საქმე №ა-2188-შ-56-2025 5 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.გ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ს–ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულებით თ.გ–ვასა და შ.ს–იას შორის წალენჯიხაში 2001 წლის 3 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (№01251009441) შეწყდა.
თ.გ–ვას წარმომადგენელმა ა.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განკარგულება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ.გ–ვა საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით თ.გ–ვას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.გ–ვას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულებით თ.გ–ვასა და შ.ს–იას შორის წალენჯიხაში 2001 წლის 3 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (№01251009441) შეწყდა. ზემოაღნიშნული განკარგულება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ.გ–ვა საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, მერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.გ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების კამერონის ოლქის საერთო საჩივრების სასამართლოს (საოჯახო საქმეთა განყოფილება) 2019 წლის 1 აგვისტოს №2019-326 განკარგულება, რომლითაც თ.გ–ვასა და შ.ს–იას შორის წალენჯიხაში 2001 წლის 3 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (№01251009441) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი