Facebook Twitter

საქმე №ა-1715-შ-43-2025 5 ივნისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.პ–ა (პ–ო)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ვ. ძე გ–სა და ა.დ. ასულ გ–ს (ქალიშვილობის გვარი პ–ო) შორის, ქ.გომელში, ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის მმაჩის განყოფილებაში 2014 წლის 6 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №733) შეწყდა. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ა. გ–ს მიენიჭა გვარი - პ–ო.

ა.პ–ას (პ–ო) წარმომადგენელმა თ.დ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 31 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2024 წლის 12 დეკემბრიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე ა.პ–ას (პ–ო) მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით ა.პ–ას (პ–ო) შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა.პ–ას (პ–ო) შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ვ. ძე გ–სა და ა.დ. ასულ გ–ს (ქალიშვილობის გვარი პ–ო) შორის, ქ.გომელში, ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის მმაჩის განყოფილებაში 2014 წლის 6 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №733) შეწყდა. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ა. გ–ს მიენიჭა გვარი - პ–ო. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 31 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2024 წლის 12 დეკემბრიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე ა.პ–ას (პ–ო) მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.პ–ას (პ–ო) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ვ. ძე გ–სა და ა.დ. ასულ გ–ს (ქალიშვილობის გვარი პ–ო) შორის, ქ.გომელში, ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის მმაჩის განყოფილებაში 2014 წლის 6 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №733) შეწყდა. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ა. გ–ს მიენიჭა გვარი - პ–ო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი