Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-1069-1022(კ-07) 14 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე

განიხილა ეთ. ა.-ს, რ. მ.-ის, ჟ. ბ.-ის, ა. ჯ.-ის, მ. ფ.-ის, რ. გ.-ის, ა. მ.-ის, ი. შ.-ის და ემ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.07წ. განჩინებაზე.

სასამართლომ გამოარკვია:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.07წ. განჩინებით ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.11.06წ. გადაწყვეტილება და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ეთ. ა.-მ, რ. მ.-მ, ჟ. ბ.-მ, ა. ჯ.-მ, მ. ფ.-მ, რ. გ.-მ, ა. მ.-მ, ი. შ.-მ და ემ. ა.-მ. 29.06.07წ. განჩინება კასატორებს ჩაჰბარდათ 14.08.07წ. (ს.ფ. 225-233), ხოლო საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნეს 29.10.07წ. ამასთან, საქმეში დაცულია 02.11.07წ. ფაქსით გამოგზავნილი საკასაციო საჩივარი (ს.ფ.268-273), აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ კასატორებმა 2 თვით და 14 დღით გადააცილეს საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ ვადას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეთ. ა.-ს, რ. მ.-ის, ჟ. ბ.-ის, ა. ჯ.-ის, მ. ფ.-ის, რ. გ.-ის, ა. მ.-ის, ი. შ.-ის და ემ. ა.-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 1 თვიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ეთ. ა.-ს, რ. მ.-ის, ჟ. ბ.-ის, ა. ჯ.-ის, მ. ფ.-ის, რ. გ.-ის, ა. მ.-ის, ი. შ.-ის და ემ. ა.-ის საკსაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.