საქმე №ას-1257-2024 23 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „კ.კ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.შ–ვა (აპლანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილეა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით არჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
ძირითადი სარჩელის დავის საგანი - სახელფასო დავალიანების დაკისრება
შეგეგებული სარჩელის დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
1.1. მოპასუხე შპს „კ.კ–ს“ მოსარჩელე ვ.შ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების - 43 177.5 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება.
1.2. მოსარჩელე ვ.შ–ვა, მოპასუხე ორგანიზაციის დაარსების დღიდან - 2010 წლის 13 აგვისტოდან, ასრულებდა დირექტორის უფლებამოსილებებს. 2019 წლის 12 თებერვალს დაიწყო შპს „კ.კ–ის“ ლიკვიდაციის პროცესი, ვ.შ–ვა დროებით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ლიკვიდატორი - ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე. 2019 წლის 13 მაისს, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისთანავე, მოსარჩელე კვლავ დაინიშნა დირექტორის თანამდებობაზე.
1.3. 2020 წლის 24 იანვარს, საზოგადოების 100% წილის მქონე პარტნიორის - ფ.ბ–ის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.
1.4. ვ.შ–ას, 2019 წლის 13 მაისიდან გათავისუფლებამდე - 2020 წლის 24 იანვრამდე არ მიუღია კუთვნილი ხელფასი, ჯამში - 43 177,5 ლარის ოდენობით, (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), რის ანაზღაურებასაც ითხოვს სარჩელით შპს „კ.კ–ისგან“.
2. წარდგენილი შესაგებელი
2.1. თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე შპს „კ.კ–ი“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელს არ ცნობს. შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხე მხარის განმარტებით, ვ.შ–ვა შპს „კ.კ–ში“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე გათავისუფლდა თანამდებობიდან, ხოლო აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ თავიდან დაინიშნა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნა, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე არსებული მისი ანაზღაურების - ყოველთვიურად 5000 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა იქიდან გამომდინარე, რომ ლიკვიდაციის შემდგომ იგივე პირობებით არ მომხდარა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება. დამფუძნებელს არ ჰქონდა იმის ვალდებულება, რომ ვ.შ–ვა კვლავ დაენიშნა თანამდებობაზე და განესაზღვრა იგივე ოდენობის ხელფასი. დამფუძნებლის განმარტებით, იგი არასდროს უსაზღვრავდა მოსარჩელეს ხელფასს, ვ.შ–ვა თავად ადგენდა მას, რასაც შემდეგ იღებდა კიდეც. მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო მიეღო კომპანიის ანგარიშზე არსებული თანხიდან ხელფასი, როგორც ამას ლიკვიდაციამდე აკეთებდა, თუმცა ლიკვიდაციის შემდგომ ხელფასზე შეთანხმება მხარეებს შორის არ ყოფილა, უფრო მეტიც, 26.07.2019 წელს შეხვედრაზე მან დამფუძნებელს განუმარტა, რომ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა დახმარებოდა კომპანიას ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ დარჩენილი სესხების ამოღებაში, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამჟამინდელი დირექტორის ხელფასი შეადგენს - 500 ლარს, რაც გაცილებით ნაკლებია კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე აღნიშნული თანამდებობისთვის განსაზღვრულ თანხაზე.
2.2. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას არ ჰქონდა შემოსავალი, დამფუძნებელი ყოველთვიურად, დირექტორის მიერ გაანგარიშებული თვის ბიუჯეტის მოთხოვნის საფუძველზე რიცხავდა თანხებს შპს „კ.კ–ის“ სს „თ.ბ–ის“ ანგარიშზე. მოსარჩელეს მაისის თვიდან თავად შეეძლო განესაზღვრა თავისი ანაზღაურება და მოეთხოვა დამფუძნებლისთვის, ისევე როგორც ითხოვდა კომპანიის სხვა თანამშრომლებისთვის. დამფუძნებელი ყოველთვიურად რიცხავდა მოთხოვნილ ბიუჯეტს, რომელსაც დირექტორი განკარგავდა.
2.3. მოპასუხის განმარტებით, ვ.შ–ვა იშვიათად დადიოდა სამსახურში და ელექტრონული ფოსტის ერთ-ერთ მიმოწერაში ისიც კი აღნიშნა, რომ სხვა სამსახურში დაიწყო მუშაობა და ძალიან დაკავებულია.
3. შეგებებული სარჩელი
3.1. მოპასუხე ვ.შ–ვას, მოსარჩელე შპს „კ.კ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს: 14.12.2018 წლის ბრძანებით, უსაფუძვლოდ ჩამოწერილი სესხის შედეგად, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 71 479.90 ლარის ოდენობით; 04.01.2019 წლის ბრძანებით, უსაფუძვლოდ ჩამოწერილი სესხის შედეგად, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 132 127.74 აშშ დოლარის ოდენობით; არაკანონიერი შეთანხმებებით და 10.12.2018 წლის ბრძანებით, უსაფუძვლოდ ჩამოწერილი სესხის შედეგად, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 24 287.34 აშშ დოლარისა და 17 115.26 ლარის ოდენობით; მოპასუხის მიერ უზრუნველყოფის გაუქმების შედეგად და შემდგომი ხანდაზმულობის ვადის გაშვებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 83 448.38 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხის მიერ არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემით და სესხების დაფარვის მოთხოვნაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გაშვებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 594 419.49 აშშ დოლარისა და 23 241.55 ლარის ოდენობით.
3.2. შეგებებულ სარჩელში აღნიშნულია შემდეგი: მოპასუხე ვ.შ–ვა 2010 წლის 13 აგვისტოდან - 2019 წლის 24 დეკემბრამდე (სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით 23.01.2020 წლამდე) ახორციელებდა შპს „კ.კ–ის“ დირექტორის უფლებამოსილებას და აღნიშნულ პერიოდში საწარმოს სხვა დირექტორი არ ჰყოლია, წესდების მიხედვით, საწარმოს წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება ეკისრებოდა დირექტორს.
3.3. 2018 წლის სექტემბერში, ფინანსურ სექტორში ამოქმედებული რეგულაციების გამო, შპს „კ.კ–ს“ შეექმნა ფინანსური პრობლემები, მოხდა კომპანიის, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ, გამოვლინდა, რომ წლების განმავლობაში, კომპანიის დირექტორის - ვ.შ–ვას მხრიდან ადგილი ჰქონდა კომპანიის დამფუძნებლისადმი არასწორი ანგარიშების წარდგენას, არაუზრუნველყოფილი და არასაკმარისად უზრუნველყოფილი სესხების გაცემას, გაცემული სესხების უკანონოდ ჩამოწერას და პრობლემურ სესხებზე მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გაშვებას, კერძოდ: 2016 წლის 8 იანვარს ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ 2015 წლის ანგარიშგებაში გაცემული სესხების საერთო ოდენობა შეადგენდა დაახლოების 2.6 მილიონ ლარს და ისინი 100%-ით იყო უზრუნველყოფილი. კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებთან შედარებით გაირკვა, რომ უზრუნველყოფით გაცემული იქნა სესხების მხოლოდ 73%, ამავე ანგარიშგების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 10%-ს, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი გაირკვა, რომ ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, რეალურად აღემატებოდა 72%-ს.
3.4. 2017 წლის 11 იანვარს, ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ 2016 წლის ანგარიშგებაში გაცემული სესხების საერთო ოდენობა შეადგენდა დაახლოების 2.5 მილიონ ლარს და ისინი 100%-ით იყო უზრუნველყოფილი. კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებთან შედარებით გაირკვა, რომ უზრუნველყოფით გაცემულ იქნა სესხების მხოლოდ 70%, ამავე ანგარიშგების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 7.2%-ს, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი გაირკვა, რომ ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, რეალურად აღემატებოდა 72%-ს.
3.5. 2017 წლის 17 ივლისს, ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ 2017 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგებაში გაცემული სესხების საერთო ოდენობა შეადგენდა დაახლოებით 2.1 მილიონ ლარს და ისინი 100%-ით იყო უზრუნველყოფილი. კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებთან შედარებით გაირკვა, რომ უზრუნველყოფით გაცემულ იქნა სესხების მხოლოდ 64%, ამავე ანგარიშგების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 8.5%-ს, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი გაირკვა, რომ ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, რეალურად აღემატებოდა 78.6%-ს.
3.6. 2018 წლის 14 აგვისტოს, ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ 2018 წლის ივლისის ანგარიშგებაში, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 10.4%-ს, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი გაირკვა, რომ ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, რეალურად აღემატებოდა 86.4%-ს.
3.7. ვ.შ–ვას 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით, პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მსესხებელს, შპს „ო.ი–ს“ ჩამოაწერა ნასესხები თანხის დარჩენილი ძირი - 46 720 ლარი და პროცენტი - 24 759.90 ლარი, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვ.შ–ვა და შპს „ო.ი–ი“ წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პირებს, შპს „ო.ი–ის“ 100% წილის მფლობელია შპს „ო.ს–ი“, რომლის დირექტორი და საწესდებო კაპიტალის 33%-იანი წილის მფლობელია ფ/პ ვ.შ–ვა.
3.8. ანალოგიურად, ვ.შ–ვას 2019 წლის 4 იანვრის ბრძანებით, პარტნიორთა კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მსესხებელს, შპს „კ.ე–სს“ ჩამოეწერა დავალიანება 30 00 აშშ დოლარი და პროცენტი - 12 081.51 აშშ დოლარი.
3.9. ასევე, მსესხებელ გ.ს–ძეს ჩამოეწერა დავალიანება 16 079.62 აშშ დოლარი და პროცენტი - 4 420.61 აშშ დოლარი. მსესხებელ მ.გ–ძეს ჩამოეწერა დავალიანება 22 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 27 711.61 აშშ დოლარი. მსესხებელ ნ.ხ–ს ჩამოეწერა დავალიანება 19 834.39 აშშ დოლარი. ჯამში, ჩამოწერილი თანხების ოდენობა შეადგენს 132 127,74 აშშ დოლარს.
3.10. ვ.შ–ვას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ჩამოწერილ იქნა პ.ზ–თან, ო.ქ–თან, შპს „კ.ჯ–თან“ და ნ.ხ–თან სხვადასხვა დროს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან მიმდინარე დავალიანებები საერთო თანხით - 24 287.34 აშშ დოლარი და 17 115.26 ლარი, კერძოდ, 17.09.2018 წელს გაფორმებული შეთანხმებით, პ.ზ–ს ჩამოეწერა 17 115.26 ლარი შპს „კ.კ–ის“ დირექტორის 10.12.2018 წლის ბრძანების საფუძველზე ო.ქ. ჩამოეწერა 10432.95 აშშ დოლარი შპს „კ.ჯ–ს“ ჩამოეწერა 18 805,44 აშშ დოლარი და ნ.ხ– ჩამოეწერა 4 048.95 აშშ დოლარი, რითიც მოსარჩელემ მიიღო ზიანი 24 287.34 აშშ დოლარისა და 17 115.26 ლარის ოდენობით.
3.11. 2011 წლის 30-31 მარტს, მსესხებელ ე.გ–ზე ორ ტრანშად გაიცა კრედიტი ჯამში 29 200 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრე მ.ჯ–ის კუთვნილი 44 კვ.მ ბინა, მდებარე: თბილისი, ........, ს/კ ........, შეფასებული 60 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების თანახმად 6 თვის განმავლობაში უნდა დაფარულიყო სარგებელი, ხოლო ძირითადი თანხა 6 თვიანი ვადის ბოლოს. ე.გ–მა დაფარა მხოლოდ 6 თვის სარგებელი, ხოლო თანხის ძირი არ დაფარულა. მიუხედავად ამისა, ვ.შ–ვას მიერ, დასაბუთების გარეშე 2011 წლის 29 დეკემბერს მოხდა ხსენებული ქონების იპოთეკიდან გათავისუფლება, ასევე სესხის ამოღების მიზნით ვ.შ–ვამ არაფერი მოიმოქმედა და შედეგად გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. როგორც საქმეში წარმოდგენილი 19.04.2022 წლის თემატური რევიზიის აქტით დასტურდება, 2016 წლის 01 ივლისის მდგომარეობით, რა დროსაც აღნიშნულ სესხზე უკვე გაშვებული იყო ხანდაზმულობის ვადა, დავალიანება შეადგენდა ძირითად თანხას 29 200 აშშ დოლარს და დარიცხულ პროცენტს და ჯარიმას - 36 801.33 აშშ დოლარს, სულ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 66 001.33 აშშ დოლარი.
3.12. 2011 წლის 31 მარტს, მსესხებელ კ.უ–ზე გაიცა კრედიტი 28 645.24 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრე ნ.ნ–ის კუთვნილი 73 კვ.მ ბინა, მდებარე: თბილისი, .........., ს/კ ........, შეფასებული 40 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულების თანახმად, 6 თვის განმავლობაში უნდა დაფარულიყო სარგებელი ხოლო ძირითადი თანხა 6 თვიანი ვადის ბოლოს. კ.უ–მა დაფარა მხოლოდ სარგებლის ნაწილი და სესხის ძირის ნაწილი 11 198 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, ვ.შ–ვას მიერ დასაბუთების გარეშე, 2013 წლის 19 მარტს მოხდა ხსენებული ქონების იპოთეკიდან გამოთავისუფლება. ამავე სესხის ამოღების მიზნით ვ.შ–ვამ არაფერი მოიმოქმედა და შედეგად გავიდა მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. როგორც საქმეში წარმოდგენილი 19.04.2022 წლის თემატური რევიზიის აქტით დასტურდება, ზემოთ აღნიშნულ საქმეზე ძირითადი თანხის ნაწილში გადახდილია, მხოლოდ 1 739.92 აშშ დოლარი და მიყენებულმა ზიანმა მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში შეადგინა 17 447.05 აშშ დოლარი.
3.13. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, რაც გამოიხატება არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემით, მათ შორის ერთიდაიგივე მსესხებელზე სხვადსხვა პერიოდულობით რამდენიმე სესხის გაცემით და ისეთ შემთხვევებში, როდესაც წინა სესხებზე მიუხედავად მოთხოვნის ვადის დადგომისა, გადახდილი არ იყო არცერთი ცენტი შემდგომში, მოპასუხე თავის უმოქმედობით შეგნებულად უშვებდა პრობლემურ სესხებზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს, რითაც უკანონოდ გაიფლანგა კომპანიის მოთხოვნის უფლება აღნიშნულ სესხებზე, ჯამში 594 419.49 აშშ დოლარი და 23 241.55 ლარის ოდენობით.
3.14. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, მოპასუხის როგორც საზოგადოების დირექტორის მიერ, კომპანიისთვის მიყენებულმა ზიანმა, როგორც წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით და 19.04.2022 წლის თემატური რევიზიის აქტით დასტურდება შეადგინა 834 282.95 აშშ დოლარი და 111 836,71 ლარი, რის ანაზღაურებასაც ითხოვს სარჩელით.
4. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
4.1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ვ.შ–ვამ არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის სექტემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ გამკაცრებული რეგულაციების გამო, შპს „კ.კ–ის“ დამფუძნებლის ფ.ბ–ის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 12 თებერვალს დაიწყო საზოგადოების, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც დასრულდა 2019 წლის 10 მაისს. ამ პერიოდის განმავლობაში შპს „კ.კ–ის“ დირექტორი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი - მ.ვ–ი.
4.2. მოპასუხის განმარტებით, დირექტორის მიერ ყოველთვის ზუსტი ინფორმაციის და ანგარიშგების მიწოდება ხდებოდა დამფუძნებლისთვის ყველა იმ საკითხთან მიმართებით, რასაც დამფუძნებელი დირექტორისგან მოითხოვდა, თუმცა საზოგადოების ყველა დეტალის შესახებ მთავარი ინფორმაციის წყარო იყო აუდიტის დასკვნა, რომელიც კანონის შესაბამისად შპს „კ.კ–ში“ ყოველწლიურად ტარდებოდა ავტორიტეტული ორგანიზაციების (PKF Georgia და GACC) მიერ თავად დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივით, რომელიც ასევე ყოველწლიურად ეგზავნებოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4.3. საზოგადოების 2010 წლის წესდების მე-8 თავის შესაბამისად, (ასევე იყო ყველა შემდგომი წესდების მოქმედების პერიოდში) ყოველწლიურად აუდიტს იწვევს პარტნიორთა საერთო კრება და არა დირექტორი. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ დამფუძნებელი რაიმეს კურსში არ იყო და დირექტორი მას რაიმეს უმალავდა არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე, საზოგადოების 2010 წლის წესდების მე-2 თავის 8.1 მუხლის შესაბამისად, საზოგადოება უფლებამოსილი იყო გაეცა როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი სესხები. არც კანონი და საზოგადოების არცერთი წესდება არ ზღუდავს დირექტორს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თუკი გარიგების ღირებულება არ აღემატება 300 000 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად დირექტორის ყველა მოქმედება სრულად იყო შეთანხმებული დამფუძნებელთან.
4.4. ამასთან, არაუზრუნველყოფილი სესხების ხვედრითი წილი შპს „კ.კ–ის“ მიერ 10 წლის განმავლობაში გაცემული სესხებიდან იყო ძალიან მცირე რაოდენობის, რაც საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეობდა. რაც შეეხება სესხების ჩამოწერას, მოპასუხის განმარტებით, ჩამოწერა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემურ სესხებზე მსესხებელთან შეთანხმებით, მხოლოდ მას შემდეგ რაც მსესხებელი სრულად დაფარავდა სესხის ძირი თანხის ოდენობას და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილს. არცერთი სესხი არ ყოფილა ჩამოწერილი ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილის დაფარვის გარეშე. მსესხებლისთვის აღნიშნული შეღავათი კეთდებოდა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მსესხებელს საერთოდ ვერ დაეფარა დავალიანება და საზოგადოებას ფინანსური ზიანი მისდგომოდა. ვინაიდან საზოგადოებას მოუწევდა სამართლებრივი პროცედურების დაწყება პრობლემური სესხების ამოღების მიზნით, რაც დაკავშირებული იყო დიდი ფინანსური რესურსების და დროის დანახარჯებთან და შესაბამისად გამოიწვევდა მეტ ზიანს. სესხების ჩამოწერის მიზეზი იყო ასევე, ზოგადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში შექმნილი რთული ვითარება, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული რეგულაციების პირობებში შპს „კ.კ–ი“ ვეღარ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დროის მცირე მონაკვეთში უნდა მომხდარიყო საზოგადოების მიერ ნაკისრი კრედიტორული დავალიანებების დროულად დაფარვა. ამ მიზნით დღის წესრიგში დადგა გაცემული სესხების სწრაფად ამოღების საჭიროება, სწორედ ამ მიზნით, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილის დაფარვის შემდეგ განხორციელდა სესხების უმნიშვნელო ნაწილის ჩამოწერა საზოგადოების დამფუძნებელთან შეთანხმებით, რის შემდეგაც შპს „კ.კ–მა“ ამოიღო გაცემული სესხების დიდი ნაწილი და შეძლო ნაკისრი ვალდებულებების სრულად დაფარვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ საზოგადოებას დარჩა საკმაოდ სოლიდური ფინანსური აქტივები, რომელთა განკარგვაც მოხდა დამფუძნებლის - ფ.ბ–ის მიერ. საზოგადოების საკუთრებაში დღემდე რჩება არაერთი უძრავი ქონება, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.
4.5. შპს „კ.კ–ის“ დირექტორის ვ.შ–ვას მიერ არც ერთ სესხზე არ მომხდარა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება საზოგადოების ინტერესების საზიანოდ, ყველა ასეთი შემთხვევა შეთანხმებული იყო დამფუძნებელთან, უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორს გადაწყვეტილი ჰქონდა სარჩელის შეტანა რიგი მსესხებლების წინააღმდეგ, დამფუძნებლის მიერ ხდებოდა ასეთი გადაწყვეტილებების დაბლოკვა სასამართლო ბაჟის, ადვოკატის მომსახურებისა და სხვა ხარჯების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა შპს „კ.კ–ის“ მიერ არაერთი სარჩელია შეტანილი როგორც სასამართლოში, ასევე კერძო არბიტრაჟში.
4.6. მოპასუხის განმარტებით, 2015 წელს, ისევე როგორც ყოველ წელს შპს „კ.კ–ში“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ჩატარებულ იქნა აუდიტი, რომლის დასკვნაშიც დეტალურად იქნა აღწერილი საზოგადოების ყველა აქტივი და პასივი. აღნიშნული დასკვნა წარმოადგენდა საზოგადოების ოფიციალურ მონაცემებს და რა თქმა უნდა დამფუძნებლისთვის კარგად იყო ცნობილი. ვ.შ–ვას მიერ 2016 წელს გაგზავნილი წერილები და ანგარიშგება მისივე მოთხოვნით მიზნად ისახავდა ფ.ბ–ის ინფორმირებას საზოგადოების იმ სესხებზე, რომელთა შესახებაც დამფუძნებლის მიერ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია. ამ ანგარიშგებაში მითითებულია ზუსტი მონაცემები მხოლოდ იმ სესხებთან დაკავშირებით, რომელიც მოთხოვნილი იქნა თავად დამფუძნებლის მიერ. ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ იქნა სრული ინფორმაცია და ანგარიშგება საზოგადოების მთლიანი პორტფელის შესახებ, რომლის სიზუსტესაც მოსარჩელე მხარე არ ხდის სადავოდ.
4.7. მოპასუხის განმარტებით, ი.ა–ი წლების განმავლობაში იყო შპს „კ.კ–ის“ ბუღალტერი და არავითარი კომპეტენცია არ გააჩნია, რაიმე მოსაზრება, ან განმარტება გამოთქვას საზოგადოების საკრედიტო პორტფელის ფორმირების და მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. მისი განმარტება, რომ ვ.შ–ვას მიერ დამფუძნებლისთვის გაგზავნილი მონაცემები შეადარა ბუღალტერიაში არსებულ მონაცემებს და ამ გზით გამოავლინა უზუსტობა, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან საბუღალტრო პროგრამა საერთოდ არ ასახავს სესხების ვადაგადაცილებებისა და უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაცია არსებობდა საკრედიტო პროგრამაში, რომელთანაც მას შეხება არ ჰქონია. ვინაიდან ი.ა–ი არის საზოგადოების მოქმედი დირექტორი, მოპასუხის განმარტებით, იგი არის დაინტერესებული პირი და მისი განმარტება წარმოადგენს მხოლოდ მხარის ახსნა- განმარტებას.
4.8. მოპასუხის განმარტებით, დირექტორს წესდებით მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება სამეთვალყურეო საბჭოსგან და პარტნიორთა კრებისგან დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები სესხის ჩამოწერის თაობაზე, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული არც კანონით ჰქონდა მას აკრძალული. შპს „ო.ი–ის“ ჩამოწერილ სესხთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ შპს „კ.კ–სა“ და შპს „ო.ი–ს“ შორის ვადაგადაცილებულ სესხთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად შპს „ო.ი–მა“ სრულად დაფარა ძირი თანხის ოდენობა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილი, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა სესხის ჩამოწერა და შპს „კ.კ–ს“ აღნიშნული გადაწყვეტილებით არანაირი ზიანი არ მისდგომია, აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო კომპანიის დამფუძნებელი ფ.ბ–ი.
4.9. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულ პირებთან იდგა რეალური საშიშროება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შპს „კ.კ–ის“ ლიკვიდაციის დაწყებამდე განსაზღვრულ მოკლე ვადაში ვერ შეძლებდნენ სესხის დაფარვას და შესაძლო ზიანის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულ მათგანს მიეცა წინადადება დაეფარა სესხის ძირითადი თანხის ოდენობა სრულად და საპროცენტო სარგებელი ნაწილობრივ, რაც მათ პირნათლად შეასრულეს და ამის შემდეგ მოხდა მათზე სესხების ჩამოწერა. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „კ.კ–ს“ არათუ ზიანი არ მიუღია, არამედ დიდი ფინანსური ზარალი აირიდა თავიდან. ვინაიდან შპს „კ.კ–ისთვის“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მცირე დროში აღნიშნული პირებისგან თანხის სხვაგვარად ამოღება შეუძლებელი იქნებოდა და შესაძლოა სრულად დაეკარგა საზოგადოებას ეს ფინანსური აქტივი.
4.10. ვ.შ–ვას განმარტებით, კ.უ–ი და ე.უ–ი გახლდნენ მეუღლეები და შპს „კ.კ–ის“ დამფუძნებლის ფ.ბ–ის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის შპს „ს.ლ–ის“ თანამშრომლები. აღნიშნული პირების მიერ შპს „კ.კ–ში“ აღებული სესხებზე უზრუნველყოფა მოიხსნა დამფუძნებელთან შეთანხმებით, მისივე მითითებით. შეთანხმების შესაბამისად, ამ სესხების სანაცვლოდ შპს „კ.კ–ის“ მიერ გაიცა კიდევ ერთი სესხი კ.უ–ის მამაზე - თ.უ–ზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა თ.უ–ის საკუთრებაში არსებული 61 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ ........, რომელიც შემდგომ გაიყიდა აუქციონზე და დღემდე შპს „კ.კ–ის“ საკუთრებაშია, ამ უძრავი ქონების ღირებულება ჯამში ორივე სესხის საერთო ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება, შესაბამისად, საზოგადოებას არც ამ შემთხვევაში მიუღია ზიანი.
4.11. მოპასუხე მხარე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით აღნიშნავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი უფლება-მოვალეობის ჯეროვანი შესრულების საკითხი და საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანთან მიმართებით დირექტორის ბრალეულობა უნდა შემოწმდეს არა დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულებების, არამედ სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმებით, რომელიც ასევე ადგენს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს, როგორც ,,მეწარმეთა შესახებ‘’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი ადგენს, ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან. შეგებებული სარჩელი წარდგენილია 2020 წლის 15 მაისს, შესაბამისად, 2011 წელს დირექტორის მიერ განხორციელებული ქმედებების გასაჩივრებისთვის გასულია ხანდაზმულობის ვადა.
4.12. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულია განზრახ არასწორი ფაქტები, კერძოდ, შპს „კ.კ–ის“ დირექტორის ი.ა–ის მიერ გაცემული ცნობის დანართში მითითებული სესხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე შეტანილია სარჩელები და განცხადებები გამარტივებული წესით აღსრულებაზე. კერძოდ, დანართში მითითებულ გ.ჯ–ძის სესხთან დაკავშირებით ნოტარიუს დ.ი–ძის მიერ მოხდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა და გ.ჯ–ძის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, საიდანაც შემოსული თანხაც სრულად ჩაირიცხა შპს „კ.კ–ის“ ანგარიშზე, ასევე დანართში აღნიშნული გ.გ–ძის მიმართ შპს „კ.კ–ის“ მიერ მოხდა სასამართლოში სარჩელის შეტანა 2018 წლის 30 იანვარს და ეს საქმე დღემდე სასამართლო განხილვაშია.
4.13. ვ.შ–ვა უთითებს, რომ კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს თითქმის 10 წლის განმავლობაში, რა დროსაც დამფუძნებლის მხრიდან არც ერთხელ, არანაირი ფორმით ეჭვქვეშ არ დამდგარა ვ.შ–ვას კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი საზოგადოების დამფუძნებლის - ფ.ბ–ის თხოვნით აგრძელებდა შპს „კ.კ–ის“ საქმიანობის მხარდაჭერას, როგორც ფ.ბ–ის ნდობით აღჭურვილი პირი. პრეტენზია გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული რეგულაციების გამო გადაწყდა საზოგადოების ლიკვიდაცია და ის აღარ იყო მომგებიანი. შპს „კ.კ–ს“ ვ.შ–ვას დირექტორობის პერიოდში გაცემული აქვს ათასობით სესხი მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის სრულად გადახდილი, დამფუძნებლის პრეტენზია ეხება მხოლოდ რამდენიმე სესხს და ისიც სრულიად დაუსაბუთებელია.
4.14. მოპასუხე განმარტავს, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს საზოგადოების დამფუძნებელმა ფ.ბ–მა შპს „კ.კ–ი“ გაასხვისა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე.მ–იზე, საზოგადოების გასხვისებისას ჩატარდა მისი სრულფასოვანი აუდიტი ფასის დადგენის მიზნით, შეფასდა საზოგადოების ყველა აქტივი და პასივი, მათ შორის ინფორმაცია გაცემული, ვადაგადაცილებული, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სესხების შესახებ. შემოწმების შედეგად როგორც ე.მ–იმ ისე ფ.ბ–მა წერილობით დაადასტურეს, რომ ისინი სრულად იცნობდნენ კომპანიაში არსებულ ვითარებას და დირექტორთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნდათ. ე.მ–ის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 29 ივნისს ფ.ბ–მა კომპანია დაიბრუნა უკან, რა დროსაც მის მიერ ჩატარდა კომპანიის დეტალური აუდიტი კომპანიის აქტივების და პასივების შესახებ, შესაბამისად, დამფუძნებელი სრულად იყო ინფორმირებული კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
4.15. 2019 წლის 12 თებერვალს დაიწყო შპს „კ.კ–ის“, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების მიზნით პროცესი, რომელიც დასრულდა 2019 წლის 10 მაისს. ამ პერიოდის განმავლობაში შპს „კ.კ–ის“ დირექტორი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი - მ.ვ–ი. რომლის მიერ, მისი ვალდებულების შესაბამისად მოხდა საზოგადოების საქმიანობის ყველა დეტალის შესწავლა, მის მიერ აღნიშნულ დეტალებთან დაკავშირებით სრულად მოხდა ფ.ბ–ის ინფორმირება, რაზეც წერილობითი დასტურიც გასცა რომ სრულად იყო ინფორმირებული კომპანიაში არსებულ ვითარებაზე და რომ ვ.შ–ვას მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.
4.16. შპს „კ.კ–ის“ სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად ამტკიცებდა აუდიტის დასკვნაში აღნიშნული დივიდენდების გაცემისა და კომპანიის მენეჯმენტისთვის პრემია- დანამატების გაცემის თაობაზე, რის შესახებაც ყოველწლიურად დგებოდა სამეთვალყურეო საბჭოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა როგორც ფ.ბ–ი, ისე სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამფუძნებლის მხრიდან სრულ ინფორმირებულობას კომპანიის საქმეებზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ.შ–ვას სარჩელი შპს ,,კ.კ–ის მიმართ სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დამატებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1245 ლარის ანაზღაურება; შპს ,,კ.კ–ის’’ შეგებებული სარჩელი ვ.შ–ვას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ.შ–ვას შპს ,,კ.კ–ის’’ მიმართ გადასახდელად დაეკისრა 375 417,28 აშშ დოლარისა და 55 918 ლარის ანაზღაურება; ვ.შ–ვას შპს ,,კ.კ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2283 ლარის ანაზღაურება (დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ასევე კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება); ვ.შ–ვას შპს ,,კ.კ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2516.89 ლარის ოდენობით.
6. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2023 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.შ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ.შ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „კ.კ–ს“ მოსარჩელე ვ.შ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 43 177.5 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება; შპს „კ.კ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2. საქმეში არ არის წარმოდგენილი რამე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2019 წლის 13 მაისს საწარმოს დირექტორად დანიშვნის დროს ან შემდგომ, მხარეებს შორის დაიდო რამე სახის ხელშეკრულება, რითიც დადასტურდებოდა დირექტორობის სასყიდლიანობა.
8.3. ლიკვიდაციის შემდგომ მოსარჩელის ხელმეორედ დირექტორად დანიშვნა მოხდა ანაზღაურებისა და ხელშეკრულების გარეშე. მასაც არასდროს გამოუთქვამს სახელფასო ანაზღაურებაზე პრეტენზია, რადგან ის გრძნობდა კომპანიაში შექმნილ მძიმე ფინანსურ ვითარებაში საკუთარ პასუხისმგებლობას, რაც დირექტორს ეკისრება. აღნიშნული საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვტა, განსხვავებით აპელაციისგან.
8.4. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ რადგან მიკრსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდგომ მოსარჩელე ხელახლა იქნა დანიშნული ჩვეულებრივი შპს-ის დირექტორად, რის გამოც რგორც უწინ, ახლაც უნდა მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, არ არის დასაბუთებული. რადგან მოსარჩელე ხელახლა დაინიშნა დირექტორად, მანამდე არსებული ხელშეკულება შეწყდა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების თანახმად ის თავიდან დაინშნა და ახალი პირობებით განისაზღვრა დირექტორის სახელფასო განაკვეთი, რაც არ იყო სასყიდლიანი.
8.5. რაც შეეხება მოპასუხის შეგებებული სარჩელის ნაწილში წაყენებულ პრეტენზიებს, კასატორი მიუთითებს, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება კომპანიისთვის მიყენებული დიდი ზიანი. აღნიშნულ ზიანს ადასტურებს სააპელაციო პალატაც, თუმცა ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპში აქცევს დირექტორის ქმედებებს, რის გამოც მიუთითებს, რომ თუნდაც დირექტორის გადაწყვეტილება იყოს მაღალი რისკის შემცველი, ან მცდარი. ასეთი მსჯელობის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრსო 19.04.2022 წლის რევიზიით დასტურდება, რომ სისტემურად, 25-ჯერ მაინც სისტემურად მიიღო მოსარჩელემ მცდარი გადაწყვეტილებები, რაც ხშირად თანხვედრაში იყო თავის პირად ინტერესებთან. ამავდროულად, მიღებული გადაწყვეტილებები არ ყოფილა ვინმესთან შეთანხმებული, რის შესახებაც კომპანიის დამფუძნებელს მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ მითითება ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპზე და ამის საფუძველზე პერსონალური პასუხისმგებლობის გამორიცხვაზე, ვერ იქნება დასაბუთებული, რადგან ცალსახად დასტურდება მოსარჩელის პირადი დაინტერესებები გადაწყვეტილების მიღების დროს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებებით დირექტორმა მიიღო დიდი ოდენობით სარგებელიც. მაგალითად, შპს „ო.ს–თან“, რომლის 33% წილის მფლობელიც ვ.შ–ვაა, დაიდო არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლის დავალიანებაც 121 479, 9 ლარი იყო 2018 წლის 17 სექტემბრისთვის. აღნიშნულ დავალიანებაზე დამოუკიდებლად, საწარმოსთვის შეუტყობინებლად დირექტორმა ჩამოწერა სესხს ნაწილი, რის შედეგადაც კომპანიამ განიცადა71 479.9 ლარის ფინანსური ზარალი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა აღნიშნული ფაქტებით არ დაინტერესდა და დაუსაბუთებლად მიიჩნია ის ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლებად.
8.6. საქმეში წარმოდგენილია დასკვნები, რომლებიც ასახავს დირექტორის მიერ სესხების ჩამოწერით ან არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემით წარმოშობილი ზიანის ჯამურ ოდენობებს, რაც მთლიანად მოსარჩელის პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რადგან მისი ვალდებულება იყო გაეცა სესხი და შესაბამისად მიეღო მოგება საწარმოსთვის. მიუხედავად აღნიშნული მტკიცებულებებისა (შპს „თ-კ.ჯ–ის“ აუდიტორული დასკვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 19.04.2022 წლის თემატური რევიზიის აქტი), სააპელაციო სასამართლომ მაინც ვერ დაინახა დამდგარ ზიანსა და დირექტორის პერსონაურ პასუხისმგებლობას შორის ბრალეულობაისევ და ისევ ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის არასწორად გამოყენების ხარჯზე. აღნიშნულის პარალელურად, დასტურდება, რომ დირექტორი რეალობისგან აცდენილ ანგარიშებს წარუდგენდა კომპანიის დამფუძნებლებს რათა ეჩვენებინა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.
8.7. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ დირექტორობის პერიოდში თავისი ინიციატივით უსაფუძვლოდ ჩამოწერა კომპანიის მიერ გაცემულ სესხებს, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ზიანი. ამავდროულად, მართალია სესხი გადაიხადა, მაგრამ საკუთარ თავზეც ჰქონდა გაცემული, რაც აკრძალულია კანონმდებლობით. ამავდროულად, მოსარჩელე დირექტორობის პერიოდში გასცემდა არაუზრუნველყოფილ სესხებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტში კი უშვებდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში სესხები გაიცემოდა ერთსა და იმავე პიროვნებებზე. საბოლოო ჯამში კი, როგორც ეს თემატური რევიზიის აქტით დასტურდება, 2011 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში მოპასუხის მიერ მისი დირექტორობისას გაცემული სესხებისა და ჩამოწერილი კრედიტორული მოთხოვნების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა: არაუზრუნველყოფილ სესხებზე ხანდაზმულობის ვადის გაშვებით - 594 419,49 აშშ დოლარი და 23 241,55 ლარი. ამავდროულად, სესხები გაიცემოდა ისეთ პირებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ წინა სესხები დაფარული.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „კ.კ–ი“ 2010 წლის 13 აგვისტოს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.
15. 2010 წლის 13 აგვისტოს, შპს „კ.კ–ის“ დამფუძნებელ-პარტნიორთა კრების მიერ დამტკიცებული იქნა წესდება, რომლითაც განისაზღვრა, რომ შპს „კ.კ–ი“ წარმოადგენდა მოგების მიღების მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს. იგი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიკროსესხების, მათ შორის სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი (საბლანკო), ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა და ა.შ.
16. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით შპს „კ.კ–ი“ დარეგისტრირდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–ად“.
17. შპს „კ.კ–ის“ დამფუძნებელი პარტნიორის ფ.ბ–ის 2013 წლის 12 აგვისტოს #1/1/ გადაწყვეტილებით დამტკიცდა შპს „კ.კ–ის“ ახალი წესდება. სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ახალი სახელწოდება: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–ი“.
18. შპს „კ.კ–ის“ დირექტორის მოვალეობებს 2010 წლის 13 აგვისტოდან ასრულებდა ვ.შ–ვა.
19. 2019 წლის 12 თებერვლიდან ვ.შ–ვა დროებით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ლიკვიდატორი - მ.ვ–ი. 2019 წლის 13 მაისიდან ვ.შ–ვა კვლავ დაინიშნა შპს „კ.კ–ის“ დირექტორის თანამდებობაზე.
20. შპს „კ.კ–ის“ 100% წილის მფლობელი პატრნიორი/დამფუძნებლის ფ.ბ–ის, 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „კ.კ–ის“ დირექტორი ვ.შ–ვა, დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს უფლებამოსილებების გადამეტების, ფინანსური გაყალბებების, ფაქტების დამახინჯებისა და შპს „კ.კ–ის“ წესდების და მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. ახალ დირექტორად დაინიშნა ი.ა–ი.
21. დადგენილია, რომ 2011 წლის 16 მარტის სესხის ხელშეკრულებით #00686-11532 მსესხებელ ვ.ხ–ზე გაიცა სესხი 21 200 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 11 თვიანი საშეღავათო პერიოდით ძირი თანხისა და პროცენტის გადახდაზე, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით.
22. 2011 წლის 31 მარტის #00049-01112 სესხის ხელშეკრულებით, შპს მისო „კ.კ–ის“ მიერ ე.გ–ზე გაიცა სესხი 12 600 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
23. სესხის ამონაწერის მიხედვით, ე.გ–ის დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას 12 600 აშშ დოლარს და სარგებელს 26 378.22 აშშ დოლარს.
24. 2011 წლის 30 მარტის სესხის ხელშეკრულებით #00049-01110 შპს მისო „კ.კ–ის“ მიერ ე.გ–ის მიმართ გასცა სესხი 16 600 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
25. სესხის ამონაწერის მიხედვით, ე.გ–ის დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას 16 600 აშშ დოლარს და სარგებელს - 34 759.03 აშშ დოლარს.
26. შპს მისო „კ.კ–სა“ და ე.გ–ს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების #30-00029 უზრუნველსაყოფად 2011 წლის 31 მარტის იპოთეკის ხელშეკრულებით #20-00029 (სანოტარო მოქმედების #1103248411) იპოთეკით დაიტვირთა მ.ჯ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........, ს/კ ..........
27. შპს მისო „კ.კ–ის“ დირექტორმა ვ.შ–ამ 2011 წლის 29 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს „კ.კ–ის“ #20-00029 იპოთეკის მოხსნის თაობაზე, რომელიც გაფორმებული იყო ნოტარიუს ე. ჯ–ძის მიერ მ.ჯ–ის კუთვნილ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ........, სარეგისტრაციო ზონა თბილისი, კოდი 01, სექტორი საბურთალო, კოდი , კვარტალი 15, ნაკვეთი .., კოდი ... ფართობი 44.11 კვ.მ.
28. 2011 წლის 31 მარტის სესხის ხელშეკრულებით #00011-01124, შპს მისო „კ.კ–ის“ მიერ კ.უ–ზე გაიცა სესხი 28 645.24 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% დარიცხვით.
29. 2010 წლის 8 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით #20-00005 (სანოტარო მოქმედების #101226518) შპს მისო „კ.კ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ.ნ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ........., სარეგისტრაციო ზონა: თბილისი: 01, სექტორი გლდანი:.., კვარტალი:.., ნაკვეთი:..., კოდი:...., ფართობი:73.00 კვ.მ. იპოთეკის საგნის უზრუნველყოფით მსესხებელ კ.უ–ზე გაიცა კრედიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 48% სარგებლის დარიცხვით.
30. #00011-01124 სესხის ამონაწერის მიხედვით, კ.უ–ის დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას 17 447.05 აშშ დოლარს და სარგებელს 26 896.74 აშშ დოლარს.
31. 2013 წლის 19 მარტს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–ის“ დირექტორის - ვ.შ–ვას მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეთხოვა, მოეხსნათ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–ის“ იპოთეკა #20-00005, გაფორმებული ნოტარიუს ე. ჯ–ძის მიერ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #101226518) ლ.შ–ძის კუთვნილ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ..........., ბინა #152, სარეგისტრაციო ზონა: თბილისი: 01, სექტორი გლდანი:.., კვარტალი:.., ნაკვეთი:...., კოდი:...., ფართობი:73.00 კვ.მ.
32. 2011 წლის 1 აპრილის სესხის ხელშეკრულებით #00051-01113 მსესხებელ ს.ჯ–ზე გაიცა სესხი 27 000 აშშ დოლარის ოდენობით 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
33. 2011 წლის 1 აპრილIს სესხის ხელშეკრულებით #00052-01114, მსესხებელ გ.ი–ზე გაიცა სესხი 8 500 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
34. 2011 წლის 11 აპრილის სესხის ხელშეკრულებით #00052-01120 მსესხებელ გ.ი–ზე გაიცა სესხი 20 400 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
35. 2011 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით #00052-01308 მსესხებელ გ.ი–ზე გაიცა სესხი 6 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
36. 2011 წლის 11 აპრილის სესხის ხელშეკრულებით #00043-01118, მსესხებელ ა.შ–ძეზე გაიცა სესხი 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
37. 2011 წლის 13 ივლისს სესხის ხელშეკრულებით #00043-01146 მსესხებელ ა.შ–ძეზე გაიცა სესხი 3 800 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
38. 2011 წლის 26 აპრილის სესხის ხელშეკრულებით #11680-11548, მსესხებელ თ.ხ–ზე გაიცა სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 11 თვიანი საშეღავათო პერიოდით ძირი თანხისა და პროცენტის გადახდაზე, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით.
39. 2011 წლის 27 სექტემბერს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–სა“ და შპს „კ.ე–სს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #00074-01174, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა თანხა 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით.
40. სესხის ამონაწერის მიხედვით, შპს „კ.ე–სის“ დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას – 30 000 შშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს – 12 081.51 აშშ დოლარს.
41. 2013 წლის 28 თებერვალს, სესხის ხელშეკრულებით #00806-01325, შპს მისო „კ.კ–ის“ მიერ მ.გ–ძეზე გაიცა სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 11 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, რომელიც წარმოადგენდა 2013 წლის 21 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების #30-00105 ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის შემადგენლ ნაწილს.
42. სესხის ამონაწერის მიხედვით, მ.გ–ძის დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას - 12 000 აშშ დოლარსა და სარგებელს 19 092.02 აშშ დოლარს.
43. 2013 წლის 22 მარტის სესხის ხელშეკრულებით #00806-01333< შპს მისო „კ.კ–ის“ მიერ მ.გ–ძეზე გაიცა სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 11 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, რომელიც წარმოადგენდა 2013 წლის 21 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების #30-00105 ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის შემადგენელ ნაწილს.
44. სესხის ამონაწერის მიხედვით, მ.გ–ძის დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას 10 000 აშშ დოლარსა და სარგებელს 8 619.59 აშშ დოლარს.
45. 10.06.2013 წლის სესხის ხელშეკრულებით #00979-01350, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–ის“ მიერ გ.ს–ძის მიმართ გაიცა სესხი 29 900 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, რომელიც წარმოადგენდა 2013 წლის 10 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების #30-00118 ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის შემადგენელ ნაწილს.
46. სესხის ამონაწერის მიხედვით, გ.ს–ძის დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას - 16 079.62 აშშ დოლარსა და სარგებელს 4 420.61 აშშ დოლარს.
47. 2014 წლის 07 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით #01205-01397, შპს მისო „კ.კ–ის“ მიერ ნ.ხ–ზე გაიცა სესხი 20 500 აშშ დოლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლის დარიცხვით, რომელიც წარმოადგენდა 2014 წლის 7 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება #30-00141 ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის შემადგენელ ნაწილს.
48. სესხის ამონაწერის მიხედვით ნ.ხ–ის დავალიანება შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას 19 834.39 აშშ დოლარს.
49. დადგენილია, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით #00068-01178, მსესხებელ დ.ო–ძეზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
50. 2012 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით #00068-01309, მსესხებელ დ.ო–ძეზე გაიცა სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
51. 2012 წლის 1 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით #00068-01219, მსესხებელ დ.ო–ძეზე გაიცა კრედიტი 5000 აშშ დოლარის ოდენობით 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
52. 2012 წლის 25 იანვრის სესხის ხელშეკრულებით #00068-01213, მსესხებელ დ.ო–ძეზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
53. 2011 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით #00077-01179, მსესხებელ ე.კ–ზე გაიცა სესხი 6000 აშშ დოლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, 2 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
54. 2011 წლის 14 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით #00077-01186, მსესხებელ ე.კ–ზე გაიცა სესხი 5 600 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
55. 2011 წლის 28 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით #00077-01202, მსესხებელ ე.კ–ზე გაიცა სესხი 13 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36 % სარგებლის დარიცხვით.
56. შპს მისო „კ.კ–ის“ 2012 წლის 2 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით #00100- 01222, მსესხებელ გ.ლ–ძეზე გაიცა სესხი 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
57. შპს მისო „კ.კ–ის“ 2012 წლის 15 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით #00100-01226, მსესხებელ გ.ლ–ძეზე გაიცა სესხი 3 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
58. 2012 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით #00100-01311, მსესხებელ გ.ლ–ძეზე გაიცა სესხი 22 000 აშშ დოლარის ოდენობით 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
59. 2012 წლის 4 აპრილის სესხის ხელშეკრულების #00042-01243 თანახმად, მსესხებელ ნ.ჩ–ზე გაიცა სესხი 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, 2 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36 % სარგებლის დარიცხვით.
60. დადგენილია, რომ შპს მისო „კ.კ–ის“ 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ო.ი–ზე“ გაიცა კრედიტი 46 720 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 11 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 28% სარგებლის დარიცხვით.
61. შპს მისო „კ.კ–სა“ და შპს „ო.ი–ს“ შორის 17.09.2018 წლის ვალის გადახდაზე შეთანხმების თანახმად, შპს „ო.ი–ის“ დავალიანება 17.09.2018 წლის მდგომარეობით რესტრუქტურიზდა და განისაზღვრა 50 000 ლარით, რომელიც გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან #00114-01312. მსესხებელს შეთანხმებიდან 2 კალენდარული დაღის ვადაში უნდა გადაეხადა 20 000 ლარი, ხოლო დარჩენილ 30 000 ლარს გადაიხდიდა 6 თვის მანძილზე გრაფიკის შესაბამისად.
62. სესხის ამონაწერის მიხედვით, შპს „ო.ი–ის“ გადასახდელი დავალიანება შეადგენდა ძირითად თანხას 46 720 ლარსა და პროცენტს 24 759.90 ლარს.
63. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–ის“ დირექტორის - ვ.შ–ვას 14.12.2018 წლის ბრძანების თანახმად, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–სა“ და შპს „ო.ი–ს“ შორის ვალის გადახდის შესახებ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მევალის მიერ შესრულებული ვალდებულების გამო, ჩამოწერილ იქნა დარჩენილი ძირი 46 720 ლარი და პროცენტი - 24 759.90 ლარის ოდენობით.
64. დადგენილია, რომ შპს მისო „კ.კ–ის“ 2013 წლის 7 მარტის სესხის ხელშეკრულებით #00833-01327, მსესხებელ ო.ქ–ძეზე გაიცა კრედიტი 7 000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, 11 თვიანი საშეღავათო პერიოდით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა 2013 წლის 7 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება #30-00107 ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულება და მის შემადგენელ ნაწილს.
65. 2014 წლის 10 აპრილის სესხის ხელშეკრულებით #01259-01405, მსესხებელ გ.მ–ზე გაიცა სესხი 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, ძირი თანხისა და პროცენტის გადახდაზე, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით.
66. 2014 წლის 24 ივლისის სესხის ხელშეკრულებით #01259-01423, მსესხებელ გ.მ–ზე გაიცა სესხი 6 600 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, ძირი თანხისა და პროცენტის გადახდაზე წლიური 30% სარგებლის დარიცხვით.
67. 2014 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით #01259-01434, მსესხებელ გ.მ–ზე გაიცა სესხი 5 900 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით, ძირი თანხისა და პროცენტის გადახდაზე წლიური 30% სარგებლის დარიცხვით.
68. შპს მისო „კ.კ–ის“ 2014 წლის 3 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით #01433- 01442, მსესხებელზე - შპს „ვ.ჯ–ი“ გაიცა სესხი 12 300 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით ძირზე და პროცენტზე, წლიური 28% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა 2014 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების #30-00164 ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის შემადგენელ ნაწილს.
69. შპს მისო ,,კ.კ–ის‘’ 2014 წლის 16 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით #01433- 01447, მსესხებელზე - შპს „ვ.ჯ–ი“ გაიცა სესხი 13 470 აშშ დოლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, 5 თვიანი საშეღავათო პერიოდით ძირზე და პროცენტზე, წლიური 28% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა 2014 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების #30-00164 ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის შემადგენელ ნაწილს.
70. 2018 წლის 05 ოქტომბრის ვალის არსებობის აღიარების შეთანხმების თანახმად, შპს „ვ.ჯ–მა“ აიღო ვალდებულება შპს მისო „კ.კ–ისთვის“ 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაეხადა მის მიერ 2014 წლის 03 დეკემბერს და 2014 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებებით აღიარებული დავალიანება სრულად, ჯამში ძირი თანხის - 25 770 აშშ დოლარის და პროცენტის 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვალე მევალეს გადაუხდიდა პირგასამტეხლოს 2 000 აშშ დოლარის ოდენობით.
71. 2018 წლის 09 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, შპს „ვ.ჯ–მა“ აიღო ვალდებულება შპს მისო „კ.კ–ისთვის“ 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაეხადა: მ.გ–ძის 2013 წლის 28 თებერვალს, 2013 წლის 22 მარტს და 2013 წლის 19 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულებებით აღებული დავალიანება ძირი თანხა ჯამში 25 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 3 000 აშშ დოლარი. ნ.ხ–ის მიერ 2014 წლის 7 თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულებით აღებული დავალიანება ძირი თანხა 20 500 აშშ დოლარი და პროცენტი 22 000 აშშ დოლარი. შპს „ვ.ჯ–ის“ მიერ 2014 წლის 3 დეკემბერს და 2014 წლის 16 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებებით აღებული დავალიანება ჯამში ძირი თანხა 25 770 აშშ დოლარი და პროცენტი 4000 აშშ დოლარი.
72. შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალე მევალეს გადაუხდიდა 5 000 აშშ დოლარს პირგასამტეხლოს და 21.02.2013-ში დადებული #20-00105 და 22.10.2014 წელს დადებული #20-00141 იპოთეკის ხელშეკრულებებით დატვირთული უძრავი ქონებები მიექცეოდა იძულებით აღსრულებაში ან გადაეცემოდა მევალეს საკუთრებაში.
73. დადგენილია, რომ 2016 წლის 01 სექტემბრის თავდების განცხადების მიხედვით, ვ.ხ–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის - გ.მ–ის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით #30-00144 ნაკისრი ვალდებულებების კრედიტორ შპს მისო „კ.კ–ის“ წინაშე.
74. 2016 წლის 01 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების #40-00144 თანახმად, ვ.ხ–მა, იკისრა სოლიდარული თავდებობა გ.მ–ის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბრის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით #30-00144 ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ვალის არსებობის აღიარების შესახებ 2018 წლის 29 ივნისის შეთანხმების თანახმად, ვ.ხ–მა (პ/ნ ..........) აღიარა შპს მისო „კ.კ–ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას 23 500 აშშ დოლარის ოდენობით თანახმად თავდებობის ხელშეკრულებისა #30-00144 და აიღო ვალდებულება მოვალის მხრიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე სრულად დაფარვის.
75. შპს მისო „კ.კ–ის“ დირექტორის ვ.შ–ვას 2019 წლის 4 იანვრის ბრძანებით, მიმდინარე სესხებზე არსებული ნაშთი ჩამოეწერათ: 1.შპს „კ.ე–სს“ მთლიანი დავალიანება 30 000 აშშ დოლარი, პროცენტი -12 081.51 აშშ დოლარი; გ.ს–ძეს - მთლიანი დავალიანება 16 079.62 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 420,61 აშშ დოლარი; მ.გ–ძეს - მთლიანი დავალიანება 22 000 აშშ დოლარი, პროცენტი 27 711.61 აშშ დოლარი; ნ.ხ–ს - მთლიანი დავალიანება 19 834.36 აშშ დოლარი.
76. ვ.შ–ვას მიერ 2016 წლის 8 იანვარს გაგზავნილ 2015 წლის ანგარიშგებაში გაცემული სესხების საერთო ოდენობა შეადგენდა დაახლოებით 2.6 მილიონ ლარს და ისინი 100%-ით იყვნენ უზრუნველყოფილი.
77. კომპანიის ბუღალტერ ი.ა–ის განმარტებით, კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებთან შედარებით, უზრუნველყოფით გაცემულ იქნა სესხების მხოლოდ 73%, ამავე ანგარიშგების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 10%-ს, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი გაირკვა, რომ ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, აღემატებოდა 72%-ს.
78. 2017 წლის 11 იანვარს, ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ 2016 წლის ანგარიშგებაში გაცემული სესხების საერთო ოდენობა შეადგენდა დაახლოებით 2.5 მილიონ ლარს და ისინი 100%-ით იყვნენ უზრუნველყოფილი.
79. კომპანიის დირექტორ ი.ა–ის განმარტებით, კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებთან შედარებით, უზრუნველყოფით გაცემულ იქნა სესხების მხოლოდ 70%, ამავე ანგარიშგების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 7.2%-ს, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი გაირკვა, რომ ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, აღემატებოდა 72%-ს.
80. 2017 წლის 17 ივლისს, ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ 2017 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგებაში გაცემული სესხების საერთო ოდენობა შეადგენდა დაახლოებით 2.1 მილიონ ლარს და ისინი 100%-ით იყვნენ უზრუნველყოფილი. კომპანიის დირექტორ ი.ა–ის განმარტებით, კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებთან შედარებით, უზრუნველყოფით გაცემულ იქნა სესხების მხოლოდ 64%, ამავე ანგარიშგების მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 8.5%-ს, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით კი გაირკვა, რომ ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, აღემატებოდა 78.6%-ს.
81. 2018 წლის 14 აგვისტოს, ვ.შ–ვას მიერ გაგზავნილ 2018 წლის ივლისის ანგარიშგებაში, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი შეადგენდა 10.4 %-ს, კომპანიის დირექტორ ი.ა–ის განმარტებით, საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების ხვედრითი წილი, აღემატებოდა 86.4%-ს.
82. დადგენილია, რომ შპს მისო „კ.კ–ის“ ერთადერთმა მფლობელმა 2018 წლის 25 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის რეორგანიზაციის შესახებ.
83. შპს „კ.კ–ის“ ერთადერთი მფლობელის - ფ.ბ–მა 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მოსთხოვა შპს მისო „კ.კ–ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის რეგისტრაცია და კომპანიის სტატუსის შეცვლა.
84. საქართველოს ეროვნული ბანკის 18/10/2018 წლის მიმართვით დგინდება რომ გათვალისწინებულ იქნა კომპანიის დამფუძნებლის გადაწყვეტილება კომპანიის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და კომპანიის მიერ ლიკვიდაციის დაწყებამდე, კერძოდ, 2019 წლის 15 იანვრამდე კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ წერილში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არ გამოიწვევდა შესაბამისი სანქციების დაწესებას.
85. შპს მისო „კ.კ–ის“ დირექტორმა საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისადმი 2018 წლის 26 სექტემბრის გაგზავნილი მიმართვით ითხოვა 2019 წლის 15 იანვრამდე ეროვნულ ბანკს არ დაეწესებინა შპს „კ.კ–ისთვის“ სანქციები, რათა ყველა არადაკავშირებული კრედიტორის დავალიანება დაეფარა, ხოლო შემდეგ თავად მოითხოვდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ნებაყოფლობით ლიკვიდაციას და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ სამეწარმეო სტატუსის შეცვლას.
86. 2019 წლის 11 იანვარს, შპს მისო „კ.კ–ის“ პარტნიორმა/დამფუძნებელმა გადაწყვიტა კომპანიის ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია. ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნა ვ.შ–ვა.
87. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 6 თებერვლის #132 განკარგულებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.კ–ის“ რეგისტრაცია გაუქმდა, დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორად დაინიშნა მ.ვ–ი.
88. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 10 მაისის განკარგულებით, შპს მისო „კ.კ–ს“ მიეცა თანხმობა ისეთ მეწარმე- სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას. ამავე განკარგულების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის #B19053219/3 გადაწყვეტილებით შეწყდა ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდა მ.ვ–ი.
89. შეგებებული სარჩელში დაყენებული მოთხოვნის დადასტურებისთვის შპს „კ.კ–ის“ მიერ წარმოდგენილია შპს „თ-კ.ჯ–ის“ (tgskk group) აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, მიწოდებული ინფორმაციით (შპს „კ.კ–ის“ მიერ გამოცემული ბრძანებები სესხების ჩამოწერის შესახებ: 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება, 2019 წლის 4 იანვრის ბრძანება, ასევე, ხელშეკრულებები და რეესტრი 2011-2016 წლებში გაცემული სესხების მიმდინარე დავალიანებების და მასზე დარიცხული პროცენტის შესახებ, ფიზიკური და იურიდიული პირების დაუფარავ სესხებზე, რომლებიც გაცემულია შპს „კ.კ–ის“ მიერ უზრუნველყოფის გარეშე ან არასაკმარისი უზრუნველყოფით და მათზე მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია) შპს „კ.კ–ისთვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს: 1 111 436.78 აშშ დოლარს და 71 479.90 ლარს, რაც ეროვნული ბანკის კურსით 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგენს 3 721 994 ლარს.
90. საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 19.04.2022 წლის თემატური რევიზიის აქტის მიხედვით დადგინდა შემდეგი: (13.08.2010 -11.02.2019წწ. ) შპს „კ.კ–სა“ და ე.გ–ს შორის გაფორმებული 31.03.2011 წლის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გაიცა თანხა 30 000 აშშ დოლარი, რაზედაც იპოთეკით დაიტვირთა მ.ჯ–ის კუთვნილი ქონება მდებარე, ......., ბ.8. ს/კ/........, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა 2 სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 29 200 აშშ დოლარი. 2011 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის მიერ გადახდილი იყო მხოლოდ სესხზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა 8 367.80 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ძირითადი თანხა შეადგენდა 29 200 აშშ დოლარს, აღნიშნულ პირობებში შპს „კ.კ–ის“ წერილით საჯარო რეესტრისადმი (29.12.2011წ.) მოხსნილ იქნა იპოთეკა. 2012 წლის 04 იანვრიდან 2013 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით ე.გ–ის მიერ საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, გადახდილია სესხზე დარიცხული პროცენტი - 10 632.10 აშშ დოლარი და ჯარიმა - 543.37 აშშ დოლარი, სულ - 11 175.47 აშშ დოლარი (2016 წლის 01 ივლისს გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნულ თარიღამდე დავალიანება შეადგენდა 66 001.33 აშშ დოლარს).
91. კ.უ–თან 08.12.2010 წელს გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გაიცა 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იპოთეკით დაიტვირთა ნ.ნ–ის პირადი ქონება (ს/კ/.......) აღნიშნული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 31.03.2011 წელს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება თანხით 28 645.24 აშშ დოლარი. შპს „კ.კ–ის“ საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 2013 წლის 19 მარტის მდგომარეობით მსესხებლის მიერ გადახდილი იყო სესხის ძირი თანხა 9 458.27 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი და ჯარიმა 21 871.04 აშშ დოლარი, სულ 31 329.31 აშშ დოლარი, დავალიანება შეადგენდა 19 186.97 აშშ დოლარს, აღნიშნულის პირობებში შპს „კ.კ–ის“ მიერ საჯარო რეესტრისადმი 2013 წლის 19 მარტის წერილით, მოხსნილ იქნა იპოთეკა დატვირთულ ქონებაზე, 2013 წლის 25 ივლისიდან 2014 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით კ.უ–ს გადახდილი აქვს ძირი თანხა 1 739.92 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი 9 255.02 აშშ დოლარი, სულ 10 994.94 აშშ დოლარი.
92. პ.ზ–თან გაფორმებულია 4 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხი საერთო თანხით 12 200 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში 2018 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 30 115.26 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა 12 200 ლარი, პროცენტი - 17 915.26 ლარი.
93. 17.09.2018 წელს გაფორმდა შეთანხმება აღნიშნული ვალის ფარგლებში 13000 ლარის გადახდაზე და მისი სესხებიდან წარმოშობილი დავალიანება ჩაითვლებოდა სრულად დაფარულად. 18.09.2018 წელს პ.ზ–ის მიერ გადახდილია 13 000 ლარი, ხოლო 17 115.26 ლარი ჩამოეწერა.
94. ო.ქ–თან 07.03.2013 წელს გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ.......). თანხის გადაუხდელობის გამო 2014 წლის 30 ივლისის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანებამ შეადგინა 10352.71 აშშ დოლარი. საიდანაც ძირი თანხაა 7 000 აშშ დოლარი, 30.07.2014 წელს რეალიზდა ო.ქ–ძის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება 3 926.80 აშშ დოლარად და აღნიშნული თანხით შემცირდა დავალიანება. შემდეგ ო.ქ–ძის მიერ სხვადასხვა დროს შეტანილ იქნა 4 992.96 აშშ დოლარი, ხოლო კომპანიის დირექტორის 2018 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით, დარჩენილი სესხის ძირი თანხა - 1 432.95 აშშ დოლარი ჩამოეწერა.
95. შპს „კ.კ–ის“ მიერ 31.12.2012 წელს შპს „ო.ი–თან“ გაფორმებული იყო არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება #00114-01312 თანხით 46 720 ლარი, თანხის გადაუხდელობის გამო დავალიანებამ 2018 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგინა 121 479.90 ლარი. 2018 წლის 17 სექტემბერს, შპს „კ.კ–სა“ და შპს „ო.ი–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება რომლის თანახმადაც, შპს „ო.ი–ის“ დავალიანება რესტრუქტურდა და განისაზღვრა 50 000 ლარის ოდენობით შემდეგი პირობით „მოვალე“ „მევალეს გადაუხდიდა 20 000 ლარს შეთანხმებიდან 2 კალენდარულ დღეში, დარჩენილ თანხას 30 000 ლარს გადაიხდიდა 6 თვის მანძილზე. შპს „ო.ი–ის“ მიერ 2018 წლის 19 სექტემბერს და 14 დეკემბერს გადახდილია 20 000 და 30 000 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 71 479.9 ლარი ჩამოეწერა ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე.
96. შპს „კ.კ–სა“ და ნ.ხ–ს შორის 2014 წლის 7 თებერვალს გაფორმდა #30-00141 საკრედირო ხაზის ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმდა 07.02.2014 წელს სესხის ხელშეკრულება #01205-01397 თანხით - 20 500 აშშ დოლარი, 2014 წლის 22 ოქტომბერს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე გაფორმდა იპოთეკა და დაიტვირთა ნ.ხ–ის კუთვნილი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1000მ/კვ (ს/კ .........). თანხის გადაუხდელობის გამო ნ.ხ–ის დავალიანება 2018 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 42 334.39 აშშ დოლარს, პროცენტისა და პირგსამატეხლოს ჩათვლით (ძირი თანხა 20 500, პროცენტი - 21 834.39). 2018 წლის 5 ოქტომბერს შპს „კ.კ–სა“ და შპს „ვ.ჯ–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, შპს „ვ.ჯ–ი“ იღებს ვალდებულებას შპს „კ.კ–ს“ გადაუხადოს ნ.ხ–ის მიერ 2014 წლის 7 თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულებით აღებული სესხის ძირი თანხა 20 500 აშშ დოლარის ოდენობით და დარიცხული პროცენტი მხოლოდ 2 000 აშშ დოლარი. 2018 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, დარჩენილი დავალიანება 19 834.39 აშშ დოლარი ჩამოეწერა ნ.ხ–ს, ხოლო შპს „ვ.ჯ–მა“ 03.01.2019 წელს გადაიხადა აღებული ვალდებულება 22 500 აშშ დოლარის ოდენობით.
97. შპს „კ.კ–სა“ და მ.გ–ძეს შორის 2013 წლის 21 თებერვალს გაფორმდა #30-00105 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 12 000 აშშ დოლარზე, იპოთეკით დაიტვირთა მ.გ–ძის კუთვნილი სასოფლო სამეურნეო მიწა 5400მ.კვ (ს/კ ......). 14.03.2013 წლის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და თანხა განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 25 000 აშშ დოლარი, თანხის გადაუხდელობის გამო მ.გ–ძის დავალიანებამ დარიცხული პროცენტებისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგინა 77 711.61 აშშ დოლარი. 05.10.2018 წელს შპს „კ.კ–სა“ და შპს „ვ.ჯ–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შპს „ვ.ჯ–ი“ იღებს ვალდებულებას გადაიხადოს მ.გ–ძის მიერ სესხების ძირი თანხა 25 000 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტიდან მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი. 2018 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად დარჩენილი დავალიანება 49 711.61 აშშ დოლარი ჩამოეწერა მ.გ–ძეს, შპს „ვ.ჯ–მა“ შეასრულა აღებული ვალდებულება.
98. შპს „კ.კ–სა“ და შპს „ვ.ჯ–ს“ შორის 2014 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა #30-00164 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 26 870 აშშ დოლარზე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 25 770 აშშ დოლარი, მათ შორის 03.12.2014 წლის ხელშეკრულებით თანხით 12 300 აშშ დოლარი და 16.12.2014 წლის ხელშეკრულებით თანხით - 13 470 აშშ დოლარი. 05.10.20118 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება რომლის თანახმად შპს „ვ.ჯ–ი“ იღებს ვალდებულებას შპს „კ.კ–ს“ გადაუხადოს ნ.ხ–ისა და მ.გ–ძის დავალიანებების ძირი თანხა და პირგასამტეხლო ჯამში 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მის მიერ აღებული სესხის ხელშეკრულებებით აღებული ძირი თანხა 25 770 აშშ დოლარი და პროცენტიდან მხოლოდ 4 000 აშშ დოლარი, შესაბამისად 2018 10 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად შპს „ვ.ჯ–ის“ დავალიანებამ შეადგინა 80 270 აშშ დოლარი. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2018 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ვ.ჯ–ის“ დავალიანება შეადგენდა 48 575.44 აშშ დოლარს, ხოლო 2018 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმებით განისაზღვრა 29 770 აშშ დოლარით. შპს „ვ.ჯ–ის“ მიერ გადახდილ იქნა ვალდებულება ჯამში 28 000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, დავალიანებამ შეადგინა 18 805.44 აშშ დოლარი, რომელიც ჩამოეწერა.
99. შპს „კ.კ–სა“ და ნ.ხ– შორის 02.05.2014 წელს გაფორმდა #30-00148 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 28 200 აშშ დოლარზე, იპოთეკით დაიტვირთა თავდები პირის შპს „მ.ლ–ას“ თანასაკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი 3319მ/კვ (ს/კ ........). 30.03.2017 წელს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ნ.ხ–ა და შპს „მ.ლ–ას“ მიმართ მოთხოვნა შეადგენდა 45 093.38 აშშ დოლარს (44161,38 აშშ დოლარი სესხის სრული დავალიანება და 932 აშშ დოლარი აღსრულების საზღაური 2%, თავდაპირველ მოთხოვნას გამოაკლდა პირგასამტეხლოს თანხა 2483.90 აშშ დოლარი, რომელიც ეპატია მსესხებელს). ნ.ხ–ამ ეტაპობრივად დაფარა დავალიანება და დარჩა 1 565.05 აშშ დოლარი, რომელიც 07.03.2018 წელს, ბუღალტერული პროგრამის მიხედვით ჩამოეწერა ნ.ხ, შესაბამისად ჯამში ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 4 048.95 აშშ დოლარი.
100. შპს „კ.კ–სა“ და გ.ს–ძეს შორის გაფორმდა 10.06.2013 წელს არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება #00979-01350 თანხით 29 900 აშშ დოლარი, თანხის გადაუხდელობის გამო გ.ს–ძის დავალიანებამ 28.10.2018 წელს დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგინა 61 929.23 აშშ დოლარი, აღნიშნული დავლიანების ფარგლებში მსესხებლის მიერ დაფარულ იქნა 41 429 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ძირი თანხის დავალიანება 20 500.23 აშშ დოლარი 05.01.2019 წელს საბუღალტრო პროგრამის მიხედვით ჩამოეწერა.
101. შპს „კ.კ–სა“ და შპს „კ.ე–სს“ შორის 27.09.2011 წელს გაფორმდა არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება #00074-01174 თანხით 30 000 აშშ დოლარი,
102. გადაუხდელობის გამო დავალიანებამ 28.10.2018 წლისთვის შეადგინა 72 081.52 აშშ დოლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 30 000 აშშ დოლარი, შპს „კ.ე–სის“ მიერ დაფარულ იქნა 30 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 42 081.52 აშშ დოლარი 04.01.2019 წელს საბუღალტრო პროგრამის მიხედვით ჩამოეწერა.
103. შპს „კ.კ–სა“ და გ.ლ–ძეს შორის გაფორმებული იყო სამი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 30 000 აშშ დოლარი.
104. შპს „კ.კ–სა“ და შპს „ო.ი–ს“ შორის გაფორმებული იყო 4 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 96 720 ლარი. გ.ლ–ძის დავალიანება შეადგენდა 91 057.13 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის (2016 წლის 01 ივლისის მდგომარეობით, როდესაც მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა გავიდა, დავალიანება შეადგენდა 66 567.82 აშშ დოლარს).
105. შპს „კ.კ–სა“ და ე.კ–ს შორის გაფორმებული იყო სამი ერთამენეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 24 600 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენს 74 503.66 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის (2016 წლის 01 ივლისს გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნულ თარიღამდე დავალიანება შეადგენდა 42 298.63 აშშ დოლარს).
106. შპს „კ.კ–სა“ და დ.ო–ძეს შორის გაფორმებული იყო 5 ერთამენეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 37 000 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენს 59 097.03 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის.
107. შპს „კ.კ–სა“ და ს.ჯ–ს შორის 01.04.2011 გაფორმებული იყო არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება თანხით 27 000 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 84 079.55 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის (2016 წლის 01 ივლისს გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნულ თარიღამდე დავალიანება შეადგენდა 61 577.11 აშშ დოლარს).
108. შპს „კ.კ–სა“ და ა.შ–ძეს შორის გაფორმებული იყო სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 19 800 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 40 397.71 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის (2016 წლის 01 ივლისს გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნულ თარიღამდე დავალიანება შეადგენდა 8667.04 აშშ დოლარს).
109. შპს „კ.კ–სა“ და გ.ი–ს შორის გაფორმებული იყო სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 34 900 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 89 525.7 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის (2016 წლის 01 ივლისს გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნულ თარიღამდე დავალიანება შეადგენდა 59671.62 აშშ დოლარს).
110. შპს „კ.კ–სა“ და შპს „უ.ფ–ას“ შორის გაფორმებული იყო 2 ერთამნეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 35 180 ლარი. დავალიანება შეადგენდა 23 241.55 ლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის.
111. შპს „კ.კ–სა“ და თ.ხ–ს შორის გაფორმებული იყო არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება თანხით 7 000 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 9 716.95 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის.
112. შპს „კ.კ–სა“ და ვ.ხ–ს შორის გაფორმებული იყო არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება თანხით 21 200 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 35 486.22 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის.
113. შპს „კ.კ–სა“ და გ.მ–ს შორის გაფორმებული იყო 4 არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 25 400 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 53 952.72 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის.
114. შპს „კ.კ–სა“ და ნ.ჩ–ს შორის გაფორმებული იყო 4 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება საერთო თანხით 15 752.30 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 26 602.82 აშშ დოლარს, რომელიც საბუღალტრო პროგრამის მიხედვით 05.11.2020 წლის მდგომარეობით დაფარული არ არის.
115. საკასაციო პალატა პირველ რიგში განსაზღვრავს იმ მთავარ სამართლებრივ პრობლემას, რაც წარმოადგენს აღნიშნული საკასაციო საჩივრით წარმოდგენილ შედავების საფუძველს. კერძოდ, პირველი შედავება შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელფასო დავალიანების დაკმაყოფილებას, ხოლო მეორე - შეგებებული სარჩელიდან გამომდინარე, ფიდუციური მოვალეობის დარღვევის გამო კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
116. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპანიის წინაშე დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები [დირექტორები] და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად [მსგავს ნორმებს შეიცავს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი].
117. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით განსაზღვრული მოვალეობები არის დირექტორის ფიდუციური მოვალეობები (იხ. სუსგ საქმე №ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი; სუსგ №ას-370-344-2017, 18 აპრილი, 2019 წელი), რომელთა დარღვევის გამოც კომპანიის დირექტორი პასუხს აგებს კომპანიის წინაშე. „ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ“ (იხ. სუსგ საქმე №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი).
118. შესაბამისად, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.5 მუხლი), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირადად მისთვის, მიყენებულ ზიანზე (იხ. სუსგ საქმე №ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი). მსგავსი წესია დადგენილი წინამდებარე საქმეში სარჩელის შეტანის დროს და ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაც [იხ. 50.3, 147-ე და 222-ე მუხლები].
119. კასატორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს დირექტორის მიმართ მოთხოვნა გამომდინარეობს, სპეციალური კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 9.6-ე (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით), 9.1-ე (ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: ...შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) და 3.6-ე (კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს) მუხლებიდან.
120. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რადგან ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადეკვატურობა. კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (იხ. სუსგ-ები: N ას-1307-1245-2014, 6.05.2015წ.; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; Nას-1118-2022, 25.11.2022წ.)
121. საკასაციო სასამართლომ დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ განმარტა, რომ სპეციალური კანონის 9.6-ე მუხლის შესაბამისად, „კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები, და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)…“ (იხ. სუსგ-ები: N ას-1307-1245-2014, 6.05.2015წ.; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.).
122. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კანონი შესაბამის გამიჯვნას არ აკეთებს, 96-ე მუხლის დანაწესი “ზრუნვის მოვალეობასთან” ერთად (რომელსაც სხვაგვარად ასევე „გულისხმიერების მოვალეობას“ ან „გულმოდგინების მოვალებასაც“ უწოდებენ) თავის თავში მოიცავს დირექტორის ფიდუციური მოვალეობების კიდევ ერთ სახეს - “ერთგულების მოვალეობას”. ერთგულების მოვალეობა დირექტორს ავალდებულებს კორპორაციის ინტერესების უპირატესად დაცვას ნებისმიერ პირად ინტერესთან შედარებით, რაც, სხვასთან ერთად, გულისხმობს პირადი გამორჩენის მიზნით თანამდებობის გამოყენების დაუშვებლობას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი რაიმე მიზეზით პირადად დაინტერესებულია კომპანიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ან გარიგების დადებით (იხ. სუსგ N ას-766-766-2018, 10.06.2019წ.).
123. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს, მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით, რადგან ზრუნვის (გულისხმიერების/გულმოდგინების) მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას მოქმედებს ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი“, სხვაგვარად „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია”, ხოლო ერთგულების მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას ასეთი პრეზუმფცია არ მოქმედებს (იხ. სუსგ-ები: N ას-766-766-2018, 10.06.2019 წ.; N ას-1305-2021 18.04.2022წ.; N ას-1511-2022, 14.03.2024წ.; N ას-710-2023, 19.06.2024.წ.; №ას-644-2024 26.07.2024).
124. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ სარჩელის განხილვისას დირექტორს საწარმოსათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობისაგან იცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია. იგი წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ განხორციელებული მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყო. ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღნიშნული დაშვების/პრეზუმფციის გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალური პროცესის შედეგად იქნა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა.
125. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმიებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან“ (იხ. სუსგ-ები: N ას-1307-1245-2014, 6.05.201 წ.; №ას-1158-1104-2014, 6.05.2015 წ.; ას-1081-2018, 11.10.2018 წ.; ას-766-766-2018, 10.06.2019წ.; N ას-569-2023, 4.10.2023წ.; N ას-710-2023, 19.06.2023წ.; N ას-306-2023, 7.08.2024წ.).
126. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს: N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
127. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობის თავისებურებებთან დაკავშირებით საქართველოსთვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები (იხ. Merkt in MüKo zum GmbHG, §13,Rn.343; Raiser in Ulmer/Habersack/Löbbe GmbHG Gr.Komm. 2.Aufl., §13,Rn.51; Fleischer in MüKozum GmbHG, §43,Rn.276; Walter G. Paefgen in Ulmer/Habersack/Löbbe GmbHG Gr.Komm. 2.Aufl; შეად.სუსგ-ებს: N ას-1158-1104-2014, 6.052015 წ; N ას-1307-1245-2014, 6.05. 2015 წ.). ამავე კონტექსტში და განსახილველი სარჩელის წარმატებისათვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ საწარმოს დირექტორი საწარმოს საქმიანობას სადავო პერიოდში მოქმედი სპეციალური კანონის 9.6-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით არ უძღვებოდა.
128. პრეზუმფცია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის დარღვევა დადგინდება თუ კი სახეზე გვექნება ამ ოთხი წინაპირობიდან თუნდაც ერთ-ერთის დარღვევის ფაქტი: 1)დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (უნდა იმოქმედოს). ისეთ შემთხვევაში, როცა დირექტორმა გამოიჩინა უმოქმედობა და არ მიიღო გადაწყვეტილება, იგი ვერ იქნება დაცული სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესით (აღნიშნულში არ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც უმოქმედობა, თავისთავად, მიღებული გადაწყვეტილების შედეგია ანუ მიღებულია გადაწყვეტილება მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ); 2) გადაწყვეტილების მიღებამდე დირექტორმა უნდა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე ადამიანისათვის საკმარისია მოცემულ გარემოებებში, მოცემული გადაწყვეტილების მისაღებად, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს კეთილგონივრულობის სტანდარტს; 3) გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კეთილსინდისიერად - ეს მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად თუ სხვა გარემოებებთან ერთად, დირექტორისთვის ცნობილია, რომ იგი იღებს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას და 4) დირექტორს არ უნდა ჰქონდეს პირადი დაინტერესება. შესაბამისად, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ დირექტორის პირადი დაინტერესება, მაშინ სახეზეა არა ზრუნვის, არამედ დირექტორის ერთგულების მოვალეობის დარღვევა. ამ გამიჯვნას არსებითი პროცესუალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთგულების მოვალეობის დარღვევის გამო დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსარჩელის მტკიცების ტვირთში ზიანის ფაქტთან ერთად შედის მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ დირექტორს გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა. თუ მოსარჩელე აღნიშნულის დადასტურებას მოახერხებს, მაშინ დირექტორის გადაწყვეტილების დასაცავად სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესის/ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციის მოქმედება გამორიცხულია, რაც ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე დირექტორზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველმხრივ სამართლიანი და გონივრული იყო კორპორაციისათვის. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შემოწმებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ისე მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით (სუსგ Nას-766-766-2018; 10 ივნისი, 2019 წელი).
129. კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული, ფიდუციური მოვალეობები კომპანიის წინაშე, და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობებს საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობასა და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას- 1307-1245-2014, 6 მაისი 2016 წელი; სუსგ საქმე №ას-1081-2018, 11 ოქტომბერი 2018).
130. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 712-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე, 394.1-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ასევე 408.1-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
131. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამეწარმეო განსჯის წესის, ე.წ. “business judgment rule”-ის პრინციპითაა დაცული, რაც გულისხმობს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა სისწორის პრეზუმირებას საპირისპიროს დამტკიცებამდე. საპირისპიროს დასაბუთების მტკიცების ტვირთი თავისთავად მოსარჩელეზეა - მიუთითოს გარემოებები, რომლებიც სამკარისი იქნება აღნიშნული პრეზუმფციის დასაძლევად. აღნიშნული პრინციპი ზღუდავს დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსობრივ შემოწმებას და თუ კი ვერ დადასტურდება გადაწყვეტილების მიღების დროს დირექტორის ფორმალური ოთხი ძირითადი ნიშნის თუნდაც ერთ-ერთი მათგანის დარღვევა, შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების შეფასება. ფორმალურ წინაპირობებზე სწორად მსჯელობს სააპელაციო პალატა, როდესაც ჩამოთვლის მათ: 1) დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღება; 2) დირექტორის ინფორმირება; 3) კეთილსინდისიერება; 4) დირექტორის პირადი ინტერესის არარსებობა. ასეთი სახის სტანდარტი განსაზღვრულია ერთი მხრივ სასამართლოს შეზღუდვით, არ განიხილოს ბიზნეს გადაწყვეტილებათა მართებულობა, რაც გაცილებით მატივდება ფოსტ ფაქტუმ, დამდგარი შედეგების შეფასებიდან გამომდინარე. ხოლო, მეორე მხრივ, თავად ბიზნეს გარემოს თავისუფლება ავტომატურად გულისხმობს, რომ ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. ასეთი სახის თავისუფლება გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების დროს თავისუფლად გასწიოს რისკები. თუ კი დადასტურდება, რომ ხელმძღვანელ პირს არ ჰქონდა დარღვეული სამეწარმეო განსჯის წესი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივი კვლევა სასამართლოს უფლებამოსილება ვეღარ იქნება.
132. განსახილველ შემთხვევაშიც, სწორედ აღნიშნულ საკითხებზე მოუწევს სასამართლოს მსჯელობის განითარება, რადგან შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სწორედ ხელმძღვანელი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე დააყენა ეჭვქვეშ. კერძოდ, შეგებებული მოსარჩელე მიუთითებს კომპანიის მიერ სესხების გაცემაზე, სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით დირექტორის უმოქმედობასა და ზოგიერთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის არამართლზომიერ მოხსნაზე, რამაც მთლიანობაში კომპანია დააზარალა.
133. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მტკიცება დაფუძნებულია კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასა და დირექტორის გადაწყვეტილებებს შორის მიზეზობრივ კავშირზე, ორგანიზაციის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, რასაც ადასტუდებს „კ.ჯ–ის“ დასკვნითა და ფინანსთა სამინისტროს თემატური რევიზიის აქტით. აქედან გამომდინარე, კომპანიის მტკიცებით, ის ზიანი, რაც გამოწვეულია დირექტორის საქმიანობით და მისი გადაწყვეტილებებით, საკმარისია ამ უკანასკნელის პერსონალური პასუხისმგებლობისთვის.
134. შეგებებული სარჩელით მოპასუხის მითითებით, მართალია, ლიკვიდაცია დაიწყო, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული კომპანიის ლიკვიდურობის პრობლემით, არამედ ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული რეგულაციებით, რამაც მოითხოვა საწარმოს რეორგანიზაცია. შესაბამისად, 11.01.2019 წელს კომპანიის პარტნიორმა/დამფუძნებელმა გადაწყვეტა ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია, რის საფუძველზეც დამფუძნებელმა და დირექტორმა 2018 წლის 26 სექტემბერს ერთობლივად მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.
135. 2017 წლის 23 დეკემბერს მიღებულ იქნა ცვლილებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც ძალაში 2018 წლის 11 იანვარს შევიდა. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად განესაზღვრათ სხვადასხვა ვალდებულებების შესრულება, მათ შორის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა შეავსონ 2019 წლის 1 ივლისამდე შემდეგი თანამიმდევრობით: ა) არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარისა – 2018 წლის 1 სექტემბრამდე, ბ) არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა – 2019 წლის 1 ივლისამდე.
136. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შპს „კ.კ–ს“ ჰყავს ერთი 100% წილის მფლობელი პარტნიორი, წესდებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობა კი შეადგენდა 250 000 ლარს.
137. დადგენილია, რომ შპს მისო „კ.კ–ის“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება გამოიწვია ეროვნული კანონმდებლობის გამკაცრებამ. შესაბამისად, ცალსახაა, რომ კომანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასა და დირექტორის მხრიდან ფიდუციურ მოვალეობებს შორის მიზეზობრივი კავშირი ვერ დგინდება. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ხელმძღვანელი პირის მოვალეობას წარმოადგენს საწარმოს ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფა სამართლებრივ მოთხოვნებთან. სწორედ ამიტომ, აღნიშნული რეგულაციებისთვის შესაბამისობის მიზნით ლიკვიდაციის პროცედურის დაწყება ვერ გახდება ხელმძღვანელი პირის პირადი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი, რადგან საწარმო ისედაც ვალდებული იყო ლიკვიდაციის პროცესის დაწყებით სამართლებრივად მოეწესრიგებინა საზოგადოების კანონისმიერი ფორმალური ვალდებულებები.
138. ამავდროულად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საზოგადოების 100% წილის მფლობელმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება არა საწესდებო კაპიტალის გაზრდაზე, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ნებაყოფლობით ლიკვიდაციაზე, აღნიშნულის მიზეზად კი დირექტორის მხრიდან ფიდუციური მოვალეობების დარღვევის მითითება არამართებულია, თუნდაც იმ საფუძვლით, რომ კანონის ცვლილების შედეგად მოთხოვნილი განაღდებული მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობა, საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად აღემატება მოცემული დავის ფარგლებში ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ შპს მისო „კ.კ–ის“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება გამოიწვია ეროვნული კანონმდებლობის გამკაცრებამ, რის გამოც შპს „კ.კ–მა“ საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად დაწესებული მოთხოვნების მითითებულ მოკლე ვადაში შესრულება ვერ შეძლო. შესაბამისად, კომპანიის ლიკვიდაციასთან კავშირში არ არის დირექტორის მხრიდან ფიდუციური მოვალეობების დარღვევა.
139. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, რაც საზოგადოების მიერ სასესხო ურთირეთობებიდან გამომდინარე ზიანს გულისხმობს, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 19.04.2022 წლის თემატური რევიზიის აქტზე (იხ.ტომი 2, ს.ფ. 183-206), რომლის თანახმადაც, 13.08.2010 წლიდან 11.02.2019 წლამდე პერიოდში სესხების ჩამოწერით, არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემით, გადაუხდელ სესხებზე უზრუნველყოფის საგანზე იპოთეკის მოხსნითა და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 834 282,95 აშშ დოლარსა და 111 836.71 ლარს. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცდილობს დაადასტუროს დირექტორის მიერ ფიდუციურ ვალდებულებათა დარღვევისა და პერსონალური პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი.
140. საკასაციო პალატა ამ კუთხით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ი.ა–ის განმარტებებთან მიმართებით. იგი წარმოადგენს კომპანიის ამჟამინდელ დირექტორს, შესაბამისად მის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება ვერ იქნება ობიექტურად შეფასებული, რადგან მისი სამსახურებრივი პოზიცია და წარსული სამუშაო გამოცდილება (ამავე საწარმოს ბუღალტერი) ვერ აქარწყლებს მის პერსონალურ დაინტერესებას, სუბიექტურობას საწარმოს მიმართ.
141. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ დირექტორის ფიდუციური ვალდებულებები აპრიორულად არ გულისხმობს საზოგადოების ყველა სახის ზიანის დადგომის შემთხვევაში მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საფუძველზე ანაზღაურებას. კიდევ ერთხელ, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს, რომ ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი ზიანი წარმოადგენს მისი პროფესიული საქმიანობის უგულებელყოფის შედეგს. თუ კი დადასტურდება, რომ, დირექტორი მოქმედებდა ზრუნვის მოვალეობის დაცვით, ბიზნეს გადაწყვეტილების ფარგლებში, მაგრამ მაინც დადგა ზიანი, პერსონალური პასუხისმგებლობა გამოირიცხება.
142. თავის მხრივ, შპს წარმოადგენს კაპიტალურ საწყისებზე ჩამოყალიბებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის მთავარი მიზანი და ორიენტირი მოგების მიღებაა. მოგების მიღება წმინდა ბიზნეს საქმიანობაა, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი რისკებიც, რაც, ხშირ შემთხვევაში, დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულობის გარანტირებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, რისკის გაწევით დიდია წარუმატებლობისა და ზიანის დადგომის შედეგი. ასე რომ არა, ვერ შეძლებდა დირექტორი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ბიზნესსაქმიანობაში, თუ კი პიროვნება გადაწყვეტილებაუნარიანია, ის ავტომატურად არ ხდება დამდგარ შედეგზე უშუალო პასუხისმგებელი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს დირექტორის გათავისუფლებისა და სხვა პიროვნების დანიშვნის შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო გამოყენებული.
143. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,კ.კ–ის‘’ 2010 წლისა და 2013 წლების წესდებების თანახმად, შპს „კ.კ–ის“ დამფუძნებელია ფ.ბ–ი, დამფუძნებლის წილი საზოგადოების კაპიტალში შეადგენს 100%-ს. პარტნიორი აკონტროლებს საზოგადოების აღმასრულებელ ხელმძღვანელობას (დირექტორატს). დირექტორატმა (დირექტორმა) პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პარტნიორს საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს საშუალება გაეცნოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნებსა და ჩანაწერებს.
144. პარტნიორთა საერთო კრება ყოველწლიურად იწვევს აუდიტორს, რომელიც საზოგადოებისგან, მისი პარტნიორებისგან და დირექტორისგან სამართლებრივად და ეკონომიურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. აუდიტი მოიცავს ანგარიშგების, წლიური ანგარიშისა და საქმის წარმოების პრაქტიკის შემოწმებას. საზოგადოების წესდებების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ზედამხედველობას ორგანიზაციის საქმიანობაზე, დირექტორის საქმიანობის კონტროლს.
145. შპს „კ.კ–ის“ წესდებების თანახმად, საზოგადოებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, იგი წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში. აკრძალულია მესამე პირებთან ურთიერთობაში დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა.
146. საკასაციო პატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელი პირის ფიდუციურ ვალდებულებებს, ასევე სამეწარმეო განსჯის წესს, ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლებას აქვთ პრინციპული, პრეზუმირებული ხასიათი, რაც მიუთითებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესზეც. რადგან პრეზუმირება გულისხმობს საწინააღმდეგოს დადასტურებამდე მის სინამდვილეს, ამ შემთხვევაშიც, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაესაბუთებინა ხელმძღვანელი პირის მიერ ფიდუციურ ვალდებულებათა დარღვევა და პერსონალური პასუხისმგებლობის გამართლება.
147. ფორმალური გაგებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა თუნდაც ერთ-ერთი ნიშნის არსებობა (იხ. განჩინების 137-ე აბზაცი) რათა შესაძლებელი ყოფილიყო „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციის გადალახვა და დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე შინაარსობრივი მსჯელობა. თუ კი დადგინდება, რომ ფორმალური პროცედურა დარღვეულია, ანუ მოსარჩელემ დაადასტურა საკუთარი შედავება, მაშინ მტკიცების ტვირთი უბრუნდება დირექტორს და ის ხდება ვალდებული დაასაბუთოს, რომ გადაწყვეტილების მიღება გამომდინარეობდა კომპანიის ინტერესებიდან.
148. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მტკიცება დააფუძნა იმას, რომ ვ.შ–ვა და შპს „ო.ი–ი“ წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პირებს, შპს „ო.ი–ის“ 100% წილის მფლობელია შპს „ო.ს–ი“, რომლის დირექტორი და საწესდებო კაპიტალის 33%-იანი წილის მფლობელია ვ.შ–ვა. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა ვ.შ–ვასა და პ.ზ–ის ბიზნესპარტნიორობის თაობაზე, კერძოდ, ეს უკანასკნელი წარმოადგენს შპს „ო. ს–ის“ პარტნიორს და ამავე კომპანიის დირექტორს, შპს მისო „კ.კ–ის“ მიერ მასზე გაცემული იყო 17 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არაუზრუნველყოფილი სესხი. რის გამოც, მათ შორის მიიღო ზიანი საწარმომ.
149. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ დაფუძნებულია დირექტორის ფიდუციური ვალდებულებების სავარაუდო დარღვევას, რადგან მოთხოვნა სწორედ დირექტორის გადაწყვეტილებების საწარმოს საზიანოდ მიღებას შეეხება. შესაბამისად, არა თუ მოპასუხის, არამედ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მტკიცებით ვალდებულებას წარმოადგენდა დირექტორის მიმართ არსებული დასახელებული პრეზუმფციის (იხ. განჩინების 147-148 აბზაცები) დაძლევა. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდა დიფუციური ვალდებულებების დარღვევას. სასამართლო ნამდვილად ვერ დაეყრდნობოდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 19.04.2022 წლის თემატური რევიზიის აქტს, რადგან აღნიშნული შეიცავს სამეწარმეო საქმიანობის ფინანსურ მონაცემებს და არა დირექტორის პირადი ინტერესის მტკიცებას, რომ კომპანიისთვის ზიანის მიყენების საფუძველზე მიეღო პერსონაური სარგებელი.
150. ამავდროულად, შპს „ს.კ.გ. და პ–ის“ 2023 წლის 8 ივნისის საექსპერტო დასკვნით დადასტურდა, რომ სადავო 11 სესხიდან, მსესხებლის მიერ სესხად აღებული ძირი თანხის ოდენობის თანხის დაფარვის გარეშე შპს „კ.კ–ის“ მიერ სესხის (ვალდებულების) ჩამოწერა განხორციელებულია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ხოლო მთლიანად თერთმეტივე სესხის ჭრილში ჯამურად გადახდილი თანხები აღემატება სესხის თანხების ოდენობას - 41799,37 აშშ დოლარითა და 4080 ლარით.
151. ასევე, დადასტურდა, რომ შპს „კ.კ–ის“ მიერ გაცემულ სესხებზე შედგენილი გრაფიკებითაც და ვადაგადაცილებულ სესხებზე დავალიანების თანხების მიღების დროსაც ვალდებულებების დაფარვა ხორციელდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ჯარიმა; 2. პროცენტი (სარგებელი); 3. სესხის ძირი თანხა. ვ.შ–ვას დირექტორობის პერიოდში 2010-2019 წლებში, სალომბარდე სესხების გარდა, ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემულ იქნა 493 ერთეული სესხი, რომელთაგან უზრუნველყოფის გარეშე გაცემული იყო სულ 66 ერთეული სესხი 22 პირზე (2 იურიდიული და 20 ფიზიკური პირი). სალომბარდე სესხების გარდა სულ გაცემული 493 ერთეული სესხიდან სრულად დაიფარა 450 ერთეული, ანუ გაცემული სესხების 91.227%. კანონით ან/და წესდებით, დირექტორს რაიმე შეზღუდვა, რომ გაეცა არაუზრუნველყოფილი სესხები არ ჰქონია და პირიქით, კომპანიის წესდებით ევალებოდა კიდეც არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა საზოგადოების მიზნების განხორციელებისთვის. ვ.შ–ვას დირექტორობის პერიოდში შპს „კ.კ–ის“ მიერ ძირი თანხის ოდენობის თანხის დაფარვის გარეშე დავალიანება ჩამოწერილია ერთი ფიზიკური პირის - ე.გ–ის შემთხვევაში. დავალიანება ჩამოეწერა იმ პირობებში, როდესაც მსესხებელს მიღებული ჰქონდა სესხის თანხა 29 200 აშშ დოლარი, ხოლო გადახდილი სულ - 19 543,27 აშშ დოლარი, ანუ დაბრუნებული იყო სესხის თანხის ოდენობაზე 9 656,73 აშშ დოლარით ნაკლები.
152. ამ კუთხით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავად საწარმოს საქმიანობის შინაარსი გულისხმობდა ისეთ ოპერირებას, რაც მოიცავს სალომბარდე, იპოთეკურ, არაუზრუნველყოფილ, სამომხმარებლო სასესხო ურთიერთობებში შესვლას, შესაბამისად, ცალსახაა, რომ ყოველი ასეთი სახელშეკრულებო შეთანხმება თავისთავად შეიძლება მოიცავდეს ან პირობების ცვლილებას ან სხვა სახის მოქმედებებს, რაც აპრიორულად არ ნიშნავს საზოგადოების ინტერესების ხელყოფას. შესაბამისად, თუ კი დირექტორი იღებდა სესხის გაცემის, არგაცემის, ჩამოწერის, უზრუნველყოფის საშუალების გაუქმების ან სხვა სახის გადაწყვეტილებებს, თუნდაც ასეთმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვიოს ზიანი, ეს ავტომატურად საწარმოს წინააღმდეგ დირექორის მოქმედებად ვერ დაკვალიფიცირდება, რადგან ასევე სავსებით შესაძლებელია არსებობდეს შემთხვევებიც, როდესაც დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნამვილად დადგეს ზიანი, თუმცა არიდებული იყოს უფრო დიდი ზიანი. ასევე, იმის მტკიცება, რომ ცალკეულ სასესხო ურთიერთობებში დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იმთავითვე გულისხმობდა ზიანის დაყენების სურვილს დაუსაბუთებელია, რადგან ამ კუთხით შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე სახის დამატებითი შესაფერისი მტკიცება.
153. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვ.შ–ვა დირექტორის მოვალეობას ასრულებდა 2010 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე, როდესაც დროებით გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ლიკვიდატორი. კომპანიის პარტნიორს/დამფუძნებელს დირექტორისთვის კომპანიის სასესხო პოლიტიკასთან დაკავშირებით მითითებები არ მიუცია. პირიქით, ლიკვიდატორის გათავისუფლების შემდეგ, 2019 წლის 13 მაისიდან დირექტორის თანამდებობაზე კვლავ დაინიშნა ვ.შ–ვა. პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს მისო „კ.კ–ის“ დამფუძნებლის 10.04.2019 წლის განცხადებაზე, რომლითაც ლიკვიდატორ მ.ვ–ს ატყობინებს, რომ საქმის კურსშია კომპანიის შეთანხმებების შესახებ გაცემულ კრედიტებთან და მათი დაფარვის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებით და პრეტენზია კომპანიის ყოფილი მენეჯმენტის მიმართ არ გააჩნია.
154. ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი დასაბუთება არასაკმარისია იმისთვის, რომ დადგინდეს ხელმძღვანელი პირის მიერ ფიდუციურ ვალდებულებათა დაღვევა და აქედან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმატებულობა.
155. საკასაციო სასამართლო ძირითადი სარჩელის ნაწილში ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რაც შეეხებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.
156. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს (სუსგ №ას-1203-2018, 25.04.2019წ.). საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ.). მსგავსი კატეგორიის დავების სამართლებრივი მოწესრიგებისათვის შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან (სუსგ №ას-240-228-2016, 28.09.2016წ., სუსგ. №ას-23-23-2016, 09.03.2016წ.).
157. შესაბამისად, საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობა შინაარსობრივად არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. შპს-სა და დირექტორს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორ სამართლებრივ დოკუმენტს: დანიშვნის აქტსა და სასამსახურო ხელშეკრულებას. დანიშვნა დირექტორს აქცევს შპს-ს ორგანოდ და მის კანონიერ წარმომადგენლად. ამ დროს ისეთივე წარმომადგენლობით ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორც ეს რწმუნებულის შემთხვევაში გვხვდება. დირექტორისათვის საწარმოს მართვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რაიმე საფუძვლის, მოტივისა და მიზეზის მითითების გარეშე გაათავისუფლონ დირექტორი თანამდებობიდან (როინ მიგრიაული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება (შედარებითი ანალიზი გერმანულ სამართალთან). Georgian Electronic Scientific Journal: Jurisprudence#2-2004.http://gesj.internet academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=jur&issue=2004-12).
158. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი კანონი (შემდეგში „კანონი“)) მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საწარმოს შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
159. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
160. 710-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.
161. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის ანაზღაურება დირექტორობის პერიოდში, ლიკვიდაციის პროცესამდე იყო 3 986 ლარი (ხელზე ასაღები). ლიკვიდაციის შემდგომ მოსარჩელე ხელახლა დაინიშნა დირექტორის პოზიციაზე, თუმცა მოპასუხის მითითებით, მას ანაზღაურება არ განესაზღვრა. ასევე, არ გაფორმებულა წერილობითი ხელშეკრულება.
162. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ლიკვიდაციის შემდგომ მხარეებს შორის არც ახალი წერილობითი ხელშეკრულება გაფორმებულა და არც ხელფასის სახით ერიცხებოდა ანაზღაურება დირექტორს, თუმცა, საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სახეზე არაა წერილობითი ხელშეკრულება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დირექტორის პოზიციზე საზოგადოებამ აღადგინა, მეტყველებს იმაზე, რომ ლიკვიდაციის პროცედურის დაწყება არ იყო გამოწვეული მისი ფუნქციების არასათანადო შესრულებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ კი ლიკვიდაციის შემდგომ პიროვნება აღადგინეს დირექტორის თანამდებობდაზე, თუმცა წერილობითი ხელშეკრულება მათ შორის არ დადებულა, ცალსახად მეტყველებს ლიკვიდაციამდე არსებული სახელშეკრულებო პირობებით კონკლუდენტურ შეთანხმებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები ხელახლა შეთანხმდებოდნენ შეცვლილ პირობებზე, მაგრამ რადგან არ არსებობს შეცვლილ პირობებზე შეთანხმება, მიუთითებს იმას, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებით განაგრძეს მხარეებმა დირექტორის სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ცალსახად ეკუთვნოდა გასამრჯელო იმ ფარგლებში, რაშიც მას არ დაერიცხა ანაზღაურება.
163. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვერ იქნება გაზიარებული მოწინააღმდეგის მტკიცება, რომლის თანახმად, თითქოს ვ.შ–ვა დირექტორის მოვალეობებს ანაზღაურების გარეშე ასრულებდა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია სარწმუნო არგუმენტი, რატომ უნდა შეესრულებინა ნაკისრი მოვალეობები მოსარჩელეს უხელფასოდ, როდესაც ვ.შ–ვას კომპანიაში არ გააჩნია წილი და არც სხვა ურთიერთკავშირი დგინდება მოსარჩელესა და კომპანიას ან მის დამფუძნებელს შორის, ხოლო როგორც წესი, დირექტორის მოვალეობის შესრულება ანაზღაურებადია და იგი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე წლების განმავლობაში იღებდა ხელფასის სახით თანხას. შესაბამისად ბუნდოვანია სასამართლოსთვის ის საფუძველი ან ინტერესი, რის გამოც უნდა დათანმებულიყო მოსარჩელე დირექტორად უხელფასოდ აღდგენას. შესაბამისად, ამ კუთხითაც, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
164. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხე სხვა მხრივ მოსარჩელეს სახელფასო დავალიანების ოდენობაში არ შედავებია, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „კ.კ–ს“ ვ.შ–ვას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 43 177.5 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება.
165. საბოლოო ჯამში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაიძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია
166. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „კ.კ–ს“ (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N: 1722242891, გადახდის თარიღი: 29.07.2024) 8000 ლარის 70% - 5 600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
4.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი