Facebook Twitter

18 ივლისი 2025 წელი

№ა-1049-შ-31-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – ქ.ძ–ი, ა.ძ–ი, თ.ძ–ი, ქ.ძ–ი, თ.ძ–ი, ს.მ–ძე, დ.მ–ძე, ი.თ–ი (საარბიტრაჟო მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „ო.ა- ს.“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

განხილვის საგანი – სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 16 აპრილის N 4 საპროცესო ბრძანებით, მოსარჩელე - შ.პ.ს. „ო.ა-ს“-ს მოთხოვნა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (შუალედური ღონისძიების) გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და ერთპიროვნულმა არბიტრმა გამოსცა განკარგულება, საარბიტრაჟო მოპასუხეების : ქ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის და ი.თ–ის სახელზე შ.პ.ს. „გ.ს–ში“ (ს/ნ .........); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ........); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ........); შ.პ.ს. „მ–ში“ (ს/ნ ........); შ.პ.ს. „მ–ში“ (ს/ნ ........); შ.პ.ს. „ი–ში“ (ს/ნ .......); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ........); შ.პ.ს. „ი–ში“ (ს/ნ ........), რეგისტრირებული წილების დაყადაღების/ვალის გადახდამდე ქონების დაკავების შესახებ. ერთპიროვნულმა არბიტრმა დაავალდებულა მოპასუხეები თავი შეეკავებინათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დასახელებულ კომპანიებთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანისგან ან არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეეკავებინათ შ.პ.ს. „ო.ა- ს“-ს (ს/ნ .........), როგორც აღნიშნული კომპანიების წილების მმართველის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებისგან. ერთპიროვნულმა არბიტრმა მიუთითა მოპასუხეს, მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და წამოეწყო შ.პ.ს. „ჯ. ს–ში“ 2024 წლის 10 აპრილის დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გაუქმების პროცედურები. აღნიშნული საპროცესო ბრძანების 95-ე პუნქტის მიხედვით, ბრძანება ძალაში შედიოდა მიღებისთანავე და მოქმედებდა იქამდე, სანამ არ დასრულდებოდა მიმდინარე საარბიტრაჟო პროცედურა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, შ.პ.ს. „ო.ა- ს“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნა და აღსასრულებლად მიექცა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 16 აპრილის N 4 საპროცესო ბრძანება, რომლითაც:

ერთპიროვნულმა არბიტრმა გამოსცა განკარგულება ქვემოთ მოყვანილ კომპანიებში საარბიტრაჟო მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული წილების დაყადაღების/ვალის გადახდამდე ქონების დაკავების შესახებ, კერძოდ:

ქ.ძ–ის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „გ.ს.ში“- რეგისტრირებული 2000 წლის 5 მაისს, სარეგისტრაციო ნომრით ........., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ქ.ძ–ი;

თ.ძ–ის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „ი–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ......., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - თ.ძ–ი;

დ.მ–ძის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „მ–ში“ რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ......, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - დ.მ–ძე;

ს.მ–ძის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ......., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ს.მ–ძე;

თ.ძ–ის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ......, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - თ.ძ–ი;

ა.ძ–ის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ა.ძ–ი;

ქ.ძ–ის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „ი–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 4....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ქ.ძ–ი;

ი.თ–ის 100%-იანი წილი შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 21 მარტს, სარეგისტრაციო ნომრით 40......, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ი.თ–ი.

ერთპიროვნულმა არბიტრმა დაავალდებულა მოპასუხეები თავი შეეკავებინათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში შემდეგ კომპანიებთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანისგან:

შ.პ.ს. „გ.ს–ი“ (ს/ნ ......);

შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ..........);

შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ..........);

შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ..........);

შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ..........);

შ.პ.ს. „ი–ი“ (ს/ნ ..........);

შ.პ.ს. „მ–“ (ს/ნ ............);

შ.პ.ს. „ი–ი“ (ს/ნ .........).

ან არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეეკავებინათ შ.პ.ს. „ო.ა- ს“-ს (ს/ნ .........), როგორც აღნიშნული კომპანიების წილების მმართველის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებისგან.

ერთპიროვნულმა არბიტრმა მიუთითა მოპასუხეს, მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და წამოეწყო შ.პ.ს. „ჯ.ს–ში“ 2024 წლის 10 აპრილის დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გაუქმების პროცედურები.

3. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით, საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ უარყო მოსარჩელის შუამდგომლობა 1 450 198 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილად ცნობის შესახებ. უარყო მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხეებისათვის ვალდებულების დაწესებაზე, მოსარჩელისთვის ანაზღაურების სახით მოპასუხეთა კუთვნილი რვა კომპანიის კორპორატიული უფლებების წილის 100%-ის გადაცემის თაობაზე. დაადგინა, რომ მხარეები ერთობლივად და ცალმხრივად აგებენ პასუხს არბიტრაჟის ხარჯებზე... უარყო მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხის იძულების შესახებ, გადაიხადონ პროცენტი წინასწარი და სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ. ყველა სხვა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე უარყოფილი იქნა.

ამავე გადაწყვეტილების 73-ე პუნქტის თანახმად, ერთპიროვნული არბიტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ყველა დროებითი და შუალედური ღონისძიებისა და ბრძანებების მოქმედება შეწყდა.

4. საარბიტრაჟო მოპასუხეებმა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც გაუქმდა საარბიტრაჟო სარჩელზე გამოყენებული ზემოხსენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. შუამდგომლობაზე დართულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების ასლები, ნათარგმნი და სათანადოდ დამოწმებული სახით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა (განცხადება) უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, საარბიტრაჟო მოპასუხეების შუამდგომლობა (განცხადება), რომლითაც მოთხოვნილია სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც გაუქმდა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 16 აპრილის N 4 საპროცესო ბრძანებით საარბიტრაჟო სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 731 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში „ნიუ-იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება და გამოტანილია ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

8. ნიუ-იორკის კონვენციის მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების, საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013,გვ.19,20). 9. ნიუ-იორკის კონვენცია არბიტრაჟის სფეროში ყველაზე წარმატებული კონვენციაა. უფრო მეტიც, მას შეუძლია პრეტენზია განაცხადოს, რომ წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საერთაშორისო სამართლებრივ რეგულირებას სამეწარმეო სამართლის ისტორიაში (Mustil, Arbitration History and background, Journal of International Arbitration, Vol. 6 N2, 1989, p. 49; Madsen, Finn, Commercial arbitration in Sweden, a commentary on the arbitration act (1999:116) and the rules of the arbitration institute of the stokholm chamber of commerce; “Jure Forlag AB”, Edition 1, Stokholm, 2004, p.15; ცერცვაძე გ., საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვის წინაპირობები, თბილისი,2008,გვ.51,52). 10. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია, ცნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონედ და აღასრულოს ისინი იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმების შესაბამისად, სადაც მოითხოვება ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემულ მუხლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით. დაუშვებელია იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, დაწესებულ იქნას არსებითად უფრო რთული პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის.

11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვს სავალდებულო ძალა და ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას. სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.4 მუხლი).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო, ემსჯელა საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, შესაბამისად, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე, იგი ასევე უფლებამოსილია, განიხილოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხიც.

13. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, შ.პ.ს. „ო.ა- ს“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნა და აღსასრულებლად მიექცა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 16 აპრილის N4 საპროცესო ბრძანება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

საარბიტრაჟო მოპასუხეების (ქ.ძ–ი, ა.ძ–ი, თ.ძ–ი, ქ.ძ–ი, თ.ძ–ი, ს.მ–ძე, დ.მ–ძე, ი.თ–ი) მიერ წარმოდგენილი სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საარბიტრაჟო სარჩელი უარყოფილი იქნა და, შედეგად, ამავე გადაწყვეტილების 73-ე პუნქტის თანახმად, ერთპიროვნული არბიტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ყველა დროებითი და შუალედური ღონისძიების და ბრძანებების მოქმედება შეწყდა.

14. საარბიტრაჟო მოპასუხეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს და მოითხოვეს ზემოხსენებული საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, რომლითაც გაუქმდა საარბიტრაჟო სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის 5.1. მუხლითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის 5.2. მუხლი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე. ამასთან, არ ვლინდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.

16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც შუამდგომლობის ავტორების (განმცხადებლების) მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმდა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 16 აპრილის N4 საპროცესო ბრძანებით საარბიტრაჟო სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები.

17. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და შემდგომ მისი შენარჩუნების მიზანი არის გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან შეუძლებლობის თავიდან აცილება. იმ პირობებში, როდესაც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით, საარბიტრაჟო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ ვლინდება საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის 2024 წლის 16 აპრილის N 4 საპროცესო ბრძანების ცნობისა და აღსრულების ფარგლებში დადგენილი შეზღუდვის შენარჩუნების ფაქტობრივისამართლებრივი საფუძველი, რაც მისი გაუქმების წინამძღვარია.

19. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი უნდა იქნას და აღსასრულებლად მიექცეს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმდა საარბიტრაჟო სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თანმდევად და სამართლებრივი შედეგის მისაღწევად, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) N4 საპროცესო ბრძანების ცნობისა და აღსრულების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 1991 მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის და ი.თ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას და აღსასრულებლად მიექცეს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 15 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმდა საარბიტრაჟო სარჩელზე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) N4 საპროცესო ბრძანებით გამოყენებული შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

1.1. ქ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის და ი.თ–ის სახელზე რეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადების შესახებ შემდეგ კომპანიებში:

ქ.ძ–ის 100% წილზე შ.პ.ს. „გ.ს–ი“- რეგისტრირებული 2000 წლის 5 მაისს, სარეგისტრაციო ნომრით 23......., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ქ.ძ–ი;

თ.ძ–ის 100% წილზე შ.პ.ს. „ი–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 4....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - თ.ძ–ი;

დ.მ–ძის 100% წილზე შ.პ.ს. „მ–ში“ რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 40........, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - დ.მ–ძე;

ს.მ–ძის 100% წილზე შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 40....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ს.მ–ძე;

თ.ძ–ის 100% წილზე შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 40......., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - თ.ძ–ი;

ა.ძ–ის 100% წილზე შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 40––––––––, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ა.ძ–ი;

ქ.ძ–ის 100% წილზე შ.პ.ს. „ი–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 40......., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ქ.ძ–ი;

ი.თ–ის 100% წილზე შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 21 მარტს, სარეგისტრაციო ნომრით 40....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ი.თ–ი.

1.2. რომლითაც ქ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის და ი.თ–ს ჰქონდათ ვალდებულება თავი შეეკავებინათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში შემდეგ კომპანიებთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანისგან: შ.პ.ს. „გ.ს–ი“ (ს/ნ ........); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ......); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ......); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ .......); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ .......); შ.პ.ს. „ი–ი“ (ს/ნ .......); შ.პ.ს. „მ–ე“ (ს/ნ .......); შ.პ.ს. „ი–ი“ (ს/ნ ........) ან არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ შ.პ.ს. „ო.ა-ს“-ს (ს/ნ.....), როგორც აღნიშნული კომპანიების წილების მმართველის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებისგან.

1.3. რომლითაც მოპასუხეს ჰქონდა ვალდებულება მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და წამოეწყო შ.პ.ს. „ჯ. ს–ში“ 2024 წლის 10 აპრილის დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გაუქმების პროცედურები.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრაჟის (V2022/143) 2024 წლის 16 აპრილის N 4 საპროცესო ბრძანების ცნობისა და აღსრულების ფარგლებში დადგენილი შეზღუდვა, რომლის საფუძველზე:

2.1. ყადაღა დაედო ქ.ძ–ის 100% წილს შ.პ.ს. „გ.ს–ში“ - რეგისტრირებული 2000 წლის 5 მაისს, სარეგისტრაციო ნომრით ......, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ქ.ძ–ი;

2.2. ყადაღა დაედო თ.ძ–ის 100% წილს შ.პ.ს. „ი–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ......, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - თ.ძ–ი;

2.3. ყადაღა დაედო დ.მ–ძის 100% წილს შ.პ.ს. „მ–ში“ რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - დ.მ–ძე;

2.4. ყადაღა დაედო ს.მ–ძის 100% წილს შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 6 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ........, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ს.მ–ძე;

2.5. ყადაღა დაედო თ.ძ–ის 100% წილს შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ........, ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - თ.ძ–ი;

2.6. ყადაღა დაედო ა.ძ–ის 100% წილს შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით 405....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ა.ძ–ი;

2.7. ყადაღა დაედო ქ.ძ–ის 100% წილს შ.პ.ს. „ი–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 9 იანვარს, სარეგისტრაციო ნომრით ....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ქ.ძ–ი;

2.8. ყადაღა დაედო ი.თ–ის 100% წილს შ.პ.ს. „მ–ში“ - რეგისტრირებული 2017 წლის 21 მარტს, სარეგისტრაციო ნომრით 40....., ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი - ი.თ–ი.

2.9. ერთპიროვნულმა არბიტრმა დაავალდებულა მოპასუხეები თავი შეეკავებინათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში შემდეგ კომპანიებთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანისგან: შ.პ.ს. „გ.ს–ი“ (ს/ნ .....); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ .......); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ........); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ .......); შ.პ.ს. „მ–ი“ (ს/ნ ......); შ.პ.ს. „ი–ი“ (ს/ნ ......); შ.პ.ს. „მ–ე“ (ს/ნ .....); შ.პ.ს. „ი–ი“ (ს/ნ ......) ან არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეეკავებინათ შ.პ.ს. „ო.ა-ს“-ს (ს/ნ .....), როგორც აღნიშნული კომპანიების წილების მმართველის რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებისგან.

2.10. ერთპიროვნულმა არბიტრმა მიუთითა მოპასუხეს, მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და წამოეწყო შ.პ.ს. „ჯ.ს–ში“ 2024 წლის 10 აპრილის დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გაუქმების პროცედურები.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი