საქმე №ა-1465-შ-36-2025 5 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა ჯეირანაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.გ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვებზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება და ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ბავშვების - 2008 წლის 21 ოქტომბერს დაბადებული ა.გ–ას, 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული მ.გ–ასა და 2016 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული მ.გ–ას კანონიერი მეურვეობა გადაეცა ექკლუზიურად დედას - ე.გ–იას. მ.გ–ას ე.გ–იას სასარგებლოდ 2022 წლის 1 თებერვლიდან, საერთო შვილების სარჩენად, დაეკისრა ალიმენტი, ყოველთვიურად, ა. და მ.გ–ას სასარგებლოდ - 193-193 ევროს, ხოლო მ.გ–ას სასარგებლოდ - 162 ევროს, სულ 548 ევროს გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს ყოველი თვის 5 რიცხვამდე, დამოკიდებულია სამომხმარებლო ფასების ინდექსზე, ყოველ 12 თვეში კორექტირებით.
ე.გ–იას წარმომადგენელმა ა.ს–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არასრულწლოვან ბავშვებზე კანონიერი მეურვეობის მინიჭების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 8 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ე.გ–ია საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით ე.გ–იას შუამდგომლობა ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინება და ე.გ–იას შუამდგომლობა თანდართული მასალით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე მ.გ–ას. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.გ–იას შუამდგომლობა ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არასრულწლოვან ბავშვებზე კანონიერი მეურვეობის მინიჭების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ბავშვების - 2008 წლის 21 ოქტომბერს დაბადებული ა.გ–ას, 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული მ.გ–ასა და 2016 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული მ.გ–ას კანონიერი მეურვეობა გადაეცა ექკლუზიურად დედას - ე.გ–იას.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 8 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ე.გ–ია საქართველოს მოქალაქეა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაარასრულწლოვან ბავშვებზე კანონიერი მეურვეობის მინიჭების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.გ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელგიის ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვანი ბავშვების - 2008 წლის 21 ოქტომბერს დაბადებული ა.გ–ას, 2010 წლის 10 აგვისტოს დაბადებული მ.გ–ასა და 2016 წლის 9 ოქტომბერს დაბადებული მ.გ–ას კანონიერი მეურვეობა გადაეცა ექკლუზიურად დედას - ე.გ–იას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ამირან ძაბუნიძე