15 მაისი, 2025 წელი,
საქმე №ას-345 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მორიგების გამო საქმისწარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისში, ....... მდებარე #4 ბინა, ს/კ-ით # .......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2021 წლის 13 ივლისიდან იპოთეკის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ ერთობლივი განცხადების საფუძველზე, სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი ან მესაკუთრე) საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. სადავო უძრავ ქონებას მ.დ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ფლობს და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას, ამის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით.
3. მოპასუხე არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.
4. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მოპასუხე მაინც განაგრძობს მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9.1. კასატორი მიიჩნევდა, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, მისი მტკიცებით, სარჩელის წარდგენისას უძრავ ნივთს მართლზომიერად ფლობდა, რადგან ხელშეკრულების მოქმედების და უძრავი ნივთის გამოსყიდვისთვის 24 თვე განესაზღვრა, რომელიც 2023 წლის 13 ივლისს ამოიწურა, ანუ სარჩელის წარდგენიდან ათი თვის გასვლის შემდგომ.
9.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყო მხარეთა შორის შეუთანხმებლობით, რაც ვალუტის კურსის არსებითმა ცვლილებამ განაპირობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაფრთხილების წერილიც არ ჩაჰბარებია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. 2024 წლის 14 მაისს მხარეებმა წარმოადგინეს მათ მიერ ხელმოწერილი შემდეგი შინაარსის წერილობითი მორიგება:
11.1. მხარეები გამოთქვამენ ნებას, რომ დავა დაამთავრონ მორიგებით, რა მიზნითაც თანხმდებიან, შემდეგზე:
2.1. მ.დ–ი გამოთქვამს სურვილს, რომ თბილისში, ......... მდებარე #4 ბინა, ს/კ-ით # ........., მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თავიდან არიდების მიზნით, შეიძინოს მოსარჩელისაგან 31.05.2026 წლამდე ამავე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად.
ნასყიდობის საგნის ნასყიდობის ფასი
886,532.00 (რვაას ოთხმოცდაექვსი ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარი. მოცემული ტრანზაქცია არ იბეგრება დღგ-ის საფასურით.
გადახდის პირობები
ნასყიდობის საგნის ნასყიდობის ფასი გადახდილ იქნება ერთიანი გადახდით 31.05.2026 წლამდე.
ანგარიშსწორების ანგარიში
GE86TB0000045030500806
2.2. მოსარჩელე თანახმაა, 31.05.2026 წლამდე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში უძრავი ქონება მიყიდოს მ.დ–ს 886,532.00 ლარად.
2.3. ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია იმ დათქმით, რომ ქონების ყიდვას ახორციელებს ყოფილი მესაკუთრე. ყოფილ მესაკუთრეს შეუძლია შემოგვთავაზოს სხვა ნებისმიერ მესამე პირი, როგორც მყიდველი, მხოლოდ ამ მორიგების აქტით დადგენილ ვადაში და პირობებით. მესამე პირზე ამ მორიგების აქტიდან გამომდინარე ქონების რეალიზაციისას ქონების საფასურს დაემატება კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს თანხა.
2.4. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, მყიდველი ვალდებულია, თუ ხელშეკრულებით ფასი/ან ნებისმიერი სხვა გადასახდელი განსაზღვრულია უცხოურ ვალუტაში, როგორც ქონების საფასურის (როგორც ნაწილ-ნაწილ, ასევე საბოლოო), ასევე ნებისმიერი გადასახდელის (ასეთის არსებობისას) აწარმოოს გადახდის დღეს ეროვნული ბანკს მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.
2.5. შეძენის უფლება ძალაშია ამ მორიგების აქტის ძალაში ამავე შეთანხმებით განსაზღვრული შეძენის ვადამდე ან/და წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ და იმ შემთხვევაში, თუ დადგება წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი პირობები, მხარეები გააფორმებენ ნასყიდობის ძირითად ხელშეკრულებას, რაც გახდება უძრავ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნება მოსარჩელის საკუთრებაში. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხის თანხმობის გარეშე არ გაასხვისოს უძრავი ქონება მესამე პირებზე, ასევე არ დატვირთოს უფლებრივად.
2.6. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხის მიზეზით წინამდებარე მორიგების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა ვალდებულება აუნაზღაუროს გამყიდველს ამით გამოწვეული ზიანი, ასევე ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც გამყიდველი მიიღებდა ნასყიდობის საგნის მესამე პირისთვის იჯარით/ქირით გადაცემის ან/და გასხვისების შედეგად. შესაბამისად, ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის საიჯარო ქირა/მიუღებელი შემოსავალი, ტოლია მყიდველის მიერ ამ მორიგების აქტის საფუძველზე გადახდილი/გადასახდელი თანხის, რაც ნიშნავს იმას, რომ 2.6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია, მყიდველს არ დაუბრუნოს მის მიერ ამ მორიგების აქტის საფუძვლეზე გადახდილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მიუხედავად მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ განხორციელებული გადახდებისა, ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ 2.6 მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანხა ყოველთვიურ გაანგარიშებაზე არ უნდა აღემატებოდეს თვიურად 500 ლარს.
2.7. მხარეები თანხმდებიან, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, მოპასუხის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე წარმოშობილი მოპასუხის ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოპასუხის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მყიდველის ნებისმიერი ანგარიშიდან.
2.8. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თუ მოპასუხე, 31.05.2026 წლამდე ამავე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად, არ შეიძენს უძრავ ქონებას, მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. მოსარჩელეს უფლება ექნება, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რა დროსაც მისი პირველი მოთხოვნისთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი შემდეგი შინაარსით:
მოპასუხე მ.დ–ის პ/ნ ....... უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს “თ.ბ–ის“ (ს/კ .....) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა .......; ფართი: 305.80 კვ.მ; საკადასტრო კოდი: ........ და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს “თ.ბ–ს“.
დასკვნითი დებულებები
3.1. მოპასუხე ვალდებულია წინამდებარე მორიგების აქტის მიზნებისათვის და აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე წინასწარ წერილობით აცნობოს მოსარჩელეს ადგილსამყოფელის (მისამართის) შეცვლის შესახებ. მოსარჩელისათვის ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ნებისმიერი ინფორმაცია და მოთხოვნა გაიგზავნება მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება თუნდაც მოპასუხე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს (იმყოფებოდეს).
3.2. წინამდებარე მორიგების აქტით, მყიდველი გამოხატავს ცალსახა თანხმობას სს “თ.ბ–მა" (მის: ქ. თბილისი, ........) შეაგროვოს/დაამუშავოს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). მომხმარებლის (მათ შორის მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ან ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მიაწოდოს ინფორმაცია მოვალის/მყიდველის შესახებ, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მოვალის/მყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე ვალის (ვალდებულების) წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაშ), მოქ¬მედების ვადას, მოვალის/მყიდველის მიერ ბანკის წინაშე შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების დროულო¬ბას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.
3.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტი შედგა 3 (სამი) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი წარედგინება სასამართლოს, ხოლო დანარჩენი ინახება მხარეებთან.
3.4. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი იდება მათი ნების საფუძველზე და ისინი არ იმყოფებიან იძულების ან მოტყუების ქვეშ. შესაბამისად მხარეები გამოთქვამენ თანხმობას წინამდებარე მორიგების აქტი სასამართლოს მიერ დამტკიცდეს ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის გარეშე.
3.5. მხარეები ასევე აცხადებენ და ადასტურებენ, რომ უარს ამბობენ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგება უნდა დამტკიცდეს და საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
14. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
15. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შესაბამისად, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 54-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგება შემდეგი პირობებით:
2.1. მ.დ–ი გამოთქვამს სურვილს, რომ თბილისში, ......... მდებარე #4 ბინა, ს/კ-ით # .........., მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თავიდან არიდების მიზნით, შეიძინოს მოსარჩელისაგან 31.05.2026 წლამდე ამავე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად.
1.1 პუნქტში მითითებული ნასყიდობის საგნის ნასყიდობის ფასი
886,532.00 (რვაას ოთხმოცდაექვსი ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარი. მოცემული ტრანზაქცია არ იბეგრება დღგ-ის საფასურით.
გადახდის პირობები
ნასყიდობის საგნის ნასყიდობის ფასი გადახდილ იქნება ერთიანი გადახდით 31.05.2026 წლამდე.
ანგარიშსწორების ანგარიში
GE86TB0000045030500806
2.2. მოსარჩელე თანახმაა, 31.05.2026 წლამდე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში უძრავი ქონება მიყიდოს მ.დ–ს 886,532.00 ლარად.
2.3. ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია იმ დათქმით, რომ ქონების ყიდვას ახორციელებს ყოფილი მესაკუთრე. ყოფილ მესაკუთრეს შეუძლია შემოგვთავაზოს სხვა ნებისმიერ მესამე პირი, როგორც მყიდველი, მხოლოდ ამ მორიგების აქტით დადგენილ ვადაში და პირობებით. მესამე პირზე ამ მორიგების აქტიდან გამომდინარე ქონების რეალიზაციისას ქონების საფასურს დაემატება კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ს თანხა.
2.4. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, მყიდველი ვალდებულია, თუ ხელშეკრულებით ფასი/ან ნებისმიერი სხვა გადასახდელი განსაზღვრულია უცხოურ ვალუტაში, როგორც ქონების საფასურის (როგორც ნაწილ-ნაწილ, ასევე საბოლოო), ასევე ნებისმიერი გადასახდელის (ასეთის არსებობისას) აწარმოოს გადახდის დღეს ეროვნული ბანკს მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში.
2.5. შეძენის უფლება ძალაშია ამ მორიგების აქტის ძალაში ამავე შეთანხმებით განსაზღვრული შეძენის ვადამდე ან/და წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ და იმ შემთხვევაში, თუ დადგება წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი პირობები, მხარეები გააფორმებენ ნასყიდობის ძირითად ხელშეკრულებას, რაც გახდება უძრავ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნება მოსარჩელის საკუთრებაში. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოპასუხის თანხმობის გარეშე არ გაასხვისოს უძრავი ქონება მესამე პირებზე, ასევე არ დატვირთოს უფლებრივად.
2.6. მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხის მიზეზით წინამდებარე მორიგების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა ვალდებულება აუნაზღაუროს გამყიდველს ამით გამოწვეული ზიანი, ასევე ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც გამყიდველი მიიღებდა ნასყიდობის საგნის მესამე პირისთვის იჯარით/ქირით გადაცემის ან/და გასხვისების შედეგად. შესაბამისად, ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის საიჯარო ქირა/მიუღებელი შემოსავალი, ტოლია მყიდველის მიერ ამ მორიგების აქტის საფუძველზე გადახდილი/გადასახდელი თანხის, რაც ნიშნავს იმას, რომ 2.6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია, მყიდველს არ დაუბრუნოს მის მიერ ამ მორიგების აქტის საფუძვლეზე გადახდილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მიუხედავად მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ განხორციელებული გადახდებისა, ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ 2.6 მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანხა ყოველთვიუ გაანგარიშებაზე არ უნდა აღემატებოდეს თვიურად 500 ლარს.
2.7. მხარეები თანხმდებიან, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, მოპასუხის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე წარმოშობილი მოპასუხის ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოპასუხის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მყიდველის ნებისმიერი ანგარიშიდან.
2.8. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თუ მოპასუხე, 31.05.2026 წლამდე ამავე მორიგების აქტის პირობების შესაბამისად, არ შეიძენს უძრავ ქონებას, მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. მოსარჩელეს უფლება ექნება, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რა დროსაც მისი პირველი მოთხოვნისთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი შემდეგი შინაარსით:
მოპასუხე მ.დ–ის პ/ნ ...... უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს “თ.ბ–ის“ (ს/კ ........) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, .......; ფართი: 305.80 კვ.მ; საკადასტრო კოდი: ........ და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს “თ.ბ–ს“.
დასკვნითი დებულებები
3.1. მოპასუხე ვალდებულია წინამდებარე მორიგების აქტის მიზნებისათვის და აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე წინასწარ წერილობით აცნობოს მოსარჩელეს ადგილსამყოფელის (მისამართის) შეცვლის შესახებ. მოსარჩელისათვის ასეთი ცნობის უქონლობის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ნებისმიერი ინფორმაცია და მოთხოვნა გაიგზავნება მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ჩაითვლება თუნდაც მოპასუხე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს (იმყოფებოდეს).
3.2. წინამდებარე მორიგების აქტით, მყიდველი გამოხატავს ცალსახა თანხმობას სს “თ.ბ–მა" (მის: ქ. თბილისი, ........) შეაგროვოს/დაამუშავოს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). მომხმარებლის (მათ შორის მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ან ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მიაწოდოს ინფორმაცია მოვალის/მყიდველის შესახებ, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მოვალის/მყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე ვალის (ვალდებულების) წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაშ), მოქმედების ვადას, მოვალის/მყიდველის მიერ ბანკის წინაშე შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების დროულო¬ბას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.
3.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტი შედგა 3 (სამი) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი წარედგინება სასამართლოს, ხოლო დანარჩენი ინახება მხარეებთან.
3.4. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი იდება მათი ნების საფუძველზე და ისინი არ იმყოფებიან იძულების ან მოტყუების ქვეშ. შესაბამისად მხარეები გამოთქვამენ თანხმობას წინამდებარე მორიგების აქტი სასამართლოს მიერ დამტკიცდეს ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის გარეშე.
3.5. მხარეები ასევე აცხადებენ და ადასტურებენ, რომ უარს ამბობენ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრებაზე.
2. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით და იმავე მხარეებს შორის დავა აღარ დაიშვება;
4. მ.დ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ბა–ძის მიერ გადახდილი 100 ლარი (საგადასახადო დავალება #5631, გადახდის თარიღი 28.02.2025წ) და 50 ლარი (საგადასახადო დავალება #26604379226, გადახდის თარიღი 31.03.2025წ) ჯამურად 150 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
ვლადიმერ კაკაბაძე