Facebook Twitter

საქმე №ა-2168-შ-54-2025

2 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.ჯ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ო–ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება (რეგისტრაციის ნომერი 7F655/16)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით(რეგისტრაციის ნომერი 7F655/16 განხილულ იქნა საქმე გ.ჯ–იასა (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“, „განმცხადებელი“) და მ.ო–იას (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის გაუქმდა 2009 წლის 29 იანვრის გერმანიაში საქართველოს საელჩოს კომპეტენტური ელჩის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი N085985) .

2. 2025 წლის 8 მაისს გ.ჯ–იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების (რეგისტრაციის ნომერი 7F655/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაშია 2017 წლის 28 თებერვლიდან.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია ქორწინების შეწყვეტის დარეგისტრირება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით გ.ჯ–იას შუამდგომლობა გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების (რეგისტრაციის ნომერი 7F655/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების (რეგისტრაციის ნომერი 7F655/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება (რეგისტრაციის ნომერი 7F655/16) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ჯ–იას შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების (რეგისტრაციის ნომერი 7F655/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, შორნდორფის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება (რეგისტრაციის ნომერი 7F655/16) რომლითაც 2009 წლის 29 იანვრის გერმანიაში საქართველოს საელჩოს კომპეტენტური ელჩის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი N085985) დასრულდა განქორწინებით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე