Facebook Twitter

21 ივლისი 2025 წელი

საქმე № ას-1044-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „კ.ბ.ს.გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.გ.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „კ.ბ.ს.გ–მა“ სარჩელი აღძრა ს.ს.გ.დ–ის მიმართ მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებულად აღიარების, პირგასამტეხლოს ნაწილში შეთანხმების ნაწილობრივ ბათილად ცნობის და მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ.

ს.ს.გ.დ–მა შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხე შპს „კ.ბ.ს.გ–ი“-სთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ასევე, იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „კ.ბ.ს.გ–ი“-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ (64 ერთეული უძრავი ნივთი) და მოძრავ (243 მოძრავი ნივთი) ქონებაზე ყადაღის დადება.

სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით, ს.ს.გ.დ–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ (ს/ნ ........) აეკრძალა, მის საკუთრებაში რიცხული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

1. ს/კ ....... რაიონი ხაშური, სოფელი ......., სასოფლო-სამეურნეო, 2821 კვ.მ;

2. ს/კ ....... რაიონი ხაშური, სოფელი ....., სასოფლო-სამეურნეო 4631 კვ.მ;

3. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ......., არასასოფლო სამეურნეო 1795 კვ.მ;

4. ს/კ ....... ქალაქი გურჯაანი, არასასოფლო-სამეურნეო 3915 კვ.მ;

5. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ....., სასოფლო-სამეურნეო 8630 კვ.მ;

6. ს/კ ....... მუნიციპალიტეტი ხაშური, სოფელი ზემო ......., სასოფლო-სამეურნეო, 3096 კვ.მ;

7. ს/კ ....... მუნიციპალიტეტი მცხეთა, ადმინისტრაციული ერთეული ........, ბლოკი 140, ნაკვეთი 266, სასოფლო-სამეურნეო 5000 კვ.მ;

8. ს/კ ..... ქალაქი თბილისი, ........., არასასოფლო- სამეურნეო 1177 კვ.მ, შენობა-ნაგებობა: N1 საერთო ფართობით 405.52 კვ.მ. N2 საერთო ფართობით 110.42 კვ.მ;

9. ს/კ ....... რაიონი ახალქალაქი, სოფელი ........, "კორმოვოი .........", სასოფლო-სამეურნეო 2170 კვ.მ;

10. ს/კ .......... რაიონი ხაშური, სოფელი ......., სასოფლო-სამეურნეო 24767 კვ.მ;

11. ს/კ ........ რაიონი ახალქალაქი , სოფელი .........,( .........), სასოფლო-სამეურნეო 10000 კვ.მ;

12. ს/კ ......... რაიონი ახალქალაქი, სოფელი ......, " ..........", სასოფლო-სამეურნეო 7501 კვ.მ;

13. ს/კ ........რაიონი ახალქალაქი, სოფელი ......., ".........", სასოფლო-სამეურნეო 11014 კვ.მ;

14. ს/კ ....... რაიონი ხაშური, სოფელი ....., სასოფლო- სამეურნეო 4413 კვ.მ;

15. ს/კ 36.01.33.338 დაბა ხარაგაული , ქუჩა სოლომონ მეფე, N 59 სასოფლო- სამეურნეო 448 კვ.მ, შენობა ნაგებობა:N1;

16. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ........, სასოფლო- სამეურნეო 10231 კვ.მ;

17. ს/კ .......... რაიონი ხაშური, სოფელი ........, სასოფლო- სამეურნეო 3704 კვ.მ;

18. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ......., სასოფლო- სამეურნეო 7800 კვ.მ;

19. ს/კ ........ მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო, დაბა ........, ბლოკი N157, ნაკვეთი N 003, სასოფლო-სამეურნეო 20119 კვ.მ;

20. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ......., სასოფლო- სამეურნეო 2250 კვ.მ;

21. ს/კ ........ რაიონი კასპი, სოფელი ......., არასასოფლო სამეურნეო 46289 კვ.მ, შენობა ნაგებობა:N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8;

22. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ......., სასოფლო- სამეურნეო 3211 კვ.

23. ს/კ ....... რაიონი ხაშური, სოფელი ......., სასოფლო- სამეურნეო 4135 კვ.მ;

24. ს/კ ....... რაიონი მესტია, სოფელი ........, სასოფლო- სამეურნეო 5191 კვ.მ;

25. ს/კ ....... რაიონი ხაშური, სოფელი ......., არასასოფლო- სამეურნეო 231 კვ.მ;

26. ს/კ ...... რაიონი კასპი, სოფელი ......., არასასოფლო- სამეურნეო, 26939 კვ.მ შენობა ნაგებობა: N01 შენობა; N02 შენობა; N03 შენობა; N04 შენობა;

27. ს/კ ....... რაიონი ახალქალაქი, სოფელი ......, " ........", სასოფლო-სამეურნეო 4926 კვ.მ;

28. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ......, სასოფლო- სამეურნეო 646 კვ.მ;

29. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ......., სასოფლო- სამეურნეო 3335 კვ.მ;

30. ს/კ .......... ქალაქი გურჯაანი, არასასოფლო-სამეურნეო, 33410 კვ.მ, შენობა- ნაგებობა:N1, N2, N3, N4, N5;

31. ს/კ ......... რაიონი ხაშური, სოფელი ........., სასოფლო- სამეურნეო 3735 კვ.მ;

32. ს/კ .......... რაიონი ხაშური, სოფელი ........, სასოფლო- სამეურნეო 7909 კვ.მ;

33. ს/კ ......... რაიონი ხაშური, სოფელი ........., სასოფლო- სამეურნეო, 1115 კვ.მ;

34. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ......, არასასოფლო სამეურნეო, 128884კვ.მ;

35. ს/კ ....... რაიონი ახალქალაქი, სოფელი ....., ".....", სასოფლო-სამეურნეო 4101 კვ.მ;

36. ს/კ ......... რაიონი ხაშური, სოფელი ........, სასოფლო- სამეურნეო 4300 კვ.მ;

37. ს/კ ........ რაიონი ხარაგაული, ............ ქ. N 59-ის მიმდებარედ, სასოფლო-სამეურნეო, 716 კვ.მ, შენობა ნაგებობა:N 01/ 1(აშენებული);

38. ს/კ .......... რაიონი ხაშური, სოფელი ........., სასოფლო- სამეურნეო 1570 კვ.მ;

39. ს/კ ......... რაიონი ახალქალაქი, სოფელი ........, “ ", სასოფლო-სამეურნეო 10484 კვ.მ;

40. ს/კ ......... რაიონი ახალქალაქი, სოფელი ......, " ..........." სასოფლო-სამეურნეო 4034 კვ.მ;

41. ს/კ ....... რაიონი ხაშური, სოფელი ........., სასოფლო- სამეურნეო 49832 კვ.მ;

42. ს/კ ........ რაიონი გურჯაანი, სოფელი ....., არასასოფლო- სამეურნეო, 50868კვ.მ, შენობა ნაგებობა:N1 (არასაცხოვრებელი), N2 (არასაცხოვრებელი), N3 (არასაცხოვრებელი), N4 (არასაცხოვრებელი), N5 (არასაცხოვრებელი), N6 (ელ. ქვესადგური), N7 (არასაცხოვრებელი), N8 (არასაცხოვრებელი), N9 (არასაცხოვრებელი), N10 (არასაცხოვრებელი);

43. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი ........, სასოფლო- სამეურნეო 2626 კვ.მ;

44. ს/კ .........., რაიონი ახალქალაქი, სოფელი ......., " ........." სასოფლო-სამეურნეო 8000 კვ.მ;

45. ს/კ ......... რაიონი ახალქალაქი, სოფელი ........, ( .........), სასოფლო- სამეურნეო 4500 კვ.მ;

46. ს/კ ........ რაიონი ხაშური, სოფელი .........., არასასოფლო სამეურნეო 3041 კვ.მ;

47. ს/კ ...... რაიონი ხაშური, სოფელი ........., სასოფლო-სამეურნეო 2962 კვ.მ.

სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „კ.ბ.ს.გ–მა“ და მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შპს ,,კ.ბ.ს.გ–ი"-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინება.

შპს „კ.ბ.ს.გ–მა“ საჩივარი (განცხადება) წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს „კ.ბ.ს.გ–ი“-ს (წარმომადგენელი ზ.ბ–ი) საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებაზე მიჩნეული იქნა დაუშვებელად და საჩივარი საქმესთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას, მიაჩნია, რომ შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ და უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინება. განჩინებაში მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ანუ კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე/საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება.

ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რომ რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (სუსგ. №ას-1007-2018, 23.07.2018წ., სუსგ №ას-734-734-2018, 05.06.2018წ.). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სუსგ Nას-976-940-2016, 25.11.2016წ.) შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.ბ.ს.გ“-ს საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი