Facebook Twitter

საქმე №ას-614-2025

07 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (გაკოტრების მმართველი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ც.ი–ა“ (მოვალე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კრედიტორები - სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს „ს.ც.ი–ას“ დირექტორმა 2018 წლის 23 მაისს, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო შპს „ს.ც.ი–ას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით, აღიარებულ კრედიტორს - სსიპ შემოსავლების სამსახურს ნატურით გადაეცა ქონება, რომელთა მახასიათებლებია: 1. ინკუბატორი (thermo electron corporation), ფასი - 1000

ლარი, ქონების რაოდენობა/აღწერილობა - მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

2. ინკუბატორი thermo scientific, ფასი - 11 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

3. ლაპარასკოპიის აპარატის კომპეტქი, ფასი - 90 000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

4. ცენტრიფუგა - ფასი -3000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 2.

5. ცენტრი ფუგა, ფასი - 150 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

6. ულტრაბგერითი სკანერი (Power Vision), ფასი - 15 000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

7. ულტრაბგერითი სკანერი (მონიტორი, visys სადგომი), ფასი - 400 ლარი, მეორადი,

მუშა მდგომარეობა 1.

8. ანესთეზიის აპარატი (Narkomed 3), ფასი - 7000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

9. ელექტრო დანა, S900B, ფასი - 3 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

10. ენდოსკოპი ენდოსკოპი pentax epm 3300, ფასი - 5000 ლარი, მეორადი, მუშა

მგდომარეობა 1.

11. ენდოსკოპი PENTAX, ფასი - 2000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

12. მონიტორი sony (trinitron ), ფასი - 50 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

13. საქაჩი yuyue7A, ფასი - 1300 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

14. საქაჩი GIMA, ფასი - 2000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 2.

15. ელსაქაჩი, ფასი - 800 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

16. საქაჩი, ფასი - 100 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

17. პატარა სატუმბი მანქანა (TOBI UNO), ფასი - 50 ლარი, მეორაგდი, მუშა მდგომარეობა 1.

18. ინფუზომატი, ფასი - 400 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

19. ინფუზომატი, ფასი - 700 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

20. ინფუზომარი სამრიგიანი, ფასი - 900 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

21. ექოსკოპიის აპარატი (ეკრანის გარეშე) ალოკას ფირმის, ფასი - 25 000 ლარი,

მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

22. ექოსკოპიის აპარატის კომპექტი toshiba (power vision), ფასი - 25 000 ლარი,

მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

23. მიკრომანიპულატორი (NT 88 - V3 Nikoni-ის ფირმის), ფასი - 40 000 ლარი,

მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

24. ნაყოფის გულის საზომი კარდიოტოკოგრაფი, ფასი - 500 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

25. ელექტროკარდიოგრამა (fukuda deninish) ფასი - 800 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

ფიზიო თერაპიის აპარატების კომპლექტი: ,,პოტოკი’’, ,,რეფტონი’’, ,,უვჩ’’,

ულტრაბგერითი,1,1,1,1.

26. თერაპიის აპარატი, ,,ისკრა 1’’, ფასი - 10 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

27. მიკროსკოპი ნიკონი, ფასი - 20 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

28. მიკროსკოპი ბინოკულარული, ფასი - 20000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1

29. ხელოვნური სუნთქვის აპარატი (drager), ფასი - 4 000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა.

30. ხელოვნური სუნთქვის აპარატი (პოლინარკონ 2) ფასი - 8 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

31. ხელოვნური სუნთქვის აპარატი სარეანიმაციო, ფასი - 12 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

32. ხელოვნური სუნთქვის აპარატი (drager), ფასი - 8 000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

33. ხელოვნური სუნთქვის აპარატი PB puritan bennet 7200 33 series, ფასი - 2 000 ლარი,

მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

34. საოპერაციო მაგიდა, ფასი - 5000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

35. საოპერაციო მაგიდა, ფასი - 2000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

36. შტატივი, ფასი - 250 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 10.

37. ქირურგიული ლამპა, ფასი - 15 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

38. სტერილური იარაღების კამერა, ფასი - 75 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 3.

39. სამედიცინო გინეკოლოგიური სავარძელი, ფასი - 1000 ლარი, მეორადი, 4.

40. სამედიცინო გასანათებელი ლამპა, ფასი - 100 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა1.

41. ნეგატოსკოპი, ფასი - 30 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

42. შტატივი, ფასი - 30, მეორადი - 30.

43. სტერილიზაციის უთო, ფასი - 400 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

44. სასწორი Cima, ფასი - 150 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

45. სტერილიზატორი მშრალი, ფასი - 1100 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

46. დიუარი ბიოლოგიური მასალებისთვის, თეთრი, ფასი - 300 ლარი, მეორადი 1.

47. დიუარი ბიოლოგიური მასალებისთვის, ნაცრისფერი, ფასი - 300 ლარი, მეორადი1.

48. დიუარი ბიოლოგიური მასალებისთვის, ფასი - 300 ლარი, მეორადი 1.

49. ლამინარული კარადა HEPA BIOTECNE, ფასი - 7000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

50. სამედიცინო სანათი, ფასი - 50 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

51. ქირურგიული ლამფა, ფასი - 2 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

52. სითხის რეზერვუარი, ფასი - 1300 ლარი, მეორადი -1.

53. შტატივი, ფასი - 45 ლარი, მეორადი - 3.

54. ჰიგიენური სავარძელი, ფასი - 20 ლარი, მეორადი - 2.

55. ტაპჩანი, ფასი - 1120 ლარი, მეორადი-14.

56. სამედიცინო შირმა, ფასი - 30 ლარი, მეორადი-1.

57. ქირურგიული (საოპერაციო) ლამპა, ფასი - 1 000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

58. ქირურგიული (საოპერაციო) ლამპა, ფასი - 1 000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.

59. ლოგინი (ინტენსიურის), ფასი - 15 300 ლარი, მეორადი -17.

60. საკაცე, ფასი - 50 ლარი, მეორადი-1.

61. ინტენსიურის ლოგინი, ფასი - 7 700 ლარი, მეორადი-7.

62. შშმ პირის ეტლი, ფასი - 1200 ლარი, მეორადი - 8.

63. შშმ პირის ფეხით სასიარულო, ფასი - 1600 ლარი, მეორადი -20.

64. შშმ პირის სკამი, ფასი - 40 ლარი, მეორადი - 2.

65. შშმ პირის დასაყრდენი, ფასი - 40 ლარი, მეორადი - 1.

66. სამედიცინო საწოლი, ფასი - 1600 ლარი, მეორადი -4.

67. შტატივი, ფასი - 15 ლარი, მეირადი-1.

68. ნაგვის პარკის საკიდი, ფასი - 40 ლარი, მეორადი -4.

69. კარადა შუშით, ფასი - 150 ლარი, მეორადი-1.

70. მონი ტორი, ფასი - 240 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 2.

71. კატალკა, ფასი - 70 ლარი, მეორადი -1.

72. საოპერაციო ქილის სადგამი, ფასი - 15 ლარი, მეორადი - 1.

73. ტუმბო, ფასი -100 ლარი, მეორადი - 2.

74. ლამინარული კარადა, ფასი - 7 000 ლარი, მეორადი - 1.

75. თერმო ფლეიტი, ფასი - 200 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

76. სამედიცინო შირმა 4 სექციური, ფასი - 80, მეორადი - 2.

77. გინეკოლოგიური მაგიდა, ფასი - 250 ლარი, მეორადი -1.

78. სისხლის გადასხმის აპარატი, ფასი - 80 ლარი, მეორადი - 1.

79. ნეგატოსკოპი, ფასი - 70 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

80. ინვალიდების გადასაადგილებელი საყრდენი, ფასი - 30 ლარი, მეორადი - 1.

81. რენტგენის აპარატი, ფასი - 140 000 ლარი, მეორადი, მუშა მდგომარეობა 1.

82. რენტგენის აპარატი (Siemens Multimobil 10), ფასი - 25 000 ლარი, მეორადი, მუშა

მდგომარეობა 1.სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულ იქნა საფასურის ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7% -ის - 38 894.45 (ოცდათვრამეტი ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) გადახდისაგან.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინება; განიმარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და საჩივარში აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინების გასაჩივრების მიზანს წარმოადგენდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპის (კრედიტორთა თანაბარზომიერი დაკმაყოფილების) დაცვა და კრედიტორისათვის უკანონოდ მიკუთვნებული ქონების დაბრუნება მოვალე საწარმოსათვის. ასევე, უმნიშვნელოვანესია უზენაესმა სასამართლომ შეაფასოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ კანონის ანალოგიის გამოყენების საფუძვლიანობა და მისი მართებულობა. კერძოდ, რამდენად არსებობს ანალოგიის გამოყენების საფუძველი სადავო ურთიერთობის გადაწყვეტაში და რამდენად შესაძლებელია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით მოსაწესრიგებელ ურთიერთობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

სპეციალური ნორმით განმტკიცებულია, რომ კერძო საჩივარს განიხილავს განჩინების მიმღები სასამართლო და ის ზემდგომი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გახდეს, თუ განჩინების მიმღები სასამართლო მას დაუშვებლად ან დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

ხსენებული კანონის მე-10 მუხლის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 14 დღის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამდენად, კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება), მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა საბოლოოა და აღარ საჩივრდება (იხ. სუსგ საქმე Nას-210-2021; 09.03.2021).

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განჩინებას, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინების კანონიერებაზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო განჩინება, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2025 წლის 27 მარტს მიღებული განჩინება წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის განჩინებაც არ საჩივრდება და რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი, შესაბამისად, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი