Facebook Twitter

საქმე №ა-2553-შ-64-2025 18 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ნ–ი“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.ს–ი“ (საარბიტრაჟო მოპასუხე)

განხილვის საგანი – კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ნ–მა“ კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა სარჩელით შპს „ფ.ს–ისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის 28 აგვისტოს N-NM-PL/ARM-18 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2025 წლის 5 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანების - 16 839 105,69 აშშ დოლარის ოდენობით (მათ შორის ძირითადი თანხა - 7 543 324,76 აშშ დოლარი, ჯარიმა - 9 295 780,93 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 9 016 334,22 აშშ დოლარი, სახელმწიფო ბაჟი - 7 336 093,61 რუბლი), დაკისრების თაობაზე.

2. კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის განჩინებით განცხადება განსახილველად იქნა მიღებული და საქმეზე 2025 წლის 10 ივნისს, დაინიშნა მოსმენა.

3. სარჩელთან ერთად შპს „ნ–მა“ სასამართლოს მიმართა განცხადებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რათა შპს „ფ.ს–ს“ აკრძალვოდა მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა:

3.1. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .........;

3.2. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........

3.3. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........,, მიწის ფართობი: 19519,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ........;

3.4. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთი: 7309,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ........;

3.5. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთის ფართობი: 22444,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;

3.6. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........, 82-ე ქუჩა, 1-ლი შესახვევი, N1, მიწის ფართობი: 15903,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........;

3.7. მიწის ნაკვეთის მისამართი: გარდაბანი, მარტყოფი, ..........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 14302,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ............;

3.8. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა: შპს „ფ.ს–ის“ (ს/ნ .......) მიერ შპს „ჯ.მ–ის“ (ს/ნ .........) 5 504 145,47 ლარის (2002569,45 აშშ დოლარის) მოთხოვნის უფლების დაყადაღება.

4. კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 განჩინებით, საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების შესახებ, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და შპს „ფ.ს–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება ან /და იპოთეკით დატვირთვა:

4.1. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..........;

4.2. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი .........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;

4.3. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........., 82-ე ქუჩა, 1-ლი შესახვევი, N2, მიწის ფართობი: 19519,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;

4.4. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი .........., მიწის ნაკვეთი: 7309,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ...........;

4.5. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი .........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 22444,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........;

4.6. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........., .........., მიწის ფართობი: 15903,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........;

4.7. მიწის ნაკვეთის მისამართი: გარდაბანი, მარტყოფი, დაბა ........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 14302,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ........,

4.8. ამავე განჩინებით ყადაღა დაედო შპს „ფ.ს–ის“ (ს/ნ .........) მიერ შპს „ჯ.მ–ის“ (ს/ნ ......) 5 504 145,47 ლარის (2002569,45 აშშ დოლარის) მოთხოვნის უფლებას.

5. განჩინება ხელმოწერილია და მითითებულია, რომ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე 2025 წლის 16 მაისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.

9. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

10. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.

11. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (სუსგ საქმე Nა-1700-შ-42-2019, 7.10.2019).

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას შეეხება. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მოპასუხედ დასახელებულ პირს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გააჩნია რაიმე ქონება, რომლის გაყიდვით შესაძლებელია არსებული დავალიანების დაფარვა. წარმოდგენილი განჩინება ხელმოწერილია და მითითებულია, რომ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ასევე მითითებულია, რომ განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

15. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; ბ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; გ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; დ) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ე) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 10 ივნისს შპს "ფ.ს–ის" (ს/ნ ........) განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 განჩინებაში უზრუნველყოფის ღონისძიების საგნად გამოყენებული უძრავი ქონებების: ს/კ .........., ს/კ ....... და ს/კ ......... მესაკუთრეს არ წარმოადგენს კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს განხილვაში არსებულ დავაზე დასახელებული მოპასუხე. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 10 ივნისს შპს „ნ–ის“ მიერ წარმოდგენილ განახლებულ ამონაწერებს, რომლითაც დასტურდება, რომ უძრავი ქონებების: ს/კ ........., ს/კ ..... და ს/კ ........ მესაკუთრეს არ წარმოადგენს შპს "ფ.ს–ი", რომლის საიდენტიფიკაციო კოდიც არის: ........., მართალია მითითებული უძრავი ქონებების ამონაწერში მესაკუთრის გრაფაში მითითებულია შპს "ფ.ს–ი", თუმცა იურიდიული პირების უნიკალური კოდი (საიდენტიფიკაციო კოდი) განსხვავდება, რაც შპს „ნ–ის“ შუამდგომლობის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ ეს მსჯელობა არ წარმოადგენს „revizion au fond"-ის პრინციპის უგულებელყოფას, რაც უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივი გადამოწმების აკრძალვას გულისხმობს, არამედ ემსახურება საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების საკუთრების უკანონო ხელყოფის პერსპექტივას, რაც დაცულია, როგორც საქართველს კონსტიტუციითა და კანონებით ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცითაც.

17. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატის ყურადღებას იპყრობს ასევე, საქართველს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით წარდგენილი კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 განჩინება იმ ნაწილშიც, რომ მასში არსადაა მითითებული მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი გარდა მისი სარეზოლუციო ნაწილის 1.7 პუნქტისა, სადაც საუბარია მოთხოვნის უფლების დაყადაღების შესახებ. ეს მოცემულობა გარკვეულ ბუნდოვანებას ქმნის აღსასრულებლად მისაქცევი განჩინების განსაზღვრულობასთან მიმართებით, თუმცა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 10 ივნისს წარმოდგენილი შპს "ფ.ს–ის" (ს/ნ .......) განცხადება გარკვეულწინად აკონკრეტებს NA32-27564/2025 განჩინების შინაარსს, რადგან მხარე მის საკუთრების უფლებას გამორიცხავს მხოლოდ ს/კ .........., ს/კ ........... და ს/კ ......... კოდებზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით, რაც უკუდასკვნის სახით იძლევა იმ ლოგიკური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შპს "ფ.ს–ი" (ს/ნ ..........) არის საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად წარდგენილ NA32-27564/2025 განჩინებაში საარბიტრაჟო მოპასუხედ დასახელებული პირი და შესაბამისად, ამავე განჩინებაში მითითებული სხვა უძრავი ქონებების მესაკუთრე.

18. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, არ არსებობს კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების ცნობასა და აღსრულებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი განჩინება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ნაწილობრივ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამის ნაწილში უნდა მიექცეს აღსასრულებლად. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ემუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობილ იქნეს კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

3. საქართველოს ტერიტორიაზე, მიექცეს აღსასრულებლად (საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ ნაწილში) კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 საბოლოო განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და შპს „ფ.ს–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება ან /და იპოთეკით დატვირთვა:

- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........;

- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;

- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთი: 7309,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .......;

- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 22444,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;

4. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის NA32-27564/2025 საბოლოო განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ფ.ს–ის“ (ს/ნ .......) მიერ „ჯ. მ–ის“ (ს/ნ .........) 5 504 145,47 ლარის (2002569,45 აშშ დოლარის) მოთხოვნის უფლებას.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი