Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-1074-1027(კ-07) 14 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე

განიხილა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის «..-ის» თავმჯდომარის ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.07წ. განჩინებაზე.

სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.07წ. განჩინებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «...-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.12.05წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის «..-ის» თავმჯდომარემ ნ. ბ.-მ. 21.06.07წ. განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 11.10.07წ. (ს.ფ. 184), ხოლო საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა 15.11.07წ. (ს.ფ.187), რითაც 3 დღით გადააცილა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ ვადას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის «...-ის» თავმჯდომარის ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 1 თვიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის «...-ის» თავმჯდომარის ნ. ბ.-ის საკსაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.