საქმე №ა-1749-შ-46-2025 30 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.კ–რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ-კ. რ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ე.კ–რ–ისა და კ-კ. რ–ის შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 24 მაისიდან და გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
2. 2025 წლის 15 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობა წარმოადგინა ე.კ–რ–იმ, რომელშიც მიუთითა, რომ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა მხარეს განემარტა, რომ ესაჭიროებოდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება.
3. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ე.კ–რ–ისა და კ-კ.რ–ის შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 24 მაისიდან და გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
8. საქართველოს მოქალაქე ე.კ–რ–იმ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.კ–რ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება (№21 F 112/18), რომლითაც ე.კ–რ–ისა და კ-კ.რ–ის შორის ქორწინება შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა