოცილაური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის ¹828 წერილის ბათილად ცნობა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკისრებოდა რეაბილიტაციისათვის გაღებული ხარჯების კომპენაციის 1400 ლარისა და 450 დოლარის ანაზღაურება, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაინული ფილიალის უფლებამონაცვლეს - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ზესტაფონის ფილიალს მის სასარგებლოდ დაკირებოდა 4140 ლარის ან 2880 ლარის ანაზღაურება და მისთვის კანონმდებლობიით გარანტირებული საყოფაცხოვრებო მოვლისათვის გათვალისწინებული თანხის თვეში 30 ლარის, ან 20 ლარის მინიმალური ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე ანაზღაურება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი დაზუსტებული სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით გ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცველად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი დაზუსტებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 17 ნოემბერს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ზესტაფონის განყოფილებამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქმე ¹ბს-170-159 13.12.07წ.) და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
აქვე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს კასატორს განუმარტოს შემდეგი: იმ შემთხვევაში თუ კასატორი კანონით დადგენილი წესით მოითხოვს მომვლელის დანიშვნას ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე, წინამდებარე სარჩელი ვერ იქცევა მისი მოთხოვის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას გ. ბ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.