საქმე №ას-101-2025 6 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ქ.მ–ი“, შპს „ჯ.ს.ე–ს“, შპს „ქ.ღ.მ–ი“, შპს „ქ.ღ.მ–ი“, შპს „ქ.მ.ვ–ბი“, შპს „თ.ვ–ი“, ა.ქ–ძე, ზ.წ–ი, ბ.ხ–ნი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს „ქ.მ–ის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე კომპანია“), შპს „ჯ.ს.ე–ს“-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე კომპანია“), შპს „ქ.ღ.მ–ის“ (შემდგომში - „მესამე მოპასუხე კომპანია“), შპს „ქ.ღ.მ–ის“ (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე კომპანია“), შპს „ქ.მ.ვ–ბის“ (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე კომპანია“), შპს „თ.ვ–ის“ (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე კომპანია“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხე კომპანიები“), ა.ქ–ძის (შემდგომში - „მეშვიდე მოპასუხე“), ზ.წ–ის (შემდგომში - „მერვე მოპასუხე“) და ბ.ხ–ნის (შემდგომში - „მეცხრე მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „პ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე კომპანიებს და მეცხრე მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ:
1.1.1. 28.09.2018წ. N75.5007 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 381 195.11 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 340 365.55 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 35 685.93 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი - 5 059 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 84.63 აშშ დოლარი;
1.1.2. 27.09.2019წ. N75.5975 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 91 280.37 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 86 936.93 ლარი, დარიცხული პროცენტი - 4 034.82 ლარი და პირგასამტეხლო - 308.62 ლარი;
1.1.3. 31.10.2019წ. N75.6056 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 18 868.38 ევრო, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 17 737.66 ევრო, დარიცხული პროცენტი - 838.21 ევრო, მიუღებელი შემოსავალი - 220 ევრო და პირგასამტეხლო - 72.51 ევრო;
1.1.4. 21.11.2019წ. N75.6124 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 39 817.01 ევრო, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 37 301.41, დარიცხული პროცენტი - 1 847.58 ევრო, მიუღებელი შემოსავალი - 477.95 ევრო და პირგასამტეხლო - 190.07 ევრო;
1.1.5. 07.10.2020წ. N75.7086 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 153 499.17 ევრო, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 145 292.25 ევრო, დარიცხული პროცენტი - 5 969.78 ევრო, მიუღებელი შემოსავალი - 2 089 ევრო და პირგასამტეხლო - 148.04 ევრო;
1.1.6. 07.10.2020წ. N75.7085 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 111 858.04 ევრო, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 106 036.77 ევრო, დარიცხული პროცენტი - 4 388.21 ევრო, მიუღებელი შემოსავალი - 1 116 ევრო და პირგასამტეხლო - 317.06 ევრო;
1.1.7. 25.01.2021წ. N75.7619 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 27 266.54 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 24 677.86 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1 565.25 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავალი - 933.43 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 90 აშშ დოლარი;
1.1.8. 26.03.2021წ. N75.7785 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 605 131.45 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 560 000 ლარი, პროცენტი - 44 291.45 ლარი და პირგასამტეხლო - 840 ლარი;
1.1.9. 20.09.2021წ. N75.8256 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 526 538.36 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 496 516.10 ლარი, დარიცხული პროცენტი - 29 858.36 ლარი და პირგასამტეხლო - 163.90 ლარი;
1.1.10.22.09.2021წ. N75.8265 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 330 232.66 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 297 446.38 ლარი, დარიცხული პროცენტი - 27 000, 88 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 5 100 ლარი და პირგასამტეხლო - 685.40 ლარი;
1.1.11.28.02.2022წ. N75.8778 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 650 159.28 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 609 114.57 ლარი, დარიცხული პროცენტი - 39 065.09 ლარი და პირგასამტეხლო - 1 979.62 ლარი.
1.2. მოპასუხე კომპანიებს და მეცხრე მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სადაზღვევო პრემია 341.82 ლარი და 112.55 აშშ დოლარი;
1.3. დადგინდა, რომ ბანკის სასარგებლოდ არსებული ვალდებულებების (გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული დავალიანების) შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები:
1.3.1. ყვარლის რაიონი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი - 285007.00 კვ.მ. (ს/კ N.........), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.2. ქალაქი თბილისი, ......., ნიშნული 3.150, ფართი: 50.50 კვ.მ. (ს/კ .......), მესაკუთრე - მერვე მოპასუხე;
1.3.3. ქალაქი თბილისი, ........, ფართი: 93.00 კვ.მ. (ს/კ .......), მესაკუთრე - მეშვიდე მოპასუხე;
1.3.4. ყვარლის რაიონი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი: 9709.00 კვ.მ. (ს/კ N.......), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.5. ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი: 1529.00 კვ.მ. (ს/კ N.........), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.6. ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი: 2916.00 კვ.მ. (ს/კ N........), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.7. ყვარლის რაიონი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი: 5045.00 კვ.მ. (ს/კ N......), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.8. ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....., დაზუსტებული ფართობი: 5830.00 კვ.მ. (ს/კ N......), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.9. თელავი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი - 2917.00 კვ.მ. (ს/კ ........), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.10.თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი - 3232.00 კვ.მ. (ს/კ .......), მესაკუთრე - პირველი მოპასუხე კომპანია;
1.3.11.თელავი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი - 2778.00 კვ.მ. (ს/კ .......), მესაკუთრე - მეორე მოპასუხე კომპანია;
1.3.12.თელავი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი - 6703.00 კვ.მ. (ს/კ .....), მესაკუთრე - მეორე მოპასუხე კომპანია;
1.3.13.თელავი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი - 2806.00 კვ.მ. (ს/კ .......), მესაკუთრე - მეორე მოპასუხე კომპანია;
1.3.14.თელავი, სოფელი ........., დაზუსტებული ფართობი - 7172.00 კვ.მ. (ს/კ ......), მესაკუთრე - მეორე მოპასუხე კომპანია;
1.3.15.თელავი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი - 5388.00 კვ.მ. (ს/კ .....), მესაკუთრე - მეორე მოპასუხე კომპანია.
1.4. დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების ნაწილში, მოპასუხე კომპანიებისა (გარდა პირველი მოპასუხე კომპანიისა) და მეცხრე მოპასუხის, როგორც თავდებების, პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა თითოეულისათვის დამოუკიდებლად განისაზღვროს 3 900 000 აშშ დოლარით;
1.5. დადგინდა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე კომპანიებისა და მეცხრე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2018 წლის 28 სექტემბერს, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, პირველ მოპასუხე კომპანიას, როგორც „მსესხებელს“, შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება NoFW75.1592, რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 3 000 000 აშშ დოლარით, 360 თვის ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით;
2.2. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 28 სექტემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.5007, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 450 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 7.6% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა სესხის წლიური პროცენტი და გაიზარდა 9.06%-მდე;
2.3. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 27 სექტემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.5975, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 230 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 12% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა სესხის წლიური პროცენტი და გაიზარდა 14%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.4. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 31 ოქტომბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელი) შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.6056, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 23 000 ევროს ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 5.8% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა სესხის წლიური პროცენტი და გაიზარდა 7.8%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.5. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის 21 ნოემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელი) შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.6124, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 47 000 ევროს ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 5.8% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა სესხის წლიური პროცენტი - გაიზარდა 7.8%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.6. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის 07 ოქტომბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.7086, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 210 000 ევროს ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 5.5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 და 20 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, შეიცვალა სესხის წლიური პროცენტი და გაიზარდა 7.5%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.7. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის 07 ოქტომბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.7085, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 125 000 ევროს ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 5.5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა სესხის წლიური პროცენტი და გაიზარდა 7.5%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.8. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის 25 იანვარს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის ელექტრონულად გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.7619, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 5.74% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა სესხის წლიური პროცენტი და გაიზარდა 10.82%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.9. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის 26 მარტს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის ელექტრონულად გაფორმდა შემადგენელი ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით მომსახურებაზე N75.7785, რომლის საფუძველზე ბანკმა მსესხებლის ანგარიშზე დაუშვა ლიმიტის თანხა 560 000 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური 12,5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 28 თებერვალს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა წლიური პროცენტი - გაიზარდა 14.3%-მდე, ასევე შეიცვალა საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა და გახდა 24 თვე;
2.10. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის 20 სექტემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის ელექტრონულად გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.8256, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1 100 000 ლარის ოდენობით, 16 თვის ვადით, წლიური 14.4% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 31 აგვისტოს, 16 სექტემბერს და 20 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, შეიცვალა წლიური პროცენტი და გახდა 15%, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.11. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის 22 სექტემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის ელექტრონულად გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.8265, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 377 000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 14.6% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, შეიცვალა წლიური საპროცენტო განაკვეთი და გაიზარდა 15.6%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.12. წინამდებარე განჩინების 2.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წლის 28 თებერვალს ბანკსა და პირველ მოპასუხე კომპანიას (მსესხებელს) შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N75.8778, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 609 114.57 ლარის ოდენობით, 11 თვის ვადით, წლიური 14.3% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2022 წლის 31 აგვისტოს და 16 სექტემბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, შეიცვალა წლიური საპროცენტო განაკვეთი და გაიზარდა 15.3%-მდე, ასევე შეიცვალა თანხის გადახდის გრაფიკი;
2.13. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 28 სექტემბერს ბანკსა და ს.ე–ს (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670700321-0222 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ს.ე–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 285007.00 კვ.მ. (ს/კ N........). 14/05/2019 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია, ხოლო უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N.......;
2.14. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 26 სექტემბერს ბანკსა და მერვე მოპასუხეს (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670461763-0222 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მერვე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........., ნიშნული 3.150, ფართი 50.50 კვ.მ. (ს/კ N.........);
2.15. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 27 სექტემბერს ბანკსა და მეშვიდე მოპასუხეს (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670775921-0222 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეშვიდე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, ფართი 93.00 კვ.მ. (ს/კ N........);
2.16. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბერს ბანკსა და მეხუთე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670786472-022224 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეხუთე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 9709.00 კვ.მ. (ს/კ N........). 16/02/2022 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია, ხოლო უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N.........;
2.17. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბერს ბანკსა და მეხუთე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670786472-02222 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეხუთე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 1529.00 კვ.მ. (ს/კ N.......). 16/02/2022 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია, ხოლო უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N.........;
2.18. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბერს ბანკსა და მეხუთე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670786472-022225 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეხუთე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 2916.00 კვ.მ. (ს/კ N.......). 15/02/2022 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია, ხოლო უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N..........;
2.19. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბერს ბანკსა და მეხუთე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670786472-021 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეხუთე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ყვარლის რაიონი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 5045.00 კვ.მ. (ს/კ N..........). 16/02/2022 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია, ხოლო უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N........;
2.20. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 7 სექტემბერს ბანკსა და მეხუთე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670786472-022223 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეხუთე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 5830.00 კვ.მ. (ს/კ N.......). 16/02/2022 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია, ხოლო უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N.......;
2.21. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 11 სექტემბერს ბანკსა და მეცხრე მოპასუხეს (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670145372-022224 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეცხრე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი 2917.00 კვ.მ. (ს/კ N.........). 16/02/2021 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია;
2.22. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 11 სექტემბერს ბანკსა და მეცხრე მოპასუხეს (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670145372-0222225 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეცხრე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი 3232.00 კვ.მ. (ს/კ N.......). 19/02/2021 წლიდან აღნიშნული ქონების მესაკუთრეა პირველი მოპასუხე კომპანია;
2.23. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 6 ოქტომბერს ბანკსა და მეორე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670773619-02222226 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 2778.00 კვ.მ. (ს/კ N.......);
2.24. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 6 ოქტომბერს ბანკსა და მეორე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670773619-022222227 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი 6703.00 კვ.მ. (ს/კ N.........);
2.25. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 6 ოქტომბერს ბანკსა და მეორე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670773619-0222222228 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი 2806.00 კვ.მ. (ს/კ N.........);
2.26. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 6 ოქტომბერს ბანკსა და მეორე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670773619-02222222229 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 7172.00 კვ.მ. (ს/კ N.......);
2.27. წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის 6 ოქტომბერს ბანკსა და მეორე მოპასუხე კომპანიას (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა N670773619-0230 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 5388.00 კვ.მ. (ს/კ N........);
2.28. 2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ N670435336-041 ზ.წ–თან, N670145372-044444 - მეცხრე მოპასუხესთან და N670778708-041 - მესამე მოპასუხე კომპანიასთან (ს/კ ........), ხოლო 2020 წლის 21 სექტემბერს N670786472-041 ხელშეკრულება - მეხუთე მოპასუხე კომპანიასთან, N670788953-041 - მეექვსე მოპასუხე კომპანიასთან და N670773619-041 - მეორე მოპასუხე კომპანიასთან, 2022 წლის 28 თებერვალს კი N670788767-041 ხელშეკრულება - მეოთხე მოპასუხე კომპანიასთან. აღნიშნული ხელშეკრულებებით, თავდებმა აიღო სოლიდარული ვალდებულება, თავდებად დადგომოდა ბანკის წინაშე მსესხებელს ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში აღნიშნული ხელშეკრულებებიდან და მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად ან თანაბარმნიშვნელოვანი სახით. ამასთან, სოლიდარული თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 3 900 000 აშშ დოლარით;
2.29. წინამდებარე განჩინების 2.14, 2.15 და 2.16 პუნქტებში აღნიშნული უძრავი ნივთები ამავე განჩინების 2.1-2.12 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების ფარგლებში დაზღვეულ იქნა სს „არდი დაზღვევაში“. N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ჯამური სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრა 48 000 აშშ დოლარით, წლიური პრემია - 31.44USD; ყოველთვიური სადაზღვევო შენატანი - 2.62USD, მოქმედების ვადა - 23.09.2022წ-დან 22.09.2023-მდე; N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ჯამური სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრა 77000 აშშ დოლარით, წლიური პრემია - 50.40USD; ყოველთვიური სადაზღვევო შენატანი - 4.20USD, მოქმედების ვადა - 03.10.2022წ-დან 02.10.2023-მდე; N..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ჯამური სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრა 272 000 აშშ დოლარით, წლიური პრემია - 178.20USD; ყოველთვიური სადაზღვევო შენატანი - 14.85USD, მოქმედების ვადა - 02.10.2022წ-დან 01.10.2023-მდე;
2.30. პირველ, მეორე, მეოთხე მოპასუხე კომპანიებს და მეცხრე მოპასუხეს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნათ შეტყობინებები და მიეცათ 14-დღიანი ვადა, ვალდებულების შესასრულებლად, აღნიშნულ მოპასუხეებთან გაფორმებულია შეთანხმებები საპროცესო აგენტის დანიშვნის შესახებ. ხოლო მეშვიდე, მერვე, მეხუთე და მეექვსე მოპასუხეებს გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ ორჯერ მოსარჩელისთვის ცნობილ მისამართებზე, მაგრამ მათთვის შეტყობინებების ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთან, მოპასუხეებს განემარტათ ვალდებულების შეუსრულებლობის შესაბამისი სამართლებრივი შედეგები;
2.31. 27.04.2023 წლის მდგომარეობით პირველ მოპასუხე კომპანიას ბანკის მიმართ ვადის ბოლომდე ერიცხება შემდეგი დავალიანება:
2.31.1.სესხის ნომერი 75.5007/კაპიტალი 340 365.55 USD/პროცენტი 117,886.50USD (27.04.2023 წელს დარიცხული %-35,685.93USD)/ პირგასამტეხლო (43 დღის) 84.63USD/სულ: 458,336.68USD/სესხის გაცემის თარიღი 28.09.2018; სესხი ვადაგადაცილებაშია 13.10.2022- დან;
2.31.2.სესხის ნომერი 75.5975/კაპიტალი 86,936.93GEL/პროცენტი 4,034.82GEL/ პირგასამტეხლო (71 დღის) 308.62GEL /სულ: 91,280.37GEL/სესხის გაცემის თარიღი 27.09.2019; სესხი ვადაგადაცილებაშია 15.11.2022-დან;
2.31.3.სესხის ნომერი 75.6056/ კაპიტალი 17,737.66EUR/ პროცენტი 6,008.78EUR (27.04.2023 წელს დარიცხული %-838.21EUR)/ პირგასამტეხლო (58 დღის) 72.51EUR/ სულ: 23,818.95EUR/ სესხის გაცემის თარიღი 31.10.2019/ სესხი ვადაგადაცილებაშია 31.10.2022-დან.;
2.31.4.სესხის ნომერი 75.6124/ კაპიტალი 37,301.41EUR/ პროცენტი 13,081,43EUR (27.04.2023 წელს დარიცხული % 1,847,58 EUR)/ პირგასამტეხლო (65 დღის) 190.07EUR/ სულ: 50,572,91 EUR/ სესხის გაცემის თარიღი 21.11.2019/ სესხი ვადაგადაცილებაშია 21.10.2022-დან;
2.31.5.სესხის ნომერი 75.7085/ კაპიტალი 106,036.77EUR/ პროცენტი 36,370.28EUR (27.04.2023 წელს დარიცხული %- 4,388.21 EUR)/ პირგასამტეხლო (51 დღის) 317.06EUR/ სულ: 142,724.11EUR/ სესხის გაცემის თარიღი 07.10.2020/ სესხი ვადაგადაცილებაშია 07.11.2022-დან;
2.31.6.სესხის ნომერი 75.7086/ კაპიტალი 145,292.25EUR/ პროცენტი 19,120.30 EUR (27.04.2023 წელს დარიცხული %- 5,969.78 EUR)/ პირგასამტეხლო (51 დღის) 1,480.48 EUR/ სულ: 165,893.03 EUR/ სესხის გაცემის თარიღი - 07.10.2020 ; სესხი ვადაგადაცილებაშია 07.11.2022-დან;
2.31.7.სესხის ნომერი 75.7619/ კაპიტალი 24,677.86USD/ პროცენტი 2,498.68USD (27.04.2023 წელს დარიცხული %- 1,565.25 USD)/ პირგასამტეხლო (59 დღის) 895.67USD/ სულ: 28,072.21 USD/ სესხის გაცემის თარიღი - 25.01.2021/ სესხი ვადაგადაცილებაშია 25.10.2022-დან;
2.31.8.სესხის ნომერი 75.7785/ კაპიტალი 560,000.00GEL/ პროცენტი 44,291.45GEL/ პირგასამტეხლო (30 დღის) 840.00 GEL/ სულ: 605,131.45GEL/ სესხის გაცემის თარიღი 26.03.2021/ სესხი ვადაგადაცილებაშია 31.10.2022-დან;
2.31.9.სესხის ნომერი 75.8256/ კაპიტალი 496,516.10GEL/ პროცენტი 29,858.36GEL/ პირგასამტეხლო (66 დღის) 1,638.50 GEL/ რესტრუქტურიზირებული პირგასამტეხლო 17,868.22 GEL/ სულ: 545,881.18GEL/ სესხის გაცემის თარიღი 20.09.2021/ სესხი ვადაგადაცილებაშია 20.10.2022-დან;
2.31.10. სესხის ნომერი 75.8265/ კაპიტალი 297,446.38GEL/ პროცენტი 57,728.68 GEL (27.04.2023 წელს დარიცხული %-27,000.88 GEL)/ პირგასამტეხლო (64 დღის) 6,853.61 GEL/ სულ: 362,028.67GEL/ სესხის გაცემის თარიღი 22.09.2021/ სესხი ვადაგადაცილებაშია 24.10.2022-დან;
2.31.11. სესხის ნომერი 75.8778/ კაპიტალი 609,114.57GEL/ პროცენტი 39,065.09GEL / პირგასამტეხლო (65 დღის) 1,979.62GEL / რესტრუქტურიზირებული პირგასამტეხლო 109,640.88 GEL / სულ: 759,800.16 GEL / სესხის გაცემის თარიღი 28.02.2022 / სესხი ვადაგადაცილებაშია 21.10.2022-დან;
2.31.12. 27.04.2023-ის მდგომარეობით ქონების დაზღვევის, ს/კ ....., დავალიანება შეადგენს 39.30 ლარს, ხოლო 15.05.2023-დან 15.09.2023-ის ჩათვლით ყოველთვიურად დაერიცხება 2.62 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დარიცხვის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, ჯამში 13.10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
2.31.13. 27.04.2023-ის მდგომარეობით ქონების დაზღვევის, ს/კ ........, დავალიანება შეადგენს 67.35 ლარს, ხოლო 28.04.2023-დან 28.09.2023-ის ჩათვლით ყოველთვიურად დაერიცხება 4.20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დარიცხვის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, ჯამში 25.20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
2.31.14. 27.04.2023-ის მდგომარეობით ქონების დაზღვევის, ს/კ ......, დავალიანება შეადგენს 235.17 ლარს, ხოლო 15.05.2023 -დან 15.09.2023-ის ჩათვლით ყოველთვიურად დაერიცხება 14.85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დარიცხვის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, ჯამში 74.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 867-ე, 623-ე, 625.1, 411-ე, 417-ე, 418-ე, მე-10, 361.2 და 319-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოდავე მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე. პალატის მითითებით, მოპასუხეების პრეტენზია უკავშირდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათთვის მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მათი ეკონომიკური/ფინანსური მდგომარეობა და არ უნდა დაეკისრებინა მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს გადახდა.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული. ამასთან, მოპასუხეებმა სადავო არ გახადეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მათ მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებები.
5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს საქმეზე წარდგენილი არ აქვს კვალიფიციური შედავება/შესაგებელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების უსაფუძვლობის ან/და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. მათ შესაგებელშივე უნდა მიეთითებინათ, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ ცნობდნენ სარჩელს სრულად, მათ შორის წამოეყენებინათ პრეტენზიაც პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისა და მისი შემცირების მოთხოვნითურთ. მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. განსახილველ შემთხვევაშიც, მსესხებელს პირგასამტეხლოს შემცირებაზე თუ სარგებლის დაკისრების უსაფუძვლობაზე უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში. მოპასუხეები შესაგებელში/სააპელაციო საჩივარში მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლნენ, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლეს ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, რის გამოც სესხის მიუღებელი შემოსავალი და პირგასამტეხლო არ უნდა დაჰკისრებოდათ.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სესხის მოვალემ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეიბოჭა თავი სახელშეკრულებო ვალდებულებით და მასვე ევალებოდა სესხის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისგან მოვალის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება მართებულად განიხილა დამოუკიდებლად თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობის ჭრილში სასამართლომ ყურადღება მიაქცია გაცემული სესხის მიზნობრიობას, მსესხებლის, იპოთეკარი, თავდები იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხასიათს, პანდემიურ პერიოდს, შესრულებული ვალდებულების მოცულობას, გამსესხებლის კეთილ ნებას პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნია შემდეგი: N75.5007 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 84.63 აშშ დოლარი; N75.5975 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 308.62 ლარი; N75.6056 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 72.51 ევრო; N75.6124 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 190.07 ევრო; N75.7086 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 148.04 ევრო; N75.7085 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 317.06 ევრო; N75.7619 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 90 აშშ დოლარი; N75.7785 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 840 ლარი; N75.8256 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის - 163.90 ლარი; N75.8265 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 685.40 ლარი; N75.8778 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის - 1979.62 ლარი.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებული გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს.
9. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა მოვალეების მიერ ხელშეკრულებების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ იძლეოდა.
10. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრისა და დაანგარიშების წესის შესახებ. კერძოდ, დაანგარიშებულ იქნა მიუღებელი შემოსავლის საშუალო ოდენობა შემდეგი პრინციპით: გამოანგარიშებულ იქნა მოთხოვნილი ოდენობა წელიწადში, რომელიც დათვლილი იქნა სამი წლის წლიურ პროცენტზე ნამრავლით. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური პროცენტი 10%-ზე ნაკლებია, დაანგარიშებულ იქნა ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო, თუ აღემატება ხელშეკრულებით დადგენილს, დათვლილი იქნა 10%-ით (საშუალოდ).
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ, ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი იყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება. მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხად მიღებული თანხა, ლოგიკურად, სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. მოცემულ საქმეში უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელე მოპასუხეების მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს - კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა.
12. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ: 28.09.2018წ. N75.5007 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით - 5 059 აშშ დოლარი; 31.10.2019წ. N75.6056 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი - 220 ევრო; 21.11.2019წ. N75.6124 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი - 477.95 ევრო; 07.10.2020წ. N75.7086 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი - 2 089 ევრო; 07.10.2020წ. N75.7085 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი - 1 116 ევრო; 25.01.2021წ. N75.7619 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი - 933.43 აშშ დოლარი; 22.09.2021წ. N75.8265 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი - 5 100 ლარი.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. სასამართლო მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მსჯელობისას არ მიჯნავს მას პოზიტიური ზიანისგან;
14.2. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება შეიძლება გამოირიცხოს შემცვლელი ნივთის შოვნის შესაძლებლობის გამო, რადგან იგულისხმება, რომ დაზიანებულმა ამ დროს სწორედ ამ ჩამნაცვლებელი ნივთით უნდა შეასრულოს მესამე პირთან დადებული გარიგება და ამგვარად მიიღოს თავდაპირველი მოგება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დანაკარგები აღარ აუნაზღაურდება;
14.3. მიუღებელი შემოსავლის დადგენისას სასამართლოს უნდა ემსჯელა და განესაზღვრა შემდეგი კუმულატიური ელემენტების არსებობა: 1. ქმედება; 2. მართლწინააღმდეგობა; 3. დამდგარი ზიანი; 4. მიზეზშედეგობრივი კავშირი. სასამართლომ არ განიხილა აღნიშნული ელემენტები, არ დაასაბუთა მათი არსებობა საქმეზე, არ მიუსადაგა საქმის გარემოებებს, რაც უკვე მიუთითებს გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობაზე;
14.4. თუ ქმედება არის ხელშეკრულების დარღვევა, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, არის თუ არა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. ამ შეფასებისას სასამართლოს განმარტების საგანი უნდა ყოფილიყო, რამდენად გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტამ ზიანი და ხელშეკრულების მოქმედების პირობებში დადგებოდა თუ არა აღნიშნული შედეგი, რასაც მოწინააღმდეგე მხარე ზიანს უწოდებს;
14.5. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა განმარტების შესაძლებლობა, რომლითაც ბანკებს ეძლევათ უფლება მოითხოვონ არა რეალური ეკონომიკური დანაკარგი, რასაც ემსახურება მიუღებელი შემოსავალი, არამედ - სასურველი ეკონომიკური შედეგის მისაღწევად აუცილებელი თანხები;
14.6. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე;
14.7. მოპასუხეები ნაკისრ ვალდებულებას თავდაპირველად ასრულებდნენ ჯეროვნად, დათქმულ დროზე, მანამ სანამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით არ მოხდა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. მოსამართლის სამართლებრივი მსჯელობა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია, ვინაიდან მოპასუხეების მიერ აღნიშნული პრინციპი იყო სრულად გააზრებული და შესრულებული. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულების არც თუ მცირე ნაწილი შეასრულეს, კერძოდ, ჯამურად გადაიხადეს 2 182 610,11 ლარი. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან მოპასუხეთა ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რამაც გამოიწვია ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა. მოპასუხეები მზად იყვნენ მოლაპარაკების გზით ბანკთან მორიგებულიყვნენ, არაერთხელ მოხდა მხარეთა შეხვედრა, მორიგების მიღწევა თვეობით გაიწელა, რამაც ასევე გაზარდა დავალიანების ოდენობა. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნდოვანია, რატომ გაამახვილა მოსამართლემ ყურადღება კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევაზე მაშინ, როდესაც მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა მხოლოდ მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შემდეგ მოხდა, რაც სრულიად არაპროგნოზირებადი იყო;
14.8. მოსამართლემ მოპასუხეებს დააკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება, რაც თავისი ოდენობიდან გამომდინარე მართლაც იწვევს მოსარჩელე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას;
14.9. კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება და მისი რეალიზაცია საგარეო ბაზარზე საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ეს კიდევ გართულდა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან. ომის შედეგად მოპასუხეს შეუჩერდა უკრაინაში ექსპორტი, ომმა უარყოფითად იმოქმედა ყაზახეთში ექსპორტზეც, ვალუტის კურსის ცვლილებამ და არაპროგნოზირებადმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეაფერხა ყაზახური ბანკების ტრანზაქციები, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია საქართველოდან ალკოჰოლური სასმელის გატანაზე. ზემოთ აღნიშნული პრობლემები არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც პირველ მოპასუხე კომპანიას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში;
14.10. პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას მოპასუხეებმა არაერთი მტკიცებულება წარადგინეს, რაც ადასტურებდა მათ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას;
14.11. მოსამართლემ მინიმალურად შეამცირა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხეებს დააკისრა „საჯარიმოდ“ მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეფარდებით არაპროპორციულად დიდი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება;
14.12. მოპასუხეთა ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა და პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის გადახდის ვალდებულება მათთვის ახლაც მძიმედ შესასრულებელია;
14.13. მოპასუხეები არ გაურბიან არსებული დავალიანების ძირი თანხისა და პროცენტის გადახდის ვალდებულებას, თუმცა ითხოვენ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლისგან სრულად გათავისუფლებას;
14.14. სასამართლომ არ გამოიყენა უფლებამოსილება გაეუქმებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაშინ როდესაც ძირ თანხასთან ერთად მოპასუხეს ეკისრებოდა საკმაოდ მაღალი პროცენტი.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების კანონიერება.
20. საკასაციო პალატა მოპასუხეთა მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოდგენილი პრეტენზიების პასუხად, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე და მიუთითებს სსსკ-ის 4.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).
22. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ [სსსკ-ის 201.2. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული [სსსკ-ის 219.1. მუხლი]. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, პარ. 201).
23. შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ საქმე №ას-64-2022, 24 თებერვალი 2023 წელი).
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე მხარეს საქმეზე წარდგენილი არ აქვს კვალიფიციური შედავება/შესაგებელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების უსაფუძვლობის ან/და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. კერძოდ, მართალია, იგი არ დაეთანხმა სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით.
25. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, ნათია ჩიტაშვილი, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf ).
26. ამასთან, მოპასუხე მხარეს ძირითადად მეწარმე სუბიექტები წარმოადგენენ, უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით კი, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).
27. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება [სსკ-ის 420-ე მუხლი: სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო]. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
28. კასატორები დაკისრებული პირგამტეხლოსგან გათავისუფლების საფუძვლად უთითებენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათი მითითებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან მოპასუხეთა ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რამაც გამოიწვია ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაც არის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაც.
29. საკასაციო პალატის განმარტებით, სესხის მოვალემ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეიბოჭა თავი სახელშეკრულებო ვალდებულებით და მასვე ევალებოდა სესხის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, სახელშეკრულებო ვალდებულების (სესხის თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის) შესრულებისგან მოვალის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის. ამ საკითხის სხვაგვარად მოწესრიგება გაუმართლებლად ხელყოფდა კრედიტორის ინტერესებს, რომელიც მოვალისგან კეთილსინდისიერად მოელის სახელშეკრულებო ვალდებულების დროულ და ჯეროვან შესრულებას. აქედან გამომდინარე, კასატორთა მტკიცება პირგასამტეხლოს დარიცხვის არამართლზომიერების თაობაზე დაუსაბუთებელია (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-827-2021, 3 დეკემბერი, 2021 წელი).
30. ამასთან, იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს პოზიცია, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულებისა და შესრულების შეუძლებლობის ურთიერთმიმართება შემდეგია - „როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 639). ფულის არქონის ფაქტი მოვალეს არ ათავისუფლებს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან, მიუხედავად მისი არქონის წარმომშობი მიზეზისა. გამონაკლისი დაიშვება ვალუტის კონვერტაციასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობისას ან სახელმწიფოს მიერ დაწესებული საქმიანობის აკრძალვისას. ფული, როგორც ღირებულებათა საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლოა, მოვალეს არ გააჩნდეს, თუმცა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების, მოთხოვნისა და უფლების მის საკუთრებაში არსებობა ქმნის ვარაუდს, რომ ამგვარი აქტივი შესაძლოა ტრანსფორმირდეს ფულად - ვალდებულების შესრულების საგნად. მაშინაც კი, როდესაც მოვალე ქონებრივ სიკეთეთა არმქონე სუბიექტია, ივარაუდება, რომ არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც. ამრიგად, იქ, სადაც ვალდებულების შესრულება ხდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინსტიტუტის არსი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის პირობები, რომლებშიც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო თუ ეს პირობები იცვლება, მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 212) (იხ. სუსგ საქმე №ას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022 წელი). განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არაკვალიფიციური შესაგებელი აქვს მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარიც ზოგადია და ამ მხრივ სათანადო დასაბუთებას არ შეიცავს.
31. რაც შეეხება მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 394.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამრიგად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის კანონმდებელი აწესებს ოთხ კუმულატიურ პირობას: 1. მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. ზიანი; 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს, როგორც დამდგარ შედეგს შორის; 4. მოვალის ბრალეულობა (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა). საგულისხმოა, რომ ზიანის კომპონენტის ქვეშ მოსარჩელეს ეკისრება არამარტო ზოგადად, ქონებრივი დანაკლისის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების, არამედ ამ დანაკლისის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულება.
32. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, ისე ზიანის მიყენების ფაქტისა და განცდილი ზიანის ოდენობის, აგრეთვე დამდგარ შედეგსა და ჩადენილ უმართლობას შორის მიზეზობრივი კავშირის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
34. 408 I მუხლის მიხედვით, რესტიტუციის ვალდებულება ორ მიზანს ისახავს: პირველ რიგში, ეს არის არსებული ქონების შემცირებით მიყენებული (პოზიტიური) ზიანის (damnum emergens) ანაზღაურება, თუმცა რესტიტუციის ვალდებულება ვრცელდება ასევე ზიანზე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაზარალებულის ქონება არ გაიზარდა დამზიანებლის ქმედების გამო, რაც მიუღებელ შემოსავლად (lucrum cessans) მოიხსენიება. ზიანის ორივე ტიპი მოცემულია 408 I მუხლის მიხედვით გათვალისწინებული ანაზღაურების ვალდებულებით, რის გამოც 411-ე მუხლი მხოლოდ ამ ფაქტის ნათელყოფას ემსახურება (იხ. გიორგი რუსიაშვილი/გიორგი ბათლიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, გვ. 723-724).
35. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
36. ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს გააჩნია მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. სუსგ საქმე №ას-254-241-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
38. ამავე დროს, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის, კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს [სსკ-ის 867-ე მუხლი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით]. შესაბამისად, ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (შდრ.იხ. სუსგ საქმე №ას-1385-1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი).
39. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელე მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგ საქმე №ას-681-652-2016 , 17 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1385-1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი).
40. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებმა ჯეროვნად არ შეასრულეს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, სწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 453,88 ლარის, 867,60 ლარის და 678,89 ლარის, ჯამში 2000,37 ლარის 70% – 1400, 26 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ქ.მ–ის“, შპს „ჯ.ს.ე–ს“-ის, შპს „ქ.ღ.მ–ის“, შპს „ქ.ღ.მ–ის“, შპს „ქ.მ.ვ–ბის“, შპს „თ.ვ–ის“, ა.ქ–ძის, ზ.წ–ის და ბ.ხ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს შპს „ქ. მ–ს“, შპს „ჯ.ს.ე–ს“-ს, შპს „ქ.ღ.მ–ს“, შპს „ქ.ღ.მ–ს“, შპს „ქ.მ.ვ–ბს“, შპს „თ.ვ–ს“, ა.ქ–ძეს, ზ.წ–ს და ბ.ხ–ნს დაუბრუნდეთ ზ.წ–ის (პ/ნ: ........) მიერ 2025 წლის 20 თებერვალს №9162 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 453,88 ლარის, 2025 წლის 20 თებერვალს №9754 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 867,60 ლარის და 2025 წლის 20 თებერვალს №5772 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 678,89 ლარის, ჯამში 2000,37 ლარის 70% – 1400, 26 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე