საქმე №ა-2295-შ-57-2025 30 მაისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ლ–ი (მ–ი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №BER L 002411-24)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №BER L 002411-24): ნ. მ–ის (დაბადებული 1972 წლის 22 ნოემბერს, სოციალური დაცვის ნომრით - 721-92-8225) განცხადება დაკმაყოფილდა და მას უფლება მიენიჭა ატაროს გვარი - ლ–ი.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა, რომელმაც ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №BER L 002411-24): ნ. მ–ის (დაბადებული 1972 წლის 22 ნოემბერს, სოციალური დაცვის ნომრით - 721-92-8225) განცხადება დაკმაყოფილდა და მას უფლება მიენიჭა ატაროს გვარი - ლ–ი.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება და წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ლ–ის (მ–ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №BER L 002411-24), რომლითაც ნ. მ–ის (დაბადებული 1972 წლის 22 ნოემბერს, სოციალური დაცვის ნომრით - 721-92-8225) განცხადება დაკმაყოფილდა და მას უფლება მიენიჭა ატაროს გვარი - ლ–ი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა