Facebook Twitter

ას-114-2025

13 მარტი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე – „A. I.Construction Investment Corporation O“; „A. I.Construction Investment Corporation O“–ის ფილიალი საქართველოში, უცხოური საწარმოს ფილიალი - ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის წარმომადგელობა (ფილიალი) საქართველოში ა.ჯ–ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2024 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდეგში - განმცხადებელი) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას „A. I.Construction Investment Corporation O“-ის, „A. I.Construction Investment Corporation O“–ის საქართველოს ფილიალის, უცხოური საწარმოს ფილიალის - ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო - სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–-ის საქართველოს წარმომადგელობა (ფილიალი) - ა.ჯ–ას (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარეები) წინააღმდეგ და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფის მიზნით, მოითხოვა შემდეგი:

1.1.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, 140194166.15 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ფარგლებში ყადაღა დაედოს და „A. I.Construction Investment Corppration O“-ს აეკრძალოს გაასხვისოს, დააგირავოს ან/და მესამე პირების სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთოს უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის საქართველოს წარმომადგენლობის (ფილიალი) - ა.ჯ–ას“ (ს/ნ ........) სახელზე რეგისტრირებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

1.1.1. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VOLVO G 930: VIN კოდი .........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2015-02- 23; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.2. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VOLVO G 940; VIN კოდი ........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2015-02- 23; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.3. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410; VIN კოდი ....... გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 26; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგსიტრაციო მოწმობა - .......;

1.1.4. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420; VIN კოდი ........, გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 06; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგსტრაციო მოწმობა - .......;

1.1.5. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410; VIN კოდი ........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2019-02- 12: სახელმწიფო ნომერი - ......: სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.6. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD CARGO 1824: VIN კოდი N......; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 06; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.7. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VIN კოდი ........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03-07; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.8. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VIN კოდი .........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 11; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.9. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VIN კოდი ......; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 25: სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.10. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420; VIN კოდი ........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 07; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.11. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVFCO 450; VII კოდი ........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2009-10- 06; სახელმწიფო ნომერი - ..........; სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.12. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450: VIN კოდი .......; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 11; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.13. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420; VIN კოდი .........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 07; სახელმწიფო ნომერი - .........: სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.14. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420; VIN კოდი .......; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 07; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.15. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410; VIN კოდი .........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 25; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.16. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410; VIN კოდი ..........; გამოშვების წელი - 2007: რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 11; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მიწმობა - ........;

1.1.17. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VIN კოდი .......; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 25; სახელმწიფო ნომერი ....... სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.18. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - BOMAG BW219 DH-3; შასი - 10158050116წ. გამოშვების წელი - 2000; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-07; სახელმწიფო ნომერი- ......; სარეგისტრაციო მოწმობა - .....;

1.1.19. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD CARGO 1824: VIN კოდი N.......... 0026: გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014 03- 25; სახელმწიფო ნომერი - .....; სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.20. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD CARGO 350 D; VIN კოდი NM..........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2019- 03-09; სარეგისტრაციო მოწმობა - D.......; სახელმწიფო ნომერი - ........:

1.1.21. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - BOMAG BW 213 D-4; შასი - ........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-07; სარეგისტრაციო მოწმობა - ........; სახელმწიფო ნომერი - AB554B;

1.1.22. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD CARGO: VIN კოდი NM0B1........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 25; სარეგისტრაციო მოწმობა - D.....;სახელმწიფო ნომერი - .......;

1.1.23. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - BOMAG BW-216 D-4; შასი - 1015......; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-07; სახელმწიფო ნომერი- .....; სარეგისტრაციო მოწმობა - D......;

1.1.24. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420: VIN კოდი -WJ........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 26; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.25. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420; VIN კოდი WIMJ.........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014-03- 11; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........:

1.1.26. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VOLVO FM 400; VIN კოდი Y.......... 897: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2018-07- 03; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.27. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VIN კოდი WJ..........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2017-08- 25; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.28. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420: VIN კოდი WJ.........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-05- 21; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა- D.........;

1.1.29. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VECO 420; VIN კოდი ........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2011-03- 09; სახელმწიფო ნომერი - .....; სარეგისტრაციო მოწმობა - .....;

1.1.30. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VTN კოდი W...... გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-05- 20; სახელმწიფო ნომერი - .....; სარეგისტრაციო მოწმობა - .....;

1.1.31. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 420; VIN კოდი - .......: გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2014-05-20; სახელმწიფო ნომერი - N.......: სარეგისტრაციო მოწმობა - .....;

1.1.32. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - KATO HD 1430 III: VIN კოდი K.......: გამოშვების წელი- 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2010-02-23: სახელმწიფო ნომერი - .....: სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.33. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEW HOLLAND KOBELCO E-215B; შასი- Y......: გამოშვების წესი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24; სახელმწიფო ნომერი - ......: სარეგისტრაციო მoწმობა - ..........:

1.1.34. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - KATO HD-2045; VIN კოდი K.......; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2016-01- 25: სახელმწიფო ნომერი - .....; სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.35. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - HYUNDAI ROBEX 200W-7; შასი - .....; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2010-02-23; სახელმწიფო ნომერი - .....: სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.36. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - HYUNDAI ROBEX 200W-7; შასი - .....: გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2010-02-23; სახელმწიფო ნომერი - ......: სარეგისტრაციო მოწმობა - .......

1.1.37. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VOLVO G 930; VIN კოდი V......: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2015-02- 23; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ......;

1.1.38. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - BOMAG BW-216D-4; შასი - 10..........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-07; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა -............:

1.1.39. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - BOMAG BW 225 D-3; შასი - 1.........; გამოშვების წელი - 2004; რეგისტრაციის თარიღი - 2015 03-07; სახელმწიფო ნომერი - ......, სარეგისტიაციო მოწმობა - ........;

1.1.40. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VOLKSWAGEN PASSAT; VIN კოდი W..........; გამოშვების წელი - 2002; რეგისტრაციის თარიღი - 2010-05-17; სახელმწიფო ნომერი - .........: სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.41. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - TOYOTA HILUX; VIN კოდი ......... 4972: გამოშვების წელი - 2010; რეგისტრაციის თარიღი - 2021-03- 27; სარეგისტრაციო მოწმობა - ........; სახელმწიფო ნომერი - .......:

1.1.42. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD TRANSIT 2.5D: VIN კოდი W......: გამოშვების წელი - 1999; რეგისტრაციის თარიღი - 2010-06-04; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.43. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - UAZ 39094; შასი - 33036080......; ძარა-....; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-04- 30; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ......;

1.1.44. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - TOYOTA LANDCRUISER LC150; VIN კოდი - TEB.........; გამოშვების წელი - 2011; რეგისტრაციის თარიღი - 2021-03-11; სახელმწიფო ნომერი - .......: სარეგისტრაციო მოწმობა .......:

1.1.45. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - MITTSUBISHI PAJERO IO: შასი H77.........; გამოშვების წელი - 2000; რეგისტრაციის თარიღი - 2012-04-05: სახელმწიფო ნომერი - .....; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.46. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - KATO HD-2045; VIN კოდი KWJ877..........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-06- 05; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მთწმობა - .........;

1.1.47. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - KATO HD-2045; VIN კოდი KW.........: გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-06- 05; სახელმწიფო ნომერი .....: სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.48. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი MITISUBISHI PAJERO IO; შასი H........; გამოშვების წელი - 2001; რეგისტრაციის თარიღი - 2021-04-15; სახელმწიფო ნომერი - ......; სარეგისტრაციო მოწმობა - ........:

1.1.49. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - MACO MV51: VIN კოდი V..........: გამოშვების წელი - 1991; რეგისტრაციის თარიღი - 2014-05- 15; სახელმწიფო ნომერი - .......: სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.50. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - KAMAZ 53215; VIN კოდი XTC53........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-04-03; სარეგისტრაციო მოწმობა - ......: სახელმწიფო ნომერი - ........;

1.1.51. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - mod. YAMAMOTO YHMJ-235 UG; შასი-98......; გამოშვების წელი - 1993; რეგისტრაციის თარიღი - 2013-04-03: სახელმწიფო ნომერი - .....; სარეგისტრაციო მოწმობა - .....:

1.1.52. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - mod. YAMAMOTO YHMJ-255 UG; შასი- 918......: გამოშვების წელი - 1991; რეგისტრაციის თარიღი - 2013-04-03; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.53. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - OTOKAR NAVIGO-1255; VIN კოდი N.........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-04- 04; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.54. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - OTOKAR SULTAN C-125S; VIN კოდი NL...........: გამოშვებას წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2013-04-06: სახელმწიფო ნომერი - ......; სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.55. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO MAGIRUS 420: VIN კოდი W........... გამოშვების წელი - 2007; - რეგისტრაციის თარიღი - 2021-04-16; სახელმწიფო ნომერი - ..........: სარეგისტრაციო მოწმობა - D...........;

1.1.56. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO MAGIRUS 420; VTN კოდი W..........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2019-01-25; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - ............;

1.1.57. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO MAGIRUS 420; VIN კოდი W/.......: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-04-27; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.58. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - TVECO 410: VIN კოდი W..........; გამოშვების წელი - 2004; რეგისტრაციის თარიღი - 2019-02- 15: სახელმწიფო ნომერი - ..........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.59. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO-MAGIRUS 420; VIN კოდი W..........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2019-02-15; სახელმწიფო ნომერი - N........: სარეგისტრაციო ნომერი - ..........;

1.1.60. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410: VIN კოდი WI.........; გამოშვების წელი - 2004: რეგისტრაციის თარიღი - 2013-05-02; სახელმწიფო ნომერი - ..........; სარეგისტრაციო მოწმობა - O..........;

1.1.61. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VIN კოდი W.........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2021-04-16; სახელმწიფო ნომერი - .........: სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.62. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 450; VIN კოდი W..........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-05- 08; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ...........:

1.1.63. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410E44H: VIN კოდი W..........: გამოშვების წელი - 2004: რეგისტრაციის თარიღი - 2013-05-09; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - ...........;

1.1.64. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410E44H: VIN კოდი W..........; გამოშვების წელი - 2004: რეგისტრაციის თარიღი - 2018-05-07; სახელმწიფო ნომერი - ........ სარეგისტრაციო მოწმობა - ............;

1.1.65. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410E44IT: VIN კოდი W...........; გამოშვების წელი - 2004: რეგისტრაციის თარიღი - 2021-04-16: სახელმწიფო ნომერი - ..........; სარეგისტრაციო მოწმობა - .............;

1.1.66. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO 410E44H: VIN კოდი W...........: გამოშვების წელი - 2004; რეგისტრაციის თარიღი - 2019-02-15; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........:

1.1.67. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO TRAKKER AD 410T42 H: VIN კოდი - W...........; გამოშვების წელი - 2007: რეგისტრაციის თარიღი - 2019-02-22; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა ..........;

1.1.68. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEFAZ 9334; VIN კოდი X1...........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-05-15; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - .........:

1.1.69. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - COMPAIR DLT 0408-02: VIN კოდი W..........; გამოშვების წელი - 2011; რეგისტრაციის თარიღი - 2013-05-20; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........:

1.1.70. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEFAZ 93334-01 ; VIN კოდი-.........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-05-24: სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........:

1.1.71. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - HOWO ZZ4257S3241V: VIN კოდი 1.........: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2016-11-15; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........

1.1.72. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - ZOOMLION ZLJ5451; VIN კოდი L........: გამოშვების წელი -2007; რეგისტრაციის თარიღი 2016-11-15; სახელმწიფო ნომერი - ....... სარეგისტრაციო მონმობა - .........;

1.1.73. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - XCMG QY 25 K: VIN კოდი L..........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-06- 28; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.74. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD CARGO 1830; VTN კოდი N.........; გამოშვების წელი - 2006; რეგისტრაციის თარიღი - 2018-04-25; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.75. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEFAZ 9334-10-01; VIN კოდი X..........; გამოშვების წელი - 2005; რეგისტრაციის თარიღი - 2018-04-25; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.76. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - XCMG XZJ5284JZ25K: VIN კოდი .........: გამოშვების წილი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2013-07-17; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.77. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - UA7 396259; VIN კოდი X...........: შასი-37410080441970; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2013-07-19; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა ..........;

1.1.78. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - OTOKAR SULTAN C-125S; VIN კოდი N...........; გამოშვებას წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2013-07-19; სახელმწიფო ნომერი - ......... სარეგისტრაციო მოწმობა - ............;

1.1.79. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - MITSUBISHI PAJERO IO; შასი H77W.........: გამოშვების წელი - 2002: რეგისტრაციის თარიღი - 2013-08-16; სახელმწიფო ნომერი - .........: სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.80. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - HOWO 7.74257S3241V; VIN კოდი ........... ; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2016-11-15; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.81. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - WIRTGEN SP500; შასი - 10S.......; გამოშვების წელი - 2010: რეგისტრაციის თარიღი - 2014-10-08; სახელმწიფო ნომერი- .......; სარეგისტრაციო მოწმობა .......;

1.1.82. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - IVECO MAGIRUS 420; VIN კოდი ........: გამოშვების წესი- 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-10-27; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - ............:

1.1.83. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - OTOKAR SULTAN C-125S; VIN კოდი NLR.....; გამოშვებას წელი 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2014-12-12: სახელმწიფო ნომერი - ..........: სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.84. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - XCMG QY 25 K; VIN კოდი ......... გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-01- 21; სახელმწიფო ნომერი - ..........: სარეგისტრაციო მოწმობა - ............;

1.1.85. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - GAZ 3302; VIN კოდი - X963..........; მარა - 3302.....; ძრავი - 406....; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-01-21; სახელმწიფო ნომერი - AA915TT: სარეგისტრაციო მოწმობა - OV0593942;

1.1.86. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD CARGO; VIN კოდი NMOD15TEDD8B68181; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-01-21; სახელმწიფო ნომერი - AA916TT: სარეგისტრაციო მოწმობა - OV0590943;

1.1.87. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VOLVO G 940; VIN კოდი VCEOG940100041219: გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2015-02- 05: სახელმწიფო ნომერი - AB061B; სარეგისტრაციო მოწმობა - OV0602526;

1.1.88. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - LIUGONG CLJ418; შასი - P00483: გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-02-05; სახელმწიფო ნომერი- ......; სარეგისტრაციო მოწმობა - OV..........;

1.1.89. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - HAMM HD 10C VV; შასი - .........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-02-05; სახელმწიფო ნომერი- A..........; სარეგისტიაციო მოწმობა - ...............

1.1.90. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - VOGELE 6-82; შასი - 682087: გამოშვების წელი - 1999; რეგისტრაციის 2015-02-05; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ............; თარიღი

1.1.91. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - HITACHI ZX 200: VIN კოდი H..........18535; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03- 07: სახელმწიფო ნომერი - ...........: სარეგისტრაციო მოწმობა - ...........

1.1.92. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEW HOLLAND KOBELCO E-215B; შასი- ............; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24. სახელმწიფო ნომერი - ...........; სარეგისტრაციო მოწმობა - ...........

1.1.93. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - JCB 4567; VIN კოდი ..........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24; სახელმწიფო ნომერი- ...........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.94. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEW HOLLAND W170B: შასი - N7........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24; სახელმწიფო ნომერი- ........; სარეგისტრაციო მოწმობა - D........;

1.1.95. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEW HOLLAND W 190B; VIN კოდი F.......: გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24: სახელმწიფო ნომერი - ......; სარეგისტრაციო მოწმობა - .....:

1.1.96. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - LIUGONG CLG 856; VIN კოდი - .......| 801 0950 : გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24: სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - .....

1.1.97. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEW HOLLAND W 190B; VIN კოდი ........; გამოშვებას წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24; სახელმწიფო ნომერი - .........; სარეგისტრაციო მოწმობა - ...........;

1.1.98. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEW HOLLAND W 190B; VIN კოდი ...........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2015-03-24: სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .......;

1.1.99. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - FORD CARGO; VIN კოდი N............: გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2016-01-18; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.100. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - YALCIN DORSE 41.B75: VIN კოდი - N.........: გამოშვების წელი - 2007, რეგისტრაციის თარიღი - 2016-01-18; სახელმწიფო ნომერი - ..........; სარეგასტრაციო მოწმობა - ..........:

1.1.101. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - YALCIN DORSE 4 LBUZ; VIN კოდი - N .........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2016-01-18; სახელმწიფო ნომერი - .........: სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.102. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - NEFA7 9334: VIN კოდი X1..........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2016-01-20: სახელმწიფო ნომერი - ........: სარეგისტრაციო მიწმობა - ..........;

1.1.103. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - DRESSTA TD 20H: შასი - 4900001P.......; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2016-01-25; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.104. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - DOLI DORSE: VIN კოდი NP90Z......... გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2016-11- 15; სახელმწიფო ნომერი - ..........; სარეგისტრაციო მოწმობა - .........;

1.1.105. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - MITSUBISHI L200; VIN კოდი - ........... გამოშვების წელი - 2016; რეგისტრაციის თარიღი - 2017-10- 23; სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.106. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - HYUNDAI ROBEX 2001-3; შასი N604.........; გამოშვების წელი - 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2019-01-16; სახელმწიფო ნომერი - .......; სარეგისტრაციო მოწმობა - ..........;

1.1.107. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - BOBCAT S220; შასი - 5308...........; გამოშვების წელი - 2007; რეგისტრაციის თარიღი - 2019-01-16; სახელმწიფო ნომერი- ........: სარეგისტრაციო მოწმობა - ........:

1.1.108. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - TEREX.860SX; VIN კოდი SM.........; გამოშვების წელი 2008; რეგისტრაციის თარიღი - 2019-01- 16: სახელმწიფო ნომერი - ........; სარეგისტრაციო მოწმობა - ........;

1.1.109. სატრანსპორტო საშუალება: მოდელი - ASTRA HD966; VIN კოდი .........; გამოშვების წელი - 2016; რეგისტრაციის თარიღი - 2020-01- 09; სახელმწიფო ნომერი - ..........; სარეგისტრაციო მოწმობა - ............

1.2.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, 194166.15 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ფარგლებში, ყადაღა დაედოს და „A. I.Construction Investment Corporation O“-ს აეკრძალოს, გაასხვისოს ან/და მესამე პირების სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთოს უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის საქართველოს წარმომადგენლობის (ფილიალი)- ა.ჯ–ას“ (ს/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: საკადასტრო კოდი: .......: ნაკვეთის წინა ნომერი: ........: მისამართი: რაიონი გორი, სოფელი .........; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო- სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 6012.00 კვ.მ.

1.3.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, 140194166.15 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ფარგლებში, ყადაღა დაედოს უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო - სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის საქართველოს წარმომადგენლობის (ფილიალი)- ა.ჯ–ას“ (ს/ნ: 2.........) შემდეგ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს: GE5........ (სს „თ. ბ–ი“ გახსნილი ანგარიში); GE37........ (სს „ბაზის ბანკში“ გახსნილი ანგარიში).

2. წარმოდგენილი შუამდგომლობა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „A. I.Construction Investment Corporation O“-ს შორის, 2018 წლის 13 ნოემბერს გაფორმდა EWHG/CW/ICB-01-02 ხელშეკრულება E 60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ. 0+000-კმ11-500 მონაკვეთის დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

2.2. ხელშეკრულების დამტკიცებული ღირებულება შეადგენდა 89016087.20 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორმა აიღო ვალდებულება, დაესრულებინა პროექტი სამუშაოების დაწყებიდან - 2018 წლის 3 დეკემბრიდან 24 კალენდარულ თვეში, ე.ი. 2020 წლის 3 დეკემბერს. მიუხედავად აღნიშნულისა, კონტრაქტორმა ვერ შეძლო სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ამასთან, კონტრაქტორმა ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება ინჟინრის მიერ Covid-19 პანდემიის საფუძვლით, კონტრაქტორისთვის დამატებით მიცემულ 110 დღის ვადაშიც კი, - 2021 წლის 23 მარტისთვის.

2.3. კონტრაქტორის მხრიდან ხელშეკრულების პირობების მრავალმხრივი, მუდმივი დარღვევისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად კონტრაქტორმა მიატოვა პროექტი 2021 წლის მარტში, დეპარტამენტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და აამოქმედა კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და საავანსო გადახდის საბანკო გარანტიები.

2.4. საქართველოს მთავრობის თანხმობით, 2021 წლის 19 ივლისს, დეპარტამენტმა კონტრაქტორს გაუგზავნა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილი, ხოლო, 2021 წლის 03 აგვისტოს დაადასტურა ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულების ზოგადი პირობების - 15.2 პუნქტის თანახმად.

2.5. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დეპარტამენტმა, 2021 წლის 6 ოქტომბერს, შპს „ჯ.გ–თან“ E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის კმ.00-000-კმ11+500 მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის მიზნით, გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N-93-21 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება შეადგენდა 67095740.90 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით. ხელშეკრულების შესრულების დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ხელშეკრულების ღირებულება გაზრდილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში და შეადგენს 73663566.42 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შპს „ჯ.გ–ის“ მიერ სამუშაოების წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ სამშენებლო მოედანზე არსებული ფაქტობრივი სიტუაცია არ შეესაბამებოდა ინჟინრის VADOT-ში ასახულ მოცემულობას. აგრეთვე, კონტრაქტორს არ უწარმოებია გარკვეული ტიპის სამუშაოები, რისი ღირებულებაც დეპარტამენტს გადახდილი აქვს ინჟინრის მიერ დამოწმებული შუალედური გადახდის სერტიფიკატების (Interim Payment Certificate) საფუძველზე. ასევე, არსებობს გარკვეული უზუსტობები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის სამუშაოების მოცულობებში, კოჭების დამზადების, მონტაჟის, ტრანსპორტირების სამუშაოებში. აგრეთვე უზუსტობები აღმოჩნდა ხიმინჯების მოწყობისთვის ბეტონის რაოდენობებთან დაკავშირებით. ამ და სხვა უზოსტობების გამო, დეპარტამენტმა 2022 წლის 21 თებერვლის N-2-06/254116 და 2022 წლის 25 მაისის No2-06/774617 წერილებით, ინჟინერს მოსთხოვა, გადაეხედა და გამოეცა შესწორებული VADOT, თუმცა, ინჟინერი განახლებული დოკუმენტაცია დღემდე არ წარმოუდგენია. ვინაიდან, სამშენებლო მოედანზე ფაქტობრივი მდგომარეობა და VAIDOT-ში აღწერილი სიტუაცია არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, დეპარტამენტმა მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

2.6. 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა კონტრაქტორის მიერ აშენებული მე-7 ხიდის (მდინარე რიონის ხიდი) მე-8 ბურჯი, რამაც ხიდის ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია. საქმის ვითარების შესწავლის მიზნით. მშენებარე სახიდე გადასასვლელის საექსპერტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ოდენობა შეადგენს 3 313 050.08 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ მე-7 ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და აღმოჩნდა, რომ კონტრაქტორის მიერ სამუშაოები შესრულებულ იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ. ხელშეკრულების ზოგადი პირობების 3.5 და 15.3 მუხლების გათვალისწინებით, ინჟინერმა 2021 წლის 13 აგვისტოს გამოსცა VADOT39, რომლის მიხედვით, კონტრაქტორს დეპარტამენტისთვის გადასახდელი ჰქონდა 14769981.33 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

2.7. ამდენად, ის ზიანი, რომელიც მიადგა დეპარტამენტს კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით, შეადგენს არანაკლებ 140194166.15 ლარს დღგ-ის ჩათვლით.

2.8. ხელშეკრულების შესაბამისად, დავის განმხილველი საბოლოო ორგანოა საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელიც დავას განიხილავს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (10C) მიერ დადგენილი წესებით. არბიტრაჟის ადგილი არის ქ. პარიზი, საფრანგეთი. ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელი სამართალია საქართველოს კანონმდებლობა.

2.9. ვინაიდან, დეპარტამენტმა ვერ შეძლო კონტრაქტორისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მან მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთაშორისო არბიტრაჟს.

2.10. იმის გათვალისწინებით, რომ არბიტრაჟში მოთხოვნილი თანხა მნიშვნელოვანი მოცულობისაა (არანაკლებ 140 194 166.15 ლარი დღგ-ის ჩათვლით) და არსებობს რეალური საფრთხე, რომ მოპასუხემ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, გადასცეს მესამე პირებს ან დატვირთოს რაიმე უფლებით მესამე პირების სასარგებლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ დეპარტამენტის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებულ იქნეს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

3. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის მიერ, „A. I.Construction Investment Corppration O“-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, 2024 წლის 17 ივლისს წარდგენილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად:

ა) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, 140194166.15 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ფარგლებში, ყადაღა დაედო და „A. I.Construction Investment Corppration O“-ს აეკრძალა გაასხვისოს, დააგირავოს ან/და მესამე პირების სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთოს უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში - ა.ჯ–ას“ (ს/ნ ......) სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ჩამონათვალი იხ. ამ განჩინების 1.1.1.-1.1.109 პუნქტები);

ბ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ ყადაღა დაედო და „A. I.Construction Investment Corporation O“-ს აეკრძალა, გაასხვისოს ან/და მესამე პირების სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთოს უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში ა.ჯ–ას“ (ს/ნ 202459295) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: საკადასტრო კოდი: .......: ნაკვეთის წინა ნომერი: .........: მისამართი: რაიონი გორი, სოფელი ........., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო- სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 6012.00 კვ.მ;

გ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ ყადაღა დაედო უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო - სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში ა.ჯ–ას“ (ს/ნ .......) შემდეგ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს: GE55TB75....... (სს „თ. ბ–ში“ გახსნილი ანგარიში); GE37BS00000..... (სს „ბ.ბ–ში“ გახსნილი ანგარიში) ჯამში 140194166.15 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის, არაუმეტეს 50%-ს.

4. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1. განმცხადებლის მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, საფუძვლიანი იყო. პალატის მითითებით, თუ მოწინააღმდეგე მხარე კუთვნილ ქონებას გაასხვისებდა და მას სხვა ქონება აღარ დარჩებოდა, ან განკარგავდა საბანკო ანგარიშებს, გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდებოდა, ხოლო თუ იგი ქონებას უფლებრივად დატვირთავდა, შესაძლებელი იყო, ამ ქონების ხარჯზე მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა უზრუნველყოფილ კრედიტორს და განმცხადებელი მასზე აღსრულებას ვერ მიაქცევდა, ე.ი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაშიც ვერ აღსრულდებოდა.

4.2. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დართულ საჯარო რეესტრის ამონაწერზე და 2024 წლის 12 აგვისტოს N179063 წერილზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ......, ნაკვეთის წინა ნომერი: ......: მისამართი: რაიონი გორი, სოფელი ........; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 6012.00 კვ.მ) უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში - ა.ჯ–ას“ საკუთრება იყო. ამასთან, საქმეზე დართული სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 29 ივლისის MIA 5 24 02293242 წერილით და მასზე დართული ფაილით დასტურდებოდა, რომ უცხოური საწარმოს ფილიალის „ღია სააქციო საზოგადოება სამშენებლო სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია ა–ის წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში - ა.ჯ–ას“ (ს/ნ: ......) სახელზე იყო რეგისტრირებული განცხადებაში მითითებული 109 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

4.3. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ამ ნაწილშიც გამართლებული იყო, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ასეთი ღონისძიება გამოყენებულ უნდა ყოფილიყო იმგვარად, რომ მოპასუხეს სავარაუდოდ მიღებული ან მისაღები შემოსავლის ნაწილი მაინც დარჩენოდა. ამ თვალსაზრისით პალატამ აღინიშნა, რომ დღეისათვის იურიდიული პირი შემოსავალს, ჩვეულებრივ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით იღებდა, ამასთან, სარჩელის ფასი განსაზღვრული იყო 140194166.15 ლარით. თუკი, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობა 140194166.15 ლარს არ აღემატებოდა, ასეთ ვითარებაში, ანგარიშებზე ყადაღის დადებას, შეიძლება მოპასუხე დაეტოვებინა შემოსავლის გარეშე, რის გამოც ვეღარ შეძლებდა საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების გაღებას (საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, საწარმოში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების ანაზღაურების გაცემა და სხვ.), რაც დაუშვებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ყადაღა უნდა გავრცელებულიყო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის მხოლოდ 50%-ზე.

5. ზემოაღნიშნული განჩინებაზე, 2024 წლის 08 ოქტომბერს, საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

6. საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

6.1. საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას არ იზიარებს იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღა უნდა გავრცელებულიყო განთავსებული თანხის მხოლოდ 50%-ზე. საჩივრის ავტორი ითხოვს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ, ყადაღა დაედოს ფილიალის საბანკო ანგარიშებზე (GE5...... (სს „თ.ბ–ი“); GE3....... (სს „ბ. ბ–ი“)) არსებულ ფულად სახსრებს სრულად, 140194166.15 ლარის ფარგლებში.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე, დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

7.1. ზემოაღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჩივარი არ შეიცავდა სადავო განჩინებაში ასახული დასკვნების საწინააღმდეგო/გამაბათილებელ მტკიცებას, რაც პალატის აზრით, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის, საჩივრის) ფარგლებში.

10. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის ანგარიშებზე ყადაღის ნაწილობრივ გავრცელების მართლზომიერება.

11. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს. კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბები და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, უსაფუძვლოდ არ უნდა იზღუდებოდეს მოწინააღმდეგე მხარის და სხვა მესამე პირთა ინტერესები. ამიტომ, სწორედ განმცხადებელს აწევს იმ ტვირთის დაძლევა, რომელიც იწვევს უფლების პროპორციულ შეზღუდვას. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოწინააღმდეგე მხარის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით არათანაბარ პირობებში ჩაყენება. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დაბალანსებული იყოს უფლებრივი მდგომარეობა და გამოყენებული იქნას იმგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მართებულად შეზღუდავს მოპასუხის უფლებას და გავლენას არ მოახდენს მესამე პირების ინტერესებზეც. მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციიდან.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვის ეტაპზე, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა; კერძოდ, განმცხადებელმა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იშუამდგომლა საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებებზე, მათ შორის, 1 უძრავ ქონებაზე, 109 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე. სააპელაციო პალატის განჩინებით, სრულად დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილში, ხოლო, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ყადაღა დაედო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, თანაც იმგვარად, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს დარჩა უფლება თავისუფლად განეკარგა ანგარიშზე არსებული ან/და ჩარიცხული თანხების არაუმეტეს 50%. სწორედ ამ უკანასკნელს არ იზიარებს საჩივრის ავტორი და მიიჩნევს, რომ ყადაღა უნდა დაედოს მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულ ან/და არსებულ ფულად სახსრებს (140194166.15 ლარის ფარგლებში) სრულად და არა მარტოოდენ 50%-ის ფარგლებში.

14. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება მძიმე საპროცესო ტვირთია და შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ დადასტურებული უკიდურესი აუცილებლობის დროს, როდესაც სახეზეა ორი პირობა: ა) არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და ბ) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება.

15. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). აქედან გამომდინარე, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიზანშეუწონლად მიაჩნია საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული ანდა ჩარიცხული ფულადი სახსრების 100%-იან მოცულობაზე ყადაღის დადება, მით უფრო მაშინ, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე კომპანიას, გარდა საბანკო ანგარიშისა, აქვს სხვა უძრავ-მოძრავი ქონებაც და კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება არ არის ერთადერთი და უკიდურესი ზომა მომავალში მისაღები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

17. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით, მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა, იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ იურიდიული პირები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას და ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, დადებული აქვთ ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან და შესაბამისად, გააჩნიათ ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი. ანგარიშსწორებას ისინი ახორციელებენ უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვებით). ასევე, მეწარმე სუბიექტს გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, საწარმოებში დასაქმებული არიან მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებას. ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით, მათ ეკრძალებათ ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას და დააბრკოლოს სამეწარმეო საქმიანობა და ფაქტობრივად, გამოიწვიოს საწარმოს პარალიზება. ანგარიშების სრული დაყადაღებით იქმნება რეალური საფრთხე, რომ საწარმო ვერ გადაიხდის გადასახადებს, ვერ შეასრულებს სხვა საწარმოებთან დადებულ ხელშეკრულებებს, ასევე, შეიზღუდება საწარმოში დასაქმებულ პირთა შრომითი და სოციალური უფლებები და შესაძლოა იურიდიული პირი დადგეს გაკოტრების საფრთხის წინაშე.

18. ზემოაღნიშნული მსჯელობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საზოგადოების საბანკო ანგარიშების სრული მოცულობით დაყადაყება, უდავოდ სავალალო შედეგის მომტანი იქნებოდა საარბიტრაჟო მოპასუხისათვის და სააპელაციო პალატამ, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, დაიცვა ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოსსამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის, რამეთუ საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულადი სახსების მთლიან მოცულობაზე ყადაღის დადებას, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა კომპანიისათვის და უზრუნველყოფის ღონისძიებას დაეკარგა ის მიზანი, რასაც იგი რეალურად ემსახურება; უფრო მეტიც, შესაძლოა, უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულების საპირისპირო შედეგიც კი, გამოეწვია.

19. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან, რომელთა ნაწილი წინამდებარე განჩინებაშიც აისახა.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე