ბს-1066-1028 (კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო. ბ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური”, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხეები)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ო. ბ.-მ 2007 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹105-ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და ამავე ქონების ო. ბ.-ის საკუთრებაში რეგისტრაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ოთარ ბაკურიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ბ.-ე საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹105-ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ო. ბ.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა სხვადასხვა ქონება, რომელშიც არ შესულა ქ. ბათუმში, ...-ის ¹105-ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 1 აგვისტოს ¹21/02-3711 წერილის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹105-ში მდებარე 1000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე დ. ბ.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა ...-ის ქუჩაზე მდებარე საბილიარდეს პირდაპირ არსებული ავტოფარეხების კომპლექსი; პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ.-ზე ჩამორთმეული საბილიარდეს პირდაპირ მდებარე ავტოფარეხების კომპლექსი და ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹105-ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთი და იგივე ქონებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ქონების სახელმწიფოზე გადაცემის ნაწილში აღსულებადი იყო, რაც ფაქტობრივად განხორციელდა კიდეც.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ო. ბ.-ის შესაძლო კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა შესაძლებელია იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ ნაწილში ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების გზით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-432-ე მუხლების შესაბამისად, თუკი ო. ბ.-ე უტყუარად დაამტკიცებდა იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოზე გადაცემული ქონება მისი საკუთრება იყო და ის არ იყო მოპასუხედ საქმის განხილვაში მოწვეული (დასახელებული).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოთარ ბაკურიძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით ო. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ო. ბ.-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების ვინმესთვის გადაცემის ფაქტს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში რეესტრის ჩანაწერი არ არის უტყუარი და სწორი, რამდენადაც სააღსრულებო ფურცელი გამოწერილია არა ო. ბ.-ის პირად საკუთრებაზე, არამედ დავით ბაკურიძის ქონებაზე.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ ქონება ჩამოართვა დ. ბ.-ს და არა ო. ბ.-ს, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რა მისამართზე მდებარეობს ჩამოსართმევი ქონება და რამდენ კვადრატულ მიწის ფართობს მოიცავს იგი, მისი აზრით, ...-ის 105-ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს საბილიარდეს პირდაპირ, არ არის ავტო/ფარეხების კომპლექსი და რაც მთავარია არ არის დავით ბაკურიძის საკუთრება. კასატორის მოსაზრებით, მის საკუთრებაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე ოთხი სამანქანე ადგილის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მას იქ ავტოფარეხი ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ო. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო. ბ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ო. ბ.-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 6000 (ექვსი ათასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ო. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებაზე;
2. ო. ბ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 4200 (ოთხიათასსორასი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.