Facebook Twitter

საქმე №ა-831-შ-25-2025 11 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.პ–ნა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით მ.პ–ნას სარჩელი დაკმაყოფილდა და 1981 წლის 21 ივლისს დაბადებულ მ.პ–ნასა (ქალიშვილობის გვარი ს–ვა) და 1984 წლის 24 ივლისს დაბადებულ ა. ვ. ძე პ–ნს შორის უკრაინაში, ქ.ხარკოვის იუსტიციის საქალაქო დეპარტამენტში 2008 წლის 21 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №2645) შეწყდა. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ შეინარჩუნა გვარი - პ–ნა. ა. ვ. ძე პ–ნს მ.პ–ნას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 5 მარტს დაბადებული დ.ა. ძე პ–ნის სარჩენად დაეკისრა ყოველთვირად ალიმენტის - 1500 გრივნას გადახდა 2017 წლის 11 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. დადგინდა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ექვემდებარება ინდექსირებას კანონით დადგენილი წესით.

მ.პ–ნამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 13 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ მ.პ–ნა საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით მ.პ–ნას შუამდგომლობა უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.პ–ნას შუამდგომლობა უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით მ.პ–ნას სარჩელი დაკმაყოფილდა და 1981 წლის 21 ივლისს დაბადებულ მ.პ–ნასა (ქალიშვილობის გვარი ს–ვა) და 1984 წლის 24 ივლისს დაბადებულ ა. ვ. ძე პ–ნს შორის უკრაინაში, ქ.ხარკოვის იუსტიციის საქალაქო დეპარტამენტში 2008 წლის 21 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №2645) შეწყდა. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ შეინარჩუნა გვარი - პ–ნა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 13 ივნისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ მ.პ–ნა საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.პ–ნას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც 1981 წლის 21 ივლისს დაბადებულ მ.პ–ნასა (ქალიშვილობის გვარი ს–ვა) და 1984 წლის 24 ივლისს დაბადებულ ა. ვ. ძე პ–ნს შორის უკრაინაში, ქ.ხარკოვის იუსტიციის საქალაქო დეპარტამენტში 2008 წლის 21 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №2645) შეწყდა. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ შეინარჩუნა გვარი - პ–ნა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი