ბს-1098-1060(2კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 მაისს შპს ,,მ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 21 იანვრის ¹010540/201 შეტყობინების, ¹735 შეტყობინების, 2002 წლის 13 მარტის ¹112 შეტყობინების, საგადასახადო დეპარტამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის ¹1-11/7008 წერილის, 2002 წლის თებერვლის ¹1-11/6711 წერილის, 2002 წლის 18 თებერვლის ¹1-11/909 წერილის, 2002 წლის 19 თებერვლის ¹1-11/941 წერილის, 2002 წლის 22 აპრილის ¹1-11/2368 წერილის, 2002 წლის 28 თებერვლის ¹1-11/1058 წერილის, 2005 წლის 2 იანვრის ¹1158 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2005 წლის 24 ივნისის ¹05-09/919/12560 წერილის, 2005 წლის 7 ივლისის ¹05-09/1090/13283 წერილის, 2005 წლის 22 ივლისის ¹05-09/1198/14358 წერილის ბათილად ცნობასა და გაუქმებული Dდღგ-ის – 3727,40 ლარის აღდგენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,ო.-ი”, შპს ,,მო.-ი”, შპს ,,პ.-ე”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,მ.-ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 21 იანვრის ¹010540/201 შეტყობინება, ¹735 შეტყობინება და 2002 წლის 13 მარტის ¹112 შეტყობინება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის ¹1-11/7008 წერილი, 2002 წლის თებერვლის ¹1-11/6711 წერილი, 2002 წლის 18 თებერვლის ¹1-11/909 წერილი, 2002 წლის 19 თებერვლის ¹1-11/941 წერილი, 2002 წლის 22 აპრილის ¹1-11/2368 წერილი, 2002 წლის 28 თებერვლის ¹1-11/1058 წერილი, 2005 წლის 2 იანვრის ¹1158 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2005 წლის 24 ივნისის ¹05-09/919/12560 წერილი, 2005 წლის 7 ივლისის ¹05-09/1090/13283 წერილი, 2005 წლის 22 ივლისის ¹05-09/1198/14358 წერილი; შპს ,,მ.-ს” აღუდგა გაუქმებული Dდღგ-ს ჩათვლები 3727,40 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,მ.-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 13 მარტის ¹112 საგადასახადო შეტყობინება; ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ¹735 შეტყობინება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2002 წლის 28 თებერვლის ¹1-11/1058 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 2 ივნისის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა: შპს ,,მო.-თან” (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია აა99 ¹0037463), დღგ-ს - 1000 ლარის გაუქმებული ჩათვლების აღდგენაზე; შპს ,,ო.-სთან” (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია აა70 ¹016235) დღგ-ს - 690 ლარის გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენაზე; მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაევალა აღუდგინოს დღგ-ს ჩათვლები მოსარჩელეს შემდეგი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით: სერია აა ¹0037463 (საქონლის მიმწოდებელი – შპს ,,მო.-ი), დღგ - 1000 ლარი; ანგარიშ-ფაქტურა – სერია აა70 ¹016235 (საქონლის მიმწოდებელი – შპს ,,ო.-ი”), დღგ – 690 ლარი; გაუქმდა შპს ,,მ.-ზე” დღგ – 1690 ლარზე დარიცხული საურავები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2005 წლის 24 ივნისის ¹05-09/919/12560 ინდივდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 2005 წლის 7 ივლისის ¹05-09/1090/13283 ინდივდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 2005 წლის 22 ივლისის ¹05-09/1198/14358 ინდივდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; შპს ,,მ.-ის” სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების შპს ,,მ.-ის” სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
2008 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
2008 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.